Apr 2, 2012

Idriver :P :P

ვაშა, ურა!
ჩემი შიში რომ მანქანის მართვის სწავლა შეუძლებელი იყო, დღეს გაქარწყლდა!
კი, ჯერ კიდევ ვაღიარებ რომ სწავლა ადვილი არ იქნება, მაგრამ ეს არაფერია, როგორც ამბობენ ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფია :P :P 

ხოდა ასე, დღეს, ჩემი არსებობის ისტორიაში პირველად გავატარე მანქანა. თუ როგორ გავატარე ეგ სხვა საკითხია. მთავარია რომ ადგილიდან დავიძარი და მერე რა რომ ზიგზაგებზე ვიარე :D :D, მოტორი რამოდენიმეჯერ ჩამიქვრა და სადგომზე დაყენებულ მანქანებს ლამის დავეჯახე (კიდევ კარგი ინსტრუქტორებს აქვთ მუხრუჭები ). მზად ვარ ვარჯიშისათვის და ვაღიარებ რომ სანამ კარგად შევძლებ ტარებას ბეევრი ვარჯიში დამჭირდება. რაც მთავარია მიხარია რომ დაგეგმილი მაქვს თეორიის და პრაქტიკის ლექციები.

"აჰა" განცდები ბევრი მქონდა. ჯერ ის რომ ტარება არც ისეთი საშიშია როგორც მეგონა (ავტოსადგომეზე ყოველი შემთხვევისთვის), რომ არ ვარ დებილი და შევძლებ სწავლას, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური ატივობაა. რაც შეეხება თავად მანქანის მექანიზმს- არ მეგონა რომ პედლები ასეთი მგრძნობიარეები იყვნენ, ასევე არ მეგონა რომ საჭე კარგად გემრიელად უნდა მოვატრიალო იმისათვის რომ მოვუხვიო (დაბალ სიჩქარეზე).

ახალ ახალი განცდებით კიდევ დაგიბრუნდებით :)

3 comments:

Da-v-iD said...

:)) რა გახარებული პოსტია? :)) გილოცავ ! აბა შენ იცი ;)

Toma said...

gmadlov :)
imdenad cin gadadgmuli nabijia chemi mxridan manqanis martis scavlis dackeba da sachestan dajdomis gabedva rom mixaria da vamakob chemi tavit :D :D

Keti said...

ტომუშკაა, რა მაგარია! გილოცავ დასაწყისს :) გამოგივა, აბა რა! წარმატებები! :)