Apr 18, 2012

ველოსიპედისტი მოდის :D

დღეს უკვე მეოთხეთ მქონდა მართვის გაკვეთილი, ანუ მეოთხეთ ვატარე მანქანა და ამჯერად ქალაქში. გეგონება კარგი მძღოლი ვყოფილიყავი საღამოსთვის მქონდა მასწავლებელი "დაბრონილი" და მაგრადაც მივქარე. 

მოკლეთ იმდენი ხალხი, იმდენი მანქანა და იმდენი ველოსიპედი ირეოდა ქუჩაში, სტრესისაგან ლამის გადავირიე. ამერია პედლები, ყოველ მოსახვევში მანქანა მიქვრებოდა, რა რის შემდეგ უნდა გამეკეთებინა მავიწყდებოდა. როგორც იქნა მშვიდობით ჩაიარა 55 წუთმა, ჩავედით სკოლისაგენ და მანაქნის დასაყენებლად მანევრირებას შევუდექი. უკანსვლით ხაზზე გასწორება დავიწყე და ამ დროს სარკეში ვხედავ ველოსპედისტი მოდის ...

მე - ველოსიპედისტს ვხედავ. და ვაგრძელებ უკუსვლას.
ისტრუქტორი -  (ჩუმად არის)
მე- ველოსიპედისტი მოდის! და ვაგრძელებ უკუსვლას
ისტრუქტორი -  (ისევ ჩუმადაა)
მე - მოვიდა ველოსპედისტიიი. და ვაგრძელებ უკუსვლას
ისტრუქტორი - დაატორმუზე მერე, რას ელოდები?!

მე ვატორმუზებ და ჩემთვის ვფქირობ ძლივს არ ამოიღო ხმა. არადა რა ჯანდაბა დამეტაკა ჩემამდე არ დადის. ვხედავ მოდის, ვიცი რომ უნდა დავატორმუზო და იმის ნაცვლად რომ გავჩერდე რას ვაკეთებ?! არც არაფერს, იმის გარდა რომ კიდევ ერთხელ ავღნიშნავ ველოსიპედისტის არსებობას :D :D

1 comment:

Keti said...

რა საყვარელი ხარ :)
თავიდან მეც ვიყავი დამოკიდებული მასწავლებლის მითითებებზე, ოღონდ ქალაქში სიჩქარეების ცვლისას. მალე გადალახე ეგ :)