Apr 22, 2012

აივანი :)


როგორც იქნა მოვახერხე აივნის ავეჯის ყიდვა.

დიდი არაფერი, ორი შავი სკამი და ხის მაგიდა რომელიც ერთმანეთს არც კი უხდება მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ :). თავიდან ხის სკამებს ვფიქრობდი მაგრამ იმდენად სუსტები იყვნენ არ ვიყიდე, ამიტომაც არჩევანი რკინის, უფრო ძლიერ სკამზე გავაჩერე. ამ სკამებს მრგვალი შავი მაგიდა მოყვებოდა, რომელიც არ მომეწონა, ამიტომ დავიკიდე ყველაფერი და დასაკეცი ხის მაგიდა ვიყიდე :) ზამთარში სახლში შევძლებ ამ მაგიდის შემოტანას. 

 ესეც ხედი აივნიდან.
 ეს კიდევ ჩემი ვარდი სიმპათია, რომლის შესახებაც წინა პოსტებში ვწერდი. იმედია იყვავილებს ამ წელიწადს :)
სხვა ამბები:
ხვალიდან, ბოლო და ყველაზე გრძელ პრაქტიკას ვიწყებ ერთ ერთ სააავადმყოფოში. ვიმუშავებ იმ ადამიანებთან რომლებსაც ტვინში სისხლჩაქცევა აქვთ (Stroke). ძალიან ვნერვიულობ, იმიტომ რომ ამ სტადიაზე ჩვენგან თითქმის სრულ დამოუკიდებლობას ელოდებიან, მე კიდევ ამ კატეგორიის პაციენტებთან ასე ადრეულ სტადიაზე არ მიმუშავია.

რადგანაც წინა პრაქტიკები ცუდად მახსოვს (ჩემი საწყალი ტერფების და ფეხების გამო), დღეს წავედი და ახალი ფეხსაცმელი ვიყიდე. თავიდან კი ვჟმოტობდი და რამე უბრალო მინდოდა, მაგრამ "უბრალოს" ყველა პრაქტიკაზე ახლიდან ვყიდულობდი, პლიუს დეხები მაინც საშინლად მტკიოდა, ამიტომ ვიფიქრე ჯობია ერთი და კარგი!!! ბევრი სიარულის და რჩევის შემდეგ Ecco women's  Niagara - ზე გავჩერდი. ჯერ ჯერობით მომწონს და ვნახოთ როგორ გაუძლებს კვირაში 40 საათიან ფეხზე დგომას და "ჯირითს" :D !

აი ასეთია ჩემი ფეხსაცმელი ოღონდ წითელი. ძალიან გრილია, რადგან ბადეები აქვს გვერდებზე და დარწმუნებული ვარ რომ ფეხი არ ჩამიხურდება!


4 comments:

Da-v-iD said...

აივანზე ყავის სმა :) მშვენიერი რამაა

Toma said...

kiiiiii :)
martla magari ramaaa :)

Keti said...

მე კიდევ ვოცნებობ აივანი მქონდეს. მერე მე ვიცი, როგორ მოვაწყობდი :)))

Toma said...

გისურვებ რომ მალე გქონდეს ქეთი :)