Apr 17, 2012

მწიფე ვაშლებიც დამიკრეფიაააა :)


მოვფრინდი და მოვლასლასდი ერთდროულად!

მოვფირნდი იმიტომ რომ გამოცდამ ძალიან კარგად ჩაიარა, გამომცდელის აზრით ჩვენ საგამოცდო ნაშრომს შესწორებების შეტანა არ სჭირდება!  ასეთი რამ კი დღეს მესამედ მოხდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში!!! სიმართლე რომ გითხრათ ემოციურად იმდენად გადამწვარი და გადაღლილი ვიყავი ვერც კი გავიგე რა თქვა გამოცდელმა, და ვერც იმას ვხვდებოდი ჩემი პარტნიორი რატომ იყო ძალიან ბედნიერი, და ჩემი კლასელები რატომ გვილოცავდნენ ასე მონდომებით. მერე რომ დავჯექით, გამომცდელის დასკვნები წავიკითხე მოვწვი ბოლოსდაბოლოს რა ხდებოდა. თუმცა ჯერ კიდევ ვერ გამითავისებია რა ხდება. 

მოვლასლასდი იმიტომ რომ  ძალიან, უსაშინლესად დაღლილი ვარ. თავი მისკდება, ამდენი ნანერვიულებული, ნაფიქრი და ჯერ კიდევ ვერ გამომიხატავს ემოცია. ეგ კი არა ამ საღამოს აღნიშვნა და კარგი ღვინის დალევაც არ შემიძლია, იმიტომ რომ ხვალ მართვის გაკვეთილი მაქვს.

სენტიმენტალური მომენტი - დღეს, გამოცდის წინ ჩვენი ერთ ერთი ხელმძრვანელი მოვიდა და საჩუქრები მოგვცა. ყბა ჩამომივარდა, გამიკვირდა და ძალიან გამიხარდა. ლამაზი ბლოკნოტი მოგვცა, "გენიალური" იდეების ჩასანიშნად :) მასტერი რომ დამეწყება, მაშინ დავიწყებ ამ ბლოკნოტის გამოყენებას.

2 comments:

Anonymous said...

Congrats! :)

Toma said...

Thanks :)