Apr 9, 2012

ციებ-ცხელება

მთელი ჩემი ფიქრები და ენერგია დიპლომზეა მიმართული რომლის დაცვაც 17 აპრილს მაქვს. მანამდე კი...

ხვალ დასრულებული ნაშრომის ჩაბარების ბოლო დღეა. დასრულებული ხმამაღლა ნათქვამია რადგან სულ ცვლილებების შეტანა მინდა. თუმცა ამ ჯერზე დიპლომი უფრო მომწონს, ვიდრე მანამ სანამ ცვლილბებს შევიტანდი. "ცუდი" ჩვვენი ხელმძღვანელების აზრით არც აქამდე იყო, მაგრამ მე არ მომწონდა. წინა საგამოცდო სემინარზე, გამომცდელმა კი გვითხრა ძალიან ამბიციური და კარგად შესრულებული ნაშრომიაო, მაგრამ მაინც ძალიან ძნელია სხვისი სიტყვა აღიარო როცა პირადად არ ფიქრობ ასე. ჩემი წერის კომპანიონი კი გახარებული იყო. მე კი არა, იმიტომ რომ ცუდად არ გამიგოთ მაგრამ ჩემი განცდა ნაშრომის მიმართ უფრო მადარდებს ვიდრე ის თუ სხვა როგორ აფასებს მას. როცა ჩემი და სხვისი შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს, აი მაშინ კი ძალიან მიხარია ხოლმე :)

ნაშრომის ჩაბარების შემდეგ, ერთი კვირა გვაქვს იმისათვის რომ სხვა სტუდენტების ნაშრომი წავიკითხოთ და გავაკრიტიკოთ. ეს ნაწილიც შედის გამოცდაში, შესაბამსიად სერიოზულად მომზადებაა საჭირო. 35 წუთის განმავლობაში კარგად უნდა შევასრულოთ ოპონენტის როლი, მერე შევთავაზოთ წინადადებები ნაშრომის გაუმჯობესებაზე. ეს არის ძალიან საპასუხიმგებლო მომენტი. რადგან ორივე ოპონენტმა თანაბარი რაოდენობით უნდა ვისაუბროთ, უნდა ჩავეტიოთ დროში და უნდა მოვახერხოთ მთელი ნაშრომის განხილვა თან მთელი პრცესი დიალოგზე, დისკუსიაზე უნდა იყოს აგებული. გეუბნევით საკუთარი ნაშრომის დაცვაზე ისე არ ვდარდობ როგორც ოპონირებაზე :D

ერთი სული მაქვს როდის გათენდება. ერთით მაინც მედარდება რომ უნდა ჩაბაროთ ნაშრომი, მეორეს მხრივ კი მიხარია იმიტომ რომ ბოლო მოეღება ამ გაუთავებელ ცვლილებებს. თანს საწყალი ჩვენი ხელმძღვანელები, როგორია ყოველ ჯერზე რაღაც ახალი ხვდებათ წასაკითხი. 


2 comments:

ირინა ზაქარეიშვილი said...

გისურვებ წარმატებას! :)

Toma said...

გმადლობ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა.