Apr 1, 2012

მართვის მოწმობა მომეცით თქვე ოხრებო!

ხოდა ასე! როგორც იქნა დავიწყე მართვის მოწმობისათვის "ბრძოლა"!

პროტესტის განცდა ისევ მაქვს, და ეს პროტესტი იქიდან მომდინარეობს რომ ფაქტიურად იძულებეული ვარ ავიღო მოწმობა, რადგან სხვაგვარად სამსახურს ვერ ვიშოვი; ერთადერთი ადგილი სადაც ჩემს პროფესიაში მართვის მოწმობა არ გვჭირდება საავადმყფოფოა.ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს პროტესტი ნელ ნელა გაქრება და უფრო მეტი მოტივაცია გამიჩნდება მართვის მოწმობის აღებისათვის.


რამდენი ხანი დამჭირდება აზრზე არ ვარ, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი პროცესი ივნისამდე უნდა დასრულდეს! შემდეგ პატარა მანქანის ყიდვა/6 თვიანი დაქირავება მომიწევს რადგან ჩვენს მანქანაზე სასტიკად აკრძალული მაქვს მიკარება :D :D ჯერ ერთი იმიტომ რომ დიდი მანქანაა და საწვავს კი არ წვავს არამედ კათხებით ყლაპავს და მეორეც იმიტომ რომ ახლად დამწყები მძღოლი ხშირად აფუჭებს მანქანას (ფხაჭნის, არტყავს და ა.შ.) :D

ვნახოთ რა იქნება, დავწერ ხოლმე შიგდაშიგ ამბებს. თუ ვინმეს აქვს რაიმე სასარგებლო საიტები ამ საკითხთან დაკავშირებით, ან თეორიის ბილეთები მადლობელი დაგრჩებით თუ კომენტარებში გამილინკავთ :)

2 comments:

Keti said...

თეორიის ბილეთები ქართულად გამოგადგება?
ყოველ შემთხვევაში დაგილოინკავ, სიტუაციების ასახსნელად მაინც გამოდგება:
http://saagento.security.gov.ge/index.php?option=com_content&task=view&id=140&Itemid=247

http://prava.drive.ge/?lol=theory

Toma said...

gmadlob (hug)