Mar 22, 2012

მასტერი და აივანი :P

ვაგრძელებ მასტერის ამბებს.
რამოდენიმე დღის უკან სასწავლო პროგრამის ხემძღვანელთან ვიყავი. ამ ადამიანების მოვალეობაა სტუდენტები სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებში დააკვალიანონ. მე კიდევ ძალიან ბევრი გაურკვეველი საკითხი მქონდა. ხოდა აი რა ამბები გავარკვიე.

ერთი სემესტრის განმავლობაში შესაძლებელია მაქსიმუმ 45 კრედიტის სწავლა, თუმცა სტეპენდიას მხოლოდ 30 კრედიტისატვის ავიღებთ. საგნები რელევანტური უნდა იყოს სპეციალობასთან, მაგრამ ამავდროულად შემიძლია ავირჩიო ზოგადი საგნები რომლებიც ყოველთვის გამოსადეგარია მაგალითად მოტივაციური ინტერვიუ, პედაგოგიკა, მეცნიერული წერა და ა.შ. ეს სამივე საგანი ძალიან მჭირდება და სამივეს ავირჩევ ამა თუ იმ ეტაპზე.

ორ სგანზე უკვე გავაგზავნე აპლიკაცია, ახლა ვერ გადამიწყვეტია მესამე პედაგოგიკა ამოვირჩიო თუ მეცნიერული წერა. ვნახოთ, 15 აპრილამდე კიდევ მაქვს დრო.

სხვა ამბები :)
წინა პოსტში ვწერდი ჩემი "აივანი ბაღის" შესახებ. სამწუხაროდ ჩამოთვლილი ვარდებიდან ვერცერთი ვნახე მაღაზიაში და ბოლოს ვიყიდე ვარდი სიმპატია. 

ამ ვარდის გარდა ვაპირებ კიდევ ერთი ჯიშის შეძენას. ამ ჯიშს ქვია პატ ოსტინი, და როგორც გავიგე აივანზე, ქოთნის პირობებში ძალიან კარგად გრძნობს თავს. ნახეთ რა ლამაზი შეფერილობა აქვს :)




რაც შეეხება ფრინველების დამცავ სეტკას. სამწუხაროდ ვერსად ვნახე. ამიტომ ვიფიქრე რომ მოაჯირზე ვარდებს ავუშვებ. წესით ეკლიან ტოტზე არ უნდა დაჯდნენ თოლიები და მტრედები. ვარდების გარდა კიდევ ლავანდეი უნდა ვიყიდო, რადგან ეს ერთ ერთი მცენარეა რომლიც ვარდის პარაზიტებს არ ევასებათ :)

2 comments:

ნინგოგ said...

პატ ოსტინი ძალიან მომეწონა, ფერიც და ფორმაც. მასეთი სავსე, ბუთქუნა ვარდები მიყვარს

Toma said...

ინგლისში გამოყვანილი ვარდია :)