Mar 27, 2012

Countdown

სულ რაღაც სამი კვირა დარჩა სადიპლომოს დაცვამდე და ჩემი სტრესის დონე არითმეტიკული პროგრესიით იზრდება.

დღეს ხემძღვანელებსაც ვუთხარი რომ ძალიან ვნერვიულობ (იმდენად ძალიან რომ ხანდახან პანიკური შეტევები მეწყება). ის რომ ხმამაღლა ვამბობ ჩემი გრძნობების შესახებ, კიდევ უფრო მედარდება, იმიტომ რომ არ მინდა მათ იფიქრონ თითქოს მათ კომპეტენციას და ცოდნას არ ვენდობი, არადა ფაქტია არ ვარ კმაყოფილი სადიპლომოთი მაგრამ არ ვიცი რა უნდა შევცვალო იმისათვის რომ მომეწონოს. ხემძღვანელები კი ამბობენ რომ იშვიათად ხდება რომ სტუდენტები მსგავსი ხარისხის ნაშრომს აგზავნიან, მაგრამ მაინც ყველაფერი მედარდება :( (ეს დღეს რომ გვითხრეს არც კი გამიგია, ჩემმა ჯგუფელმა მითხრა მერე გზაში, რატომ დარდობ ხო გაიგე რა თქვესო ...)

ხანდახან ვფიქრობ რომ რადგან ეს დიპლომი თანამშრომლობის შედეგია მაგიტომ არ მომწონს?! მხოლოდ მე რომ დამეწერა უფრო მომეწონებოდა? არადა მხოლოდ მე რომ დამეწერა ალბათ გადავირეოდი. ახლა დღის რეჟიმი მაინც მაქვს ნორმალური 8:30 - 16:30. მარტო რომ ვყოფილიყავი არ ვარ დარწმუნებული რომ მგავსი რეჟიმი მექნებოდა.





გამისკდა ჩემი საწყალი თავუკა ამდენი სტრესით :(

4 comments:

Anonymous said...

toma raze nerviulob konkretulad? tavad ar mogtsons nashromi,tu dardob rom mat ar moetsonebat maints, tu nishanze? tu tkves kargiao ratom nerviulob maints? sapudzvels ver vukureb nerviulobistvis,magram albat shen gakvs sapudzveli, rom chaivlis kvelaperi ai naxe mere itkvi ras vnerviulobdio,magram mere raga droisaa sheni janmrteloba xom puchdeba?! ai me vis veubnebi mets egetive tipi var shensavit:-) Nanuka

Toma said...

nanuka, shen ris safudzvelze nerviulob xolme?

meeechveba usafudzvlod vneriulobde, magram im safudzvels ver vpoulob rom shevcvalo. tan minda rom gamocdaze rmo sheval, uproblemod gamovde, kovelgvari kudebis da a.s. amaze kidev amboben titkmis sheudzlebeliao da me kidev minda rom shesadzlebeli gavxado. magram ar vici ROGOR!

Anonymous said...

tom,me imitom vnerviulob rom, ubralod vnerviulob:-) anu imitom rom tavad ar var chem tavshi dartsmunebuli,mgonia rom ar var iseti magari,mashinats ki rotsa sxvebi kmakopili arian chemit,an sapudzvelits ki aris rom mets kmakopili viko.tsudi da xelis shemshlelia es grdznoba,magram shen me mgoni ar gaklia tavdajerebuloba,albat rame sxva mizezia

Toma said...

xoooom mec mase var zustad shen rogorc agcer.

Chemi tavdajerebuloba martis amidivitaa samcuxarod.