Mar 17, 2012

ბაღი აივანზე - საქმოქმედო გეგმა

თუ ბაღიან სალხს ვერ ვყიდულობ, მე გავაკეთებ ჩემს ბაღს აივანზე. ესაა მარტივი ფილოსოფია რომლის ჭეშმარიტებაშიც ამ კვირაში დავრწმუნდი, შესაბამისად ავმოქმედდი კიდეც.

რადგანაც ჩემი აივანი პატარაა, ბევრი რამის გაკეთების შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ იმ სივრცეს რაც მაქვს ოპტიმალურად ავითვისებ. რას ვაპირებ?

1. პირველ რიგში ბადე უნდა ავაკრა აივანზე, აბეზარი ფრინველებისაგან თავსი დასაცავად.

2. იგივე ბადე იქნება კარგი საყრდენი მხვიარა ვარდისათვის რომლის შეძენასაც ვაპირებ. ჯერ ჯერობით ამ სახეობებზე ვარ შეჩერებული ორი მიზეზის გამო - ეს ვარდები 5 თვის განმავლობაში ყვავიან და აქვთ კარგი სურნელი 




3. ვაპირებ აივნის ავეჯის შეძენას. პატარა ხის მაგიდა და მოსახერხებელი სავარძელი, აი რაღაც ამდაგვარები :) 




ხოდა კიდევ ვფიქრობ პატარა ქოთნების შეძენასა და მათში მწვანილეულობის დათესვაზე.

5 comments:

პერწკლი said...

გგულშემატკივრობ შორიდან :დ

პერწკლი said...

გგულშემატკივრობ შორიდან :დ

Toma said...

gmadlob, madlob :D
vikide ukve vardi.
setka ki ver vnaxe msheneblobis magaziashi.

Anya said...

So lovely blooms :-)

hugs from us all
Kareltje =^.^= Betsie >^.^<

Keti said...

როგორ მომეწონა! :)