Mar 14, 2012

მასტერის ამბები.

როგორც წინა პოსტებში ვწერდი, დღეს ანუ 14 მარტს უნდა გადამეწყვიტა მასტერზე ჩაბარება არ ჩაბარების საკითხი...

დილას ღია კარის დღეზე ვიყავი და ძალიან საინტერესო ინფრომაცია მივიღე. ჯერ აღმოჩნდა რომ მასტერის პროგრამა ოკუპაციურ თერაპიაში როგორც ასეთი ჩვენს უნივერსიტეტში არაა. მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში აღმოჩნდა მგავსი პროგრამა, რომელიც ჩემგან ძალიან შორსაა და ვერ ვივლი იქა.

მეორე აღმოჩენა ეხებოდა მუშაობას და სწავლის შეთავსებას. ჯერ ჯერობით ეს შესაძლებელია, მაგრამ ერთი ძალიან სასაცილო რამ ხდება. მასტერზე ყოველ წელს სავალდებული 7 კვირაინი პრაქტიკაა, და ეს პრაქტიკა სამუშაო ადგილზე არ უნდა გავიაროთ.

გვაქვს ძალიან ბევრი ამორჩევდი საგნები,  სავალდებულო სულ 4-5 საგანია ორი წლის განმავლობაში. რათქმაუნდა ეს ამორჩევადი კურსები რელევანტური უნდა იყოს სპეციალობასთან. მაგალითად ზოოლოგიის კურსი რომ გავიარო არ გამოდგება :P :P : P სწავლის ტემპი არის ნელი, 50 % ანდა 25 %. მაგალითად ერთი საგანი ფსიქიატრიაში მთელი 44 კვირის განმავლობაში ისწავლება (boring). ყველა კურსზე ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ განაცხადი. უნივერსიტეტისაგან მთლად თავისუფლები არ ვართ. 22 კვირაში 23 დღე მაინც მოგვიწევს უნივერში ყოფნა და ერთმანეთთან შეხვედრა.

სწავლის განმავლობაში აქცენტი კომპანიის/განყოფილების განვითარებაზე კეთდება. თუ აქამდე პაციენტების ქეისები გვქონდა, ახლა აქცენტი განყოფილებებზე და კომპანიებზეა. დავალებების დაწერისას მაგალითად უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ გავაუმჯობესოთ და ოპტიმალური გავხადოთ სამუშაო ადგილი და ა.შ.

ბოლო სემესტრშ ვწერთ 30 კრედიტიან თემას. ამ თემის სტატიად გამოცემაა შესაძლებელი. სტატია კი დოქტორანტურის პირველ ნაშრომს შეიძლება ჩაედოს საფძვლად.  მაგრამ მანამდე .... უნდა შევაგროვოთ ყველა საგნების ნიშნები, კრედიტები და ა.შ. და გამოცდაზე განაცხადი შევიტანოთ :)

ჩვენი თავის ბატონ პატრონები ჩვენ ვართ და ეს ძალიან მომწონს :) თუმცა უკვე დროა გადავწყვიტო რა განხრით მინდა წასვლა რომ საგნები გონივრულად შევარჩიო.




5 comments:

Da-v-iD said...

გადავიკითხე და ისე მომინდა სწავლა, უფროსწორედ სწავლის (ზოგჯერ საწუწუნო) პროცესი

Toma said...

david, mere ra gishlis xels? :)

Da-v-iD said...

batumi :D

Anonymous said...

Toma, what a wonderful news!


all the best to U :)

Toma said...

მერე მათუმი როგორ გაკავებს ეგეც ამიხსები ბარემ :)

Thanks :)