Mar 11, 2012

ადამიანი

ბოლო ორი დღეა კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ადმაიანური ფაქტორი ყველაზე დიდი კატასტროფის გამომწვევი შეიძლება იყოს.  კატასტროფის ზომაზე კი მისი შედეგები მეტყველებს.

არ ვიცი რისი ბრალია, ის რომ დღეს 11 მარტი - ანუ იაპონიის კატასტროფიდან ერთი წლის თავია, თუ უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ. ფაქტია ორი დღეა ვუყურებ ფილმებს ატომური ელექტროსადგრების კატსტროფაზე ჩერნობილსა და იაპონიაში, და ძალიან ვითრგუნები.

ორივეგან ადამიანრი ფაქტორი იყო მიზეზი...
ჩერნობლში, სადგურის ინჟინერი და დაგეგმარება.
ფუკუშიმაში - თანამშრომელთა მოუმზადებლობა, თუმცა მაინც კარგად გაართვეს თავი სიტუაციას, საქმემ ჩერნობილის დონემდე რომ არ მიაღწია.

დოკუმენტური ფილმების ყურებისას, აღვფრთოვანდი ადამიანების თავგანწირვით, და ძალიან დავითრგუნე რამოდენიმე ადამიანის ეგოისტური ქმდებით, ტყუილით, საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით ათასოთ ადამიანის სიცოცხლის ფეხებზე დაკიდებით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ორივე ადმაინური ბუნებააა, მაგრამ სხვადასხვა სიტუციაში, სხვადასხვაგვარად ვლინდება.


კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენს ტვინში და ხელებში ძალიან დიდი ძალაა და ამ ძალას სწორი მართვა სჭირდება; კდიევ ფხიზელი თვალებით ყურება და გონებით განსჯა, იმის მოფრთხილება რაც გვაქვს.

2 comments:

Keti said...

მეც სულ ვფიქრობდი ეს დღეები იაპონიის ტრაგედიაზე... სრულიად ვეთანხმები ბოლო აბზაცს!

Toma said...

cudi ram moxda mashin.