Mar 5, 2012

როგორ უნდა მოვიქცეთ ინტერვიუს განმავლობაში?!

წინა პოსტებში ვწერდი იმაზე თუ როგორ უნდა მოემზადოთ ინერვიუსათვის, რომელ კითხვებზე უნდა დაფიქრდეთ და რაც მთავარია რას მოელიან თქვენგან როცა ამ კითხვებს სვავენ. ამ პოსტში კი დავწერ თუ როგორ უნდა მოიქცეთ ინტერვიუს დროს რათა დაქირავების შანსები კიდევ უფრო გაზარდოთ.

ინტერვიუსათვის:
-თან წაღეთ თქვენი სივი და აპლიკაციის/სამოტივაციო წერილი.
-ინფორმაცია სადაც მოცემულია ფაქტები იმ კომპანიის შესახებ სადაც გააუბრებაზე მიდიხართ. როცა ინტერვიუერი გკითხავთ თუ რა იცით მათი კომპანიის შესახებ, შეგიძლიათ კითხვაზე პასუხის მტკიცე ფაქტებით გასცეთ.
-თან წაიღეთ ბლოკნოტი ან რაიმე რვეული სადაც თქვენ ჩაინიშნავთ ინტერვიუს განმავლობაში გაგებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ასევე ტელეფონის ნომრებს და მსგავს რამეებს. (ბევრი არ წეროთ ინტერვიუს განმავლობაში, თორემ ფოკუსი დაგეკარგებათ.)


ინტერვიუს განმავლობაში:
- სანამ ინტერვიუსათვის განკუთვნილ ოთახში შეხვალთ და ინტერვიუერს შეხვდებით თქვენს თავს კარგად შემოუძახეთ. გააძლიერეთ თქვენი თვითრწმენა ზუსტად ისე როგორც სპორცმენები აკეთებენ შეჯიბრებების წინ. შეხვედრის წინ პოზიტიური ემოციები და კარგი თვითრწმენა ძალიან მნიშნელოვანი მომენტია, რადგან ეს ყველაფერი ქარიზმასა და სახეზე ღიმილს გმატებთ :) . იტერვიუზე მისვლისას შეეცადეთ რომ მარჯვენა ხელი თავისუფალი გქონდეთ, რადგან არასდროს იცით ვის და როდის უდნა ჩამოართვათ ხელი. ასევე რადგან არ იცით კომპანიაში ვინ ვინააა, შეეცადეთ ყველას მიმართ დადებითი განწყობა გქოდეთ, და შემართებით მიესალმეთ.
არ ჩამოართვათ ხელი მკვდარი თევზივით!!

- ხელის პოზიცია ხელის ჩამორთმევის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. შეეცადეთ რომ მთელი ზედა კიდური გქონდეტ გაშლილი და ხელის ჩამორთმევის დროს ადამიანს თვალებში უყუროთ. ხელის ჩამორთმევის მომენტი უნდა იყოს სწრაფი და საშუალოდ ძლიერი, ინტერივუერს ხელი არ მოამტვრიოთ. თავი შეიკავეთ ხელის როტაციისაგან.

- ყავა. ინტერვიუს დროს შეიძლება შეგთავაზონ ყავა. ყოველთვის დათანხმდით შემოთავაზებაზე. თუ ყავას არ მიირთმევთ მაშინ ჭიქა წყალზე ან რამე სხვა სასმელზე დათანხმდით. ეს მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი რადგან ფინჯანი ყავის დალევის დროს, არაფორმალურ თემებზე საუბრობენ და ინტერვიუერსი მიზანი სწორედ იმისა გაგებაა თუ როგორ ახერხებთ ამ სიტუაციაზე თავის გართმევას.

- სხეულის ენა უნდა იყოს გახსნილი! არ გადააჯვარედინოთ ხელები, ფეხები და ა.შ. ამავროულად მთლად არ მოეშვათ და თავი პლიაჟზე არ იგრძნოთ. ჩემი რჩევაა ინტერვიუერის სხეულის ენას დააკვირდით და თქვნიც მის მიხედვით ცვალეთ.

- საუბრისას ინტერვიუერს თვალებში უყურეთ. ამავე დროს შეეცადეთ რომ მზერა ძალიან ინტენსიური არ იყოს და დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან მსგავსი ქცევა აროგანტულად შეიძლება შეფასდეს. თუ რამოდენიმე პიროვნებას ესაუბრებით შეეცადეთ ყველაზე გადაანაწილოთ ყურადღება.

- სიჩუმის არ შეგეშინდეთ. თუ ინტერვიუერი ზის და რარაცას წერს, თავი ცუდად არ იგრძნოთ. სიჩუმე ბუნებრივი მდგომარეობაა და მისი შევსება შეიძლება აღიქვას როგორც ნევროტული ქცევა.

- იყავი ფოკუსირებული მთელი ინტერვიუს განმავლობაში.


შემდეგ პოსტში დავწერ ინტერიუვს ერთ-ერთი ფორმის შესახებ როცა თქვენ გთხოვენ რაიმე ქეისის გარშემო მუშაობას. მგავსი ინტერვუს ფორმები უფრო და უფრო პოპულრული ხდება და კარგია თუ მას მომზადებული დახვდებით.

2 comments:

Keti said...

ძალიან კარგი რცევებია! ყველაფერი ერთად, სხეულის ენის ჩათვლით, მნიშვნელოვანია...

Toma said...

hoo ქეთი, მაგრამ რა ძნელია ყველაფერი აკონტროლო როცა ინტერიუვზე მიდიხარ.
ერთადერთი საუკეთესო მასწავლებელი და ტრენერი, საბოლოოდ მაინც პრაქტიკააა ჩემი აზრით,