Feb 6, 2012

როგორ მოვემზადეოთ ინტერვიუსათვის, პოსტი V

თქვენმა ძებნამ შედეგი გამოიღო და ინტერვიუზე დაგიძახეს?! მაშინ არ გაუშვათ სამსახურის მიღების შანსი ხელიდან და ინტერვიუს წინ კარგად მოემზადეთ. 
რას იგულისხმება კარგად მომზადებაში?!

1. დაჯექით და კომპანიის შესახებ ყველაფერი წაიკითხეთ. განსაკუთრებით კი ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მომენტებს:
  • კომპანიის სათავო ოფისი და იდეები რის გარშემოც ისინი მუშაობენ
  • კომპანიის ეკონომიკური სიტუაცია და ისტორია
  • კომპანიის საგარეო და საშინაო კულტურა
  • დაქირავებულთა რაოდენობა
  • კომპანია მედიებში თუ იყო განხილული ბოლო დროის განმავლობაში.
  • მოამზადე კითხვები კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, გაარკვიე ვინ ინქება ინტერიუზე, შესაბამსიად უფრო ადვილად მოამზადებ კითხვებს (კომუნიკაციის უფროსი, ეიჩარი და ა.შ.) მოამზადე 3 წუთიანი პრეზენტაცია შენს შესახებ და სარკის წინ კარგად ივარჯიშე!
  • გაარკვიე კომპანიას თუ აქვს დრესკოდი.
 2. დრესკოდი - დიდი თავსატეხია მინდა გითხრათ და ბევრი რამე კომპანიის შიდა კულტურაზე და იმ სამსახურზეა დამოკიდებული რომელსაც ეზებთ. მაგრამ ის  რასაც აუცილებლად უნდა აარიდოთ თავი არის:
  • ძლიერი სურნელი - სუნამო 
  • შეეცადეთ დამალოთ სვირინგები (თუ გაქვთ)
  • არ ჩაიცვათ ძალიან საზაფხულო ტანსაცმელი- მოღებული სარაფანები, საზაფხულო ქუდები
  • არ ჩაიცვათ ღამის კლუბის ტანსაცმელი 
  • არ იმაროთ ბევრი მაკიაჟი
  • ინტერვიუს წინ არ მოწიოთ
  •  ინტერვიუს წინ არ ჭამოთ ნივრიანი კერძი
მომავალ პოსტში განვიხილავთ ინტერვიუზე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და იმას თუ რას იგულისხმება ამ კითხვებში. 

No comments: