Feb 26, 2012

სახლი, ეზო და ალექსანდრა

სახლის პოვნა, განსაკუთრებით კი "Perfect" სახლის პოვნა ძალიან ძნელი იქნება. ამ დასკვნამდე მივედი დღევანდელი სამი სახლის მონახულების შემდეგ. მიუხედავად იმისა რომ არცერთი მათგანის ყიდვას ვაპირებდით, მაინც გადავწყვიტეთ გვენახა რას გვთავაზობენ 190 000 ევროს სანაცვლოდ.

სამი სახლიდან ერთი მომეწონა, ისიც მხოლოდ მდებარეობის გამო. უკანა ეზო პატარა ტბასა და ტყეზე გადიოდა, ეზოში კი დიიიდი ფიჭვის ხეები იდგა. აი ამ ხედმა მომხიბლა და ძნელია არ მოიხიბლო როცა საძინებელი ოთახის აივნიდან ამ სილამაზეს ხედავ.


მიუხედავად იმისა რომ სახლის მდებარეობა მართლა კარგი იყო, გული არ დამწყვეტია რომ ვერ ვიყიდით, იმიტომ რომ ფასადი დაუცველ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.

....თუმცა როგორც ჩანს სახლის ყიდვა რთული იქნება არა მხოლოდ მატერიალური არამედ გემოვნების გამო. მე მინდა ეზო, დიდი ეზო. მინდა ჩემს შვილებს იგივე თავისუფლება ჰქონდეთ რაც მე მქონდა ბავშვობაში როცა სოფელში ბებიასთან ვცხვრობდი. ხეებზე დავძვრებოდი, ჭალაში ხის სახლებს ვაშენებდი, ჭიებს ვიჭერდი და პატარა არყიან ბოთლებში ვდებდი, ბოსტნეულს და ვარდის კალმებს ვრგავდი. ახლაც კი, ხის  ქერქის მიხედვით შემიძლია გამოვიცნო სახეობა. არ მინდა ბინაში გამოზრდილი შვილი რომელიც ბალახს და კენჭებს ევრ გაუსინჯავს გემოს, პეპლის და ჭიანჭველის დანახვაზე პანიკაში ჩავარდება, ვაშლის ხე კი ატმის ეგონება.

ეზოიანი, ტყესთან ახლოს მდებარე სახლის სურვილი კდიევ უფრო გამიმტკიცდა  ალექსანდრა მორტონის "listening to whales" კითხვის დაწყების შემდეგ. მეგონა ჩემს ბავშვობაზე წერდა...

სახლის გამო ხანდახან "კაცი და ერთი ქოთანი ერბოს" ისტორიას ემსგავსება ჩემი მსჯელობა. ახლა დავამთავრებ უნივერს, მერე ავირებ მასტერს, მერე ჩავაბარებ სადოქტოროზე, მერე დავიცავ სადოქტოროს და ხელფასი მინიმუმ 4 000 ევრო მექნება. რეალურად კი ამ დროის განმავლობაში ისე დავბერდები სახლის მოვლის არც სურვილი და არც თავი მექნება. 


3 comments:

persona21 said...

"listening to whales" მეც მაქვს წაკითხული,ძალიან კარგი წიგნია.

Keti said...

გისურვებ სასურველი სახლის პოვნას და რაც შეიძლება მალე. :)

Toma said...

gmadlob Keti.