Feb 23, 2012

მეორე ვორკშოპიც ჩამიგორებიაააა :) და სხვა სტუდენტური ამბებიც

ხოდა ესეეე, დღეს მეორე ვორკშოპი მქონდა რომლის თემაც ამჯერად ინვალიდის სავარძელი და მისი შესაძლებლობები იყო. წინა ვორკშოპისაგან განსხვავებით შავი და თეთრივით განსხვავდებოდა ესა. წინაზე კარგი სტრუქტურა მქონდა, ყველა დავალებას მიმდევრობით გავდიოდით და ვუხსნიდი რა იყო დავალების მიზანი, ამ ჯერზე კი პირიქით იყო.

ჯგუფში ვიყავით 6 ხელმძღვანელი და 18 სტუდენტი პლიუს  6 სხვადასხვა სახის სავარძელი. რადგან სტუდენტებს თითოეული მათგანის შესაძლებლობები უნდა მოესინჯა, ჯგუფების დაყოფას აზრი არ ქონდა, შესაბამისად ყველა ყველასთან ერთდორულად ვმუშაობდით. მოლეთ სრული ქაოსი, მაგრამ შემოქმედებითი. ზოგი გიჟივით ატარებდა სავარძელს, ზოგი ბორბლებს ხსნიდა, ზოგი მუხრუჭებს. ყველაზე მთავარი კი ის იყო რომ ამ ქაოსში ყველა ჩართული იყო!

ამ ორ ვორკშოპიზე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, და მიხარია რომ უნივერისტეტმა შესაძლებლობა მოგვცა განგვეცადა სტუდენტებთან მუშაობის ბედნიერება. თავად მე ვფქრობ რომ სტუდენტებთან, განსაკუთრებით კი ახლებთან კარგად შემიძლია მუშაობა, იმიტომ რომ ბევრჯერ ვყოფილვარ დამწყები და საკუთარი გამოცდილებიდან გამოდინარე რომელიც არც ისე პატარაა, ვიცი რას განიცდის დამწყები სტუდენტი, რა სჭირდება და რისი მოლოდინი აქვს.

სხვა რამეები: დიპლომი რომელშიც თავიდან ფეხებამდე ვარ ჩართული ნელ ნელა პროგრესიშია. ამჯერად ყველაზე რთულ - დისკუსიის ნაწილზე ვართ. დღეს ერთი კარგი იდეა დამებადა და იმედია აიტაცებენ ჩემი ჯგუფელები (თუმცა მაინც მეეჭვება).  ჩემის აზრით ჩვენ სტუდენტებმა ერთმანეთი შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისათვის რომ კარგი ნამუშევარი წარვადგინოთ გამოცდაზე. ამისათვის კი კვირაში ერი დღე 3-4 საათით შეხვედრაა საჭირო, ერთმანეთის ნამუშევრების წაკითხვა და შეკითხვების დასმა. მუშაობის მსგავს მეთოდს პეტერბურგში, ასპირატურაში სწავლისას ვიყენებდით და ძალიან შედეგიანი იყო, თუმცა მაშინ ყოველ კვირა არ ვხვდებოდით ერთმანეთს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ერთ ჯგუფი მაინც გამოჩნდება ვინც დაინტერესდება ერთმანეთთან თანამშრომლობით.

No comments: