Feb 20, 2012

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები - პოსტი მეორე

ვაგრძლებ წინა პოსტში დაწყებულ თემას და დღეს გთავაზობთ კიდევ რამოდენიმე კითხვასა და პასუხებს რომელსაც თქვენგან ელოდებიან.

1. როგორი ტიპის უფროსი მოგწონს? - ხარ ადამიანი რომელსაც ტავის ნებაზე უყვარს სიარული და ნაკლები კონტროლი უნდა უფროსისაგან თუ ადმიანი რომელიც გამუდმებით საჭიროებს კონტროლსა და რჩევებს?

2. გიმუშავიათ თუ არა დედლაინზე? აქ აინტერესებთ შენი დროის დაგეგმარების და სტრუქტურიების უნარი. შეგიძლია კარგი შედეგი მისცე კომპანიას დროის გარკვეულ მონაკვეთში?

3. როგორ უმკლავდები სტრესს? სამსახური ხშირად ბევრ ვალდებულებას უყუენებს ადამიანს, ამ ვალდებულებებს კი ხშირად სტრესამდე მივყავართ. ამ კითხვით დამქირავებელს აინტერესებს რა გავლენას ახდენს სტრესი შენს მიერ შესრულებულ სამუშაოზე? როგორ უმკლავდები მას? ვარჯიშობ? გეგმავ რა და როგორ გააკეთო? თუ უბრალოდ უარს ამბობს სამსახურზე?

4. როგორ დაგახასიათებდათ თქვენი ყოფილი შეფი? ამ კითხვაზე პასუხი რომ გასცეთ წინასწარ გაეცანით იმ რეკომენდაციის წერილს რომელიც ძველი შეფისაგან მიიღეთ. პასუხი იგივე უნდა იყოს თუმცა არა სიტყვა სიტყვით აგდამრერებული.

5. თქვენს სივიში არის პერიოდი როცა არაა არჭერთ რას აკეთებდით. შეგიძლიათ ახსნა? - ესეც ძალიან მნიშნელოვანი მომენტია და შეეცადეთ რაც შეიძლება პოზიტიური პასუხი გასცეთ. მაგალითად არ მუშაობდით? სულაც არაა საშინელება, სამაგიეროდ თქვენ შეიძინეთ ცოდნა, გამოცდილება და ა.შ. მოკლეთ ყველაფერი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან დაწყებული, პიროვნული ზრდით დამთავრებული კარგი პასუხია. მთავარია პასუხი დადებითად იყოს გაფორმებული.

6.შეგიძლია აღწერო ის კომპანიები სადაც აქამდე მუშაობდი და ის საქმე რასაც ამ კომპანიებში აკეთებდი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას ერთ მომენტზე უნდა დაფიქრდეთ წინასწარ - რატომ გადაწყვიტეთ სამსახურიდან სამსახურში გადასვლა, და ამის მოტივაცია კარგად უნდა შესძლოთ.

7. რას მოვალეობები გაქვს პოზციაზე რომელსაც ამჟამად იკავებ? აქ ინტერვიუერს უნდა გაიგოს თუ შენი გამოცდილება შეესაბამება იმ პოზიციას რომლის დაკავებაც გსურს.  აღწერე შენი მუშაობის სტილი, ყურადღება გაამახვილე იმ გამოცდილებაზე და მოვალეობაზე რომლიც რელევანტურია იმ პოზიციისათვის რომელსაც ეძებ.

8. რა იცი ჩვენს შესახებ? ამ კითხვაზე აუცილებლად უნდა გასცეთ პასუხი. ამიტომ სანამ ინტერვიუზე წახვალთ, აუცილებლად მოაგროვეთ ინფრომაცია კომპანიის შესახებ. საუბარი არ დაიწყოთ - თქვენი ვებგვერდი დავათვალიერე. უკთესია თუ დაეყრდნობით ადამიანებს  ან კომპანიის პროდუქტებს.

9. რატომ გინდა ჩვენთან მუშაობა? ამ კითხვაზე პასუხმა შეიძლება თქენი ბედი გადაწყვიტოს! ინტერვიუერს აინტერესებს რატომ გინდა მათთან მუშაობა - გამოცხადებული პოზიციის გამო, კომპანიის გამო, თუ უბრალოდ სასოწაკვეთილი ხართ და ეძებთ სამსახურს. თქვენი პასუხი უნდა იყოს ბალანსირებული, აქცენტი გააკეთეთ პოზიციაზე, დაუკავშირეთ ეს კომპანიის პროფილს. არ დაგავიწყდეთ რომ ისინი თანამშრომელს ეძებენ და არა მომავალ შეფს.

10. რა გიზიდავთ ამ ვაკანსიაში? დაფიქრდი რა მოთხოვნები ქონდათ დაწერილი ანონსში. დაასაბუთე რატომ არის შენი გამოცდილება ზუსტად ის რაც საჭიროა ამ პოზიციაზე სამუშაოდ. ინტერვიუერს აინტერესებს ის თუ რაზე აგზავნი აპლიკაციას და არა ის თუ რაზე არ აგზავნი აპლიკაციას. ამითომ თქვენი პასუხი უნდა იყოს ლოგიკური და ნაბიჯ ნაბიჯ კარგად დაფიქრებული და აწყობილი.

11. რატომ უნდა დაგიქირაოთ? კითხვა კონკრეტულ პასხუს საჭიროებს, პასუხის გასაცემად კი დააკავშირეთ თქვენი ძლიერი მხარეები გამოცხადებულ პოზიციასთან.

3 comments:

Keti said...

კარგი რჩევებია!

persona21 said...

კარგი იყო,მომეწონა

turi said...

martlac mshvenieri rchevebia