Feb 15, 2012

ჩემი პირველი ვორკშოპიიიი :)

ხოდა ასე, დღეს უნივერსიტეტში წარმატებით ჩავატარე ჩემი პირველი ვორკშოპი (ეს ერთი და სხვა მრავალი). 

რატომ წარმატებული? ძალიან ბევრი მიზეზის გამო :) მაგრამ ჯერ წარმოიდდგინეთ რომ გაბღინძული, თვითკმაყოფილი სახით ვზივარ და ისე ვწერ ამ პოსტს, შემდეგ კი წაიკითხეთ რასაც დავწერ :)

1. შევძელი დამეძლია ენის შიში და პირველ კურსელ სტუდენტებს თამამად წარვუდექი :)
2. ვორკშოპის განმავლობაში არცერთი მნიშვნელოვანი მომენტი დამვიწყებია :P
3. შევძელი ყველა სტუდენტის ჩართულობის მიღწევა, მინდა გითხრათ რომ კარგად ვიმუშავე ამისათვის, რადგან რამოდენიმე ფეხი ფეხზე გადადებული სტუდენტი მყავდა ჯგუფში :)
4. შევძელი თამამად მეღიარებინა ის რაც არ ვიცოდი, ისე რომ ამის აღიარება არ შემრცხვენია!
5. შევძელი მიმეღო შენიშვნა სტუდენტებისაგან, ისე რომ შენიშვნის მიღებას ჩემს თავმოყვარეობაზე არ უმოქმედია, და პირიქით ძალიან მადლიერი დავრჩი რომ სტუდენტმა ინიციატივა გამოიჩინა
6.  ბევრი ხუმრობის, და სტუდენტებთან უშუალო დამოკიდებულების შედეგად ჯგუფში მოდუნებული სიტუცია შევქმენი :)

მომავალი ვორკშოპებისათვის - ბევრი რამე უნდა გავითვალისწინო! 

პ.ს. ყველაფერი ამის შემდეგ (2 საათი) ისეთი დაღლილი ვიყავი, სტატისტიკური ანალიზი ძლივს გავაკეთე. სამჯერ მომიწია ერთიდაიგივე პროცესის გამეორება შეცდომების გამო.

2 comments:

Keti said...

mixaria seni warmatebebi! ra kargi ambavia...

Toma said...

გმადლობ ქეთი.