Feb 13, 2012

ინტერვიუს დროს ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

დღეს განვიხილავთ ინტერვიუს დროს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და იმას თუ რას გულისხმობენ ამ კითხვებში.

მაშ ასე დავიწყოთ :)
1. მოკლეთ მომიყევით საკუთარი თავის შესახებდაიმახსოვეთ არ უპასუხოთ - რისი გაგება გსურთ?!! ამ კითხვით ინტერვიუერი  ცდილობს  რომ თქვენ კომფორტულად იგრძნოთ თავი ინტერვიუს დროს, რომ თქვენ თავად გადაწყვიტოთ ინტერვიუს ტემპი. კითვის მიზანი იმის დადგენაა თუ როგორ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი მომენტების შეჯამება რამოდენიმე წუთში. როგორც წესი ამ 5 წუთში თქვენ საშუალება გეძლევათ მოკლედ ისაუბროთ თქენს პერსონაზე, ოჯახურ მდგომარეობაზე და ა.შ.

2. შეგიძლია დაასახელო შენი სამი ძლიერი მხარე? - ამ კითხვის მიზანია, დაასახელო რას თვლი შენს ძლიერ მხარეებად (შენივე სიტყვებით). ინტერვიუერი ძალიან დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს იმას თუ რას ამბობთ და რომელ სიტყვებსა და წინადადებებს იყენებთ დახასიათებისათვის. ამიტომ საჭიროა ამოირციოთ სამი თვისება რომლის არჩევის მოტივაციასაც დამაჯერებლად შესძლებთ.

3. დაასახელეთ თქვენი სამი სისუსტე/სუსტი მხარე. აქ იტერვიუერი ცდილობს იპოვოს სამი სუსტი მხარე და გაანალიზოს ის თუ როგორ გავლენას მოახდეს ეს სისუტეები იმ სამსახურის შესრულებისას სადაც აპლიკაცია გააგზავნეთ. ინტერვიუერი ამ სისუსტეებს გამოიყენებს იმისათვის რომ უფრო ღრმა კითხვები დაგისვათ იმაზე მეტი გათქმევინოთ ვიდრე გეგმავთ, ამიტომ კარგად დაფიქრდით რას ლაპარკობთ.

4.რა საქმეები მეტყველებს თქვენს ინიციატივის უნარეზე? - ინტერვიუერს სურს გაიგოს ხართ თუ არა ადამიანი რომელიც ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს, თუ პირიქით ასრულებ სამუშაოს. ხართ თუ არა ადამიანი რომელიც ჯგუფს ქმნის? თუ პირიქით ადამიანი რომელიც საქმის შესრულების გზებზე მსჯელობს?

5. როგორ რეაგირებთ კრიტიკაზე? არ არსებობს თანამშრომელი რომელსაც შეცდომა არ დაუშვია, აი შეცდომის გამო კრიტიკას ყველა სხვადასხვაგვარად ღებულობს, შესაბამისად ამ კითვით ინტერვიუერს აინტერესებს როგორ ღებულობთ ნეგატიურ ფიდბექს ან კიდევ კრიტიკას.

6. როგორ დაგახასიათებათ თქევნი საუკეთესო მეგობარი? ამ კითხვით ინტერვიუერს სურს გაიგოს თქვენი პიროვნების შესახება და არა სამსხაურში გამოვლენილი  თვისებების შესახებ. შესაბამისად კითვაზე პასუხის გაცემისას ის თვისებები ამოწიეთ რომელიც თქვენს გარშემომყოფებში ყველაზე დიდ მოწონებას იმსახურებს.

7.აღწერე წარმატება - აქ ინტერვიუერს აინტერესებს რა არის შენი მოტივაცია - ფული, ძალაუფლება, ბევრი თავისუფალი დრო. ის თუ რა არის წარმატება ძალიან ინდივიდუალურია და კითხვაზე პასუხის გაცემისას იყავით ინდივიდუალურები.

8. შეგიძლია მოყვე ერთი წარუმატებლობის შესახებ რომელიც შეგემთხვათ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას ა. აღწერეთ სიტუაცია ბ. მოყევით თუ რატომ არ მოხდა ისე როგორც იყო ჩაფიქრებული გ. რა ისწავლეთ სიტუაციიდან. ამ კითვაზე პასუხის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია.

9.რა ტიპის ადამიანებთან შეგიძლია/არ შეგიძლია მუშაობა? ინტერვიუერს აინტერესებს თქვენ თუ შეესაბამებით იმ გუნდს რომელიც კომპანიაშია. კითვაზე პასუხის გასაცემად დაფიქრდით სამუშაო/სწავლის პერიოდის გამოცდილების შესახებ და აღწერეთ ის ადამიანები რომლებთანაც მუშაობა ძალიან მოგწონდათ და ვერ მუშაობდით. ასევე აუცილებლად თქვით რატომ.

10. რა გაძლევს მუშაობის მოტივაციას? ინტერვიუერს სურს გაიგოს რა არის შენი მოტივაცია მუშაობისას. მაგალიტად თუ გაყიდვების მენეჯერი ხარ - შეჯიბრი სხვა გამყიდველებთან თუ შემოსავალი? თუ შენ აპირებ ადამიანებთან მუშაობას, მაშინ აუცილებელია რომ მოტივაცია იყოს სხვა ადამიანების ზრდა და წარმატება.

11. რა გაღიზიანებს? ამ კითვაზე პასუხის გაცემისას თავი შეკავეთ პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე და ა.შ. საუბრისაგან. სამაგიეროდ გაიხსენეთ რა გაღიზიანებდათ სწავლის ან მუშაობის დროს.

12.რა როლს ირგებ გუნდში? ინტერვიუერს სურს გაიგოს ხართ თუ არა ის ადამიანი რომელიც საქმეს იწყებს, თუ ადამიან რომელიც საქმეს ასრულებს და ამთავრებს. ლიდერი ხართ თუ შემსრულებელი? კითხვაზე პასუხის გაცემისას, სასურველია პიროვნული თვისებების დაუკავშიროთ ამა თუ იმ როლს.

13.რას აკეთებ თავისუფალ დროს? ბევრი აქტივობა პირდაპის საუბრობს იმაზე თუ ვინ ხართ თქვენ როგორც პიროვნება.

14.როგორ ხედავ შენ თავს 5/10 წელიწადში? თავი მოარიდეთ პასუხს როგორიცაა - 5 წელიწადში მე ვიქნები ამ განყოფილების უფროსი. საუკეთესო ვარიატია ერთამენთთან შეაჯეროთ პიროვნული და სპეციალობის მიზნები და მაგალითად უპასუხოთ "ახლა 25 წლის ვარ, ხუთ წელიწადში ვიქნები 30 წლის. ამ დროისათვის მე შევწმნი ოჯახს , ასევე იმედი მაქვს რომ სამსახურში მექნება ის დავალებები რომლის შესრულებაც მომწონს. ეს ნიშნავს რომ მე მაქვს პასუხისმგებლობა სხვა თანამშრომლებზე "და ა.შ.

15.მოყევი შენი განათლების შესახებ. აქ ინტერვიუერს უნდა გაიგოს რა სპეცილობა აირჩიე და რაც მთავარია რატომ!! ამიტომ თამამა მოყევით რა სპეციალობა აირჩიეთ და რამ განაპირობა მისი არჩევა.

16. კმაყოფილი ხარ თუ არა შენი მოსწერებით/ნიშნებით? ამ კითხვით ეჭვსქვეშ არავინ აყენებს შენს კომპეტენციას, მაგრამ ინტერვიუერს სურს გაიგოს რამდენად გულწრფელი ხართ პასუხის გაცემისას. პასუხის მთლიანობაში უნდა განიხილოთ და არა ცალკცალკე, საგნობრივად.  აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ წარუმატებლობა არ დააბრალოთ მასწავლებელს, ან ვინმე სხვას, არამედ საკუთარ თავში ეძებეთ მიზეზები.

Obs. რადგანაც ამ თავში ძალიან ბევრი კითხვა განიხილება, დღევანდელი დღისათვის მხოლდო 16 მათგანით შემოვიფაქრგლები. დანარჩენ კითხვებს კი შემდეგ პოსტში განვიხილავ.

No comments: