Jan 23, 2012

წერილობითი პრეზენტაცია, პოსტი III

შრომის ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია და ხშირად ერთ პოზიციაზე რამოდენიმე ასეული მსურველი აგაზავნის აპლიკაციას. გამოცდილი რეკრუტერი უცბად ღებულობს გადაწყვეტილებას თუ ვინ გამოდგება პოზიციისათვი და ვინ არა, ამიტომ შენი პრეზენტაცია უნდა იყოს საინტერესო და გამორჩეული ყველა დანარჩენი პრეტენდენტისაგან!

ძირითადად ყველა კომპანია, აპლიკაციის მიღებისას ელოდება შენს  სივის და პერსონალურ წერილს (იგივე მოტივაციის წერილს, იგივე აპლიკაციის წერილს). ეს ორი დოკუმენტი საფუძველია  ფაქტიურად შენს ბედს წყვეტს.

1. სივი
სივის დაწერის სხვადასხვა კულტურა არსებობს (ამისათვის ლოკალური ვებგვერდები გამოიყენეთ, ან ვინმე ნაცნობ რეკრუტერს მიმართეთ რჩევისათვის), თუმცა რათქმაუნდა არსებობს ძირითადი წესები.  სივიში მოცემული უნდა იყოს :  პირადი ინფორმაცია - სახელი, ასაკი, მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა; სამუშაო გამოცდილება - თუ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ და ძალიან ბევრ ადგილას გიმუშავიათ, მაშინ მხოლოდ ის გამოცდილებები შეიტანეთ სვ-ში რომლებიც მოცემულ ვაკანსიას ყველაზე მეტად შეესაბამება; განათლება - უნივერსიტეტის და სპეციალობის სახელი, გამოცდა და რა პერიოდში მიიღეთ განათლება; ენისა და კომპიუტერის ცოდა - სასურველია რომ შეაფასოთ თქვენი ცოდნა, მაგ. ინგლისური - წერა კითხვა  კარგად, საუბარი საშულოდ და ა.შ. სხვა- აქ დაწერეთ ინფორმაცია იმ კურსების და მიღწევების შესახებ რომელიც რელევანტურია მოცემულ მომენტში. რეფერენსები - სანამ რეფერენსებს მიუთითებთ, მანამდე დაურეკეთ ამ ადამიანს და შეუთანხმდით.

რა არ უნდა იყოს სივიში - მთელი შენი ცხოვრების ისტორია, სასურველი ხელფასი, ნიშნების ფურცელი და დიპლომი, შენი სუსტი მხარეები, შენი ფიზიკური მონაცემები, შენი სექსუალური მიდრეკილება, რელიგია, რისი გაკეთება გიყვარს თავისუფალ დროს, ნაციონალობა.


2. პერსონალური წერილი 
პერსონალური წერილი საშუალებას გაძლევთ საკუთარი თავი გაყიდოთ. ამისათვის კი მკითხველის ყურადღება წერილის პირველი ხაზებიდანვე უნდა მიიბყროთ. პერსონალურ წერილში შეგიძლიათ თქვენს პიროვნულ თვისებებზე ისაუბროთ, მაგრამ ეს უდნა გააკეთოთ იმ პოზიციასთან დაკავშირებით სადაც აგზავნით აპლიკაციას. ამიტომ ყურადღებით წაიკითხეთ ანონსი, გაანალიზეთ რა სახის პიროვნებას ეძებენ დამქირავებლები და მხოლოდ ამის შემდეგ დაწერეთ წერილი. ყველაზე მტავარი მომენტი რაც არ უნდა გამოგრჩეთ არის იმის მოტივირება თუ რატომ ხართ თქვენ და მხოლოდ თქვენ გამოსადეგი ამ პოზიციისათვი.
გაითვალისიწნეთ - თითოეული ანონსისათვის ახალი პეროსნალური წერილი იწერება.

3. სანამ აპლიკაციას გადააგზავნით გაითვალისწინეთ შემდეგი მომენტები:
  • ადამიანებს ვისაც ენდობით, სთხოვეთ გადახედონ თვენს სივის, პერსონალურ წერილს. სთხოვეთ ფიდბექი.
  • გადაამოწმეთ შეცდომები ხომ არ გაგეპარათ. 
  • შენი სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია ყველა ფურცელე უნდა იყოს
  • რიცხვი სწორად არის დასმული
  • აპლიკაცია მიმართულია სწორ ადამიანთან და კომპანიასთან
  • დაეკონტაქტეთ ყველას ვინც რეფერენსების სიაში შეიტანეთ და უთხარით რომ აპლიკაციას აგზავნით
  • დააკვირდით რომ თქვენი სახელი სრულად დგას ელექტრონულ ფოსტაზე, ყოველგვარი ნიკნეიმების და ა.შ გარეშე 
  • გამოიყენეთ მხოლოდ პირადი მეილი 
  • ელექტრონული მისამართი საიდანაც აპლიკაციას აგზავნით იგივე უნდა იყოს რაც თქვენ სივისა და პეროსნალურ წერილშია მოცემული.
4. სააპლიკაციო წერილში 
ის თუ ვინ ხართ, რა თანამდებობაზე აგზავნით აპლიკაციას. დაწერეთ რომ აგზავნით პერსონალურ წერილსა და სივის, და რომ ელოდებით პეროსნალურად შეხვედრას.
ბოლოს - კეთილი სურვილებით, სახელი და გვარი.

5. ბოლოს 
შეეცადეთ მთელი თქვენი გამოცდილება და ცხოვრება დადებითი კუთხით განიხილოთ. მაგალითად არ გიმუშავიათ 5 წელი / კი ეს არაა სახარბიელო სიტუაცია, მაგრამ სამაგიეროდ იფიქრეთ იმაზე თუ რა ცოდნა და გამოცდილება შეიძინეთ ამ დროის განმავლობაში. ყველაფერი რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება/ხდებოდა პოზიტიური მხრით უნდა წარმოადგინოთ და რაც მთავარია გააკეთოთ დასკვნები - რა ვისწავლე, რა მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე.

No comments: