Jan 26, 2012

წერას ატანილი

ჩემი სადიპლომო ძალიან მადარდებს, მაფიქრებს, მაღელვებს და მაშინებს. თუ რატომ წერა მეზარება, არც მინდა.

რამოდენიმე დღის წინ, მასწავლებელმა თქვა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სულ ორი შემთხვევა მახსოვს სადიპლომო ნაშრომი ეგრევე რომ მიიღეს ყოველგვარი მცირე თუ დიდი ჩასწორებების გარეშეო. სიმართლე რომ გითხრათ ძალიან გამიკვირდა, თუმცა იმედი არ დამიკარგავს და მიზანიც არ შემიცვლია - ოლიმპიადაში მონაწილეობას რა აზრი აქვს გამარჯვებას თუ არ გეგმავ? არ მითხრათ ახლა მონაწილეობაც საქმეაო, არ მივიღებ ამ პასუხს!

ჩემთან თანამწერალ ჯგუფელს ალბათ ძალიან გაუჭირდება ასეთ პირობებში მუშაობა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს :P :P :P.

ყოველთვის ვა ბანკზე მივდივარ როცა რამეს ვწერ,  ჩემი მიზანი ყოველთვის მაქსიმუმია. ერთადერთხელ, როცა დედლაინამდე ოთხი დღით ადრე დავიწყე რაპორტის წერა (მანამდე უბრალოდ ვერ გავიგე რა უნდა დამეწერა, და პასუხიც არავინ გამცა), საჭიროების შემთხვევაში შესწორებებს იმედზე.... სწორედ იმ ერთადერთხელ დამიბრუნეს უკან დაწერილი ნაშრომი და მისი "შევსება" მთხოვეს.  სულ ორი ხაზი იყო დასაწერი და სწორედ ამ ორი ხაზის  არსი არ მესმოდა, უფრო სწორედ სიტყვის არსი რომელსაც ეს ორი ხაზი გადმოსცემდა. სტრესის გამო კი, ამ სიტყვის შინაარსის მოძებნაც კი ვერ მოვახერხე, ვერ მოვიფიქრე.

დიდი ოხერი რამეა სტრესი, კოგნიტურ ფუნქციებს ანადგურებს.

ხოდა, ალბათ ძნელი იქნება ერთად წერა. მე რამდენსაც ჩემ თავს ვთხოვ, იგივეს სხვასგანაც მოვითხოვ. ეს მოტხოვნები კი ძაააალიან, ძალიან მაღალია. ისეთი რომ თავგზას დაგაკარგინებს და ძალიან დაგღლის.  ვნახოთ როგორ გაუძლებს სტრესს, და ვნახოთ მე როგორ გავუძლებ ადამიანს რომელიც საკუთარ თავს იმის ნახევარსაც არ სთხოვს რისი გაკეთებაც შეუძლია.

No comments: