Jan 21, 2012

პატარა პოსტი ეთიკური კომიტეტისა და კვლევის რეგულაციის შესახებ

ვაგრძელებ უნივერსიეტის თემას, კერძოდ კი საკითხს რომლის შესახებაც დიდი ხანია მინდოდა დამეწერა.

თუ  კვლევის ჩატარება გადაწყვიტეთ, მაშინ ჯიბის გახსნა და ბევრი წერილის დაწერა დაგჭირდებათ. რადგან - სანამ რამეს გააკეთებთ, სანამ უბრალოდ ფეხს გადადგავთ ეთიკური კომიტეტის დასკვნა უნდა გეჭიროთ ხელში. იმისათვის რომ დასკვნა მიიღოთ საჭიროა აპლიკაციის გაგზავნა, კვლევის გეგმასთან ერთად - სად აპირებთ კვლევის ჩატარებას, რამდენ პაციენტზე, რა ინსტრუმენტით, შედეგში რას ელით, რა ეთიკური დილემები შეიძლება გაჩნდეს, კვლევის მონაწილეებს რას სთავაზობთ და ა.შ. ეს აპლიკაცია დაახლობით 500 - 2 000 ევრო ჯდება. გააჩნია კვლევის მაშტაბებს. პასუხი შეიძლება იყოს კი ან არა, ნებისმიერ შემთხვევაში ფულს უკან არ აბრუნებენ.

კვლევის ნებისმიერი მონაწილის უფლებები კანონით რეგულირდება, კანონის გადახვევას კი სავალალო შედეგები შეიძლება ქონდეს მკვლევარისათვის.

ვთქვათ მივიღეთ ეთიკური კომიტეტისაგან დადებითი პასუხი. ამის შემდეგ იწერება ორი წერილი თითოეული მონაწილის მიმრთ (მონაწილეები როგორ ირჩევა კიდევ სხვა საკითხია). პირველ წერილში იწერება  რა კვლევაა, ვინ ატარებს და რა მიზნებს ემსახურება. წერილში არ იწერება მსგავსი სიტყვები როგორც - იმედი მაქვს, სასურველი და ა.შ. ნებისმიერი "ღირებულებითი" სიტყვა, რომელმაც მონაწილეზე ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს.  მეორე წერილი კი კონტრაქტის მაგვარია, ოღონდ ამ კონტრაქტის მიხედვით მკვლევარმა ყველა მოვალეობა უნდა შეასრულოს, მონაწილეს კი ნებისმიერ წუთს შეუძლია კვლევის დატოვება.

ასეთი რამ, სადიპლომო ნაშრომის პროექტის გეგმისა არ იყოს პირველად შემხვდა. არც საქართველოში, არც რუსეთში არავის არაფერი მოუთხოვია. ქართული დიპლომის კვლევა რომ გავაკეთე 200 მშობელზე, მხოლოდ მშობლებს ვესაუბრე. მერე საკანდიდატოს კვლევა რომ გავაკეთე 135 ბავშვზე, მხოლოდ სკოლის დირექტორებს ვესაუბრე (აქ ძალიან გართულებულია ეს პრცესი. მხოლოდ უფლების მოსაპოველბლად გჭირდება მინიმუმ 6 თვე, შემდეგ თითოეული სკოლის დირექტორთან, ბავშვთან, მშობელთან, მასწავლებელთან გასაუბრება, წერილების გაგზავნა და ა შ რამდენი დროს და ენერგიას წაიღებს საუბარი არ მაქვს ).  მაშინ ეს ყველაფერი ნორმალურად მეჩვენებოდა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები რომ ძალიან არაერთიკურად მოვიქეცი, ბევრი დღესაც ასე იქცევა. ეს ყველაფერი კი არ ცოდნის, შესაბამისი სტრუქტურების და კანონების არ არსებობის ბრალია.

ძალიან იმედი მაქვს რომ სიტუაცია შეიცვლება/(შეიცვალა) და მკვლევარსაც და კვლევაში მონაწილებსაც უფრო მეტი ულება და დაფასება ექნება, რაც მთავარია კანონი დაიცავს!

No comments: