Jan 20, 2012

უნივერსიტეტის ამბები

ბლოგის უცნობმა მკითხველმა კომენტარებში დამიწერა - ან ქუქინგზე დაწერე ან უნივერზე, თორემ აღარ შემოვალ შენს ბლოგზეო :P :P :P (joke). რადგან ქუქინგინგ მუზები კრეტაზე გამეპარნენ დასასვენებლად, ამიტომ მეორე თემის ანუ უნივერსიტეტის შესახებ მოგიყვებით.

რა ხდება უნივერსიტეტში?! სულ მალე სადიპლომო ნაშრომის წერას დავიწყებთ. მანამდე კი უნდა დავწეროთ სადიპლომო ნამუშევარის, ანუ პროექტის გეგმა. გეგმა  ხელმძღვანელებმა უნდა განიხილონ - მიიღონ ან უკან გადმოგვივგზავნონ შესასწორებლად. ბოლოს როცა შევთანხმდებით რომ გეგმა მისაღებია, შეგვიძლია თავად დიპლომის წერა დავიწყოთ. სიმართლე გითხრათ ეს სრლიად ახალი რამაა ჩემთვის რადან არც საქართველოში, არც რუსეთში წინასადიპლომო  გეგმის დაწერა არავის მოუთხოვია (ისევე როგორც ბევრი რამ, რაზეც აქ ჭედავენ და ამის შესახებ აუცილებლად დავწერ!).

რას ვწერთ პროექტის გეგმაში?! შესავალი- სრულიად უნდა იყოს დაწერილი, სადიპლომოში შესავალი ნაკლებად შეიცვლება. მიზანი და ამოცანები, მეთოდი, ეთიკური საკითხები, მოსალოდნელი შედეგი, დროის გეგმა და რათქმაუნდა რეფერენსები! სიმართლე რომ გითხრათ, ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, და  მიხარია ამ პროცესს გავდივარ.

პროექტის გეგმის წინ, პატარა ესკიზივით კეთდება (თუმცა ჩვენს შემთხვევაში, ესკიზზე არც კი მიფიქრია, მიზანი თავიდანვე გეგმა იყო და გაამრთლა კიდევაც ამ მიზანმა!). რადგანაც ჩვენთან ჯგუფური კრიტიკა და მუშაობა ძალიან ფასდება, მომდევნო ეტაპზე ვახდენთ ერთმანეტის ესკიზების კრიტიკას. ზოგი კრიტიკა სასარგებლოა, მაგრამ მხოლოდ ზოგი.

კიდევ რა ვთქვა, დროში ძალიან გაჭედილები ვართ მაგრამ.... დედას ვუტირებ, მაინც ამოვთხრი ისე როგორც მე მინდა!

9 comments:

Anonymous said...

Oh, yeah :))

You know why I enjoy ur post about the univeristy? I can pretty much relate. we both are going through the same stuff.

best wishes from Canada

Toma said...

რა სპეციალობას ეუფლები და რამდენი დაგრჩა?

Anonymous said...

masters vaketeb, pirveli welia, biomedical sciences, UofT shi var, kanadis "harvard"s edzaxian da iseti rtuliaaaa rom tmis davarcxnis dro ar mqonda magalitad bakalavri sanam viyavi, exla ufro gamiadvilda, magram isaa erti rom hospitalshic var shabat-kviras da 5 tvea saxlshi srulad 1 dgec ar vyofilvar,es yvelaze metad michirs.

kargi blogi gaqvs pirferobis gareshe, vigac chem dgeshi rom aris mixaria :p

Toma said...

გმადლობ.

ჩემი ძალიან ბევრწლიანი გამოცდილებიდან თუ ადამიანი სწავლობ და სერიოზულად უდგები საქმეს ყველგან რთულია სწავლა. თუ ფეხებზე გკიდია, სწავლა ყვლგან ადვილა.

საინტერესო სფეროა და რაც მტავარია პესპექტიული. ჰოსპიტალში რას აკეთებ?

Anonymous said...

me mexeba heart immunology,transplants, heart stroke recovery da am pacientebtan shexvedra.shabat-kviras vxvdebit am pacientebs.aseve gvaqvs specialuri patara lab. tavisuflebi ver vart samwuxarod archevanshi eqims vekitxebit yvelafers, vart sul 3 studenti. droebitia magram experience namdvilad mchirdeba, sanam movrchebi.

rac sheexeba okupaciur terapias, tu bakalavri ar gaqvs ar gigeben mandac,dzalian bevri saavadmyofoebia parkinsonze da alzheimerze marto, specialurad mxolod am pacientebistvis.

p.s. ki, davwere chemi bio.qartuli imedia sworad aris :)

Toma said...

საინტერესო სფეროებთან გაქვს შეხება, და გამოცდილება ძლაიან მნიშვნელოვანია.

აქ კი, სამედიცინო სფეროში თუ ხარ, რაც არ უნდა გქოდეს დამთავრებული ლეგიტიმაცია თუ არ აიღე არსად გღებულობენ, პაციენტებთან მუშაობის უფლება არ გაქვს. შეიძლება იყო მაგალითად ფილოსოფიის/მედიცინის კანდიდატი მაგრამ არ გქონდეს ლეგიტიმაცია (რომელსაც უმაღლესი სასწავლებელი კი არა, სხვა სახემციფო ინსტანცია გასცემს).

ხოდა ლეგიტმაციის გარეშე შეკრული გაქვს ხელ ფეხი.

Anonymous said...

ra aris sachiro imistvis rom mogcen legitimacia?

aq yvela profesiis adamians chirdeba shesabamis Board-shi registracia anu tanxmobis migeba rom imushavos,ristvisac calke gamocda unda chaabaro,universitetisgan damoukideblad.ise ar grtaven nebas.

Toma said...

რასაც შენ ამბობ ეგ კიდევ სხვა რამეა. აქ სპეციალურ აკრედიტაციის გამოცდას აბარებენ მაგალითად იურისტები და ადამიანების ვინც ჩამოსულები არიან სხვა ქვეყნებიდან (არა ევროპული).

ლეგიტიმაცია ეხება მხოლოდ სამედიცინო სფროში მომუშავეებს და ახლა უნდათ სკოლის მასწავლებლებისათვის შემოიღონ.

იმისათვის რომ ლეგიტიმაცია მიიღო, საჭიროა საუნივერსიტეტო განათლება და მერე სპეციალობის მიხედვით სახემწიფო კრიტერიეუმებია და იმათ უნდა აკმაყოფილებდე. თუ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებ მერე შეგიძლია განცხადების შეტანა ლეგიტიმაციების მარეგულირებელ ინსტანციაში. (მაგალითად ჩვენვის ერთ ერთი კრიტერიუმია ექვსი თვის პრაქტიკა, ამ პრაქტიკებზე შესაბამისი შეფასებით ).

როგორც წესი საუნივერსიტეტო პროგრამები ამ კრიტერიუმებზეა აგებული, მახგრამ ხშირად ხდება რომ სტუდენტი ვერ ავსებს ამა თუ იმ კრიტერიუმს - მაგალითად პრაქტიკის დროს პაციენტის ანკეტის წერა არასდროს მოუწია, იმიტომ რომ იქ სადაც იყო პრაქტიკაზე არ აქვთ ანკეტები.

საბოლოოდ ამ სტუდენტს დადებითი შეფასება აქვს პრაქტიკის დასრულებისას, დიპლომსაც მიიღებს ყველაფერს რომ მორჩება, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს. ამიტომ ან ჭკვიანურად უნდა დაგეგმოს პრაქტიკა, ან კიდევ დამატებით გაიაროს სადმე და მერე გააგზავნოს აპლიკაცია.

Anonymous said...

ara, chamosulebi ara, yvela abarebs. chamosulebi kide sxva gamocdebs abareben da chamosulebistvis dzalian rtulia samsaxuris povna, sadac ar unda daregistrirden. yvela profesias tavisi organizacia aqvs, imistvis rom iq daregistrirde praqtika unda gqondes rogorc tqvi.mgoni martla gansxvavdeba rasac me vidzaxi, magram rac mtavaria swor gza vadgvarat :)

for some reason,I just know you ll get ur legitimation