Jan 15, 2012

პირდაპირ გაიძულებენ ადამიანს გახდე ანორექსიკი!

იდეაში, ჩემს წონასთან არავითარი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაღაზიებში არსებული რეალობა ქმნის დიდ  პრობლემას!

რადგანაც დიდი ფასდაკლებებია, მუზეუმიდან გამოსულმა გადავწყვიტე მაღაზიებში გავლა და რაიმე კარგი კაბის შერჩევა - საბანკეტოთ. შევარჩიე რამე? რათქმანდა არა! რატომ? იმიტომ რომ არაფერი მომერგო, ან ვერაფერი მოვირგე. ერთი ფეხებია იმიტომ რომ შედეგად ნერვები მომეშალა და კაბის მოსინჯვის სურვილი დიდი ხნით დამეკარგა!

ის რაც ლამაზია და კოხტაა მხოლოდ ძალიან პატარა ზომებია, ისეთი მხოლოდ ანორექსიით დაავადებულ ადამიანს რომ შეიძლება ჩაეტიოს. რაც ნორმალური წონის ადამიანს მოერგება ისეთი სიმახინჯეა, შეხედვა არ მოგინდება. მაგალითად, ვნახე ერთი ნარინჯისფერი კაბა, მაგრამ რომ ჩავიცვი სუფთა ვეშოლკა ვიყავი. მერე მოვიზომე მეორე კაბა რაღაც შუალედი  ნარინჯისფერსა და წითელს შორის, ამ კაბის ყველაზე დიდი ზომაც კი არ მომეგო და ა.შ. ბოლოს ორი კაბა მომეწონა, მაგრამ ძალიან ძვირი იყო, არანაირი კაბა რომ არ მიღირს ისეთი ძვირი.  Karen Millenის ამ ორ კაბაზე მაქვს საუბარი,  თუმცა  225 ფუნტ სტერლინგს ნამდვილად არ გადავიხდი კაბაში, არანაირში!!



ძალიან დათრგუნული გამოვედი მაღაზიიდან. ადამიანს პირდაპირ გაიძულებენ გახდე ანორექსიკი და ავადმყოფი, რადგან ნორმალურ კაბას (38 და ზევით ზომას) თითქმის ვერ იშოვი. ან მე ვაგვიანებ და მაღაზიებში როცა შევდივარ უკვე ყველაფერი გაყიდულია, ან კიდევ ბრმა ვარ და ვერ ვხედავ ლამაზ რაღაცეებს.



3 comments:

AnnA said...

tomushka, swored magis gaTvaliswinebiT, bolo dros, Zaram, Mangom, H&M da sxva Low cost brendebma gadawyvites zomebi gaezardaT da axla umetesad 36 zoma rom iyo adrindeli, axla aweria 38, adrindel 38-s 40 da ase shemdeg. nu yvelaferze ar vrceldeba da mainc gamoereva xolme zusti zomebi, magram ZiriTadad asea, gazardes da air-dairia zomebi. zogma sxva firmamac mibaZa magat da Tu magalitad kabas 40 aweria da ar geteva da ver atyob <sens tavs kg-ebshi cvlilebas, ese igi es Semtxvevaa :)

ტომა said...

anna, ეგ ამბავი მართლა არ ვიცოდი.
ერთი კი მითხრეს espritში, შენ ზომაზე ერთი ზომით დიდი მოიზომე ხოლმეო, მაგრამ ისე ჩვეულბრივ მივიღე, რადგან მითხრეს არც კი გამიპროტესტებია.

მადლობა შენი კომენტარისთვის, აწი ერთი ზომით დიდის მოვისინჯავ თავიდანვე!

sophie golden said...

რანაირი მაღაზიები გაქვთ თქვენ მანდ, აქ ჩამოდი, ყველაფერს იპოვი :)))

მეინსტრიმ მაღაზიებში ყველაფერს ვპოულობ ჩემს ზომას და ზოგჯერ, ისეთი ზომებიც მეტევა, რომ მიკვირს ხოლმე და ანას კომენტარი რომ წავიკითხე, მივხვდი, რაში ყოფილა საქმე.