Frida Kahlo -ს ნამუშევების გამოფენის დასრულებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, როგორც იქნა მივაღწიეთ მუზეუმამდე....
უამრავი ხალხი ელოდებოდა სალაროსთან თავის რიგს, ამდენი ხალხი ვატიკანის რიგშიც კი არ მდგარა. როგორც იქნა მოვიდა ჩვენი რიგი, ვიყიდეთ ბილეთები და ავუყევით კიბეებს. რატომრაც ფრიდას გამოფენა ბოლო - მეექვსე სართულზე მოეწყოთ.
სიმართლე რომ გითხრათ სანამ გამოფენაზე წავიდოდი, მეგონა რომ ვნახავდი ქალს რომელმაც ბევრი რამ გადატანა, რომელსაც მუდმივ ფიზიკურ/ფსიქოლოგიურ ტკვივილსა და აგონიაში იყო, ანუ აი ასეთ ფრიდას ...
თუმცა გამოფენის მიზანი სხვა იყო.... ჩვენ დავინახეთ ძალიან ამაყი და ძლიერი ქალი, პოლიტიკურად აქტიური ფემინისტი. მიუხედავად მისი ოჯახის ევროპული "ფესვებისა", ის ხაზს უვავდა მექსიკურ იდენტურობას (დედა ყავდა ნახევრად მექსიკელი ინდიელი) და ცდილობდა მექსიკელი ინდიელების უფლებების დაცვას.
ხოდა სახლში რომ მოვდიოდი ვფიქრობდი, ყველაფრისდა მიუხედავდ რა ძლიერი ადამიანი იყო... ჩემთვის სამაგალითო ქალი. 

2 comments:
რა კარგი კუთხით გაუკეთებიათ გამოფენა. ძალიან ხშირად ნატანჯ და ავადმყოფ ფრიდას "გამოფენენ" ხოლმე. არადა, მართლა ძალიან ძლიერი ქალი იყო, პოლიტიკაშიც ერეოდა, სიცოცხლე და გართობა ხომ უყვარდა და კარგადაც გამოსდიოდა.
პრინციპში, ვინ იცის ბოლომდე, მაგრამ დეპრესიული და პესიმისტი ადამიანი, არა მგონია, ყოფილიყო, ისეთ ფერებში ხატავდა სულ.
ძალიან ძნელი სათქმელია იყო თუ არა დეპრესიული და პესიმისტი. ფერებიდან გამოდინარე არ ჩანს. მაგრამ ცნობიალია რომ ქრონიკული ტკივილი და დეპრესია ერთმანეთთან განუყრელი მდგომარეობა არის. თან უშვილობაც დაერთო, ნარკომანიც იყო და ა.შ. მოკლეთ საინტერესო საკითხი წამოწიე.
Post a Comment