Jan 9, 2012

ვინ ვარ მე, რას ვეძებ და რას ვთავაზობ დამქირავებელს? მომზადება

ა. კითხვები
სამსახურის დაწყება შემთხვევითობაზე დაფუძნებული შედეგი არაა. ესა შედეგი რომელსაც წინ უძღვის შრომატევადი პროცესი და სწორედ ამ პროცესის შესახებ ვაპირებ დღეს წერას. სამსახურის ძებნის პროცესზე ზეგავლენას შენ თავად ახდენ, ამიტომ კარგი იქნებოდა თუ წინასწა დაფიქრდებოდი და პასუხებს გასცემდი შემდეგ კითვებს:

1. რა მაინტერესებს?
2. რა ცოდნა და კვალიფიკაცია მაქვს?
3. რა სფეროში მაქვს გამოცდილება?
4. პასუხისმგებლობის რა დონისთვის ვარ მზად?
5. რამდენად მოქნილი ვარ გეოგრაფიული თვალსაზრისით?
6. რა სახის სამსახური მინდა ყველაზე მეტად?
7. რა სახის ორგანიზაციაში მინდა ყველაზე მეტად მუშაობა?

მას შემდეგ რაც თქვენ პასუხი გაეცით ამ კითვხვებს, შეგიძლიათ ფიქრი დაიწყოთ იმის შესახებ თუ თქვენ რას სთავაზობთ ამა თუ იმ ორგანიზაციას თქვენი ცოდნის, გამოცდილების და კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

ბ. ინფორმაციის მოძიება
რადგან ყველა კომპანიას უნიკალური თვისებები, ღირებულებები და კულტურა გააჩნია, ამიტომ სასურველია (მას შემდეგ რაც გადაწყვიტავთ რომელ სფეროსა და ორგანიზაციაში გინდათ მუშაობა ) მოიძიოთ ინფორმაცია მათ შესახებ. ამის გაკეთება შესაძლებელია ინტერნეტით, კომპანიაში მისვლით და  წამყვან სპეციალისტთან ან რეკრუტერებთან გასაუბრებით კომპანიის ამოცანებსა და მუშაობის სტილის შესახებ*.

*გაითვალისწინეთ რომ გასაუბრებამდე წინასწარ დარეკეთ და დროზე შეთანხმდით! ასევე გაითვალისწინეთ რომ ინფორმაციულ შეხვედრებზე საკუთარი თავი თანამშრომლად არ უნდა შესთავაზოთ რადგან მსგავსი ინტერვიუების ამოცანა  კომპანიის გაცნობა და თქვენი ინტერესის გამოხატვაა!!!

კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანი მოსამზადებელი პროცესია. დამიჯერეთ არავინ გეტყვით უარს ინფორმაციულ გასაუბრებაზე, თუ თქვენ მართლა ხართ დაინტერესებული კომპანიის საქმიანობით. მგავსი ინტერვიუებიდან (კომისარ პუარეს როლი არ ითამაშოთ ოღონდ) ძალიან დიდ ინფორმაციას და გამოცდილებას მიიღებთ. ელემენტარული უფრო ნათელი გახდება სადაა თქვენი ადგილი, სად გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად.

2 comments: