Jan 8, 2012

ძლივს არ გამახსენდაააა :)

დღეს ჩემს ტვინში "ახალი სინაფსები" გაჩნდა და დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ჯაჭვის დაკარგული რგოლი ვიპოვე. ეს ყევლაფერი კი აბაზანაში სტატისტიკის სწავლის დროს მიხდა (ტყუილა კი არ ვამტკიცებ რომ აბაზანაში სწავლა ყველაზე შედეგიანია :D  )

გასული სემესტრის პრაქტიკის დროს საავადმყოფოში შევხვდი ერთ ოკუპაციურ თერაპევტს, რომელმაც ძალიან თბილად მომიკითხა. მან კი "მიცნო" (საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ მაინც ვერ მიცნო) მაგრამ მე ვერ ვიცანი, უფრო სწორად სახეზე კი ვიცანი მაგრამ ვერ გამახსენდა სად და რა დროს შევხვდი მას. თავი უხერხულადაც კი ვიგრძენი.

ხოდა დღეეეეს, აბაზანაში სტატისტიკას რომ ვსწავლობდი უცებ განათდა. ევრიკა. აღმოვაჩინეეეეე ამერიკა, გამახსენდა ვინ იყო ის ქალი, და სად შევხვდი. ანუ....

ერთი წლის წინ პრაქტიკას ორთოპედიულ განყოფილებაში გავდიოდი. მრავალ პაციენტს შორის იყო ერთი რომელმაც ორთოპედიული დაზიანების გარდა მედულას დაზიანებაც მიიღო.  რადგან მასთან - პირობითად N მუშაობას ჩემი ხელმძღვანელი არ აპირებდა მე კი როგორც სტუდენტს შემეძლო პაციენტების არჩევა გადავწყვიტე "კეთილი" საქმე გამეკეთებინა და Nის რეაბილიტაცია რაც შეიძლება მალე დამეწყო.  მაშინ ჯერ კიდევ ვერ გავრისკე თვითნებურად მოქმედება,  ამიტომ რჩევისათვის ნებროლოგიურ ოკუპაციურ თერაპევტებს მივაშურე...

ოთახში ორი თერაპევტი დამხვდა, ერთმა ჩვეულებრივად მიიღო ჩემი კითხვა, აი მეორემ კი შემომიტია - ჩვენთან რას მოდიხარ, შენ ხელმძღვანელს დაელაპარაკე ამ საკითხზეო, იმ პირველს არც დააცადა პასუხის გაცემა. ხოდა სწოოოოოოოოოორედ, ეს აგრესიული თერაპევტი იყო ის ადამიანი ვინც გასული სემესტრის პრაქტიკის დროს გამომეცნაურა :)

მაშ :)

6 comments:

Sophie שרה Golden said...

მიყვარს შენი ბლოგი და მჭირდება ხოლმე წაკითხვა, იმდენ საინტერესო რაღაცას წერ. მაგრამ მძიმეები იმდენად არ გიყვარს, ერთ პოსტს რამდენჯერმე ვკითხულობ, რომ ზუსტად გავიგო, რას გულისხმობ :დ სპეციალურად აკეთებ, რომ ხალხს ბევრჯერ წაეკითხვინო ხო? :პ

Keti said...

მეც მქონია შემთხვევბი, როცა მოვუკითხივარ ვიღაცას, მაგრამ ვერ ვიცანი. დღემდე :)))

ჰოდა აი აგრესიის შედეგი: ადამიანებს უფრო ამახსოვრდებათ ერთმანეთი :))

Toma said...

საქმე უფრო რთულადაა სოფი.
სასვენი ნიშნების ხმარება არ ვიცი და ვერც ვსწავლობ.

Keti - რაღა აგრესიით დამამახსოვრებინა თავი? არ ჯობდა მეორე კოლეგისათვის მიებაძა და ნორმალური პასუხი გაეცა?! ის მეორეც ხომ მახსოვს? თუმცა უფრო პოზიტიურად.

ვივიენ said...

მე მაქვს მსგავსი პრობლემები, ქრონიკულად მავიწყდება ადამიანის სახელები და სად გავიცანი ის სიტუაციები. მაგრამ სახე ყოველტვის მახსოვს ხოლმე (არის გამონაკლისებიც), ნეტავ რამე დაავადება ხომ არ არის? მაგალიტად ხან რაღაც საგნის სახელი დამავიწყდება და ვერარ ვიხსენებ ხოლმე :(

ვივიენ said...

მე მაქვს მსგავსი პრობლემები, ქრონიკულად მავიწყდება ადამიანის სახელები და სად გავიცანი ის სიტუაციები. მაგრამ სახე ყოველტვის მახსოვს ხოლმე (არის გამონაკლისებიც), ნეტავ რამე დაავადება ხომ არ არის? მაგალიტად ხან რაღაც საგნის სახელი დამავიწყდება და ვერარ ვიხსენებ ხოლმე :(

Toma said...

ვივიენ - ramdeni wlisa xar? სხვადასხვა სახის მეხსიერება არსებობს, ზოგი სახელს იმახსოვრებს უფრო ადვილად, ზოგი ხმას და ზოგი სიარულის მანერას :)