Jan 5, 2012

მე ვპოულობ სამსახურს, ახალი პროექტის შესავალი პოსტი

სახლში ერთი ძალიან კარგი წიგნი მაქვს (შემოდგომაზე მომცეს), წიგნის სახელია JobbGuiden - Teknik och data 2010. წიგნი შედგენილია წამყვანი რეკრუტერების და ეიჩარების  მიერ, საკმაოდ ინფორმაციული და ღირებული წიგნია რომელის მსგავიც დღეს დღეობით ქართულ ბაზარზე მეეჭვება იყოს, ამიტომ გადავწყვიტე მისი რამოდენიმე რელევანტური  თავის მოკლედ გადმოცემა და ჩემი მკითხველისათვის გაცნობა.  შეიძლება რამე ნიუანსი გამომრჩეს, ამიტომ დაინტერესების შემთვევაში კომენტარებში მომწერეთ, პასუხს წიგნში მოვიძიებ და პასუხსაც გაგცემთ.

რატომ ვაკეთებ ამას? ჩემი სპეციალობის ადამიანებს ანუ ოკუპაციურ თერაპევტებს ხშირად ქირაობენ იმისაათის რომ ადამიანებს დავეხმაროთ სამსახურის დაწყებაში. ჩვენი ფუნქცები მრავალფეროვანია და ძირითადად მოიცავს:

კლიენტთან მუშაობისას: კლიენტის რესურსების, ფიზიკური და ფსიქიკური უნარებისა და ფუნქციების შესწავლა. რესურსების გამოვლენა და გაძლიერება. თუ საჭიროა რეაბილიტაცია, ან სპეციალური დამხმარე საშუალებების გამოწერა.

დამქირავებელთან მუშაობისას:  ჩვენ ვახდენთ სამუშაო გარემოსა და მოვალეობების შესწავლა. კლიენტის უნარების, რესურსებისა და მოვალეობების ანალიზი. სამუშაო ადგილისა და მოვალეობების ადაპტაცია კლიენტის რესურსებიდან გამომდინარე.

როგორც წესი ჩვენ ვმუშაობთ ადამიანებთან რომლებსაც აქვთ ფსიქიკური, ნევროლოგიური თუ ფიზიკური სირთულეები, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ რომ ჩვენი ადგილი ჯანმრთელ საზოგადოებაშიცაა.

იმედი მაქვს რომ ეს პოსტები გამოგადგებათ და იპოვით სასურველ სამსახურს.

მომდევნო ათი პოსტი შეეხება შემდეგ თემებს:
1. მომზადება
2. სამუშაოს პოვნა
3.საკუთარი თავის წერილობითი პრეზენტაცია
4. როცა შენ აგზავნი აპლიკაციას
5. ინტერვიუს წინ
6. ინტერვიუს შემდეგ
7. ხელფასი
8. როცა შენ ღებულობ სამსახურს
9. საერთაშორისო კარიერა
10. მომავალში..



No comments: