Jan 1, 2012

გამორჩეული ადამიანები

ხშირად მითქვამს და დამიწერია რომ მიყვარს გამორჩეული ადამიანების ავტობიოგრაფიების კითხვა და მათზე დოკუმენტური ფილმების ყურება. ჩემი მიზანი იმის ანალიზია თუ რატომ, როგორ და რა დროს/პირობებში ხდება ადმიანი გამორჩეული მისი ქცევით, საქმით თუ მიღწევებით. რა ჰქმნის მას გამორჩეულად და რა ფაქტორები თამაშობს როლს - იქნება ეს ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და ფიზიკური გარემო თუ სხვა. გამორჩეული ადმიანები კი ბევრნაირია სერიული მკვლელებიდან დაწყებული ნობელის პრემიის ლაურეატებით დამთავრებული, ხოდა მეც განურჩევლად შეძლებისდაგვარად ვადევნებ თვალ ყურს მათ ბიოგრაფიას.

თეოდორ კაჩინსკზე მართლა ვერ იტყვი რომ სოციუმის ერთ ერთი, მირიგი წევრია. მეხუთე კლასში მისი აიქიუ უკვე 167 ქულას შეადგენდა, 20 წლის ასაკისათვის ჰარვარდი დაამთავრა. ამის შემდეგ დაამთავრა დოქტორანტურა, ამოხსნა რა ძალიან რთული გეომეტრიული პრობლემა. თედი ბერკლის უნივერსიტეტში ლექტორად მიიწვიეს, მან დაიწყო კიდეც ლექციების კითხვა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ საერთოდ ჩამოსცილდა უნივერსიტეტს და დაბრუნდა მშობლების სახლში, ორი წლის შემდეგ კი გადავიდა მის მიერ ტყეში აშენებულ პატარა კაბინაში სადაც არც დენი იყო  და არც წყალი.

მისი აკადემიურ ბიოგრაფიას რომ გავეცანი, ვიფიქრე რომ ეს იყო ადამიანი რომელსაც შესანიშნავი აკადემიური კარიერა ელოდა წინ, მაგრამ უცნაური მიზეზების მან სულ სხვა გზა აირჩია ცხოვრებაში და თედი ცნობილია როგორც Unabomber1978 - 1995 წლების განმავლობაში მან კუსტარულად 17 ბომბი დაამზადა, ადრესატებს გადაუგზავნა და შედეგად სამი კაცის სიცოცხელც შეიწირა. მისი დაჭერა ვერც მოხდებოდა რომ არა მანიფესტო რომელში თედის ძმის ცოლმა იგი ამოიცნო და შემდეგ პოლიციას შეატყობინა.

როგორ და რატომ გახდა გენიოსი სერიული მკვლელი?!  რა ფაქტორებმა ითამაშეს როლი? ფსიქიატრებმა თქვეს რომ მას პარანოიდული შიზოფრენია აქვს, ქცევითმა ფსიქოლოგებმა დაასკვნეს რომ მან ვერ მოახდინა სოცუმთან ადაპტაცია და ა.შ. ყველა სპეციალისტს თავისი ახსნა ქონდა, მაგრამ ჩემთვის ერთი ფაქტია, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, და რამოდენიმე ფაქტორი თამაშობს როლს. საკითხი სულ სხვანაირად შეიძლება დაისვას - რა უდნა გაეკეთებინა სოციუმს, მის ახლობლებს იმისათვის რომ ეს კატასტროფა აეცილებინათ თავიდან და მისი გენია კონსტრუქციული მიზნებისაკენ წარემართათ?!

6 comments:

David Beshkensky said...

არაფერი. უბრალოდ მან თავისი დანიშნულება მაგაში დაინახა რაც გააკეთა, ისევე როგორ ბრეივიკმა. ყველა ერთნაირად ვერ იფიქრებს, სისტემის მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად.

ნინ ჭარხალაშვილი said...

დათო ბრეივიკსაც და მაგ ადამიანსაც(მე არ ვიცი ვინაა მაგრამ ასე ჩანს) ფსიქიკური პრობლემა ჰქონდათ, რამაც განაპირობა მათი ცხოვრება.
თამუნა-თუ გახსოვს ამირანმა ერთხელ გალაქტიონზე თქვა რომ პარანოია ქონდაო, მე ძალიან დამამახსოვრდა ეს ძალიან თამამი აზრი მაშინ, იმიტომ რომ გენიალურ ადამიანებზე რთულია ”დიაგნოზის”გაბედვა და ისიც გალაქტიონზე, მაგრამ ფაქტია რომ მართლაც ასეა. ბრეივიკზე ლაპარაკიც ზედმეტია

Toma said...

p.s. Tan momkali da meechveba rom Tedis mizani xalxis mokvla iko. ase rom kofiliko msxverpli samze meti iqneboda. ragac sxva xdeboda da amas ar achveneben dokumentur filmebshi, manifestoc ver cavikitxe tavidan bolomde, meore 25 gverdiani nahsromi ki romlic niversitetshi dacera da ar gamouqveknes ver vipove.

Toma said...

ამ კაცის საქციელმა მაშინდელი საზოგადოება შოკში ჩააგდო. ეს იყო შემხთვევა როცა გენიოსი მძიმე დანაშაულისთვის სასამარტლოს წრუდგა და ამავდროულად მას დაუდგინეს დიაგნოზი პრანოიდული შიზოფრენია.
უბრალოდ ვერ გაეგოთ როგორ შეიძლება ასეთი გენიოსი ფსიქიკურად ავადმყოფი ყოფილიყო და ამავდროულად ასეთი დამნაშავე.

განზოგადება კი არ ღირს, მითუმეტეს ბრეივიკთან და გინდაც სხვა ადამიანებთან. ბრეივიკის მამასთან და მამინაცვალთან ინტეევიუს ვუყურე. სულ სხვა კატეგორიის ადამიანია ის.

გალაქტიონის პარანოიაზე მეც მახსოვს რომ ამბობდა, მაგრამ დიაგნოზი საიდან დასვა ეგ არ მახსოვს ნინო.

ნინო said...

დიაგნოზი მას არ დაუსვამს, ცნობილი იყო უკვე მისი დიაგნოზი (ფსიქიატრითა წრეში ეტყობა, ისე მე არსად გამიგია)

David Beshkensky said...

გიჟი არ იყო უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები ზედემტად ჭკვიანებს ავტომატურად გიჟად რაცხავენ. იმიტომ რომ რაც დანარჩენებისათვის ჩვეულებრივია მათთვის მიუღებელი შეიძლება იყოს და პირიქით, იმისთვის რომ შევძლოთ გავიგოთ რატომ არიან ისეთები როგორებიც არიან ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ. + მაგას ხელისუფლებასაც აწყობს ასეთი ხალხის გიჟად შერაცხვა სხვადასხვა მიზეზების გამო. ადამიანები რომ მოკლა არ ნიშნავს რომ გიჟია ამის თქმა მინდა, ეგ რომ არა გიჟად არავინაც არ შერაცხავდა და იქნებოდა ერთი ჩვეულებრივი კარგი "ბულკი" პროფესორი რომელიმე უნივერსიტეტში :)