Jan 3, 2012

ვის უფრო მაგარი შედეგი ექნება 29 დღის შემდეგ ანუ Body Rocking 29 Day to Go!

ხოდა ასე მეგობრებო!
გადავწყვიტე ჩავერთო Body Rockერების 30 დღიან "მარათონში" რომელიც დღეს 3 იანვარს დაიწყო და ბევრი ადამიანის მსგავსად მეც ყოველ დღე ვივარჯიშო (რათქმაუნდა ცურვას არ ვანებებ თავს!)! ასევე თქვენც გთავაზობთ - მოდით ერთად ვივარჯიშოთ!!! ახალი წელი ჯანმრთელად და ყოჩაღად დავიწყოთ!

ვინც არ იცის საიტი  http://www.bodyrock.tv/ , ვეტყვი რომ დროა გაეცნოთ მას, რადგან სახლის პირობებში, ზედმეტი ტრენაჟორების გარეშე და დღეში სულ რაღაც 15-20 წუთიანი ვარჯიშის შედეგად თქვენ შესანიშნავ ფორმაში ჩადგებით!

ძირითადი აღჭურვილობა რაც დაგჭირდებთ არის თაიმერი (interval timer). როგორც წესი თქვენს ტელეფონებს აქვთ თაიმერები, ან თუ არ აქვთ შესაძლებელია მათი გადმოწერა ანდროიდის ან "ვაშლის"  ბაზრიდან. ვისაც ანდროიდი ან ვაშლი არ აქვს, ჩვეულებივი მაღვიძარა გამოიყენეთ.  ვისაც მაღვიძარა არ აქვს მაშინ ყოველი ვარჯიში გარკვეული რაოდენობით გააკეთეთ და ასე აკონტროლეთ დრო :) მოკლეთ მთავარი სურვილია და არა აღჭურვილობა!!

ხოდა ასე, აბა დავიწყოთ ვარჯიში და 29 დღის შემდეგ შედეგებზე ვისაუბროთ!

პ.ს. გაითვალისწინეთ რომ ვარჯიშების შესრულებისას შიმშილს და დიეტობანას არ ვაპირებ!

აქ გთავაზობთ პირველ ვიდეოს, რათა დაადგინოთ თქვენი ფიზიკური მომზადების დონე, წარმატებას გისრვებთ და თუ რამე ვერ გაიგეთ ეგრევე დამიკავშირდით :) 

9 comments:

მარი said...

ყოველთვის ვვარჯიშობდი სახლში, დშეში ნახევარი საათი მაქსიმუმ და გადასარევ ფორმაში ვიყავი. ოღონდ ზამთარში მეზარება ძალიან :(

Toma said...

მარი - რას ფიქრობ რატომ გეზარება ზამთარში?

ჩვეულებრივ რა ვარჯიშებს აკეთებ ხოლმე როცა ვარჯიშობ?

Keti said...

წარმატებები, ტომუშკა!
მეც მეზარება ზამთარში, თან წონას არ ვუჩივი და მგონი ამიტომ :) ამას გარდა თბილად ჩაცმული ვერ ვვარჯიშობ, მაგრამ ბევრს დავდივარ ფეხით :)

Toma said...

მადლობაა :)

ეს ვარჯიშებიც ძირითადად ამტანიანობისთვისაა, კარდიო. მეეჭვება დიეტის გარეშე შესაძლებელი გახდეს მათი მეშვეობით წონის დაკლება.

რადგანაც მხოლოდ 15 წუთი მიაქვს დილაობით იქნება კარგი ვარჯიში, უცებ მოგიყვანს აზრზე და ფორმაში, გვიანობით არ ღირს იმიტომ რომ ვეღარ დაიძინებ :D.

თუმცა ალბათ დილას ასეთი ვარჯიშის გაკეთება არც ისე ადვილი იქნება მაგრამ ვნახოთ უნდა ვცადო.

წონის პრობლემა არც მე მაქვს, ჩემ ოქროს წონაზე ვარ.

Keti said...

ძალიან კარგი :)

მეც ფორმის შენარჩუნებისთვის და ამტანიანობისთვის მგონია კარგი. აბა ველი შედეგებს :)

Toma said...

dges dzlivs vsuntkavdi.
arada tavi amtani mgonia, kardioc kargi mqonda megona. turme sad davcrav :D

ji-nia-ni said...

საინტერესოა,ხვალიდან დავიწყებ მეც ^_^

faifurisangelozi said...

მე საჯდომის და მთლიანად ფეხების ფორმაში მოყვანა მინდა(დაკლება,გამკვრივება.)და ეს ვარჯიშები არ გამომდგება თორემ...

Toma said...

ramdeni komentari yofila aq da ar machvenebda.

ji-nia-ni - daicke varjishi?

faifurisangelozi - me kidev mgonia rom gamogadgeba mati varjishebi, shedi mat saitze. tu dakleba ginda kvebis mocesrigebac dagchirdeba :)
good luck.