Jan 16, 2012

ვაკანსიები რომლებიც ქვეყნდება და ვაკანსიები რომლებიც არ ქვეყნდება, პოსტი 2.

თავისუფალი ვაკანსიები ყოველთვის არსებობს, მაგრამ მათ საპოვნელად სწორი არხების და გზების გამოყენბაა საჭირო.

ა. გამოქვეყნებული ვაკანსიები
როცა სამსახურს გამოქვეყნებული ვაკნასიებით ეძებთ, მხოლოდ რუბრიკებუს ნუ მიაქცევთ ყურადღებას რადგან მხოლოდ ვაკანსიის აღწერილობაში მოცემულია ინფორმაცია მოვალეობების შესახებ. კარგად წაიკითხეთ ვაკანსიის აღწერილობა და ჩაინიშნეთ:
1. საჭიროა თუ არა სპეციალური განათლება?
2. რა გამოცდილებაა საჭირო?
3. რა პიროვნულ თვისებებს ენიჭება უპირატესობა?
4. აქვს თუ არა კომპანიას რაიმე სპეციალური მოთხოვნები?

აუცილებელია ალღო აუღოთ ანონს, რადგან როცა თქვენს აპლიკაციას გააგზავნით ის შესაბამის დონეზე უნდა იყოს დაწერილი, ასევე კომპანიისთვის მისაღებ ფორმატში.ყურადღება მიაქციეთ იმ მნიშვნელოვან სიტყვებს რომელზეც აქცენტი კეთდება და შემდგომ თქვენს აპლიკაციაში გამოიყენეთ (სიტყვა სიტყვით არ გადაწეროთ!!! არამედ გამოიყენეთ სინონიმები და აღწერები).

ბ. სპონტანური სატელეფონო საუბარის დროს
ვაკანსიის საკონტაქტო ინფორმაციაში ტელეფონის ნომრებია მოცემული, მათი გამოყენება სულ თავისუფლად შეგიძიათ ვაკანსიაზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოსაძიებლად. მაგრამ..

...ისინი დაკავებულნი არიან და თქვენთან სასაუბრო დრო არ აქვთ.
-შეიძლება მოგვიანებით გადმოვრეკო? როდის?

... ისინი აპირებენ ახალი პერსონალის რეკრუტინგს, და გთხოვენ მოკლეთ მოუყვეთ თქვენი თავის შესახებ.
- ამ შემთხვევაში მოკლეთ მოყევით თქვენი გამოცდილების შესახებ და ხაზი გაუსვით რატომ გინდათ მათთან მუშაობა.

...მოცემულ მომენტში ისინი არ ეძებენ ახალ პერსონალს
-რა გეგმები გქვთ უახლოეს მომვალში? აპირებთ ახალი პეროსნალის დაქირავებას?

...უახლოეს მომავალში ისინი არ აპირებენ ახალი პერსონალის დაქირავებას 
-თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველა ახალი პერსონალის დაქირავებაზე თუ არის კიდევ რომელიმე სხვა განყოფილება სადაც შეიძლება ეძებენ პერსონალს?
-ხომ შესაძლებელია რომ ჩემი ცივი გადმოვაგზავნო?

.. შენი სივი გადმოაგზავნე
- ვის და რა მისამართძე გადმოვაგზავნო?
- როგორ შემიძლია თვალი ვადევნო ჩემს აპლიკაციას?

სანამ ტელეფონის ყურმილს დადებთ თქვენ უნდა გქონდეთ იმ ადმაიანის სახელი და გვარი ვისაც ესაუბრეთ, ასევე სთხოვეთ პირდაპირი სატელეფონო ნომერიც.

გ. გამოიყენეთ პირადი კონტაქტები - გამოუქვეყნებელი ვაკანსიები
სანამ პირადი ქონტაქტების გამოყენებას შესძლებთ, მანამდე ისინი უნდა შეჰქმნათ. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ერთ ერთი საშუალების შესახებ ზემოთ პოსტში ვწერდი. მეორე საშუალება არის კომპანიების მიერ მოწყობილ აქციებზე, შეხვედრებზე, გამოფენებზე სიარული. ამ დროს თქვენ დიდი შანსი გაქვთ რომ შეხვდეთ კომპანიების წამყვან მენეჯერებს, გაეცნოთ მათ, გაესაუბროთ (წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია რას აპირებს კომპანია და რატომ, იმიტომ რომ მათ წარმომადგენლებთან საუბარი უფრო გაგიადვილდებათ).

აი ასე დაამახსოვრებინებთ თავს:

იყავი დაინტერესებული : მანამ სანამ სხვას შენი თავით დააინტერესებ, თავად დაინტერესდი მისით.
არ იქონიოთ მტკიცე შეხედულებები ყველაფრის შესახებ: საწინაამღდეგო არგუმენტებმა სხვა ადამიანები შეიძლება უხერხულ სიტუაციაში ჩააგდონ.  ამიტომ დაიჭირეთ ოქროს შუალედი.
იყავი დიდსულოვანი/კეთილშობილი: გააკეთე რისი გაკეთებაც შეგიძლია სხვების დასახმარებლად. თუ ეს გამოგივიდა ის ვისაც დაეხმარე ტავადაც შეეცდება შენს დახმარებას.
რა გინდა? : სხვა ადამიანისათვის უფრო მიმზიდველია შენი დახმარება როცა იცის რაში გჭირდება დახმარება. მაგალითად "მე ძალიან დაინტერესებული ვარ ეკოლოგიური ღვინის პროდუქციით და ძალიან  დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი თქვენს კომპანიაში"
ითხოვე  დახმარება: როცა ტქვენ აჩვენეთ ინტერესი და დაამყარეთ კონტაქტი, დროა "გაშალოთ ბანქო". მაგალითად "იცნობ ვინმეს ვინც კარგი კონტაქტი შეიძლება იყოს ჩემთვის რათა ეკოლოგიუი ღვინის ქარხანაში მუშაობა დავიწყო? შეიძლება ამ კონტაქტს ვუთხრა რომ თქვენ მომეცით მისი საკონტაქტო ინფორმაცია?"


ბევრი კომპანია პირადი კონტაქტების გამოყენებით ქირაობს ახალ პერსონალს. ამიტომ საჭიროა ამ შანსის გამოყენება. ამისათვის:
1.  შეადგინეთ გამოსადეგარი პიროვნებების სია რომელიც წლების განმავლობაში დაგიგროვდათ. იგივე სიაში დაწერეთ თუ რა გარემოებებში შეხვდით ამ ადამიანს. შეიძლება ისინი პირადად ვერ დაგეხმარონ სამსახურით მაგრამ დაგაკვალიანონ და ინფორმაცია მოგაწოდონ.
2. დაურეკეთ წინა უფროსს და ჰკითხეთ თუ ეძებენ პეროსნალს. შეიძლება ისინი არ ეძებენ მაგრამ დაგაკვალიანონ იმ კომპანიების გარშემო რომლებიც ეძებენ.
3. უფრო მეტი ყრადღება და დრო კონტაქტებს დაუთმეთ ვიდრე ანონსების კითხვას.


არ დაგავიწყდეთ.
ექსტრა და დროებითი სამსახური ძალიან კარგი საშუალებაა კონტაქტების დასამყარებლად. ამ დროს კომპანიაზე რაც შეიძლება ბევრი ინფრომაცია მოიძიეთ რათა შემდგომ უფროსობას თქვენი იდეები და ხედვები გააცნოთ.  შეეცადეთ რაც შეიძლება პოზიტიური და კარგი ურთიერთობები დაამყაროთ იმ ადმაინებთან ვინც გადაწყვეტილებას ღებულობს რადგან უფროსობას ყველაზე ხშირად სწორედ მათ აზრს იზიარებს და ითვალისწინებს.

ასევე ....დაუკავშირდით და გამოიყენეთ კომპანიები რომლთა პროფილიც ოროფესიონალების მოძიებაა სხვადასხვა კომპანიებისათვის (headhunters, recruiting companies    )



No comments: