Nov 30, 2011

ამოიცანი შენი გუნდი :)

ამ საღამოს ისეთი საინტრესო თავი წავიკითხე ცუდად მომუშავე გუნდების და გუნდური მუშაობის შესახებ რომ უბრალოდ შეუძლებელია თავი შევიკავო და არ გაგიზიაროთ ეს ინფორმაცია :) იმედია იხალისებთ და დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენთაგანისატვის რამოდენიმე ასეთი გუნდი ძალიან კარგადაა ცნობილი. თუმცა სანამ ამ გუნდების აღწერას დავიწყებ, ვიტყვი რომ წიგნის თავი საიდანაც პოსტი დავწერე, ფსიქიატრიის სფეროში მომუშავე გუნდებს ეხება.

გუნდი 1. ომნიპოტენტური გუნდი. მახასიათებელი: თავის მნიშვნელობას ძალიან ზრდიან, სცილდებიან კომპეტენციის ფარგლებს. მაგალითად ფსიქიატრიულ საავადმოფოში მომუშავე ასეთ გუნდს შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს რომ დააპუროს მსოფლიოს ბავშვები. პრობლემა ჩნდება მაშინ როცა გუნდი უშვებს სერიოზული შეცდომებს და იჩენს არასასურველ მტრებს.

გუნდი 2. პარანოიდული გუნდი. მახასიათებლები: ებრძვიან ბოროტ და მტრულ გარემოცვას. სამუშაოს მიზანი კი ამ ბოროტი გარემოცვის შეტევის მოგერიება და გადარჩენისატვის ახალი სტრატეგიების შემუშავებაა. პრობლემა ჩნდება მაშინ როცა გუნდი ვერ აფასებს  და აკრიტიკებს საკუთარი მუშაობის სტილს, ვერ ხვდება რეალობას და არ შეუძლია რეალობასთან ადაპტაცია.

გუნდი 3. იდეალიზირებული გუნდი. მახასიათებელი: რაც კარგები ვართ ჩვენ ვართ. გუნდის წევრებს გაიდიალიზებული ყავთ ერთმანეთი, გუნდი და სამუშაო ადგილი.მათთვის სამსახური მეორე ოჯახია, დევიზია "სიყვარული, გაგება და მშვიდობა". პრობლემა ჩნდება მაშინ როცა გუნდში ახალი წევრები ჩნდებიან და მსგავს გუნდებს სხვა გუნდებთან თანამშრომლობა უწევთ.

გუნდი 4.  ფსევდო კომპეტენტური გუნდი. მახასიათებელი: გუნდის წევრები დაუნდობლად ხმარობენ სხვადასხვა ტერმინოლოგიას, ისე რომ მათი შინაარის არ იციან. გუნდის წევრების ცოდნა ზედაპირულია და მხოლოდ ტერმინებით შემოიფარგლება. ნებისმიერი წინადადება ცოდნის გაღრმავების შესახებ უკუგდებულია.

გუნდი 5. დეპრესიული გუნდი. მახასიათებლები: გუნდის წევრები გადაღლილები არიან, პრობლემა აქვთ კომპეტენციასთან დაკავშირებით. გუნდის წევრებს არ შეუძლიათ პრობლემის აღწერა და არ აქვთ ცვლილებების მოტივაცია. მსგავსი გუნდები განსაკუთრებით ვერ ეგუებიან გუნდებს რომლის წევრებიც ხალისით, კომპეტენციით არიან სავსე.

გუნდი 6. იმპოტენტი გუნდი. მახასიათებელი: აქტიურად ეძებენ დახმარებას, და დამხმარე ტრერერი უნდა იყო საკეთესო საუკეთესოთა შორის. თუმცა როცა ეს ტრენერი რამის ცვლილებას ცდილობს, ყველანაირი მცდელობა უგულვებელყოფილია. და ასე იცვლის გუნდი ტრენერიდან ტრენერს, განტევების ვაცის გამოაშკარავება კი თქვენთვის მომინდვია.

გუნდი 7. გაყოფილი გუნდი. მახასიათებლები: შიდა კონფლიქტები, გუნდის რამოდენიმე წევრი ყოველთვის უპირისპირდება იგივე გუნდის სხვა წევრებს. არ არის გამოკვეთილი ლიდერი.

გუნდი 8. დაბეჩავებული გუნდი (ეს განსაკუთრებით მეცნობა) . მახასიათებლები: გუნდის წევრები არაფერს აკეთებენ, არიან მოლოდინში ახალი შენობის, ახალი უფროსის და ყველაფერი ახლის, და მხოოოლოდ მაშინ გახდება მუშაობა შესაძლებელი. თუმცა სანამ ეს ახალი იქნება, მანამდე ვერავინ ფიქრობს რომ საქმის გაკეთება მაინც შეიძლება.

გუნდი 9. ბიუროკრატიული გუნდი. მახასიათებელი: წვრილმანებზე ჩაკირკიტება. მაგალითად ექიმის რემისია შეიძლება უკან გადააგზავნონ იმიტომ რომ წინადადება გამართულად არაა დაწერილი. ჩაციკლულები არიან მუშაობის ფორმალურ მხარეებზე. დაუსულებლად აქვთ გუნდური შეხვედრების სადაც ბჭობენ იმაზე თუ როგორ  უნდა მუშაობდნენ, მაგრამ რეალურად არც არაფერს აკეთებენ.  ვერ ასწრებენ.

გუნდი 10. მორალური გუნდი. მახასიათებელები: გუნდის დევიზია ყველამ ერთიდაიგივე რაოდენობით უდნა იმუშავოს და ეს მუშაობა გამჭირვალე უნდა იყოს. ამიტომ ოველ შეხვედრაზე გუნდის თითოეულ წევრს გადაშლილი ავს თავისი ჟურნალი ისე რომ ყველა ხედავს ვის რამდენი პაციენტი ყავს და ვინ რამდენს მუშაობს. ჯუფის წევრები ხვდებიან სიტუაციის აბსურდულობას მაგრამ ვერაფერს ცვლიან. თუ ვინმე სამსახურზე პოზიტიურად ფიქრობს, ენა პირში უნდა დაატიოს იმიტომ რომ დიდი შანსი აქვს გუნდის ""სასამართლოში" მოხვედრისა. რათქმაუნდა როგორ შეიძლება ისიამოვნო სამსახურით როცა ამდენი საქმეა.

Nov 29, 2011

დროა მზე ამოვქაჩო

ის დროა ჩემი მე ვხედავ მზეს ამოვქაჩო და რაც შეიძლება ბევრი მზეები დავინახო, თორემ გავგიჟდები გავგიჟდები!!!

პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ აუტკივარი თავის ატკივების  საქმეში ვარ უმაგრესი. არ ვიცი ან კი როგორ ვახერხებ მაგრამ ფაქტია. ერთადერთი თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მაქსიმუმი ნეგატიური ის იქნება რომ ერთ ადმაიანს მოვიმდურებ და ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი გახდება. პოზიტიური კი საკუთარ თავთან ბრძოლა, იმ ადამიანებთან რომლებსაც ვერ ვღებულობ მუშაობა, და თუ გამომივიდა მათი სეცვლაც ცოტა პოზიტივისაკენ. 

ვფიქრობ რომ ავადმყოფებთან მუშაობა ბევრად რთულია და მე თუ ჯანმრთელთან ურთიერთობა ვერ მოვახერხე მაშინ ცუდად ყოფილა ჩემი საქმე. ამავდროულად ავადმყოფს რამე რომ არ გამსოდის, ან არ უნდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაბრალებ, ჯანმრთელი რომ არ აკეთებს გასაკეთებელ საქმეს - სიზარმაცეს. სიზარმაცე კი ის თვისებაა რომელსაც ვერასდროს შევეგუები.

ან მიღირს ამ ექსპერიმენტების ჩატარება?!

Nov 27, 2011

ვაშლის გემრიელი სასუსნავი :)

ვაშლის ეს გემრილი სასუსნავი, მათთვისაა ვისაც უცებ ტკბილეული მოუნდება მაგრამ ეზარება ჩახლართული რამის მომზადება ან უბრალოდ არ აქვს ბევრი ინგრედიენტი :) 

მისი მომზადება არის უადვილესი, მართლა შესანიშნავი არომატის დესერტია, განსაკუთრებით ზამთრისათვის, რადგან დარიჩინი და ტბილი ვანილის საწებელა ზამთრს უფრო ფუმფულას და სურნელოვანს ხდის :) (მოსახეხებელიც თავზე უცაბედად სტუმარი თუ დაგადგებათ, ან კიდევ უცებ ღამის 12 საათზე მოგინდებათ რაიმე ტკბილეული ).
ხოდა მოდით დავიწყოთ მომზადება :)  აი ასეთ დესერტს ვამზადებთ :)


  • ინგრედიენტები:
1-2 კგ ვაშლი, ისეთი რომ ცხობისას მშრლი იყოს.
6 ს კ შაქრი
1 ჩ კ დარიჩინი
სუხარი 10 ს კ. მაგრამ თუ არ გაქვთ არაუშავს
ვანილის საწებელა ნახევარი ლიტრი (იხ ქვემოთ)

  • მომზადება:
  1.  გავაცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე.
  2. ავიღოთ ცეცხლგამძლე ღრმა ჭურჭელი. ძირზე მოვაყაროთ 5 ს კ სუხარი.
  3. შაქარი და დარიჩინი ავურიოთ ერთმანეთში 
  4. ვაშლი დავჭრათ ასე 1 სანტიმეტრიან გრძელ ფირფიტებად (გულის გამოცლა არ დაგავიწყდეთ ).
  5. სუხარიან ფორმაზე მოვაყაროთ დაჭრილი ვაშლის ერთი ნაწილი, ზემოდან მოაყარეთ 2-3 კოვზი დარიჩინიანი შაქარი, და ასე გააგრძელეთ მანანამ სანამ ფორმა არ გაივსება. ბოლოს თავზე მოაყარეთ სუხარი და შედეთ ღუმელში.



  6. ვაშლს დაახლობით 30 წუთი დასჭირდება, ხანდახან შეამოწმეთ ხოლმე რომ თავი არ მიიწვას და ვაშლი ფაფასავით არ გახდეს. 
  • საწებელა:
ვანილის საწებელა აუცილებელია ამ დესერტისათვის. მისი მომზადება შესაძლებელია აი ამ რეცეპტის მიხედვით - ვანილის საწებელა ან კიდევ მაღაზიებში იყიდება სპეციალური ფხვნილები, რომელსაც მხოლოდ რძის დამატება სჭირდება და საწებლაც მზადაა :)
  • როგორ მივირთვათ დესერტი?
აიღეთ ღრმა თეფში, ერთ ნახევარზე დადეთ გამომცხვარი ვაშლი, გარშემო კი საწებელა მოასხით :)

გემრიელად მიირთვით :)

Nov 26, 2011

სხვისი ეჭვიანობის სცენები, ხანდახან კარგია ჩემთვის

დღეს დილას აუზზე წასვლას ვგეგმავდი მაგრამ გვიან გამეღვიძა და აუზის ნაცვლად  საშინელი შტორმის მიუხედავად ჩემი ამხანაგების სანახავად გავწიე, რათქმაუნდა აუზისათვის საჭირო ნივთებიც გავიყოლე, ლანჩის შემდეგ ცურვა აუცილებელია. 

ორ საათიანი საუბრის და ძალიან ბევრი ნამცხვრის ჭამის შემდეგ  ვიგრძენი რომ საცურაოდ თუ არ წავედი, დრო იყო ტუალეტი მომეძებნა, და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ნამცხვრების ჭამა ბევრი მომივიდა. კაფე საკონდირტოში სადაც ჩვენ ვიყავით ჩვეულებივი ლანჩს ნამცხვრების ბუფეტიც მოსდევს, რამდენიც გინდა იმდენი ჭამე, მაგრამ ყველაზე ცუდი ისააა რომ ძალიან ბევრი ტორტები აქვთ, და როცა ერთი ტორტი თავდება მეორეს სხვანაირს დებენ. ხოდა ახლა თავად გამოიცანით რა მომივიდოდა. მოკლეთ როგორც იქნა გამოვაღწიე კაფედან და რასაც ქვია მოვცოცხე აუზისაკენ...

... და რას ვხედავ, მთელი არეა გადაკეტილია. პოლიცია, ვერტალიოტები, სასწრაფო. არც არავის უშვებენ აუზის ქუჩაზე და ხალხიც გარშემო დგას და დიდის მონდომებით აკვირდება პოლიციის მუშაობას. ვახ კაცო, გავიფიქრე, ძლივს მოვაღწიე აქამდე და შიგნით როგორ არ უნდა შევაღწიო?! მოკლეთ მიივეულ მოხვეული გზებით, როგორც იქნა მივედი აუზამდე და ჰოი საოცრებავ, აუზი თითქმის ცარიელია, შიგ და შიგ მხოლოდ  10 მდე კაცი დაუცრავს. უმაგრეს, ვუცურავე გემოზე, ისე რომ არც თავში ჩავარტყი ვინმეს ხელი,  და არც ტრაკზე მოვცხე ვინმეს ფეხი.

მაგრამ რატომ იყო აუზი ცარიელი, გზა გადაკეტილი და სავსე პოლიციით და სასწრაფოთი?? რატომ და ერთი ახალგაზრდა მამაკაცის ეჭვიანობის გამო! თურმე ამ მამაკაცს თავისი ყოფილი მეგობარი გოგონასათვის მიუწერია რომ მანქანაში რომელიც იმ ქუჩაზე დგას და რომელიც ამ გოგონას ახალ შეყვარებულს ეკუთვნის ბომბია. რათქმაუნდა გოგონამ ეგრევე პოლიციას შეატყობინა, პოლიციამაც არ დააყოვნა და მივიდა ადგილას. მოახდინეს შენობების ევაკუაცია (სამი დიდი სპორტული ცენტრია იქ და წარმომიდგენია რა ხდებოდა). მე რომ მივედი უკვე დაედგინთ რომ "ბომბიანი" მანქანა აუზის წინ არ იდგა, შესაბამისად კონტროლი მოხსნეს იქ, ხალხი ახალი ევაკუირებული იყო ხოდა აუზიც თითქმის ცარიელი.

ხოდა ვფიქრობდი ხანდახან ეჭვიანობა კარგია. :D :D
p.s ევაკუაციის დროს აუზზე რომ ვოფილიყავი იგივეს არ დავწერდი :D


Nov 22, 2011

შვიდი ფილოსოფიური ოქროს მცნება

ისევე როგორც ბევრი სხვა მეცნიერების საფუძვლები, ოკუპაციური თერაპიის საფუძვლებიც ფილოსოფიაშია, თუმცა ისინი ძირითადად ადამიანის შესახებ ცოდნას, მსოფმხედველობას ეხება და არა თავად ოკუპაციურ თერაპიას როგორც მეცნიერებას და პროფესიას.

გთავაზობთ ოკუპაციური თერაპიის შვიდი ფილოსოფიური ოქროს მცნებას, რომლის დაცვა თითოეული ჩვენთაგანის პირდაპირი მოვალეობაა, ისე შედეგს უბრალოდ ვერ მივიღებთ :) 

1.ყოველ ინდივიდუალს აქვს უფლება აზრიანი ყოფისა, ყოფისა რომელიც ინდივიდს  აძლევს პროდუქტიულობის, დასვენების, სიამოვნების გამოცდის საშუალებას.

2.თითოეული ინდივიდზე ზეგავლენას რამოდენიმე ფაქტორი ახდენს, კერძოდ კგანვითარების ფაქტორები, ინდივიდის სოციალური ბუნება, და ინდივიდის კოგნიტური სტრუქტურა.

3. თოთოეულ ინდივიდს მუშაობის, თამაშის და დასვნების შინაგანი მოთხოვნილება აქვს  და  ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულნი უნდა იქნან გარკვეული ბალანსის მიღწევით.

4. თითოეულ ინდივიდს აქვს უფლება ინდივდუალური არჩევნის საფუძველზე შესძლოს პოტენციალის განვითარება.

5. თითოეულ ინდივიდს თავისი პოტენციალის განვითარება შეუძლია მხოლოდ გარემოსთან (სოციალური და ფიზიკური) ურთიერთობის შედეგად.

6. თითოეული იდივიდი  შესწავლილი და გაგებული უნდა იქნას კერძო შემთხვევიდან გამომდინარე - ინდივიდის, ოჯახის, საზოგადოების, კულტურის და ქვეყნის გათვალისწინებით.

7. ოკუპაციური თერაპია ინდივიდს უნარების განვითარებაში ეხმარება, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ ერთდროლად გავითავლისწინებთ ადამიანურ (როლები,განწყობა, მოტივაცია ერთი სიტყვით ფსიქოლოგია ), სოციოკულტურულ/ ფიზიკურ გარემოს,  და კოგნიტიტურ- ფიზიოლოგიურ ფაქტორებს.

Nov 19, 2011

Torta di mirtilli e cioccolato, სანდლერის მორიგი გემრიელობა :)


ჩემ ხანგრძლივ  პაუზას  Cooking Therapy-ის სერიაში დღეს სანდლერის გემრიელი Torta di mirtilli e cioccolato "ვისყიდი" :) სანდლერის გემრიელი ნამცხვრების შესახებ წინა პოსტებშიც ვწერდი Torta al Cioccolato con spuma di Latte al Kirsch  და  Fondente di cioccolato bianco all'amaretto   და ახლა დროა უკვე მორიგი გემრიელობა შემოგთავაზოთ რომელიც წინა ორი ნამცხვრისაგან თავისი ცოცხალი, ფრეშ ხილის გემოთი განსხვავდება.


აბა დავიწყოთ მზადება :) 
ნამცხვრისათვის დაგვჭირდება შემდეგი ინგრიდიენტები :)  (ბაზისათვის, კრემისათვის და მორთულობისათვის)
  • 50 გრ. რბილი კარაქი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 380 გრამი შაქარი
  • 2 ს.კ. კაკაო
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 300 გრ ნაღები
  • 500 გრ კენკროვანი (მაყვალი, მალინა, მარწყვი, მოცვი და ა.შ. )
  • 20 გრ არაყი ან კონიაკი
  • 17 გრამი ჟელატინი
  • 60 გრ წყალი

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.  საცხობ ფორმაში (20-25 სმ დიამეტრი) ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი.
  • ნამცხვრის ბაზა:
50 გრ. რბილი კარაქი
2 ცალი კვერცხი
50 გრამი შაქარი
2 ს.კ. კაკაო
2 ს.კ. ფქვილი

ეს ინგრიდიენტები ერთმანეთში კარგად აურიეთ, ჩაასხით წინასწარ გაზადებულ საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში. თავზე მშრალი უნდა უნდა იყოს ნამცხვარი.

  • კრემი: 
400 გრამი შავი მოცვი/ ან მაყვალი/ან მალინა/ან მარწყვი (ანუ ნებისმიერი კენკროვანი რომელიც გინდათ, ორიგინალში შავი მოცვია მაგრამ მე მალინა გამოვიყენე და სხვაც გამოდგება)
300 გრ შაქრის პუდრა
20 გრამი კონიაკი ან არაყი
300 გრ ნაღები
15 გრ ჟელატინი

თანმიმდევრობა: 
1.დაალბეთ 15 გრამი ჟელატინი ცივ წყალში, 10 წუთი დატოვეთ.
2. 300 გრამი კენკრა კარგად აურიეთ 250 გრ შაქრისპუდრასა და 20 გრამ ალკოჰოლში. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. თუ არ გეზარებათ საწურში გაატარეთ რომ კენკროვანების პატარა კურკები გამოაცალკევოთ. (მე დამეზარა)
3. ხილის მასის ნახევარი მოათავსეთ ქვაბში, შემოდგით გაზზე და გააცხელეთ, დაამატეთ დამბალი და გაწურული ჟელატინი. ერთი წამოადუღეთ, გადმოდგით გაზიდან და ხილის დარჩენილ მასას  აურიეთ. დააცადეთ გაგრილება.
4. ათქვიფეთ 300 გრ ნაღები და შეურიეთ ხილიან ჟელატინიანი მასა, ნაზად ამოურიეთ.
 5. ეს კრემი თავზე დაასხით უკვე ცივ ბისკვიტს და მაცივარში შედეთ აგსაციებლად.

  • ნამცხვრის მორთულობა: 
ორიგინალში ნამცხვარს ჟელატინი სჭირდება რომელიც შემდეგნაირად მზადდება:
1.ცივ წყალში დაალბეთ 2 გრამი ჟელატინი, დატოვეთ 5 წუთი.
2. ალუმინის ქვაბში მოათავსეთ 60 გრამი წალი და 30 გრამი შაქარი, შემოდგით გაზზე და წამოადუღეთ, დაამატეთ დამბალი და გაწურული ჟელატინი
3. ჟელატინ - წყლიან - შაქრიან მასას დაუმატეთ 100 გრამი ის კენკროვანი რომელიც გამოიყენეთ კრემის მოსამზადებლად. ერთი წამოადუღეთ და გასაცივებლად დადეთ.

როცა მაცივარში შედგმული ძირითადი მასა უკვე ცივი იქნება და ჟელატინიც უკვე შემაგრებისკენ იქნება წასული, მოასხით ჟელატინი და ისევ მაცივარში შედგით.

მე თუ მკითხავთ უკეთესია თუ ნამცხვარს თავზე ცოცხალ კენკროვანს მოვაყრით და მერე ზემოდან ზიგზაგად შოკოლადის სოუსსაც მოვასხავთ :) ასე შემდეგ ჯერზე გავაკეთებ :)

გემრიელად მიირთვით :)


Torta di mirtilli e cioccolato

  • Base:

Egg 2
50 g powdered sugar
50 g soft butter g powdered sugar
2 t s cocoa
2 t s flower
  • For the cream

Blueberries/raspberries/ strawberries 400 g
300 g sugar
Vodka 20 g
15 g gelatin sheets
300 g whipped cream
  • For the topping - jelly

Blueberries/raspberries/ strawberries  100 g
30 g sugar
Water 60 g
 2 g gelatin sheets

150 g whipped cream for serving

Direction: 


1. Whisk the egg and add 50 grams of sugar + soft butter + cocoa + flower, mix well. Line a baking pan with the prepared mixture and cook in oven for 10 minutes at 200 degrees.
2. Mix 300 grams of Blueberries/raspberries/ strawberries with sugar and vodka and then pass through a 'colino cinese'.
3. In a saucepan, boil 50 grams of Blueberries/raspberries/ strawberries sauce and add the gelatin sheets, previously soaked in cold water. mix everything well and then add the remaining cranberry sauce. the mixture cool and thicken before you will unite with the whipped cream, mix well
4. Cook 30 grams of sugar with 60 grams of water, add 3 grams of gelatine leaves, previously soaked in cold water, then add the Blueberries/raspberries/ strawberries. Cook for three minutes, then leave cool at room temperature.
5. Put the dough into a circle on the cake, pour the cream and refrigerate to firm. Cover the surface with blueberry jam and put back in the refrigerator for two hours. Cut the cake into slices with whipped cream and service.

Since the mountain Blueberries/raspberries/ strawberries are hard to find and very expensive, you can use frozen Blueberries/raspberries/ strawberries. 




Nov 18, 2011

პირველადი დახმარება :D

პირველადი დახმარების ვორკშოპზე ტრენერმა დასვა კითხვა
- "რას აკეთებთ პირველ რიგში როცა ხედავთ უსიცოცხლო სხეულს?
და პასუხი გამოიცანით რა იყო .......


-"ანამნეზს ვიღებთ" - იყო პასუხი :)


ჰეჰე, ახლა ვერ გადმოვეცი კარგად მაგრამ ამაზე სასაცილო პასუხს ალბათ ვერც მოიფიქრებდა ადამიანი.

Nov 13, 2011

თანამედროვე ტექნოლოგიები

დღეს საშნლად მომინდა iPad ან რომელიმე სხვა ტაბლეტი იგივე ფუნქციებით.
რატომ? იმიტომ რომ ყოველგვარ ქაღალდებს და ინფრომაცის რომელიც მიყრილ მოყრილი მაქვს სხვადასხვა ფაილებში ერთ ადგილზე მოვათავსებდი, იმიტომ რომ ორგანაიზერი ქაღალდის ნაცვლად იგივე ფორმატში ოღონდ ტაბლეტზე მექნებოდა და კიდევ უამრავი მიზეზის გამო.  
ეს ვიდეო ნახეთ : 


ფასები გადავათვალიერე და ცეცხლის კიდება აქვს ამ ტაბლეტებს მეტი არაფერი. თან როგორც ჩემი ქმარი ამბობს, ეს ტენქოლოგიები ჯერ კიდევ დახვეწის და შემუშავების პროცესშია ამიტომ არ ღირს აჩქარება და ყიდვა,  მაგრამ მაინც მინდა ძალიან. 

ხოდა ერთ ერთი მექნებოდა სიამოვნებით, უფრო სამსუნგი იმიტომ რომ ანდროიდი უფრო მომწონს. 



კიდევ ეს კალამი მომეწონა, მართლა ძალიან კარგი ტექნოლოგიური მიღწევაა იმ სტუდენტებისათვის რომლებსაც აქვთ კონცეტრაციის სითულე ან სხვა კოგნიტური სირთულეები. ერთადერთი დიდი პრობლმა ისაა რომ ძალიან ძვირია, იმედია გაიაფდება და ადვილად მისაწვდომი გახდება იმ სტუდენტებისათვის რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ მსგავის კალამი.



Nov 12, 2011

Magical Marstrand

ეს ადგილი ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი ადგილია, როცა არ უნდა წავიდეთ ყოველთვის რაღაც ცვილება გვხვდება,  ბუნება და გარემო იცვლება სწრაფად.








 

Nov 11, 2011

ადრეულად მოსული დღესასწაულები

ნოემბერი ხომ არის? არის
11 ნოემბერი ხო? ხო
შობამდე ერთი თვე ხომ არის? კი არის, ერთი თვეც და უფრო მეტიც.
მერე რა დაემართა ამ ხალხს და რა საშობაო სადღესასწაულო განწყობაზეა?
მოსაწვევები, რეკლამები, საშობაო გაყიდვები უკვე დაიწყო.
ქალაქი საშობაოდ უკვე მორთეს.
ქალაქის ყველაზე დიდი გასართობი პარკი საშობაოდ უკვე მოამზადეს, ალბათ ხვალ ზეგ გახსნიან კიდეც.

ხალხმა საშობაო პოსტების "გამოცხობა" უკვე დაიწყო.
საშობაო გეგმები დაალაგა.
საშობაო საჩუქრებზე ფიქრი დაიწყო.

სად ეჩქარებათ?! რა ეჩქარებათ?!

Nov 8, 2011

მადლობა ბლოგს კოპინგის საშუალებას რომ მაძლევს

არ შემიძლია პრობლემებზე ლაპარაკი, ამის თავი არ მაქვს.
წერა კი, სასიამოვნოა, მაგრამ არა რალაპრაკი.
ხოდა ახლა ვიყენებ რა ჩემს ბლოგს გამოვთქვავ ჩემს აღშფოთებას და გადაშფოთებას, ამით საქმეს კი არ ეშველება მაგრამ ბოლს მაინც გამოვუშვებ!!!!

ჯერ კიდევ 70 დღის უკან ვიცოდი 11 ნოემბერს საგამოცდო ნაშრომი რომ უნდა გადამეგზავნა მასწავლებლისათვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი გავიგე რა უნდოდათ ჩვენგან და მეც კი ადამიანი რომელიც ბოლო წუთამდე არაფერს იტოვებს, დღევანდელ დღემდე ისე მოვედი რომ მხოლოდ ერთი ფურცელი მაქვს დაწერილი და ისიც არ მომწონს.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მხოლოდ მე არ ვარ ვისაც უჭირს გაიგოს რა უნდათ ჩვენგან, მაგრამ მე ეს რას მარგებს? ალბათ მხოლოდ ერთს რომ მარტო არ ვარ და იმედია არ ვარ უტვინო.

ჩვენგან უნდათ კონცეპტის ანალიზი. კონცეპტი უნდა იყოს სპეციალური მხოლოდ და მხოლოდ ოკუპაციურ თერაპიაში რომ ვიყენებთ, მაგრამ ყველაზე რთული ისაა რომ ეს კონცეპტი რაღაცეებს უნდა დავუკავშიროთ. არ მიყვარს კონცეპტები, არ შემიძლია თეორიაში ვიქექო და ერთი სიტყვა ვეძებო. მერე დაწერო გინდაც ოთხი ფურცელი ამ ერთი სიტყვის შესახებ.  ვერ ვირჩევ ერთ სპეციფიკურ კონცეპტს რომელიც მაინტერესებს, იმიტომ რომ არცერთი მაინტერესებს :( ხოდა ვარ ასე ძალიან, ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში.

თუ აქამდე ჩემი ყველა საგამოცდო ნამუშევარი მოწონებას და შექებას იმსახურებდა, ამ ჯერზე ეჭვი მაქვს ყველაფერი პირიქით იქნება და მომიწევს ნაშრომის ჩასწორება, ან უკიდურეს შემთხვევაში თავიდან დაწერა.

Nov 5, 2011

ეფექტური მშობლის ტრენინგი

დამეთანხმებით ბავშვსა და მშობელს შორის ფუნქციონირებადი კომუნიკაცია ერთ ერთი უმთავრესი მომენტია აღზრდის პროცესში.  ასევე დამეთანხმებით რომ ხშირად ეს კომუნიკაცია არც თუ ოპტიმალურად მოქმედებს. ეფექტური მშობლის ტრენინგის მიზანი სწორედ ამ საკითხებზე მუშაობაა.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველები პირობების შესათანხმებლად დაუკავშირდით ტრენინგის ავტორს და ოჯახის ფსიქოლოგს ნინო ჭარხალაშვილს charkhalashvilinino@gmail.com     

რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო შესამჩნევი ხდება, რომ მშობელთან კონტაქტი, რომელიც ასე ძლიერი იყო ადრეული ბავშვობისას სუსტდება, დისტანცია კი იზრდება. მცირდება ურთიერთნდობა, ხოლო მშობლის სიტყვა სულ უფრო კარგავს ბავშვზე ზემოქმედების უნარს. ურთიერთობა უკვე საბოლოოდ, ”მშობელი-შვილისთვის” დამახასიათებელი შაბლონის ფარგლებში ექცევა, რაც მზა და ნაცადი მიდგომების გამოყენებას გუ...ლისხმობს და გამორიცხავს მის გულწრფელობას და სისავსეს.

იყო მშობელი, არ ნიშნავს ავტომატურად ფლობდე შვილთან სწორი ურთიერთობისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს

ეფექტური მშობლის ტრენინგის მიზანია :
ურთიერთობის არასწორი ფორმების იდენტიფიცირება. ეფექტური და ქმედითი კომუნიკაციური უნარჩვევების შეძენა

ტრენინგის შემდეგ გეცოდინებათ:
• როგორ მოუსმინოთ თქვენ შვილს, როცა მას დახმარება სჭირდება
• როგორ დაელაპარაკოთ მას, ისე რომ მოგისმინოთ და გაგითვალისწინოთ (შეცვალოს თქვენთვის მიუღებელი ქცევა)
• როგორ მოაგვაროთ კონფლიქტი მსჯელობის და ურთიერთშეთანხმების საშუალებით
(კონფლიქტის არაწამგებიანი მოგვარება)

შედეგი რომელსაც მიიღებთ:
1. თქვენი შვილი თავისუფლად განიხილავს თქვენთან თავის პრობლემებს.
2. ის სწავლობს გაითვალისწინოს თქვენი სურვილები, რადგან იცის, რომ თქვენ ითვალისწინებთ მისას.
3. ის არის, არა მხოლოდ ”დამჯერე” და თვინიერი, არამედ ქცევას უქვემდებარებს თვითდისციპლინას, თვითკონტროლს და შინაგან პასუხისმგებლობას.
4. საკამათო საკითხებზე, ნაცვლად ბრძოლისა, ახერხებთ თანამშრომლობას.
5. გაქვთ ნაკლები უსიამოვნება და მეტი სასიკეთოდ გადაჭრილი პრობლემა.
6. თქვენი ურთიერთობა ხდება უფრო სავსე და თბილი, ის ემყარება ურთიერთნდობასა და პატივისცემას.
7. შედეგად იღებთ ნაკლებ ბრძოლას და მეტ სიყვარულს და სულიერ სიმშვიდეს ოჯახში.

Nov 4, 2011

გულისამაჩუყებელი დღე

ხოდა ასე, დღეს ოფიციალურად დამიმთავრდა პრაქტიკა.
რაღაც გულის ამაჩუყებელი დღე იყო.
ერთ პაცინეტს და მის ქმარს მე და ერთი ოტ დამხმარე საშუალებების ცენტრში შევხვდით, მისთვის სამუშაო სკამის შერჩევა გვინდოდა, ხოდა ისე საყვარლად შემხვდნენ თითქოს მათი კარგი ნაცნობი ვყოფილიყავი. ადამიანური კონტაქტები ერთ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი დადებითი მომენტია რომელიც მაფიქრებს რომ კომუნალურ დონეზე შევძლებ მუშაობას, თუმცა ჯერ ადრე ამაზე ფიქრი, თან არ მაქვს მართვის მოწმობა რომელიც 100% მჭირდება მსგავსი სამსახურისათვის. 

სხვა მხრივ რა, ზემძღვანელებისგან, კოლეგებისაგან და უფროსისაგან ბევრად კარგი ფიდბექი მივიღე ვიდრე მეგონა. დღევანდლი შეფასებით უკვე "ახლად გამომცხვარი" ანუ "Advanced beginner" ვარ. ეს დონე კი მხოლოდ მეექვსე სემესტრის სტუდენტებს მოეთხოვებათ. თუმცა საქმე ეს არაა, საქმე ისაა რომ მიუხედავად კარგი შეფასებისა მე ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად ამ როლში, ჯერ ვერა.

შეხვედრიდან ფეხით წამოვედი, გეტყვით რომ სეირნობა ძალიან კარგად მოქმედებს გონებაზე. გზაში ძალიან ლამაზი შემოდგომის "ხედები" შემხვდა. შემოდგომა ზოგადად სევდიანი პერიოდია, მაგრამ ძნელია უარყოფა იმისა რომ ულამაზესია ყველა პერიოდს შორის :) ესეც ერთი სურათი


მერე ერთ მაღაზიაში შევიარე, იმ მაღაზიაში დიდი ხანია არ ვყოფილვარ და ნეტავ არც შევსულიყავი. ისეთი ლამაზი რამეები ქონდათ, ისეთი ლამაზი რომ ალხაც კი მათზე ვფიქრობ. ჩემს თავს უარი ვერ ვუთხარი და აი ეს თეთრი პერანგი ვიყიდე. 



სამწუხაროდ იგივე მაღაზიაში კიდევ ბერი სხვა რამები მომეწონ, განსაკუთრებით კი აი ეს რამეები. ნარინჯისფერი მაისურის ფოტოზე ყველაფერი მომწონს. უნდა დაველოდო ფასდაკლებას.



Nov 2, 2011

ღმერთო ჩემო :)

დღეს პირველად, ორნახევარი წლის განმავლობაში პირდაპირ აღვფრთოვანდი ბროკას აფაზიით :) რა გადასარევი მდგომარეობაა კია ბროკას აფაზია, მაგრამ პაციენტი რომელსაც დღეს შევხვდი და რომელსაც დამბლიდან 13 წლის შემდეგ კვლავაც არ ჰქონდა დაბრუნებული მეტყველების ფუნქცია, უბრალოდ იმსახურებს ჩემს აღფღთოვანებას :)

პაციენტი კლინიკაში ხელის სავარჯიშოდ მოვიდა. სპასტიკურ ხელში ბოტოქსის ინექცია ქონდა შეყვანილი და ჩვენც გვინდოდა დრო გვეხელთა და კუნთები დაგვეჭიმა, მეც ამ პაციენტის მკურნალ ოკუპაციურ თერაპევტს ვახლდი :). ვიზიტის დროს როცა რამის თქმა უნდოდა და ვერ ახერხებდა, ამბობდა "ღმერთო ჩემო", თან ამბობდა ემოციებით - მოწყენილი ღმერთო ჩემო, აღფროვანებული ღმერთო ჩემო, გაკვრივებული ღმერთო ჩემო და ა შ. ისეთი საყვარელი ქალი იყო :)

ხოდა, ხვალ პრაქტიკის ბოლო დღე მაქვს. აქამდე კი ვამბობდი ნეტა მალე დამთავრდეს ეს ყველაფერითქო, მაგრამ სამწუხაროდ ამ კვირაში სულ სხვანაირად ვფიქრობ. ახლა, როცა გარკვეული ვარ სიტუაციაში, მეტი თვითრწმენა მაქვს შემატებული, პაციენტებთანაც თავისუფლად ვგრძნობ თავს, მინდა პრაქტიკა გაგრძელდეს, მაგრამ ნეტუოოოო :P :P