Oct 27, 2011

პაციენტების ამბები :)

რამოდენიმე ისტორიას მოგიყვებით პაციენტების შესახებ :)

1. დიალოგი ერთ საყვარელ მოხუც პაციენტთან:
პაციენტი: "ხომ არ იცით 22 ში რა ხდება?"
ჩვენ: არ ვიცოდით, რატომ გვეკითხები?
პაციენტი: ჩავიწერე 22 არ დაგავიწყდეს!!!, მაგრამ რა არ უნდა დამვიწყებოდა მაგის დაწერა კი გამომრჩენა

ძალიან შეწუხებული იყო, იმედია გაიხსენებს რა ხდება 22ში :)

2. ჩვენ ძალიან ბევრ პაციენტს დროის აღქმა არ შეუძლია, ვერ ხვდებიან აქტივობის დაწყებიდან რამდენი დრო გავიდა. ასეთი პაციენტები შეიძლება 4 საათი მხოლოდ ტუალეტში იჯდნენ ან სადილს ჭამდნენ მხოლოდ იმიტომ დროს ვერ ხვდებიან.

პაციენტს რომელზეც ახლა ვწერ სწორედ ასეთი პრობლემა აქვს (ძირითადი მიზეზი ისაა რომ კოგნიტურად განუვითრებელია). ხოდა დიდი რჩევის და ამბების შემდეგ მას გამოვუწერეთ სპეციალური დამხმარე ტექნიკური აპარატი რომელიც ეხმარება დროის აღქმაში. მაგრამ ...როგორღაც პაციენტმა ისწავლა როგორ მუშაობს აპარატი და თუ დაკავებულია იმ საქმიანობით რომელიც მოსწონს, სულ ადვილად გადააყენებს ხოლმე აპარატს და აგრძლებს საქმიანობას. :)

უფრო თვალსაჩინო რომ გავხადო რაზე ვსაუბრობ მაგალითს მოვიყვან. მაგალითად 11.30 საათია და ლანჩამდე სულ რაღაც 30 წუთია დარჩენილი. პაციენტი იწყებს მუსიკის მოსმენას, იყენებს რა გამოწერილ დროის აპარატს, ასისტენტი ნიშნულს 30 წუთზე აყენებს. დროის გასვლის შემდეგ აპარატი იწყებს წრიპინს რაც იმას ნიშნავს რომ პაციენტმა მუსიკის მოსმენა უნდა დაამთავოროს და სასადილო ოთახში უნდა წავიდეს ლანჩის საჭმელად. ხოდა რა ხდება? რა და პაციენტი კიდევ ერთელ აჭრს ხელს 30 წუთიან ნიშნულს და აგრძლებეს მუსიკის მოსმენას :D





Oct 25, 2011

:P :P swim LOLA swim :P

ცურვის ვიდეოები ვნახე და ვდებ ბლოგზე. მეეჭვება ვინმემ გამოიყენოს მაგრამ მაინც კარგია აქ რომ იდება, აღარ დამჭირდება ძებნა :) . საბედნიეროდ კვირაში სამჯერ ცურვა უკვე რუტინად გავიხადე. პრაქტიკიდან ->აუზი: 50 წუთი ცურვა + 10 წუთი რომაული აბაზანა -> სახლი :)  პრაქტიკას რომ მოვრჩები და უნივერს გავაგრძელებ შეიძლება ყოველდღეც ვიარო :) 

ყველაზე მთავარი!!!! ნორვეგიაში საჩუქრად  წამოღებული წელის ტკივილი საერთოდ აღარ მაწუხებს, არადა სანამ ცურვას დავიწყებდი დაჯდომიდან ადგომისას რამოდენიმე წუთი კითხვის ნიშანივით ვიყავი და ვერ ვსწორდებოდი :)  მოკლეთ, ჯერ ჯერობით მხოლოდ დადებითი მომენტები ახლავს აუზს, და იმედია ასე გაგრძელდება.






აქ გვასწავლის როგორ ვისუნთქოთ ცურვის დროს


ეს კი ვიდეო მოტივაციისათვის :)
ასე ვერასდროს ვიცურავებ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ამ დელფინების ყურება :)

(NOT) Good Morning

დღეს დილას პრაქტიკაზე რომ მოვდიოდი გაჩერებაზე ერთი თანამშრომელი დავლანდე და ეგრევე ავარიდე თვალი. ორივე ერთ ავტობუსში ავედით, ერთ გაჩერებაზე ჩამოვედით მაგრამ ჩემი პოზიცია იყო - ვერ გხედავ (აშკარად მისიც ).

ამ ფაქტზე თითქმის მთელი დილა ვფიქორობდი რატომ მოვიქეცი ასე, და ერთადერთი გამართლება ის ვუპოვე რომ არ მაქვს არაფორმალური ურთიერთობების თავი, სურვილისდა მიუხედავად, უბრალოდ არ შემწევს ამის ძალა. დილაობით ისეთი დაღლილი ვარ, სხვა ადამიანეს დილა მშვოდობისასაც ძლივს ვეუბნევი, იმიტომ შემოდგომობით და ზამთრობით ჩემთვის დილა მშვიდობიანი არაა.

რა იქნებოდა მუშაობას 10 საათზე რომ ვიწყებდეთ წელიწადის ამ პერიოდში მაინც?! დარწმუნებული ვარ ჩემსავით ძალიან ბევრი ადამიანია, და ასევე დაწმუნებული ვარ რომ დილის 10 საათზე სამსახურის დაწყება უაზრო სტრესს და ცუდ განწობას თავიდან ძალიან ბევრ ადამიანს ააცილებდა.


Oct 24, 2011

რამოდენიმე საინტერესო ჩინური იეროგლიფი

მორიგი ჩინური იეროგლიფი რომელმაც ძალიან გამაკვირვა

დააკვირდით ამ სამი იეროგლიფის პირველ რადიკალებს



ალბათ შეამჩნიეთ რომ სამივე სიტყვას ერთიდაიგივე რადიკალი აქვს წინ, და ეს რადიკალი ცხოველის ამღნიშვნელია ჩინურ ენაში. ასეცაა ამ სამი სიტყვიდან ორი ნამდივლად ცხოველია :
猫 - მაო, კატა
狗 - გოუ, ძაღლი
აი მესამე რადიკალი კი ნიშნავს გიჟს -
狂 - (ქუანგ). ბევრი სპეკულირება შეგვიძლია იმის შესახებ თუ რატომ აქვს გიჟს ცხოველის რადიკალი. ჩემმა მასწავლებელმა თქვა რომ ჩინეთში თვლიდნენ რომ გიჟი ადამიანი ცხოველის მსგავსად ვერ ფიქრობდა. შეიძლება ასეცაა, თუმცა მეც მაქვს სპეკულიაცია და ვიტყვი რომ გიჟ ადამიანს ისეთივე დაბალი სტატუსი ქონდა როგორც ცხოველს. ეს ორი ერთმანეთს არ გამორიცხავს მე თუ მკითხავთ.

Oct 23, 2011

პატარა დრაკონი

მორიგი ჩინური ამბავი :)
ჩინეთში გვარების ამბავი ძალიან რთულადაა და წარმოიდგინეთ ახლა როგორია როცა დაახლობთ 2 მილიარდ ადამიანზე 200 მდე გვარი უდნა გადანაწილდეს?  ეს პრობლემა ჩინელებმა ძაიან მარტივად მოხსენს. კი გვარი ფიქსირებულია და ახალი გვარის "შექმნა" თითქმის შეუძლებელია, სამაგიეროდ თითოეულ ჩინელს და არა ამრტო შეუძლია ახალი სახელების შექმნა :) მათ შეუძლიათ რამოდენიმე სიტყვის გაერთიანება და ბავშვზე ამ სახელის დარქმევა :) პირადად მე, ჩემი ცოდნიდან გამომდინარე ქვემოთ მოყვანილი სამი სახელი მომწონს :)

ჩვენთვის ყველასათვის ცნობილი ბრუს ლის შესახებ წინა პოსტში უკვე დავწერე, კერძოდ კი ის რომ მისი გვარი ლი  ხის და ბავშვის რადიკალისაგან შედგება, მაგრამ არ დამიწერია ის რომ ეს გვარი ტრადიციულია კუნგფუს მიმდევართა შორის.

ბრუს ლის ნამდვილი სახელი კი ბრუსი კი არა არამედ პატარა დრაკონია რომელიც ჩინურად გამოითქმის როგორც შიაოლონგ და იწერება შემდეგნაირად 少龙
- Xiǎo პატარა.
- lóng დრაკონი.

კიდევ მეორე საინტერესო სიტყვა, ასევე ძალიან ცნობილი ჩემი მკითხველისათვის ტიანშანი 天山 :)  ეს სიტვყა ორი იეროგლიფისაგან შედეგება - ტიან(ცა, სამოთხე) და შან (მთა) . შესაბამისად იეროგლიფი ნიშნავს მთას რომელიც ცასაც კი სწვდება :)

白林山 -ბაოლინშან - მთა თეთრი ტყით :) ძალიან ლამაზად ჟღერს ხო?! :)
- ბაო, თეთრი
- ლინ, ტყე
- შან - მთა :)






რაც შეეხება ქალურ და კაცურს სახელებს. ქალებს როგორც წესი ყვავილების, გაზაფხულთა, სინაზესთან და სხვადასხვა ქალურ თვისებებთან დაკავშირებული სახელები ქვიათ, მამაკაცებს კი ვაჟკაცობასთან, გულადობასთან, ცხოველების თვისებებთან დაკავშირებული სახელები :)

 

შემოდგომის ერთი ლამაზი დღე

არის ადგილები რომლებიც ისეთი ლამაზია რომ სუნთვქ გიხშირდება, მაგრამ არის ადგილები რომლებიც ისეთი ლამაზია რომ სუნთქვა გეკვრის. ჰარიდა კომუნაც, ადგილი სადაც მე პრაქტიკას გავიდივარ ერთ ერთი ასეთი ადგილია, სადაც სუნთქვა გავიწყდება ადამიანს, ისეთი სილამაზეა გარშემო :)

რამოდენიმე სურათს გთავაზობთ :)



როგორც ზემოთ დავწერე პრაქტიკას სწორედ ამ კომუნაში გავდივარ და სადაც არ უნდა წავიდეთ ყველან ტბები, პატარა გორაკები, და ტყეებია. სახლებიც შიგდაშიგ სოკოებივით არიან ამოსულები. არ ვიცი ზამთარში როგორია აქაურობა, მაგრამ შემოდგომობით, ზაფხულობით და გაზაფხულობით მართლა ულამაზესია. ძალიან მინდა სახლი, ასეთ ადგილას, ტბის პირას, გარშემო დიდი ტყით.

Oct 22, 2011

Which One?!




აუზზე რომ დადიხარ საცურაო კოსტიუმები მომარაგებული უნდა გქონდეს.
რატომ? იმიტომ რომ ქლორიანი წყალი მატერიალს ანადგურებს და თუ ერთი წყვილი საცურაო კოსტიუმი ზღვასა და ტბებზე რამოდენიმე სეზონის განამავლობაში ძლებს, აუზზე მუდმივი ხმარებისას ის მხოლოდ რამოდენიმე თვის განმავლობაში იქნება ვარგისი.

ხოდა ვიფიქრე, სანამ სეზონი არაა, და ძველი სეზონიდან კოსტიუმები კვლავ გაყიდვაშია ვიყიდო რამოდენიმე (იაფად გამოვალ) მაგრამ როგორც ყოველთვის არჩევანში მიჭირს.



იდეაში ასარჩევი არც არაფერია იმიტომ რომ სამივე თითქმის ერთნაირია, მაგრამ თითოეულ მათგანს მაინც აქვს რაღაც თავისებური ეშხი და ამიტომაც ვერ მიმიღია გადაწყეტილება.

არ დამიწერია, გუშინ 6 თვიანი აბონემენტი ვიყიდე და აწი წასვლა რომც მეზარებოდეს მაინც უნდა წავიდე იმიტომ წომ წყალში არ გადამიყრია ის ფული რომლითაც აბონემენტი ვიყიდე :) ზოგი ჭირი მაrგებელია, ხანდახან თავი უნდა აიძულო რაღაცის გასაკეთებლად, განსაკუთრებით მაშინ როცა არ გაკეთების მიზეზი სიზარმაცეა.

პ.ს უფრო უკეთესი შემოთავაზება თუ გაქვთ, ბმულები კომენტარებში დამიწერეთ :)

Oct 19, 2011

აუზი :)

ხოდა ასე, დღეს გავწყვიტე მანკიერი წრე და წავედი აუზზე.
წასვლა დილიდან მქონდა დაგეგმილი... თუმცა ასე დაგეგმილი აქამდეც ბევრჯერ მქონია.
ხოდა დღეს, როცა კონფერენციაზე ვიჯექი, იმდენად მოსაბეზრებელი საკითხზე საუბრობდა მომხსენებელი რომ ვიფიქრე აქ ჯდომას წასვლა და ცურვა ჯობიათქო.

ვიფიქრე და გავაკეთე, ავდექი და წავედი. აუზამდე მისასვლელად ზუსტად 15 წუთი დამჭირდა. შენობაში გარკვევა თავიდან გამიჭირდა, მაგრამ როცა ყველაფერს თავი და ბოლო ვუპოვე და საცურაო აუზიც ვიპოვე სიმართლე გითხრათ ფრიად ვისიამოვნე და მართლა კარგად ვიცურავე (დაახლობით 90 წუთი). რადგან დღის მეორე ნახევარში ძალიან კარგი მომხსენებლები იყო სიაში, აუზის შემდეგ ისევ უკან მივბრუნდი და დავრჩი დღის ბოლომდე.

შენობაში რამოდენიმე აუზია, და დღეს არჩევანი 50 მეტრიან აუზზე გავაკეთე. ძალიან ბევრი ხალხი არ იყო, და "ნელ" განყოფილებაში მოხუცებთან, თინეიჯერებთან და ორსულებთან ერთად მშვენირად ვიცურავე. ამავე აუზში არის სპეციალური სექტორები ჩქარი ცურვისთვის. იგივე შენობაში არის მეორე აუზი ტრამპლინებით, ერთი პატარა აუზი წყლის აერობიკისათვის, საუნა, სოლარიუმი, ჯაკუზი და კიდევ ლიგუშატნიკი :)

მომავალ ჯერზე უფრო კარგად დავგეგმავ ვიზიტს და ცურვის შემდეგ საუნაში გავჩერდები ცოტა ხანი.

Oct 17, 2011

MVG - მგონი გენიოსი ვარ და მიმალავენ :P :P

ვაიმე, მგონი გენიოსი ვარ და არ ვიცი :D :D :D

უბრალოდ ვშაყირობ, მაგრამ სიმართლე გითხრათ ვერ ვმალავ ჩემს გაკვირვებას და სიხარულს :) დღეს ჩინურის შუალედური გამოცდის შედეგი ვნახე და წერით და სმენით ნაწილშიც ხუთიანები მიმიღია.
ვაიმე, ვაიმე, წერაში არ მეშინოდა, იმიტომ რომ მიყვარს წერა ჩინურად, მაგრამ აი სმენითი ტესტის ძალიან მეშინოდააააა და ასე გემრიელად მივიღე ხუთიანები ანუ MVG ეები :)

პირველი ტესტი (15 სექტემბერი) სწავლიდან ერთი კვირის შემდეგ ჩავაბარე და ეს ტესტი ეხებოდა პინინის კითხვას. როგორც ხედავთ ოთხიანი (ვგ) მივიღე, იმიტომ რომ ჩემი აზრით აზრზე არ ვიყავი გამოთქმის. აი მეორეეე ტესტშიიიი კიიიიიიიი ხედავთ რომ ხუთიანებიიიი მაააააქვს :)

პ.ს. ისე მავანი გაიფიქრებს, ჯერ ქართულად ისწავლე წერა და მერე ჩინურს მიხედეო, მართალიც იქნება :D :D
პ.ს.2. როგორ ძალიან მჭირდებოდა რაღაც სტიმული მაინც იმ სტრესის ფონზე რაც პრაქტიკაზე მაქვს. დამავისწყდა დამეწრა, დღეს ერთმა თერაპევტმა მითხრა ასე იმიტომ იღლები რომ ბევრი რამე გინდა გაიგო და ნახოვო. კი ვეთანხმები მაგრამ როგორია სიტუაციის არ გამოყენება როცა პრაქტიკა მხოლოდ 4 კვირა მაქვს?!

Oct 16, 2011

სტრესი და დაღლილობა + ერთი იეროგლიფი :)

პრაქტიკიდან ისეთი დაღლილი მოვდივარ არც წერის და არც კითხვის თავი მაქვს. ჩინურის გაკვეთილზე ბოლომდე ვერ ვჩერდები იმიტომ რომ მძინავს სკამზე, ან ყველაფერზე უაზროდ ვხარხარებ. ჩინურის ენის კაფეშიც აღარ დავდივარ იგივე მიზეზის გამო და მოკლეთ დიდ ხათაბალაში ვარ.

ვფიქრობ რომ რატომ ვიღლები ასე ძალიან და რამოდენიმე მიზეზი ვიპოვე:
1. ენა, ის რომ შვედური ჩემთვის უცხო ენააა ძალიან მღლის.
2. კონცენტრაცია - ეს პტაქრიკა ჩემთვის ახალ სფეროშია ამიტომ თოთეული მომენტი ასევე ახალია და კონცენტრაციას დიდი ენერგია მიაქვს.
3. კლიენტების ჯგუფი - სხვადასხვაა, ხელის პრობლემებით დაწყებული კომპლექსური კლიენტებით დამთავრებული. მაგალითად კლიენტს რომელსაც ბოლოს შევხვდი ქონდა - პარკინსონი, რევმატოიდული ართრიტი, სქოლიოზი, და წელის ტკივლი. ასეთ შემთვევაში ფუქციის დონიდან ვმოქმედებთ, მაგრამ მაინც ძნელია მხოლოდ ფუნქციის დონეზე მოქმედება, იმიტომ რომ პროგნოზს ვერ გააკეთებ რა მოხდება უახლოეს 1-5 წელიწადში. შესაბამსიად კომპლექსური კლიენტი კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ეს ყველაფერი საშინლად საინტერესოა, მაგრამ ვერ დავმალავ რომ ძალიან დამღლელი პროცესია.
4. კლიენტების უმრავლესობას რომლებსაც ვხვდები, უკვე ქონდათ კონტაქტი ოტ ებთან, ეს კი ნიშნავს რომ უნდა წავიკითხო მთელი ის მრავალწლიანი/მრავალთვიანი ისტორია რომელიც მათ აქვთ. მსგავს კლიენტებთან ძნელია მუშაობა იმიტომ რომ არ ვიცი საიდან დავიწყო. იმედი მაქვს მალე ისეთ კლიენტებს შევხვდები რომლებიც პირველად მოდიან ჩვენთან.

თუ ჩემი პრაქტიკის პირველ კვირას შევაჯამებ, ვიტყვი რომ ძალიან პროდუქტიული კვირა იყო. გრძნობა მაქვს ამ ერთ თვეში ძალიან ბევრ რამეს შევიძენ და იმედია არ ვცდები.

ჯერ ჯერობით მხოლოდ ეს მიზეზები ვნახე. მინდა რომ გადასატვირთად კვირაში ერთხელ ვიცურავო. ვიცი უკვე რამდენი ხანია ამას ვამბობ და ვერ მოვაბი თავი მაგრამ ფაქტია აუცილებლად უნდა გავაკეთო ეს, იმიტომ რომ სტრესი და დაღლილობა აგრესიულს მხდის.

პ.ს. ერთ საინტერესო ჩინურ იეროგლიფს მაინც გაჩვენებთ. ეს იეროგლიფი გვარს წარმოადგენს, რომელიც ჩინეთში ძალიან გავრცელებულია და დარმწუნებული ვარ ყოველ თქვენთაგანს გაუგია - ლი :)


ეს იეროგლიფო ორი რადიკალისაგან შედგება, პირველი ზედა რადიკალი ნიშნავს ხეს, მერე ქვედა კი ბავშვს.

- mu, ხე
- zi (ძი) ბავშვი :)

Oct 12, 2011

Some Pics

პრაქტიკიდან ისეთი დაღლილი მოვდივარ საერთოდ არაფრის თავი მაქვს, ჩინურსაც კი ვერ ვიდებ გულს, უბრალოდ გათიშული ვარ.
ზოგადად ძალიან საინტერესო პრაქტიკა მაქვს, მაგრამ მგონი ჩემებურად ვუბერავ, ნამეტანი თვითდაჯერებული ვარ. არა პრაქტიკული არამედ თეორიული ცოდნის მხრივ. ტეხავს.

რამოდენიმე სურათს გთავაზობთ ჩემი პრაქტიკის ქალაქიდან. ეს ამბავი დილის 7.50 წუთზე გადავიღე :)



ეს ჩვენ შენობაში არსებული კაფეა. სულ ახალი შენობაა 2011 წლის აპრილში გახსნენს და ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული. გათვალისწინებულია ნიუანსები სხვადასხვა ფუნქციებდარღვეული ადამიანებისათვის, და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.
ერთი დიდი მინუსი რასაც განვიცდი - ძალიან უაზრო ყავის მოსადუღებელი მანქანააა. ვერ შევეგუე, კნოპკაზე ხელის დაჭერით უფრო ადვილად გამომდის ყავის მოდუღება.

Oct 8, 2011

მზის დაბადება :)

მორიგი საინტერესო იეროგლიფი :)

星 (xing)- ვარსკვლავი


იეროგლიფის ზედა რადიკალი (ri) ნიშნავს მზეს, სინათლეს. ქვედა ნაწილი კი დაბადებას. შესაბამისად ამ ორი რადიკალის შეერთებით მიიღეს სიტყვა ვარსკვლავი.

Oct 5, 2011

საშინაო დავალება :)

გთხოვთ უყუროთ ამ ვიდეოს და პასუხი გასცეთ ჩემს კითხვებს :) (პინინით დაწერეთ ის პასუხი რომელიც საჭიროებს პასუხ ჩინურ ენაზე )


1. რატომ გინდათ ჩინური ენის შესწავლა?
2. რა ღირდა ფეხბურთის ბურთი?
3. რომელ ქალაქშია ვიდეო აგდაღებული?
4. ჩამოთვალეთ ის მისალმებები რომლებიც გაიგეთ ვიდეოს ყურების დროს.
5. რა განსხვავებაა Ni () და Nin ()ს შორის?
6. რამდენი ტონალობაა ჩინურ ენაში (მანდარინი)?

Oct 3, 2011

ვსწავლობთ ჩინური ენის ტონებს

წინა პოსტში პინინის კითხვა ვისწავლეთ ახლა კი დროა ცოტა გავართულოთ ჩვენი გაკვეთილი და ჩინურის ტონალობაზე გადავიდეთ. როგორც წონა პოსტში დავწერე ჩინურში ოტი ტონია + მეხუთე ტონი ტონალობის გარეშე. მათი დასწავლა მნიშვნელოვანია რადგან ტონალობის მიხედვით სიტყვას მნიშვნელობა ეცვლება.

როცა ტონალობის სწავლა დავიწყე ლამის გადავირიე, უბრალოდ არ შემეძლო მათი გამოთქმა და გაგებაც კი, მაგრამ მასწავლებელმა თქვა რომ მათი შესწავლა მხოლოდ დროს მოითხოვს, და რომ შეუძლებელი არაფერია.

გთხოვთ უყუროთ ვიდეოს იმისათვის რომ გაიგოთ ტონალობის არსი
1.


2.



ეს ერთი პატარა ვიდეოა დამწყებთათვის, ქვევით პინინია ტონალობით, ხოდა დააკვირდით როგორ გამოთქვამენ თითოეულ მარცვალს და თავად გაიმეორეთ :)

Oct 2, 2011

ქალი + ბავშვი = კარგს

მორიგი საყვარელი ჩინური იეროგლიფი :)

(ჰაო hao)
იეროგლიფის პირველი რადიკალი ნიშნავს ქალს, მეორე რადიკალი კი ბავშვს.
ძველ ჩინეთში ითვლებოდა რომ ქალი რომელსაც ყავს ბავშვი არის კარგი, და ამ ორი რადიკალის შეერთების გზით მიიღეს სიტყვა კარგი :)

p.s. თანამედროვე ჩინეთში ისეთივე თანმიმდევრობით წერენ და კითხულობენ როგორც ჩვენ!!

Oct 1, 2011

ვსწავლობთ Pin yin -ის კითხვას :)

ჩინურის (მანდარინი) სწავლა რომ დავიწყე, ვფიქორობდი ლათინური ასოები რომ არა რა გვეშველებოდა, არა მხოლოდ მე არამედ თავად ჩინელებსაც და უამრავ ადამიანს რომელიც დაინტერესებულია ამ ენით.

Pin yin ჩინური ენის სპეციალური დამწერლობითი სისტემაა რომელიც იყენებს ლათინურ ასოებს და ტონალობის აღმნიშვნელ ოთხ ნიშანს. ეს არის ბგერათა/მარცვალთა ფიქსაციის მეთოდი, მარცვლები და ბგერები კი ოოოოოოოოო ძალიან ჩახლართული რამეა ჩინურ ენაში. ჯერ გინდაც იმიტომ რომ თითოეული მათგანი ოთხ ტონალობაში გამოითქმევა და მეორეც იმიტომ რომ ერთ ბგერაში/მარცვალში ასოთა ნებისმიერი შეთანხმება არ მოსულა, და თითოეული ბგერაში ასოების შეთანხმება განსაზღვრულია.

პინინის სასწავლად გირჩევთ ამ ვიდეოებს უყუროთ და იმეოროთ ბგერები :) ასევე გირჩევთ რომ თავიდანვე დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ საკუთარი თავის მიმართ :)


მეორე :)


მესამე

თუ რამე ვერ გაიგეთ დამეკონტაქტეთ :)

მომავალ გაკვეთილზე ვისწავლით ჩინური ენის (მანდარინი) ტონებს :)

We learn Chinese - new project on the blog :)

რადგანაც ჩინურ ენაში ბევრი საინტერესო ამბები ხდება, გადავწყვიტე ამისათვის სპეციალური კატეგორია შევქმნა -We learn Chinese :) შიგდაშიგ დავწერ ხოლმე იმ მომენტებს რომლებიც გამიკვირდა :P ან კიდე ჩავთვალე რომ საინტერესოა :) ასევე დავდებ პატარა გაკვეთილებს და ვისაც მოგეწონებათ შეგიძლიათ თვალი მადევნოთ.

1. ეს იეროგლიფი გასულ კვირას ვისწავლე და ძალიან ვიხალისე.
ნიშნავს თხას,
ნიშნავს დიდს (და)

თუ თხას და დიდს გავაერთიანებთ, მივიღებთ დიდ თხას, დიდი თხა კი ჩინელებისატვის რატომღაც სილამაზის ექვივალენტია შესაბამსიად:

羊 + 大 = 美 ("მეი" ლამაზი)
2. ამ ქვეყნის დასახელებაში მონაწილეობს იეროგლიფი რაც უკვე ვიცით რომ ლამაზსს ნიშნავს და იეროგლიფი (გუო) რაც ნიშნავს ქვეყანას (იმპერატორი საზღვრებში). ეს იეროგლიფი ერთად კი წარმოადგენს ქვეყანას რომელიც ჩვეთნვის ძალიან ნაცნობია - 国 (მეიგუო)ამერიკის შეერთებული შტატები. რატომ არის ამერიკა ლამაზი ქვეყანა ჩემთვის ჯერ ჯერობით უცნობია.