Sep 30, 2011

პოსტი დედაჩემს!

დედაჩემის გასაგონად!!!!
სანამ ექიმთან არ წახვალ, შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ!!!!

Sep 28, 2011

ნეირონები ნერვიული კრიზისის ზღვარზე

ჩემი ნეირონები მალე წავლენ და თავს ჩამოიხრჩობენ.
არ ვიცი რისი ბრალია, ასაკის, სტრესის, კოგნიტური ფუნქციების დაკნინების თუ კიდე რამე სხვის, მაგრამ ფაქტია გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან ვჭედავ. ასეთი რამ არასდროს დამმართნია, ან კიდევ ერთელ კოგნიტური ფუნქციები მიჩმახებენ და არ მახსოვს.

მომავალი სემესტრის პრაკტიკაზე სამი ადგილი ავირჩიე, სამივე სხვადსხვა განხრით და იცით რატომ? იმიტომ რომ ერთხი განხრაზე ვერ გავაკეთე არჩევანი. გუშინ იმ სამს კიდევ ერთი დაემატა, თან კომპანია სადაც მასწავლბელი მუშაობს მზადაა სტუდენტის მირებაზე.

არ ვიცი რა ჯანდაბა ვქნა :(

Sep 25, 2011

მოხუცები

გუშინ მორიგი სამუშაო დღე მქონდა. რათმაუნდა გადარბენაზე ვიყავით, მაგრამ მაინც მოვახერხე მათი ერთ მაგიდასთან შეგროვება, ყავასა და ნამცხვარზე დაპატიჟება და დიალოგის გაბმა. მათთან საუბარი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ბევრი რამის ანალიზს ახდენენ ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. ძალიან საინტერესო განსაკუთრებით მათი კოპინგ სტრატეგიებია.

გუშინ ვსაუბრობდით პარტნიორის გარდაცვალებაზე. ერთმა მოხუცი ძალიან მოიღუშა და საერთოდ ჩაიკეტა, განაცხადა რომ მას არ სურს და არ ესმის სევდიანი ამბები. მეორე მოხუცი პირიქით ყვებოდა რომ ძალიან ტიროდა, რომ ძალიან ცუდად იყო, მერე რაღაც წამლები მისცეს და აღარ ტიროდა. ამბობდა რომ ხანდახან "ვფიქრობ რომ უკეთესია ჩემი მეუღლე ჩემზე ადრე რომ დაიღუპა, რადგან არ გამოცდის იმ ტკივილს რომელიც მეუღლის დაკარგვას მოყვებაო." ჯამში ძალიან საინტერესი და ღრმა ყავის სმა გამოგვივიდა.

გუშინ დღე იყო სამსახურში რომელიც წინასწარ მქონდა გაწერილი, სიმართლე რომ გითხრათ ძალიან განვიცდი, იმიტომ რომ მე ეს ხალხი ისევე მჭირდება როგორც მათ მე. არ ვიცი როგორ მოვიქცე იმისათვის რომ ყოველ კვირას თუ არა, ყოველ მეორე კვირას მაინც რომ შევძლო მუშაობა.

პ.ს. გუშინ ერთმა მოხუცმა მითხრა "შენ მასწავლე სიარულიო". ძალიან გამიხარდა. სინამდვილეში მან სიარული იცოდა, ანუ ბიოლოგიური ნაწილები სრულ წესრიგში ქონდა, მაგრამ პრობლემა თავში/ტვინში იყო. ძალიან გამიხარდა რომ მან მისი პრობლემები დასძლია და ახლა უკვე მარტო შეუძლია გადაადგილება და პერსონალს აღარ ეხვეწება გამომყევით ჩემ ოთახამდეო.

Sep 21, 2011

ამის მოთმენა არ შეიძლება!!

ქართველებს ენის ფხანვის მეტი არაფერი შეგვიძლია, ასე ვფიქრობ მე და იმედია ეს შემთხვევა დაამტკიცებს რომ ვცდები. გთხოვთ წაიკითხოთ ქვემოთ მოყვანილი სტატია.

წყარო - http://www.monadire.com/?p=5618#.TnnYETFSDZQ.facebook
"ენერგეტიკის სამინისტროს განკარგულებით, დაშვებულია დღემდე აკრძალული სახეობების კვლა, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი პოპულაციებისა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ირმის, ჯიხვისა და დათვის ხოცვა. ახალი ნებართვის მიხედვით დათვს 1000 ლარად, შველს კი 500 ლარად მოინადირებთ. ირმისთვის სროლის უფლება 1.300 ლარად მოგეცემათ, ყველაზე ძვირი ჯიხვზე ნადირობაა, 1500 ლარი დაგიჯდებათ.

ჯანსუღ ბოჭორიშვილი (მონადირეთა წიგნის, ,”მონადირის გზამკვლევის”, თანაავტორი, საქართველოს მონადირეთა კლუბ “მონადირის” წევრი): - ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ნებისმიერ პოპულაციაზე ნადირობის ლიცენზიის გაცემამდე, ზუსტად იციან ცხოველების რაოდენობა და გავრცელების არეალი. შესაბამისად, კონკრეტულ რეგიონში კონკრეტულად არის განსაზღვრული მათი ბუნებიდან ამოღების დასაშვები რაოდენობა. ამ კანონის მისაღებად თუ ამ კრიტერიუმებით ისარგებლეს, იქნებ გაგვაცნონ ჩვენში ცხოველების ზუსტი რაოდენობა.

- მგელზე, ტურაზე, მაჩვსა და კვერნაზე კარგა ხნის წინ უნდა დაეშვათ ნადირობა. ძალიან დიდ ზარალს აყენებენ ფაუნას (ჩემი აზრით, გამონაკლისი უნდა იყოს შველი, არჩვი და კურდღელი. რაოდენობიდან გამომდინარე, დასაშვებია მათზე ლიმიტირებული ნადირობა). საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი ირმის და ასევე გაიშვიათებული ჯიხვის მოკვლას პირადად მე, სამშობლოს ღალატის ტოლფას დანაშაულად მივიჩნევ.

დაუშვებლად მიმაჩნია ნადირობა კავკასიურ მურა დათვზეც. მიკვირს, ვინ და რა კრიტერიუმით შეაფასა ირემი 1.300 ლარად? მაგ ფასად კარგ ძროხას ვერ იყიდი და კავკასიური ირემი, რომელიც რამდენიმე ეგზემპლარიღა დაგვრჩა, 1.300 ლარად უნდა მოკლან?

ან ამ კანონებს ვინც წერს, საქმის მცოდნეს არაფერს ეკითხება? დარწმუნებული ვარ, კანონის ავტორი ტყეში ნამყოფიც არ იქნება.

ავთანდილ დარახველიძე (წიგნის “მონადირის გზამკვლევი”ს” თანაავტორი): - წინააღმდეგი ვარ ირემზე ნადირობისა.

მონადირეები იმ შემთხვევაში არ შეეწინააღმდეგებიან ამ განკარგულებას, თუ პროცესი რეალურად კონტროლირებადი იქნება. მათ სწორედ კონტროლის იმედი არ აქვთ. ეგერები ჩვენ არ გვყავს, გარემოს დაცვის ინსპექცია ფაქტობრივად არ არსებობს, მათი 80% ჯიხვს და არჩვს ვერ არჩევს ერთმანეთისგან. უკონტროლობით უკანასკნელ ეგზემპლარსაც მოვუსწრაფებთ სიცოცხლეს ისე, რომ არავის ეცოდინება, ენდემური ჯიშის ბოლო წარმომადგენელი რომ გაანადგურა. ირემზე ნადირობას იმ შემთხვევაში დავეთანხმებით, თუ მოხდება მათი საფუძვლიანი შესწავლა, გამოვლინდება გადაბერებული და არაპროდუქტიული ხარ-ირმები, რომლებიც ხელს უშლიან პოპულაციის ზრდას. მათი დახოცვა აუცილებელია. თუმცა, პოპულაციის ზოგადი სიმცირის გამო, მთელ საქართველოში ასეთი ალბათ 4-5 ეგზემპლარი იქნება. ამას ეგერებმაც შეიძლება მიხედონ. თუ დასაბუთდება, რომ ისინი ამოსაღებია, გასცენ ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები. სხვა შემთხვევაში ირემზე, ჯიხვსა და შველზე, მით უფრო დედალ ეგზემპლარებზე ნადირობა კატეგორიულად უნდა აიკრძალოს”.

www.kvirispalitra.ge

ვინაიდან მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა, გთავაზობთ “კვირის პალიტრის” ინტერვიუს სრულად.

მონადირეთა და საზოგადოების კითხვების საფუძველზე “კვირის პალიტრა” ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს ესაუბრა:

- ბატონო ალექსანდრე, ცოტა ხნის წინ სპეციალისტები აცხადებდნენ, “წითელ წიგნში” შეტანილი სახეობები თანდათან მცირდებაო. სამინისტროს განკარგულებით კი მათზე ნადირობა დაიშვა. რამ განაპირობა ამ განკარგულების მიღება?

ნადირობა საკმაოდ აზარტული მიმართულებაა, ამიტომ ამ დარგში ბევრი ტურისტის მოზიდვა შეიძლება. ისინი დიდ თანხებს ხარჯავენ ნადირობისთვის. ამასთან, იმის გამო, რომ შარშან სოფლები აიკლეს მგლებმა და ხალხი მათზე ნადირობის ნებართვას მოითხოვდა, დავუშვით ეს უფლება. გარკვეულ სახეობებზე ნადირობისთვის სპეციალური კვოტები დაწესდება.

- არის მეცნიერულად შესწავლილი გაიშვიათებული პოპულაციებიდან რომელიმეს გავრცელების არეალი, მათი ზუსტი რაოდენობა?

ეს ყველაფერი შესწავლილი გვაქვს. ყოველ წელს მოხდება კვოტების დადგენა და პოპულაციების შემოწმება.

- გაგვაცანით ამჯერად დადგენილი კვოტები.

- ამ ეტაპზე ვანგარიშობთ და ცოტა ხანში იქნება ინფორმაცია.

- ორიოდე წლის წინ გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლები ამბობდნენ, ბრაკონიერების თარეშმა საქართველოს ტყეებში კატასტროფულად შეამცირა ირემი, ჯიხვი და მურა დათვიო. ორ წელიწადში მათი რაოდენობა იმდენად ჭარბი გახდა, რომ ნადირობა დასაშვებია?

- გარემოს დაცვის სპეციალისტები ამას მეტი გრანტის მიღების იმედით ამბობდნენ და არა იმიტომ, რომ მართალა ასეთ მდგომარეობაში იყო ეს პოპულაციები. თუმცა ბრაკონიერები გამალებით ნადირობდნენ ჯიხვსა და ირემზე. განა დღეს იგივე არ ხდება? ამ პოპულაციების რაღაც რაოდენობა ნებისმიერ შემთხვევაში ბუნებიდან არის ამოსაღები. მაგალითად, ხნიერი მამალი ჯიხვი აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ბუნებიდან, რომ გამრავლებას არ შეუშალოს ხელი. ჩვენ ამას ვნერგავთ და არა იმას, რომ მონადირემ ხელაღებით აკეთოს ის, რაც უნდა.

- მონადირეთა ნაწილი კატეგორიულად მიუღებლად თვლის ჯიხვზე, ირემსა და მურა დათვზე ნადირობას.

- მონადირეთა ეგ კატეგორია ნუ ივლის სანადიროდ. სხვები კი მოინადირებენ იმდენს, რამდენის დახოცვაც დასაშვები იქნება.

- რის საფუძველზე განსაზღვრეთ სალიცენზიო ფასები?

- მეზობელ ქვეყნებში არსებული ტარიფებისა და იმის მიხედვით, რომ საქართველო იყოს კონკურენტუნარიანი. აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთს ესაზღვრება. ჯიხვს ხომ ვერ აუკრძალავ საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლას? თუ ის მონადირეები, რომლებსაც ჯიხვზე ნადირობა არ უნდათ, აკრძალავენ ამას? თუ აზერბაიჯანში დაშვებულია ნადირობა, საქართველომ რაღა დააშავა? აზერბაიჯანის მაღალმთიან სოფლებში ჯიხვზე ნადირობა დიდად შემოსავლიანია. რატომ არ შეიძლება იგივე გაკეთდეს საქართველოში?

- რომელი სამსახური გააკონტროლებს ნადირობას?

- ვინც დღეს აკონტროლებს, ხვალაც ის გააკონტროლებს.

- რომელიმე კონკრეტული ქვეყნის გამოცდილება გაქვთ გამოყენებული სამონადირეო წესების ახალი მოდელის შექმნისას?

- ნახეთ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა. იცით, რომ ავსტრიაში ირმებზე ნადირობა უფასოა?

- ეს შესაძლებელია იქ, სადაც მგლის არარსებობის გამო ირემი ძალიან ბევრია. მგონი, საქართველოს და ავსტრიის შედარება ამ მხრივ მიზანშეწონილი არ უნდა იყოს.

- თქვენ მკითხეთ, რომელი ქვეყნების მაგალითზე მიიღეთ ეს დადგენილებაო და გპასუხობთ, რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითზე, მათ შორის – ავსტრიის.

- როგორც ვიცი, ირემი საქართველოს “წითელ წიგნშია” შეტანილი.

- თქვენ გგონიათ, ავსტრიის “წითელ წიგნში” არ არის? “წითელი წიგნი” “წითელი წიგნია” ყველგან. ჩვენ ყველაფერი გადამოწმებული გვაქვს, თქვენც გადაამოწმეთ.

P.S. ინფორმაციის მოძიების შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოში არსებული პოპულაცია – კეთილშობილი ირემი ენდემურია, დამახასიათებელია მხოლოდ კავკასიისთვის. შესაბამისად სხვა ქვეყნებში ვერ იპოვით, მათ შორის, ავსტრიაში. მცირერიცხოვნობის გამო საერთაშორისო “წითელ წიგნშია” შეტანილი. ასევე დაცულია “საქართველოს იშვიათი სახეობების წითელი ნუსხის” მიხედვით. იმავე ნუსხის მიხედვით დაცულია დასავლეთკავკასიური ჯიხვი და მურა დათვიც. ეს სახეობები გადაშენების პირას არის. გადაშენებას იწვევს ბრაკონიერობა, საძოვრების გაფართოების გამო საარსებო არეალის შევიწროება, უკონტროლო ტურიზმი, ნადირობა და სხვ.

მურა დათვი
მურა დათვი გვხვდება დიდ კავკასიონზე, მცირე კავკასიონის ზოგიერთ ნაწილში და საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის საზღვართან. დაფიქსირებულია ვაშლოვანის, ლაგოდეხის, ბაწარის, კინტრიშის, ბორჯომის ნაკრძალებში, თუშეთში, არხოტის, დურუჯის და ლიახვის ხეობებში, თრიალეთის ქედზე, ბორჯომის ხეობაში, გურია-აჭარის ქედზე, დუშეთის რაიონში. პოპულაცია ყველა ზონაში საგანგაშოდ შემცირებულია.

დასავლეთკავკასიური ჯიხვი
დასავლეთკავკასიური ჯიხვი გვხვდება სვანეთში, შესაძლებელია შემორჩენილი იყოს რაჭასა (სვანეთის საზღვართან) და აფხაზეთში (რიწის ნაკრძალი).

კეთილშობილი ირემი
კეთილშობილი ირემი საქართველოს “წითელ წიგნშია” შეტანილი, როგორც იშვიათი სახეობა. მისი მდგომარეობა რეალურად შეესაბამება საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა კატეგორიას.
ამჟამად ირემი შემორჩენილია ლაგოდეხის, ბორჯომის, გარდაბნის, თუშეთის, ლიახვის ხეობის, ქვემო სვანეთის და რიწის ტერიტორიებზე. ყველაზე მრავალრიცხოვანია ლაგოდეხის პოპულაცია. ბორჯომის, თუშეთის და გარდაბნის პოპულაციები ძალზე მცირერიცხოვანია და საფრთხის პირასაა."

არ ვიცი ბოლომდე წაიკითეთ თუ არა სტატია, მე კი ბოლომდე წავიკითხე, თან რამოდენიმეჯერ და ძალიან, ძალიან ავღშფოთდი, ისე ავღშფოთი რომ Greenpeace-ს წერილიც კი მივწერე. ყველას ვინც დაინტერესებული ხართ საქართველოს ბუნებით გთხოვთ ინიციატივა გამოიჩინოთ და რამე მოიმოქმედოთ, რაც შეგიძლიათ. ჟურნალისთებმა სტატია წერეთ, ჩემნაირმა უბრალო მოსახლეობამ Greenpeace ან კიდევ მწვანეთა პარტია დაბომბეთ წერილებით.

Sep 18, 2011

DON'T want

Writing this entry in English becasue i do not want my parents to read it. DO NOT READ AND TRANSLATE IT FOR THEM!!!!

so, during this weekend i am feeling quiet weird. Do not want to wake up, can't wake up and do not really want to stand up from the bed. Can't cook, don't want to eat and just DON'T want. It seems like the old, stupid state of mind is coming back. I do not know what does it depend on, is it becasue of the changing weather, less light, cold and coming winter?! The fact is everything this affects me a lot, unfortunately in a negative way.

Can't wait to start practice, the regular work is the only thing what helps me.

Sep 17, 2011

Mushrooms :P :P

ხოდა დღესაც წავპრუტუნდი ტყეში სოკოს მოსაკრეფად. რამოდენიმე დღის წინ ისეთი წვიმა იყო რომ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო სოკო არ ყოფილიყო, მაგრამ საღამოს 5 საათზე რომ გახვალ სასოკაოდ რა დაგხვდება?! ბევრი არაფერი, თუმცა ცოტა სოკო მაინც შევაგროვე :)

ეს "ყურები" მორზე იყო გაზრდილი. არ ვიცი იჭმევა თუ არა.
ნუ ეს ყვითელი კი ვიცით რომ იჭმევა :)
ეს დიდი სოკო, აზრზე არ ვარ რაა. ასე მგონია იჭმევა და მიტომ მოვგლიჯე. უნდა გავიკითხო სადმე.
ისევ ლამაზი ყვითელი სოკო :)

:) იეროგლიფები :)

უამრავ უცნობ იეროგლიფს შორის, რამოდენიმე ნაცნობს რომ ვპოულობ ისე მიხარია თითქოს დიდი ხნის წინ უნახავ მეგობარს ვხვდებოდე :)

ერთი ფაქტი :

吗 - (ცხენი)

პირველი იეროგლიფი წინადადების ბოლოს იწერება და მას კითხვით წინადადებად აქცევს :) თუ მას წინ კუბიკს ჩამოვაცილებთ მაშინ ის ცხენად გადაიქცევა :)


Sep 16, 2011

ფანჯარაში მტრედიაააააა :) ლალლალლააა

დღეს, ადრიან დილას აივანზე რაღაცის მძიმედ დავარდნის ხმა გავიგე. ერთი გავიფიქრე მეზობლებმა რამე ჩამოაგდესთქო და გავაგრძელე ძილი. რომ ავდექი, მაინც გავედი შესამოწმებლად, და რას ვხედავ - აივანზე მტრედი ზის. არა, აივანზე მტრედები სულ ზიან და მიყროლებენ იქაურობას, ეს მტრედი შიგნით იჯდა იატაკზე, და ვერ დაფრინავდა.

რა უნდა მექნა? ეზოში ხომ ვერ გადავაგდებდი?! დავუდგი მუყაოს სახლი, წყალი და ხორბალი. დამფრთხალი მტრედია :) იმედია გამოჯანმრთელდება და გაფრინდება :)

ესეც სურათები :)
ესეც სახლით და საკვებით :D
პ.ს. ნაგვიან და ჭუჭყიან აივანს არ ვიმჩნევთ, ამისი დალაგების არც სურვილი მაქვს, არც დრო და არც თავი :D

Sep 15, 2011

ჩინურის პირველი გამოცდაც ჩამიბარებიაააა :)

ჰეჰეეეე, ჩინურის პირველი გამოცდაც ჩავაბარეეეეეე
მთლად კარგად ვერ იყო ჩემი გამოთმქმების საქმე, მაგრამ ჩემზე უარესების უკეთესად ნამდვილად გამიმივიდა.

ვერ გეტყვით რა სასიამოვნოა ამ ენის სწავლა.
მიუხედავად იმისა რომ საშლად ძნელი ენაა გამოთქმის მხრივ, სამაგიეროდ იმდენი საინტერესო და fascinating მხარე აქვს რომ გამოთქმის სირთულეს არაფრად ვაგდებ :)

იეროგლიფების წერა უმხიარულესი რამეა
თავად იეროგლიფების შნაარსის გაგება, ერთი ისტორიის მოყოლის ტოლფასია :)
მაგალითად სიტყვა კარგი ორი რადიკალისგან შედგება. ერთი რადიკალი ქალის ამღნიშვნელია, მეორე კი ბავშვის. შესაბამისად ქალი რომელსაც ბავშვი ყავდა იყო კარგი :) და სიტყვა კარგი ახლაც კი ამ ორი სიტყვის გამომსახველი რადიკალებთ იწერება :) მსგავსი "ისტორიები" ძალიან ბევრია და ნეტა იცოდეთ როგორ ვმხიარულობთ გაკვეთილზე :)

რათქმაუნდა ენას აქვს თავისი უცნაურიბები, მაგრამ ეს ყველაფერი მას მხოლოდ ხიბლს ძენს :)

Sep 14, 2011

ამბები

fb დან ისევ გამოვრეგისტრირდი.
ბევრი დრო მიქვს, და გარდა ამისა ჯგუფებში სადაც ვაქტიურობდი ჯერ ჯერობით არაფერი ხდება, არც მოხდება სემესტრის დასრულებამდე.

ზოგადად უნივერსიტეტში რომ ვთქვა თავზე საყრელი სასწავლი მაქვს თქო ტყუილი იქნება, საკითხავი კი ბევრი გვაქვს, მაგრამ მხოლოდ საკითხავი. საშინაო დავალებებიც თუმცა ეს დავალებები ჯგუფურად იწერება და მინდა გითხრათ რომ "ჯგუფურ წერას" უფრო ნაკლები დრო მიაქვს ვიდრე ინდივიდუალურს.

ყველაზე დიდი დრო და ენერგია ამჯერად ჩინურზე მეხარჯება. საკმაოდ რთული და შრომატევადი სასწავლია. ხოდა იმ დროს რასაც ფბ ზე ვატარებ, ჩინურს დავუთმობ.

ესეც ჩემი საყვარელი სიმღერა pin yin -ით დაცერილი. ახლა უკვე შემიძლია pin yin-ის კითხვა და სიმღერაც კი :D

Sep 13, 2011

ჯანდაბა ამას

ვაი, ვაი
დღეს ჩემი ქმრის დედის დაბადების დღე იყო და სუულ დამავიწყდა, არა მხოლოდ მე... ჩემ ქმარსაც. არადა თავად რა ყურადღებიანი ქალია, არასდროს ავიწყდება არც დაბადების დღეები, არც სახელის დღეები და ზოგადად არაფერი, მაგრამ აი ჩვენ აშკარად, ორი სკლეროზიანი ადამიანი ვართ.

თან ამ ჯანდაბა გუგლის შეტყობინებებმაც კი არაფერი გამომიგზავნა, როგორც წესი იქ ვიწერ ხოლმე მსგავს თარიღებს, იმიტომ რომ ვიცი დამავიწყდება.

ძალიან მრცხვენია. ახლა მამამისმა გამოგვიგზავნა მესიჯი - დღეს დედაშენის დაბადების დღეაო :( აუუუ :(

ვაფლეეეებიიიიი :)

როგორც შეგპირდით ვწერ გემრიელი ვაფლების რეცეპტს :) მათი მომზადება სპეციალურ ვაფლის მანქანაშია შესაძლებელი, მაგრამ თუ ასეთი მანქანა არ გაქვთ მაშინ ცხიმ მოსმულ ტაფაზე სცადეთ გამოცხობა, თუმცა თავს ვერ დავდებ რომ ისეთი გამოვა როგორიც ვაფლის მანქანაში ცხვება (waffle iron).

ხოდა დავიწყოთ ცომის მოზილვა. 100 გრამი კარაქი დაადნეთ და გაურიეთ 100 გრამი შაქარი, 400მლ რძე, 1 ჩ.კ. ვანილი და 1 ჩ.კ. საცხობი ფქვილი. დამატეთ ასე 300 გრამი ფქვილი, 1/2 ჩ.კ. დარიჩინი, კარდემომა ან კიდევ ლიმონის ცედრა (გემოვნებით აირჩიეთ ერთ ერთი მათგანი). კარგად აურიეთ ინგრიდიენტები ერთმანეთში. ცომი უნდა იყოს დაახლობით იოგურტის კონსისტენციის, არც თხელი, მაგრამ არც არაჟანივით სქელი. ცომს გადააფარეთ პოლიეთილენის პარკი და შედეთ მაცივარში 30 წუთით. დროის გასვლის შემდეგ, შეგიძლიათ ვაფლების გამოცხობა ცხელ ტაფაზე ან კიდევ ვაფლის მანქანაში.


პ.ს. მსგავსი ცომი დაახლობით ორი დღე ინახება მაცივარში :)

Sep 7, 2011

ცხელ ცხელი ვაფლები

ყველაფერი რაც გემრიელია მავნეა!
ესაა ჩემი ღრმა რწმენა, დაფუძნებული ჩემს 16 წლიან გამოცდილებაზე (16 წლის არ ვარ, უბრალოდ თავს ვგრძნობ 16 წლის გოგოსავით :D )

ნორვეგიაში მოგზაურობის დროს, ყოველ საღამოს და დილას გემრიელ ვაფლებს მივირთმევდით, ვაფლის გაკეთება თავად შეგვეძლო, ასევე შეგვეძლო სასურველი ჯემის შერჩევაც - მოცვი, მარწყვი, მალინა, ფორთოხალი და კიდევ ბევრი რამ რისი სახლიც არ ვიცი. ხოდა ვჭამდით ამ ყველაფერს და ვიყავით ბედნიერები. ზუსტად ამ ვაფლებს უნდა ვუმადლოდე რომ ნორვეგიიდან მომატებული წონით ჩამოვედი და მიუხედავად იმსა რომ დღეში 10-15 კილომეტრს გავდიოდით, ერთი გრამი არ მომიკლია.

ხოდა ნორმალური ადამიანი, რომელიც კილოგრამების მომატებას ძალიან განიცდის, არც კი იფიქრებდა ვაფლის მანქანის შეძენაზე, მაგრამ ჩემს ოჯახში ნორმალური არავინაა, შესაბამისად დღეს ვალის მანქანა შევიძინეთ კიდეც და პირველი ვაფლებიც გამოვაცხვეთ.

ძალიან გემრიელი ვაფლები, სამწუხაროდ.

ვაფლის მანქანა ასე გამოიყურება
ამაში გამოცხობილი ვაფლები კი აი ასე გამოიყრება

Sep 4, 2011

სამ კვირიანი შესვენების შემდეგ

სამ კვირიანი შესვენების შემდეგ გუშინ სამსახურში გავედი. კარგი და შედარებით ცუდი ამბები დამხვდა მაგრამ საერთო სურათიდან გამომდინარე კარგი უფრო ბევრი ვიდრე ცუდი. ყველაზე მეტად ის გამიხარდა რომ მოხუცებმა მიცნეს, იმ მოხუცებმაც კი კი ვისაც დემენცია აქვს. სახელ არ ახსოვდათ რათქმაუნდა, მაგრამ ხმაზე და შეხედულებაზე მიცნეს :).

ერთი მოხუცი რომელზეც ძალიან დიდ დროს ვხარჯავდი, საერთოდ გასაკვირ მდგომარეობაში დამხვდა. ადრე ორ ნაბიჯს არ დგავდა ვინმე გვერდით თუ არ მიყვებოდა, ახლა კიდე დამოუკიდებლად (თუმცა ფრთხილად) დადის, თავისით იცვლის ტანსაცმელს და დახმარება მხოლოდ წამლების მიცემაში სჭირდება. შეიძლება ვცდები მაგრამ მგონია შედეგი ჩვენმა ყოველდღიურმა ვარჯიშმა გამოიღო. საქმე ისაა რომ ამ მოხუცს ყოველ დღე როცა ვმუშაობდი დღეში 2-3 სიარულში ვავარჯიშებდი - "ვგულაობდით". ეს აქტივობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თვითდაჯერებულებას მატებდა. ხოდა აგერ შედეგიც!!!! გუშინაც შეძლებისდაგვარად გავესაუბრე მათ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ აზრიან ატივობებს და განსაკუთრებით კი კრეატიულ აქტივობებს ძალიან დიდი შედეგი უნდა ქონდეს. უნდა ვიფიქრო ამ თემაზე.

ახლა სკოლა. მომავალ ტერმინზე იმდენად ვნერვიულობ რომ ამჟამინდელ ტერმინს გულს ვერ ვუდებ. ერთი კვირა უკვე გაიპარა, ამ კვირაში ორი სემინარი და სამი საშინაო დავლების გაკეთება მოვასწარით, და მაინც კიდევ ვერ ვარ სწორ ლიანდაგზე. იმედი მაქვს მალე დალაგდება ყველაფერი.


Sep 1, 2011

Take your Chance and WIN!

კომერციული პოსტი

I think modern technologies are just awesome! Not because they look beautiful or sometimes are cheap, but becasue they give such incredible possibilities for different activities, especially to people who are not very active and prefer to stay at home in front of computers.

Soo, i am going to talk about one completely crazy site. It is not JUST a site, but special site for sport lovers. IT is not just a site for the sport lovers, but the site for people who love earn some money through online sports betting ! What i really like is the possibility to check Sportsbooks Reviews , i think it is really useful.

How to bet online u can ask me? It is very easy and everything have to do is:
  1. Get bets info
  2. Make a bet
  3. WIN

U can also calculate the bets and for this u need to:
  1. Select the game
  2. Try your bets
  3. Explore how much money u can win.
It is extremely easy is not it? So take you chance and win some money! Wish u good luck!