Aug 31, 2011

მოთხოვნა - მიწოდების ამბები

ჩემ ქმარს უყვარს ხოლმე თქმა, შენი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ ძალიან ბევრს ფიქრობო. როცა ამას მეუბნევა კი ვბრაზდები მაგრამ მერე რომ ვუფიქრდები რატომ ამბობს, ვხვდები რომ მართალია.

აი ახლაც სემესტრი ახლახანს დაიწყო და უკვე დაგრუზული დავდივარ ბერი ფიქრისაგან და გადაწყვეტილების ვერ მიღების მომენტისაგან :D. ერთის მხრივ ვიცი რა არის მოთხოვნადი შრომის ბაზარზე და ვიცი რა იქნება მოთხოვნადი უახლოეს 10-20 წელიწადში. მეორეს მხრივ არ ვიცი მინდა თუ არა ამ მოთხოვნად სფეროებს გავყვე მხოლოდ იმოტომ რომ მუშაობის დაწყებუს გარანტია არის. ამავდროულად ვფიქორობ თავიდან ჯობია უბრალოდ იმ ადგილზე დავიწყო მუშაობა სადაც მიმიღებენ არჩევის და წუნიაობის გარეშე, მაგრამ ეს იდეა თან არ მომწონს რადგნ არის სფეროები სადაც ვერ გავრისკავდი მუშაობას მაგალითად ბავშვებთან.

  • მოთხოვნადი სფეროები - გერიატრიკა, ტვინის ტრავმატული დაზიანებები.
  • ნაკლებად მოთხოვნადი სფეროები - ნეირომუსკულარული დაავადებები, ორთოპედია, რევმატული დაავადებები.
  • საშუალოდ მოთხოვნადი სფეროები - პედიტრია, ხელის ქირურგია, ფსიქიატრია, ნეიროფსიქიატრია, ნეიროფსიქოლოგია.

კიდევ არის სფეორები სადაც ოკუპაციური თერაპევტები მუშაობენ -პოლიკლინიკები, მოხუცებულთა სახლები, ორგანიზაციები, სოც.უზურუველყოფის სერვისები, რეაბილიტაცია/ჰაბილიტაცია და ა.შ. ამ სფეროებში მოთხოვნის შესახებ არ მაქვს ინფო. უახლოს 10-20 წელიწადში მოხუცეულთა რაოდენობა ძალიან გაიზრდება, რადგან სიცოცხლის ხანგრძლივობა მატულობს. მოხუცებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად კი იზრდება ისეთი დაავადებების პროცენტული მაჩვენებლიც რომელიც ასაკთანააა დაკავშირებული - დამბლა, დემენცია და.ა.შ. ხოდა ამ სფეროებში მოთხოვნა დიდი იქნება, მიწოდების მაჩვენებელი კი დაბალი. ხოდა ვიცი რა ეს ყველაფერი და სხვა რამეებიც რისი დაწერაც მეზარება, არ ვიცი რა გზას დავადგე.

ზოგადად რაც დრო გადის მით უფრო მეკარგება რწმენა ჩემს შესაძლებლობები. ვხვდები რომ ძალიან ბევრი რამ არის რაც არ ვიცი და მჭირდება ჩაღრმავება როგორც ოკუპაციურ თერაპიაში ისე კანონმდებლობაში. ერთის მხრივ კი მაშინებს ეს სიტუაცია, მაგრამ მეორეს მხრივ მოტივაციას მმატებს.


p.s. პოსტთან არაფერს შუაშია, მაგრამ მინდა მივაწერო :) მომავალ კვირას ბუდაპეშტიდან სამი გადარეული მეგობარი ჩამოგვდის. მიხარია ძალიან და მერე რა რომ ერთი დღე სამსახურში ვიქნები :)





Aug 29, 2011

მწვნე თასმა :)

ხოდა ასე,
დაგვეწყო სწავლა, ისე არეულად როგორც მოველოდი.
არაფერი შეცვლილა, ისევ და ისევ ბევრი საკითხავი, ბევრი საწერი და ბევრი ჯგუფური სამუშაო.

ისე ყოველთვის მაინტერესებს როცა სემინარის სიაში ოთხი დიდი წიგნი და რამოდენიმე სტატიაა, რას ფიქრობს კურსის ხემძღვანელი შესაძლებელია ამ ყველაფერის დაძლევა სამ დღეში? პარალელურად კი სხვადასხვა საშინაო დავალებების გაკეთება და დიკუსიის პორტალზე ატვირთვა + დისკუსიის გამართვა?! რიტორიკული შეკითხვაა, მეტი არაფერი :D

პირველი ლექციის შემდეგ ძალიან ფრუსტრირებული გამოვედი. უკვე ახლოვდება მომენტი როცა სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მივიღო, მე კიდევ მიჭირს რადგან არ ვიცი რა მინდა, უფრო სწორად კი ვიცი რა მინდა მაგრამ არ ვიცი როგორ გავაკეთო. კურსის ხემძღვანელს უნდა დაველაპარაკო.

ერთი დადებითი ამბავი დღევანდელი დღიდან. ახალ სტუდენტურ ბარათებს გვაძლევენ რომელიც სპეციალურ ჩარჩოში იდება, ეს ჩარჩო კი სხვადასხვა ფერის თასაზე შეიძლება დაიკიდოს. ხოდა თასმებს შორის იყო მწვანეც, გამიხარდა. რამდენი ხანია რაიმე მწვანე ფერის მინდა და ბოლოსდაბოლოს სტუდენტური ბილეთის ჩამოსაკიდებელი მაინც მექნება.

Aug 27, 2011

ორშაბათიდან ... ამბები.

ორშაბათიდან ჩვეულებრივი მოსაბეზრებელი რუტინა ისევ განხლდება - სწავლა და მუშაობა.

როგორ მეზარება უნივერსიტეტში წასვლა, როგორ. ასე არასდროს დამზარებია, ან სწავლა მომბეზრდა, ან ორ კვირიანი დასვნება ნამეტანი გრძელი აღმოჩნდა და შევეჩვიე უსაქმურობას, ან კიდევ პირიქით არ მეყო დასასვენებლად. არ ვიცი და არც აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ ვერაფერს შევცვლი, ჩემი განწყბის გარდა. ერთი პოზიტიური მხარე რომელიც ჩაბეჭდილი მაქვს გონებაში არის ის რომ სულ ცოტაღა დამრჩა დამთავრებამდე, სულ რაღაც ორი სემესტრი. სწავლის დროს კი დრო სასწაულად სწრაფად გარბის.

სწავლასთან ერთად ამ სემესტრში ვიმუშავებ კიდეც. კვირაში 1-2 დღე, ან რამოდენიმე საათი საღამოობით. არ ვიცი ჯერ, როგორც დასჭირდებათ ისე დამიძახებენ. იციან რომ სამუშაო დღეებში 16.00 საათამდე არ შემიძლია მუშაობა, და ამიტომ არც დამირეკავენ. ცოტა წამუშავება შიგდაშიგ კარგია იმიტომ რომ ექსტრა ფული ნამდვილად არ მაწყენს. გარდა ამისა მეორე პოზიტიური მხარე ისაა რომ შეიძლება ჩემი სადიპლომო პროექტი გავაკეთო ჩემს განყოფილებაში, თუმცა იდეა ჯერ ჯერობით ჩამოყალიბების დონეზეა და აზრი არ აქვს მასზე საუბარს.

ხოდა ასე, მიუხედავად იმისა რომ ვხედავ ამ ყველაფრის პოზიტიურ მხარეს, მაინც მეზარება ეს ყველაფერი.

პ.ს. სავარჯიშო დარბაზის აბინემენტს ავიღებ ისევ, ამჯერად ნახევარწლიანს. სიმძიმეებთან ვარჯიშსს უფრო ფრთხილად მოვეკიდები, რადგან არ მინდა ისევ იგივე გამეორდეს რაც გაზაფხულზე მოხდა.

პ.ს. 2. არდადეგების სურათებს და ამბებს კიდევ დავდებ, და ამით მაინც შევეცდები განწყობის გაუმჯობესებას :)

Sky Blue Ice :)

ჩრდილოეთ ნორვეგიის მეგზურის გიდში ამ მყინვარის ფოტოები რომ ვნახე ეგრევე გადავწყვიტე წასვლა, თან სასტუმროდან დაახლობით 100 კმ-ის მოშორებით იყო, და რატომაც არა? პოსტის დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან Svartisen -ის განშტოება- Austerdalsisen ერთ ერთი ყველაზე ლამაზი მომენტია ჩემს ცხოვრებაში რომელიც არასდროს დამავიწყდება. თუმცა თავიდან დავიწყოთ. :)

იმისათვის რომ მყინვარამდე მივაღწიოთ საჭიროა ტბის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე პატარა კატერით წასვლა. ეს კატერი ერთ პიროვნებაზე 150 ნორვეგიულ კრონას ითხოვდა, ჩვენც შევაკუჭუჭეთ ბოლო თანხები და მძღოლს ჩავუთვალეთ. როგორც მერე აღმოჩნდა კატერის გარდა, ფეხითაც შეიძლებოდა ტბის შემოვლა :D :D სულ რაღაც 4 კილომეტრი იყო გასავლელი. ესეც პატარა კატერი :)
და ეს კიდევ ხედი აქეთ ნაპირიდან იქით ნაპირისაკენ
თავიდან ის ვიწრო თეთრი მასა მეგონა მყინვარი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მყინვარი კი არა მორიგი ჩანჩქერი იყო :)
მეორე ნაპირიდან მყინვარამდე დაახლობით 3 კილომეტირა სასიარულო. ეს გზა მართლა ულამაზესია და სიარულისას არც დაღლილობა, არც სიცივე და არც დრო მიგრძვნია. აი მსგავსი ლანდშაფტი ყველაზე გავრცელებული იყო, კლდის ფენები :)


შიგდაშიგ პატარა და დიდი გუბეები შეგვხვდა, ძალიან მწირი მცენარეულობით :)
სულ რაღაც ორ კილომეტრში თვალი უცნაურ "ცას" მოვკარი, მაშინ მივხვდი რომ მყინვართან უკვე ახლოს ვიყავით. თუმცა რა მეგონა რომ მასთან ძააალიან ახლოს მისვლას შევძლებდი, არადა ასე შორიდან მეგონა რომ მხოლოდ კლდეზე იყო გადმოყუდებული თოვლის მასა. რატომ თოვლის?! ქვევით დავწერ ამის შესახებ:)
სულ ცოტაც და აი ეს სურათი გადავიღე, მერე კი მივხვდი რომ იყო მინვარზე ხელის შეხების პატარა შანსი :)

ახლა თავად მყინვარზე მოგითხრობთ, Svartisen - ნორვეგიის ზომით მეორე მყინვარია და დაახლობით 370 კვადრატულ კილომეტრს იკავებს. ამ მყინვარს ძალიან ბევრი განშტოება აქვს და Austerdalsisen მისი ახლა უკვე ერთი განშტოებით ერთ ერთია სამოცთაგან. რადგანაც ეს განშტოება ადვილად მისასვლელია, ტურისტებში და ადგილობრივებში მისი პოპულარობა უდაოა :).

სულ რაღაც 100 წლის წინ Austerdalsisen -ის ერთ-ერთი განშტოება საბოლოოდ დადნა და მის ადგილას დიიიდი ტბა წარმოიშვა, სადაც ამჟამად მისი მეორე განშტოება ჩადის. ყოველწლიურად მყინვარის დნობა, წვიმები და თოვლიოს დნობა დაბლობების დატბორვას იწვევდა, რამოდენიმე ათეული წლის წინ კი ნორვეგიელებმა პრობლემას შესანიშნავი გადაჭრა უპოვეს - ტბისაკენ გათხარეს 2.5 კილომეტრის სიგრძის გვირაბი და წყალი ახლა ჩანჩქერად მოედინება. სურათზე ხედავთ გვირაბს და ზედა ტბიდან გამომავალ წყალს. ეს წყალი დაბლა ჩანჩქერად მიედინება და სწორედ იმ ტბაში ჩაედინება საიდანაც ჩვენი მყინვარისაკენ მოგზაურობა დაიწყო :)
ეს ლამაზი მყინვარი ევროპაში ზღვის დონიდან ყევლაზე დაბლა მდებარეობს და გლობაური დათბობა მასზე აშკარად აისახა. მყინვარის მეორე განშტოებაც ნელნელა დნება და ტბაში ჩადის. სიცისფრე სწორედ დნობაზე მიანიშნებს.
ამ სურათზე ხედავთ თავად მყინვარის ზომას. წესით ასე ახლო მისვლა არ შეიძლება იმიტომ რომ დიდი ბლოკი შეიძლება მოწყდეს მყინვარს და დაეცეს ვინმეს ქვევით, ან ტბაში ჩავარდეს. დაბლა ხედავთ ერთ ერთ დამსხვრეულ ბლოკს.
ხოდა ასე :) რაც შეეხება თოვლს, მეგონა რომ მyინვარი გაყინული თოვლია, რაღაც ყინულის სასტუმროში კედლებისთვის რომ იყენებენ ისეთი, მაგრამ ნეტა იცოდეთ როგორ გამიკვირდა როცა ვნახო რომ მყინვარი თოვლი კი არა, სოლიდური ყინულია, დიიიდი ყინულის ბუშტუკებით, ჰაერით და წყლით :)

Aug 24, 2011

Ice Hotel in Kiruna, Jukkasjärvi

კირუნაში ყოფნის დროს გადავწყვიტეთ ყინულის სასტუმროს ნახვა (located in Jukkasjärvi). ალბათ გაიკვირვებთ ამ შუა ზაფხულში რა დროს ყინულის სასტუმროაო, ან კიდევ როგორ შეიძლება ამ სიცხეში ყინულის სასტუმრო არსებობდესო, ჩენც გაგვიკვირდა რეკლამა რომ ვნახეთ, ამიტომაც გადავწყვიტეთ წასვლა და საქმის გარკვევა.

დაახლოებით 30 წუთიანი მგზავრობის შედეგ მივადექით სასტუმროს სახელად "ყინულის სასტუმრო". ჩამოვედით მანქანიდან და დავიწყეთ ყინულის ძებნა, მაგრამ სადაა ყინული? ფაფუ, ყინული არსადაა, სამაგიეროდ უხვადაა ბევრი პატარა და ლამაზი ხის კოტეჯი, დიიიიდი მდინარე და წვიმა :). გაგვიცრუვდა იმედები და ის იყო უკან გამობრუნებას ვაპირებდით რომ თვალი მოვკარით კიდევ ერთ რეკლამას - ტური ყინულის სასტუმროში. შევარდით მისაღებში და ვიკითხეთ ტურის შესახებ, რომელიც საბედნიეროდ 10 წუთის დაწყებული იყო და უპრობლემოდ შევუერთდით ჯგუფსა.
როგორც ტურის გიდმა გვითხრა, სასტუმროს იდეა სულ შემთხვევით დაიბადა. თურმე ძველ, უკვე არსებულ ხის სასტუმროში არ ქონიათ საკმარისი ადგილი, და რამოდენიმე ტურისტს შესთავაზეს იქვე ეზოში აშენებულ ყინულის შენობაში გათენება. ტურისტები დათანხმდნენ და ძალიან კმაყოფილებიც დარჩნენ. ამის შედეგ ყინული სასტუმროს ვიზიტორთა რაოდენობა ტოველწლიორად ორჯერ იზრდებოდა. ყინულის სასტუმროს გარდა არის აბსოლუტ ვოდკას ყინულის ბარიც. მსგავსი ბარები ასევე გახსნილია ტოკიოში, ლონდონში, სტოკჰოლმში და კიდევ ერთ ქალაქში რომლის სახელიც დამავიწყდა.

საიდან მოაქვთ ყინული შუა ზაფხულში. საიდან და აქვთ სპეციალური საწყობები სადაც ჰარის ტემპერატურია -5 გრადუსია, ამ საწყობებში ინახავენ ყინულის ბლოკებს. როგორც გიდმა გვითხრა -5 გრადუსი არის საუკეთესო ტემპერატურა ყინულის შესანახად. რადგან უფრო მაღალ ტემპერატურაზე ყინული დნება, უფრო დაბალზე კი კრისტალდება და ტყდება.
საწყობების დათვალიერების შედეგ გავედით თავად ყინულის სასტუმროში და აბსოლუტ ბარში. ეს შენობები დიიდ მაცივარში მდებარეობენ, სადაც ტემპერატურა მინუს ხუთი გრადუსია.
თავად ყინულის სასსტუმროს ყინულისაგან არ აშენებენ, კედლები შენდება ყინულისა და თოვლის ნარევისაგან. ტავიდან აშენებენ გვირაბის მგავს ჩარჩოს, ამ ჩარცოში ასხავენ იქვე მდინარიდან წყალს რომელიც დაბალი ტემპერატურის გამო იყინება. გვირაბის ფორმას ის მნიშვნელობა ქვს რომ დნობისას წყალი გვერდებზე ჩამოდის და ჭერის ჩამონგრევის ალბათობა ძალიან ნაკლებია. თოთოეული ოთახი ინდივიდუალურად ფორმდება სხვადასხვა დიზაინერების მიერ, და დიზაინი არასდროს მეორდება. ყინულის საწოლებზე დამსვენებლებს სძინავთ სპეციალურ ტანსაცმელში, ძალიან თბილ საწოლ ტომრებში

სასტუმროს დეკორაციებს, ფიგურებს, საწოლებს და ა.შ. ყველაფერს ყინულისგან აკეთებენ. სასტუმრო დამსვენებლებს ღებულობს აპრილის შუა რიცხვებამდე.




გარეთ რომ გამოვედით 10 გრადუსი ტროპიკული სითბო მეგონა, არადა სინულის სასტუმროში შესვლამდე ვწუწუნებდი როგორ ცივათქო :)

P.S. თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ამ სასტუმროში დარჩენის სურვილი კი გამიჩნდა.






Aug 23, 2011

Whale is diving :) From Whale safari, Andenes :)


ამ პოსტის წერისას რამდენი ვიწვალე ნეტა იცოდეთ, მაგრამ ინტერნეტი მოვიგდე ხელთ და უცებ გადავწყვიტე ბლოგზე ახალი პოსტის დაწერა.
ჩემი მოგზაურობის ისტორია გრძელდება ნორვეგიაში (შიგდაშიგ რაც გამოვტოვე იმას აუცილებლად დავწერ), ერთ ერთ ჩრდილოეთ კუნძულზე - ანდოია, დასახლების სახელი კი ანდენესი. რამ წაგვიყვანა ამ სიშორეზე? რამ და ვეშაპებმა :)

ანდენესში როგორც წესი ზრდასრული Sperm whale ბი ჩადიან. ნორვეგიის ზღვასი ბევრს ჭამენ, კიდევ უფრო იზრდებიან და მერე აზოვის კუნძულებისაენ უკან მიდიან. თურმე ეს ვეშაპები სიცოცხლის ბოლომდე იზრდებიან, დაახლობიტ 20 მეტრამდე. როგორც წესი, ისინი ღრმა წყლებში ნადირობენ და 3 000 მეტრის სიღრმეზეც შეუძლიათ ჩაყვინთვა და წყალს ქვეშ 30 წუთი გაძლება. ასეთი ჩაყვინტვის შემდეგ ისინი ზედაპირზე 10-15 წუთი ისვენებენ და სუნთქავენ, მერე ისევ ყვინთავენ :)

თურმე ეს ვეშაპები ვერტიკალურ მდგომარებაში იძინებენ, ცხვირი აქვთ ზემოთ მხოლოდ ამოყოფილი, ხანდახან იძირებიან წყალში მაგრამ ამოყვინთავენ ხოლმე ზედაპირზე. სპერმ ვეშაპები იმით არიან განსაკუთრებულნი რომ მათ ცხვირი თავზე კი არა არამედ გვერდზე აქვთ და სუნთქვისას კონდენსირებული წყალი გვერდით და მაღლა ასხავს (ჩვეულებრივი ვეშაპები ზემოთ, ჰორიზონტალურად).

რატომ ქვიათ სპერმ ვეშაპი? იმიტომ რომ ამ ვეშაპს ზედა ყბის ზევით აქვს დიდი მოცულობის - 500 ლიტრი "ქვაბი", სადაც მოყვითალო, ცვილისებური ზეთი სპერმაცევტი არის. ადრე ამ ვეშაპებს სწორედ ამ ზეთის გამო იჭერდნენ და კლავდნენ. ახლა მათ არარავინ კლავს რაც მათ პოპულაციაზეც აისახა, დაახლობით 1 000 000 ვეშაპი დაცურავს ოკეანეებსა და ზღვებში :) \

კიდევ ერთისაინტერესო ფაქტი, დედალი ვეშაპი შესაჯვარებლად მხოლოდ ყველაზე დიდი ვეშაპს ირჩევს. ორსულად წელიწად ნახევარია და პატარა ვეშაპუნია მასთან 4-6 წელი ცხოვრობენ. სიცოცლის პირველ ორ წელში პატარა ვეშაპს არ შეუძლია ყვინთვა, რადგან მისი ორგანიზმი წყლის წნევას ვერ უძლებს, ამიტომ ის ზედაპირზე ტივტივებს და ელოდება დედას რომ მისი რძე დალიოს. თუ პატარა ვეშაპი დედალია ის დაბადების ადგილას რჩება და თუ ის მამალია მაშინ იწყებს მიგრირებას. პასუხი კითხვაზე თუ რატომ იწყებენ მამალი ვეშაპები მიგრირებას არ არის, ასევე პასუხი კითხვაზე თუ როგორ ხვდებიან მამალი ვეშაპები რომ უკან დაბრუნების დროა.




Aug 17, 2011

crazy deers

qartuli shrifti ar maqvs am leptopze, amitom micevs latinuri asoeit bechvda.
dges gadavckvitet kebnekaisis "dalashqvra". mizans carmoadgenda 19 kilometris gavla kebnekaizis qveda sadguramde. mizani mizanad, magram faqti saxezea qveda sadguramde ver mivedit.
albat bevri gariskavda da sadac 11 kilometri gaiara iq darchenil 8 kilometrsac gaivlida, magram chven ukan movbrundit radgan droshi gvavgviandeboda :) tan sadguramde romc avsuliyavit mtamde misvlas mainc ver movaxerxebdit uamindoibis gamo :) aqet gzidan namdvilad kargi amindi iyo da 11 kilometri giginshi da sokoebis krefashi/yrashi gavatare, ai ukan rom movbundit kai cvima camovida da momdevno 11 kilometri cvimis qvesh viaret :) dzalian magari iyo :)

xoda am siarulshi erti diiiiiiiiiidi iremi ar gagvechita :) tan arc arafrad chagvagdo, idga da chamda. ratkmaunda surati egreve gadauge da giziarebt
da esenic sami gzaze datasaobdnen :)
p.s. dges irmis hamburgeri vchame. umagresi iko, dzaalian gemrieli.

Aug 13, 2011

მუზებზე სანადიროდ

ალბათ შეამჩნევდით რომ ამ ბლოგის ავტორს, მუზები გაექცნენ და უღრან ტყეში საგულდაგულოდ დაემალნენ. თუმცა.... ავტორის მუზები არც მანამდე იწუხებდნენ თავს შთაგონებით და ამბებით, მაგრამ ახლა მთლად ცუდადაა საქმე.

ნამდვილად არასახარბიელო სიტუაციაა, ამიტომ გადავწყვიტე მუზების ძებნა - ჩრდილოეთ შვედეთსა და ნორვეგიის უკიდურეს ჩრდილოეთ ტერიტორიებზე. იმედია ერთი მუზა მაინც შემხვდება სადმე და დავიჭერ კიდეც. ნახევარ ლიტრიანი თერმოსი მიმაქვს, მუზას რომ გამოვიჭერ, თერმოსში ჩავსვავ და ორიგინალურ ტემპერატურაში შევინახავ :D

შიგდაშიგ შეძლებისდაგვარად სურათებს დავდებ ბლოგზე და გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს.

სამსახურის ბოლო დღე

დღეს ჩემი საზაფხულო სამუშაოს ბოლო დღე იყო. გამოვემშვიდობე ჩვენს მოხუცებს და შევპირდი სამ კვირაში რომ დავბრუნდები სურათებს გაჩვენებთთქო. დავტოვე ესე დამშვიდებულები.

ვხვდები რომ პერსონალი მათთვის გარესამყაროსთან შემაერთებელი რგოლია. თავად ვერ ახერხებენ განყოფილებიდან გასვლას, მაგრამ ყოველთვის სიამოვნებით ათვალიერებენ წიგნებს სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებზე, უსმენენ მონაყოლს ამა თუ იმ ქვეყანაზე და ა.შ.

მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რა მნიშვნელობა აქვს აზრიან აქტივობებს და რა დიდი რესურსია სამუშაოდ ოკუპაციური თერაპევტებისათვის. ძალიან იმედი მაქვს რომ ერთ მშვენიერ დღეს, კომუნები ფულს არ მოჟმოტავენ და თითოეულ სათულს (სულ სამია) თავისი ოკუპაციური თერაპევტი ეყოლება.

Aug 10, 2011

Cheap Seat Just for You!

It is common that u want to get some tickets for different events but do not know where u can get it, how u can get it, or juts do not want to pay u huge amount of money for it. If U are one of such persons (I AM ONE), than this post is just right for you!!!

What I offer you just right now are:
Tell me is not this amazing? U can see the available tickets and book them online. I think it is just perfect!

Aug 8, 2011

ამბები :)

რამდენი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ ამას გამართლება აქვს, უბრალოდ საშინლად, საშინლად დაღლილი მოვდივარ და არაფრის თავი არ მაქვს.

შაბათს ჩემი ბოლო სამუშაო დღეა. შემდეგ დავისვენებ და ორ კვირაში სწავლაც დამწყება. სწავლის განმავლობაში კვირაში მხოლოდ ერთხელ ვიმუშავებ, შაბათს ან კვირას. დანარჩენ დღეებში არ ვაპირებ მუშაობას, მითუმეტეს ახლა როცა დამამთავრებელი წელია და მინდა ყველაფერი კარგად გამოვიდეს.

რაც შეეხება სამსახურს, რახანც აღარ ვწერ "ცუდ" რაღაცეებს არ იფიქროთ რომ სიტუაციას შევეგუე. პირიქით ახლა ავლაპარაკდი და ხმამაღლა ვამბობ რომ ესა თუ ის ქცევა არაა სწორი, რაც სამწუხაროდ ბევრს ფეხებზე კიდია.

Aug 3, 2011

სვანური ფოლკლორიდან

ეს ლექსი ფორუმზე ვნახე, ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე გაზიარება :)


სად მიდიხარ თეთრო თამბი?

- მთაში მივდივარ სანადიროდ.

- მთაში ვეფხვია, თეთრო თამბი,

ბევრი წასულა, ვერ მოსულა.

არ დაიშალა თეთრმა თამბიმ,

შიში გულში არ გაიტარა:

- მკლავი რად მინდა მოუღლელი,

მშვილდი რად მინდა მოუხრელი,

ხმალი რად მინდა ჯავარდნისა,

ახალმთვარობას გაჭედილი...



ცისა და მიწის შესაყართან,

დღისა და ღამის შესაყართან,

მზისა და მთვარის შესაყართან,

თამბი და ვეფხვი შეიყარნენ...



...ტორი ჩამოჰკრა ზოლიანმა,

ჯაჭვ-აბჯარი ჩამოახია.

- ტანი რად მინდა მოხატული,

თუკი ნახტომი ამიცდება!

მაშინ გახელდა თეთრი თამბი,

ხმალი დაჰკრა, მძიმედ დადრიკა.

ვეფხვის ზმორება სასიკვდილო

მდინარეს ჰგავდა ადიდებულს...

- ფიცხი ყოფილხარ, ზოლიანო,

მოყმე ყოფილხარ უშიშარი.

მე ართვალი რისთვის მეგონე,

მოხატული ტანი გქონია.

ეკლიანი რისთვის მეგონე,

ატლასივით ბეწვი გქონია.

მოუქნელი რისთვის მეგონე,

ელვასავით ტორი გქონია,



ნეტავი შენ არ მომეკალი,

მამაჩემი შემომკვდომოდა.

ნეტავი შენ არ მომეკალი,

ალალი ძმა შემომკვდომოდა.

ნეტავი შენ არ მომეკალი,

ღვიძლი შვილი შემომკვდომოდა.

ნეტავი შენ არ მომეკალი,

ან შენთან ერთად მოვმკვდარიყავ