Jul 30, 2011

უბრალოდ არეულ თემიანი პოსტი :)

მინდა თუ არა საკუთარი სახლი?!
ადრე პოსტებში ხშირად დამიწერია რომ საკუთარი, ეზოიოანი სახლი მინდა. დღეს ეს სურვილი კითხვის ქვეშ დადგა და აი რატომ. ჩვენი მეგობარი ოჯახი ქალაქიდან ერთი საათის მოშორებით პატარა სოფელში, საყვარელი ტბის ახლოს ცხოვრობს. ერთსართულიანი საყვარელი სახლი აქვთ, დიდი ეზოთი და სახლის უკან დიიიიიიიდი ტყით, საიდანაც ეზოში ლოსები და ირმები ამოდიან, ჭამენ რისი ჭამაც შეუძლიათ და მიდიან. დღეს სწორედ მათთან ვიყავით სტუმრად.

წყვილმა სახლი დაახლობით ორი წლის წინ იყიდა და საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა. ბანკის ვალი დაახლობით 20 წელზეა გათვლილი და ყოველთვიურად იმხელა თანხას შეადგენს რომ ოჯახი დასასვენებლად წასვლასაც ვერ ახერხებს და მთელი ხელფასი ბანკის ვალში და სახლის მოწესრიგებაში მიდის. დღეს მათგან რომ მოვდიოდით ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა - კი, კარგია საკუთარი სახლი, დიდი ეზო, ლამაზი ბალახი, ხეხილი, სათბური და ა.შ. მაგრამ მინდა სხვა ყველაფერი ამის გამო მოვიკლო?!


ჯერ კიდევ დაუგეგმავი მოგზაურობა.
მიუხედავად იმისა რომ შვებულებამდე სულ ორი კვირა დარჩა, შვებულების ორი კვირა ჯერ კიდევ დაუგეგმავია, არადა ვგრძნობ რომ ამ ზაფხულს კარგი დასვენება უმნიშვნელოვანესია! რატომ?! იმიტომ რომ სწავლის ბოლო ორი სემესტრი ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა, მეც მინდა რომ საუკეთესო ფორმაში ვიყო და მოცემულ დავალებებს საუკეთესოდ გავართვა თავი. რატომ?! იმიტომ ამ ორი სემესტრიდან გამომდინარე გადაწყდება ჩემი სამსახურის ბედიც!

ახლა იყტვით რომ ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში ვერ ახერხებს შვებულებაში გასვლასო და შენ რას წუწუნებო. მე გეტყვით რომ ეს არის დიდი შეცდომა და ადამიანმა საკუთარ დასვენებას წელიწადში 4 კვირა მაინც უნდა დაუთმოს. საუბარი არ მაქვს 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში დასვენებასა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე (თუმცა ვისაც ამის საშუალება აქვს რატომაც არა?! ) არამედ სოფელში/რაიონში წასვლაზე და გარემოს გამოცვლაზე.

Jul 29, 2011

24/7 სამსახური

რამდენი ხანია არაფერი დამიწერია ბლოგზე, ძირითადად იმიტომ რომ მთლიანად სამსახურში ვარ ჩართული და სხვა რამეს ვერც ვასწრებ, რაც ყველაზე სამწუხაროა ვერ სხვ საკითხებზე ვერ ვფიქრობ. დღე და ღამე სულ სამსახურში ვარ. დღე - ვმუშაობ, ღამე - სამსახური მესიზმრება.

მშურს იმ ადამიანების ვინც სამსახურის პრობლემას სამსახურის კარის გამოკეტვისთანავე, სამსახურის შენობაში ტოვებს. არ გამომდის ასე, არადა როგორ მინდა.

Jul 23, 2011

დღეს ძალიან იღბლიანი დღე მქონია!

სამსახურში ერთი დამბლიანი ქალი გვყავს. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ 13 მოხუცს შორის ერთ ერთი ყველაზე მძიმე სამუშაო ქალია, რადგან სულ ტირის და იძახის რომ მტკივა ცალი მხარეო, რაც არ უნდა ფრთხილად მოვექცეთ მაინც სტკივა.

დღეს, არ ვიცი რატომ ჩემი კომფორტული დგომარეობა მინდოდა შემერჩუნებინა და მისი წუწუნის არ მოსმენა თუ ეს ქალი მართლა გულით შემეცოდა, მისი ასწევის წესი დავარღვიე. იმის ნაცვლად რომ ასაწევ ბადეში ორივე ხელი გარეთ დამეტოვებინა, მტკივანი ხელი შიგნით დავუტოვე, მეგონა გადაადგილებისას ტკივილი შეუმსუბუქდებოდა. შედეგად შემიძლია ვთქვა რომ - დღეს ძალიან იღბლიანი დღე მქონია!!!!

ინვალიდის სავარძლიდან ამოვწიეთ, საწოლისაკენ გავწიეთ და ეს ქალი ბადიდან გამოცურდა. ძალიან გამიმართლა რომ უკვე ლოგინზე ვაწვენდით, თორემ ... წარმოდგენა არ მინდა რა შეიძლება მომხდარიყო. ძალიან შემეშინდა, ძალიან.

ერთით კი კარგია, ჭკუა ვისწავლე - რაც არ უნდა იწუწუნონ ტკივილზე, შანსი არაა წესს არ დავარღვევ, უბრალოდ ყურებს დავხუჭავ!!!! გადაადგილების წესი თუ დავარღვიე, შეიძლება იმაზე უარესი ტრამვა მიიღონ რაც აქვთ. (არადა ეს ყველაფერი ხომ ვიცოდი რომ ასე იქნებოდა?! თეორიულად მაინც, მაგრამ მაინც გავთავხედდი და გავრისკე. კიდევ ერხელ მართლა გმიმართლა დღეს, მართლა.)

იმისათვის რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს თუ რაზე ვსაუბრობ სურათებსაც დავდებ. ყველა ოთახში აი ასეთი ლიფტებია, პაციენტების გადაადგილებაც საწოლდან ინვალიდის სკამზე და პირიქით ჭერზე მიმაგრებული მსგავის ლიფტების დახმარებით ხდება.

იმისათვის რომ გადაადგილება შესაძლებელი გახდეს, ვიყენებთ ბადეებს. ბადეების სხვადასხვაგვარი არებობს, ღია როგორც ქვემოთ სურათზეა მოცემული და მთლიანად დაკეტილი. ამ მოხუცის შემთხვევაში ასეთი ღია ბადე იყო. სამწუხაროდ ძალიან უხეშია ეს ბადე. ჩემი მოხუცი ხელების ადგილიდან გამოძვრა :(. კიდევ კარგი საღი ხელიც რომ არ მოიტეხა და კიდევ კარგი უკვე საწოლზე ვაწვენდით.

Jul 21, 2011

სამსახურის ამბები :)

ამბავი პირველი
სამსახურში ერთი ძალიან ღრმა მოხუცი გვყავს, ძალიან ცუდად ესმის და ხედავს, ძალიან ცუდად მეტყველებს და ვერ გვაგებინებს რა უნდა, ჩვენც გვიჭირს გავაგებინოთ რა გვინდა. ხოდა ეს მოხუცი როგორც წესი იჯდა ადგილზე ხოლმე და მთელ ხმაზე ყვიროდა Haloooo, haloooo. გუშინ მივედი მასთან და გადავწყვიტე "საქმის გაიასნება". ვუთხარი - "როცა ყვირიხარ, მეშინია რომ რაღაც ცუდი მოხდა, ამიტომ როცა რამე გჭირდება გთხოვ ნუ ყვირიხარ, არამედ სიგნალი გამოიყენე (მაჯაზე ყველას აქვს სიგნალის ღილაკი). გთხოვ ნუ მაშინებ. " გაგიკვირდებათ და ამის შემდეგ ამ ქალს არ უყვირია იმიტომ, რომ რამდენი სიგნალი გამოიყენა იმდენი მივედი მასთან და ვკითხე რა უნდოდა. ყვირილის მიზეზიც დავადგინე, როგორც ჩანს ამ სიგნალს დიდი ხანია იყენებდა მაგრამ არავინ მიდიოდა, ამიტომ ყურადღების მიქცევა ყვირილით შეეცადა.

ამბავი მეორე
ამ საყვარელ ტკბილეულის მოყვარულ მოხუცზე ხშირად ვწერ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ძალიან საყვარელია და მერე ყოველთვის რაღაც სასწაულ რამეებს აკეთებს და ამბობს. თან სულ კარგ ხასიათზეა. (მისი საყვარელი სიმღერაა - მე ბედნიერი ვარ როცა მზე ანათებს )

დღეს სამსახურში რომ მივდიოდი ეს მოხუცი გარეთ შემხვდა. რადგანაც ჩვეულებრივი ტანსაცმელი მეცვა გაუჭირდა ჩემი ცნობა, მაგრამ ხმა რომ გაიგო ეგრევე ვემცნაურე. ჯერ ვერ მიცნო, მერე რომ მიხვდა ძალიან გაეხარდა ჩემი დანახვა - ჩემი საყვარელი გოგოვო, სახელი კი არ ამხსოვს შენიო (სკლეოზი აქვს) მაგრამ კი ვიცი ვინც ხარო :) ისე გაეხარდა რომ მიცნო :), მეც გამეხარდა რომ სახეზე და ხმაზე მაინც მიცნო. სახელი ამ შემთვევაში არაფერს ნიშნავს.

პ.ს. ამ ქალს თავი იმით შევაყვარე რომ ჩუმ ჩუმად ტკბილეული მიმაქვს მასთან. პერსონალს არ უნდა ბევრი ტკბილი რომ ჭამოს, მერე დამძიმდება და მასთან მუშაობა გავიჭირდებაო.

მესამე ამბავი
განყოფილებაში გვყავს ერთი ძალიან ჭკვიანი და თავშეკავებული ქალი, რომელსაც დამბლა აქვს. ხოდა ამ ქალმა დღეს მითხრა ძალიან მიხარია შენ რომ გხედავ დილას და საღამოსო, იმიტომ რომ ვიცი ჩემთვის კარგი გინდა და ვიცი ფრთხილად იმუშავებო. გამიხარდა ამის მოსმენა, განსაკუთრებით კი იმიტომ რომ ჩემთან ერთად კიდევ ერთი პერსონალი იყო რომელიც ძალიან მოუფრთხილებლად იქცევა.


პ.ს. პერსონალთან არ მაქვს ასეთი კარგი დამოკიდებულება.

Jul 20, 2011

ფეხები ტრაკში შემერჭო

ფეხები ტრაკში შემერჭო - უყვარდა ხოლმე ბიძაჩემს თქმა და მიგვანიშნებდა რომ მთელი დღე ფეხზე იყო და ძალიან დაიღალა. დღეს სრული სერიოზულობით მივხვდი რა მდგომარეობას აღნიშნავს ეს გამოთქმა, მაგრამ წუწუნს არ დავიწყებ.

ისე მოხდა რომ რვა დღე გადაბმულად ვმუშაობ. ყოველ დღე 12.00 - 21.15 ჩათვლით, კვირას საერთოდ საგიჟეთი 12 საათიანი სამუშაო დღე მექნება. ჩემმა უფროსმა გააფრთხილა სხვა თანამშრომლები რომ მომავალ ორშაბათს თუ დამხმარე ძალა დასჭირდებათ მე აღარ უნდა დამირეკონ, რადგან კანონით დაშვებულზე მეტი ხანი ვიმუშავე. სამწუხაროდ სამსახურში რომ ვარ იმდენი საქმეა დაღლილობას ვერ ვგრძნობ, მაგრამ როგორც კი სახლში შემოვალ ფეხზე ვეღარ ვდგავარ.

დღევანდელი პოსტი დღევანდელი სამუშაო დღის დასასრულზე მინდოდა დამეწერა. 21.:15 -ზე, სამსახურიდან რომ გამოვედი, სასწულად კარგი ამინდი დამხვდა, მზე ჯერ კიდევ ანათებდა, გრილი ჰაერი იყო და ჰაერში ცაცხვების სურნელი იფრქვეოდა, ხოდა ერთი გაჩერების ფეხით გავლა გადავწყვიტე, დაახლობით 15 წუთის გზაა. გავირჭე ყურებში ნაუშნიკები, ჩავრთე ფლეიერი და უცებ ეს სიმღერა გაიჩითა:



რაღაც სასწაული მომენტი იყო. გზად პატარა პარკზე გამვიარე და მშვიდად მობალახე ორ კურდღელს მოვკარი თვალი, ისე მშვიდები იყვნენ. ცოტა ხანი ვუყურე ამ კურღლებს, გავაგრძელე გზა და იმავე პარკში არსებულ არხზე გადებულ პატარა რკინის ხიდიზე შევჩერდი. არხში წყალი ისეთი მშვიდი იყო, რომ არხის პირას მყოფი ხეების ანარეკლიც კი წმინდად ჩანდა. ცოტა ხანი ვუყურებდი ამ მშვიდ წყალს ხეების ლამაზი ანრეკლით და ჰორიზონტზე თბილად და ლამაზად ანთებულ მზით ვტკბებოდი. რაღაც ძალიან უცნაური შეგრძნება/ემოცია/განცდა დამეუფლა, არ ვიცი რა ქვია ამ ყველაფერს და ამიტომ ვერ ვწერ უფრო დაწვრილებით. ფაქტი ერთია -ძალიან უცხო მდგომარეობა იყო ჩემთვის და მომინდა მასზე დაწერა, პლიუს მდგომარეობის დამახსოვრება.

თქვენ, ვისაც იგივე მომენტები გაქვთ გამოცდილი დარწმუნებული ვარ გეცოდინებათ რასაც ვგულისხმობ :)

Jul 18, 2011

ძალიან ცუდი სიტუაცია. როგორ უნდა მოვიქცე ხვალ?!

დღეს სამსახურში დიდი იაღლიში მომივიდა. მინდა რომ მოვეშვა და არ ვიფიქრო მაგრამ არ გამომდის.

სამსახურში ერთი თანამშრომელი გვყავს, რომელიც ძალიან დაძაბულია ყველას ძაბავს მის გარშემო. ჩვეულებრივი ძველი თანამშრომელბი შეჩვეულნი არიან, მაგრამ ჩვენზე - ახალ თანამშრომელებზე ცოტა გადამდები სიტუაციაა. ეს თანამშრომელი ცდილობს მოსწრებას, თავის თავზე იღებს იმდენს რომ მერე ვეღარ ასწრებს და ბოლოს ხდება "დასტრესილი". კიდევ ერთი ცუდი თვისება აქვს, სამსაზარეულო მისი "სამფლობელო" ჰგონია, და ვინც არ უნდა მუშაობდეს იქ, არავის ნამუშევარი მოსწონს და ყველას აკრიტიკებს.

ასევე სამსახურში დილას და საღამოს გვყავს სკოლის მოსწავლეები რომლების სწორედ სამსაზარეულოში მუშაობენ. მათი მოვალეობაა ჭურჭლის ალაგება, დარეცხვა, უკან დალაგება, სამზარეულოს დალაგება. მაგრამ წარმოიდგინეთ როგორი სამუშაოა როცა ის თანამშრომელი ადგილზეა. ფაქტიურად გასაქანს არ აძლევს ამ ახალგაზრდებს.

ხოდა გადავიდე ახლა თავად ცუდ სიტუაციაზე. დღეს სამუშაოს რომ მოვრჩი, გასახდელში შევხვდი ერთ- ერთ ასეთ თანამშრომელს (წარმოიდგინეთ 17 წლისაა და ორ ადგილას მუშაობს). წინა კვირის გამოცდილებიდან გამომდინარე გავაფრთხილე - ი. აქ არის და არ აყვეთქო, თავი არ დაისტრესოთქო. ხოდა ამ გოგომ შემომჩივლა- ი. დღეს უფროსთან ყოფილა და ჩემზე უთქვია რომ განყოფილების საჭმელს ჭამსო. რათქმაუნდა ამ გოგომ შენიშვნა მიიღო უფროსისგან, მაგრამ მე ერთ რამეზე გავბრაზდი. კერძოდ კი ი.მ თანამშრომელს შანსი არ დაუტოვა რომ თავისი ქცევა გამოესწორებინა. მე ვფიქრობ რომ სანამ უფროსთან მივიდოდა სასაუბროდ, ამ გოგონასთან უნდა ესაუბრა და ეთქვა რას აკეთებდა ცუდს და რატომ აკეთებდა. ხოდა ამ სჯა საუბარშ ვიყავით როცა შევამჩნიეთ რომ ტუალეტში ვიღაც იყო, და ძალიან დიდი ალბათობით სწორეს ის თანამშრომელი ვისზეც ვსაუბრობდით. (ყველაზე მეტად რაზეც გავბრაზდი არის ის რომ, გამოდის ასე ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია მოექცეს. თან ძალიან ძნელია როცა ახალ გარემოში მუშაობ, ახალი ხალხით ყველა წესები არ იცი, და თუ არავინ მიგინიშნებს ვერც ისწავლი, მხოლოდ უფროსის შენიშვებს მიიღებ.)

ხოდა ძალიან უხერხულ სიტუაციაში ვართ. ხვალ ვნახავ იმ თანამშრომელს და არ ვიცი როგორ მოვიქცე - ვითომ არაფერი შევიმჩნიო, თუ ვუთხრა რომ გასახდელში მასზე ვლაპარაკობდით? თუ რა ვქნა?!

პ.ს. ისე ერთი რამ კი ვისწავლე, სამსახურის ტეორიტორიაზე სხვა თანამშრომლების ქცევა არ უნდა გავაკტრიტიკო.

Jul 17, 2011

თქვენ რას მოიმოქმედებდით?!

წარმოიდგინეთ საქართველოს ერთ ერთი რეგიონი სადაც უმუშევრობის პიკია, ხალხი ღარიბია და კაპიკებს ითვლის, გადარჩენაზეა საუბარი. ხოდა თქვენ ამ რეგიონში ცხოვრობთ, გყავთ ოჯახი, შვილები და ხართ დიასახლისი. აქამდე შვილებს ზრდიდით მაგრამ ახლა ხვდებით რომ საჭიროა ოჯახის ბიუჯეტში წვლილის შეტანა.

ახლა მითხარით რას გააკეთებდით? რას მოიმოქმედებდით იმისათვის რომ სულ მცირე წვლილი მაინც შეგეტანათ და თქვეს დღე და ღამ მომუშავე ქმარს მხარში ამოდგომოდით?!

Jul 16, 2011

ფიქრები ესე ბოტანიკურსა ბაღსა შიდა

დღეს ბოტანიკურ ბაღში ოთხ საათიანი სეირნობის დროს ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჩვენი განყოფილების მობინადრეებზე. ვფიქრობდი რომ აზრი არ აქვს როგორ იცხოვრე მანამდე, იყავი თუ არა დაოჯახებული, გყავდა თუ არა შვილები, მეგობრები, ამხანაგები, ნათესავები, უბრალო დამლაგებელად მუშაობდი თუ დიდი კომპანიის შეფად, მილიონერი იყავი/ხარ თუ უბრალო პენსიონერი, დონჟუანი იყავი თუ უბრალო, ოჯახზე გადაყოლილი მამა -ბოლო მაინც ერთია, ფიზიკურად და ფსიქიკურად დაუძლურებული თუ შეხვდები საპენსიო ასაკს, ცხოვრებაზე კონტროლს დაკარგავ და სხვა ადამიანები დაიწყებენ ყოველდღიურობის განსაზღვრას.

ეს სხვა ადამიანები განსაზღვრავენ რა უნდა ჭამო, რა უნდა დალიო, როდის უნდა ადგე ლოგინიდან და ჩაიცვა ტანსმელი, გაიხადო და დაწვე საწოლში, ეგ კი არა როდის უნდა წახვიდე ტუალეტში, იბანავო, გახვიდე სასეირნოდ და ა.შ.

ჩემი ახლანდელი გადასახედიდან არასახარბიელო მომავალია. მიუხედავად იმისა რომ ჩვენს მოხუცებს აქვთ ყველაფერი რასაც ბევრი ავადმყოფი ქართველი მოხუცი ინატრებდა, მაინც არის ბევრი რამ რაზეც მუშაობა არის საჭირო. ჩვენ რამოდენიმე მოხუცს თავისი ბინა კარგად აქვს მოწყობილი. სახლიდან ძვირფასი ნივთები აქვს წამოღებული, სურათები, წიგნის თაროები და ა.შ. და აქ ხვდები რომ მათ სახლი მოიწყვეს და ეს მოხუცები კარგადაც გრძნობენ თავს. არის კატეოგირია რომლებსაც ოთახში მხოლოდ საწოლი, მაგიდა და ერთი სკამი აქვს. აი აქ კი პირიქით მძიმედაა საქმე, და სამწუხაროდ არავინ მუშაობს მათთან რომ დაეხმაროს ადაპტაციაში.

ისეთი სისტემის შექმნა რომ ყველაზე მუშაობდეს ალბათ შეუძლებელი იქნება. თავად მოხუცებულთა სახლების მოდელი არის ძალიან კარგი და მუშა, იაპონელებიც კი აქაურ მოდელს იყენებენ მოხუცებულთა სახლების შესაქმნელად (მათ ახლა დაიწყეს მსგავსი დაწესებულებების აგება, რადგან ქალებმაც მუშაობა დაიწყეს და საჭიროების შემთხვევაში მომვლელის როლი დაკარგეს), მაგრამ მაინც არის რაღაც რის გამოც მაინც მეცოდებიან ეს მოხუცები და ეს ზოგი პერსონალის დამოკიდებულებაა მათ მიმართ.

Jul 15, 2011

დეპრესიული მოხუცი და ათვალისწინებული თანამშრომელები

ჩვენს განყოფილებაში ერთი დეპრესიული მოხუცი გვყავს, რომელსაც აქვს წაქცევის პანიკური შიში (როცა აქეთ იქით დადის, ყოველთვის ვინმე უნდა იყოს მის გვერდით), ქონდა პატარა სისხლჩაქცევა და ყველაფერ ამასთან ერთად დემენციის ნიშნებიც აქვს. ჩემი აზრით ძალიან საყვარელი მოხუცია, თუმცა თავისებური და ბევრ თანამშრომელს მასთან მუშაობა არ უნდა, ისევე როგორც ამ მოხუცს არ უნდა ზოგიერთმა თანამშრომელმა მასთან რომ იმუშავოს, ამ თანამშრომელთა უმრავლესობა კი ჩამოსულები არიან.

სიტუაცია რომ უფრო ნათელი გავხადო, ვიტყვი რომ მე არ ვარ ერთადერთი თანამშრომელი რომელიც ადგილობრივი არაა. ჩემს გარდა გვყავს ორი აფრიკელი (თუმცა უკვე დიდი ხანია რაც აქ ცხოვრობენ), ერთი თურქი, ერთი ერაყელი ბიჭი, და ერთი თანამშრომელიც ბოსტნიიდან.

კონფლიქტი - ჩამოსული თანამშრმლები იმტკიცებიან რომ ამ მოხუცს ჩამოსულები არ უყვარს, რომ არის ნაცისტი და რომ ვერ იტანს ზანგებს. გუშინ შევეცადე შავკანიანი თანამშრომელბისთვის ამეხსნა რომ ის რასაც ისინი ფიქრობენ მათი პირადი აზრია და კანის ფერთან ან წარმომავლობასთან არავითარი კავშირი აქვს. თუმცა უშედეგოდ.

მეც ჩამოსული ვარ, მაგრამ ჩემს გარდა არავისთან უნდა იმ მოხუცს მუშაობა. თავის შვილებსაც ორივეს აუხსნა რომ აქამდე ვინც ყოფილა საუკეთესო თანამშრომელი ვარ, რომ მას ვუსმენ და რომ ნელ ნელა ვმუშაობ მასთან. ის ორი შავკანიანი თანამშრომელი ცეცხლივით არიან, ყველაფერს ძალიან სწრფად აკეთებენ, არც კი ეკითხებიან ამ მოხუცს რა უნდა, როგორ უნდა და რა გასკვირია თუ ამ საწყალ მოხუცს არ უნდა ნივთივით რომ ექცეოდნენ?! ამიტომაც მოიძულა ეს ორი. თურქი მოიძულა მიტომ რომ ბაღში სეირნობის დროს მის წინ წავიდა და ეს მარტო დატოვა. ხოდა წარმოიდგინეთ ახლა რა დაემართებოდა მოხუცს რომელსაც დაცემის პაიკური შიში აქვს. ერაყელთან მუშაობა იმიტომ არ უნდა რომ ის ბიჭია. არ უნდა 88 წლის მოხუცს რომ მას მამაკაცი აცემვედეს და ხდიდეს, არის რამე გასაკვირი აქა?!

მოკლეთ ხვდებით რა ჩახლართული სიტუაციაა, მაგრამ ყველაზე უნაური იცით რაა?! ის კი არა რომ ეს მოხუცი ასე იქცევა, არამედ ის რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი თანამშრომლები მასზე ცუდს ლაპარაკობენ, მის ქცევას აკრიტიკებენ და აყვნენ მას ამ ყველაფერში. ამოითვალისწუნეს, სხვა მოხუცებთან მასზე დაიწყეს ჭორაობა და ბოლოს განყოფილების ზოგიერთმა მოხუცმა შეიძულა კიდეც.

ხანდახან თავი საბავშო ბაღში მგონია.

p.s. გთხოვთ არ იფიქროთ თითქოს ყველა ცუდია. ჩვენ განყოფილებაში ძალიან ბევრი კარგი თანამშრომელია, მაგრამ მათზე არ ვწერ, რადგან ეს "ცუდები" უფრო მაღიზიანებენ. თან კარგებს არაფერი აქვთ გამოსასწორებელი, ან შესანიშნი, ან ამ "ცეცხლოვან" თანამშრომლებს კი ბევრ რამეზე მართებს დაფიქრება.

Jul 13, 2011

კიდევ უფრო მეტი სამსახურის ამბები :)

წინა პოსტში გიყვებოდით ერთს საყვარელ შაქრის მტერ მოხუცზე. ამ ახალ პოსტსაც მასზე წერით დავიწყებ :)

მიუხედავად იმისა რომ ეს მოხუცი საკმაოდ ასაკიანია (95) ფიზიკური თვალსზირსით თითქმის არანაირი პრობლემა არ აქვს. შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, ბანაობა და ა.შ., მაგრამ სამწუხაროდ მისი თავის ტვინი "ცოტა" ასაკშია შესული. ყველაზე ძნელი მასთან მუშაობისას არის ის რომ ცუდად ესმის, და ერთიდაიგივე 100 ჯერ უნდა გაიმეორო რომ გაიგოს.

ამ მოხუცს ძალიან უყვარს სიმღერა. მღერის - ჭამისას, სიარულისას, დასვენებისას, მგონი სიზმარშიც კი :). სიმღერების ტექსტი - ზოგი მისი მოგონილია, ზოგიც ნმდვილი. ხოდა დღეს ლამის ხმა რომ ჩამიწყდა ერთიდაიგივეს ძახილით მისთვის "ადვილად" გასაგებ ენაზე გადავწყვიტე კომუნიკაცია, ეს ენა კი სიმღერაა :) რისი თქმაც მინდოდა უცებ წავუმღერე და ვსიო, ყველაფერი გაიგო :) (აწი ვიცი როგორ გავუფრთხილდე ჩემს ხმას)

იგივე მოხუცი დღეს ძილის წინ კარიდორში შემომხვდა, სხვა მოხუცებს უკაკუნებდა კარებზე და ღამე მშვიდობისას ეუბნეოდა. კი, ძალიან "ყურადღებიანი" მოხუცია, მაგრამ არ გეგონოთ მთავარი ღამე მშვიდობის თქმა იყო. რამოდენიმეჯერ სხვა მაცხოვრებლებს ტკბილეულზე დაუპატიჟებიათ ხოდა ახლაც "ტკბილეულზე სანადიროდ" იყო გამოსული :) ძალიან სასაცილო ტიპია, მის გარეშე საშინელი მოწყენილობა იქნებოდა ჩვენს განყოფილებაში.

რაც შეეხება პერსონალს, ისევ და ისევ აგრესულობის პრობლემა დგას. შეიძლება სხვისი მხრიდან მათი ქცევა არ აღიქმება როგორც აგრესია, მაგრამ ჩემთვის მათი ქცევა აგრესიულია. როცა ჩქარ-ჩქარა ცდილობ საქმე მოათავო, ისე რომ არ ფიქრობ მოხუცის მენტალურ /ფიზიკური პროცესების სიჩქარეზე ჩემი აზრით არაა კარგი. ასე გამოდის რომ ეს ხალხი უბრალოდ საგნები არიან, არადა არ არის ასე!!! დღეს ერთმა მოხუცმა მითხრა კიდეც, მინდა რომ მარტო შენ მოხვიდე ჩემთანო, იმიტომ რომ სხვები ყველა გადარბენაზეა და მე "ვერ ვუწყობ ფეხს" მათ მუშაობასო. მესმის რომ ბევრი სამუშაოა, მაგრამ ამით ეს ხალხი არ უნდა ზარალდებოდეს. ამ მოხუცებს არ აურჩევიათ ის ადამიანები ვინც მათთან მუშაობს, ამიტომ არ მესმის ბევრი თანამშრომელის, და ვერ ვეგუები ბევრ რამეს. არც ის ვიცი ვის უნდა ველაპარაკო რომ პრობლემები მოგვარდეს.

ასე მგონია ამ სამსახურში მიღებული გამოცდილება ძალიან გამომადგება მომავალში. გინდაც იმიტომ რომ ის რაც წიგნებში წერია და ის რასაც ყოველდღიურად ვხედავ საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან, ხოდა იდეასი ბევრს ვსწავლობ.

Jul 10, 2011

აგრესიული თანამშრომელი და შაქრის ქურდი

პერსონალი
ერთი თანამშრომლის ქცევა არ მომწონს, ძალიან უხეშია, მოხუცებს ისე ექცევა თითქოს ისინი ნივთები იყვნენ. ჯერ ვაკვირდებოდი და არაფერს ვამბობდი, ბოლოს ვერ მოვითმინე და ვუთხარი ერთ დღეს ჩვენც დავბერდებით და მოგეწონება ასე რომ მოგექცენთქო?! პასუხად იცით რა მივიღე?! - როცა დავბერდები ჩემს სამშობლო გამბიაში დავბრუნდებიო. თუ ასე უხეშად გააგრძელა მუშაობა გეგმა ბ-ს ავამოქმედებ.

ყოველთვის როცა ჩვენს მოხუცებთან ვმუშაობ ვფიქრობ ბებიაზე, ჩემი და ჩემი ქმრის მშობლებზე (რომლებიც ჯერ არ არიან მოხუცები მაგრამ ერთ დრეს ხომ გახდებიან?!). საჭიროების შემთხვევაში პირადად მე მათ ვერ მოვუვლი, იმიტომ რომ როცა ისინი ცუდად არიან მეც ცუდად ვარ და ემოციებს ვერ ვაკონტროლებ და ძალიან აგრესიული ვხდები ჩემების მიმართ. აგრესიის მიზეზი კი შიშია, ცუდის შიში. ასე უცხო ადამიანებთან არ მიჭირს მუშაობა, თითოეულ მათგანს პატივს ვცემ როგორც პიროვნებას, მიყვარს იმიტომ რომ ადამიანია, მაგრამ ეს მშობლიური სიყვარული არ არის, შესაბამისად აგრესია საერთოდ არ მიჩნდება, პირიქით ძალიან გაწონასწორებული ვარ.

პაციენტები :)
ერთ დილას საუზმისათვის შაქრის ნატეხებით სავსე საშაქრე სასადილო ოთახში გავიტანე, მერე შევბრუნდი სამზარეულოში სხვა რაღაცეების გამოსატანად და უკან რომ მოვბრუნდი სადღაა ჩემი შაქარი, საშაქრე ცარიელია :) თქვენი აზრით სად წავიდა შაქარი? არააა თაქგვები არ გვყავს, სამაგიეროდ გვყავს ერთი პაციენტი რომელსაც ძალიან ყვარობს შაქრის ნატეხები (სხვა ტკბილეული არა, მხოლოდ და მხოლოდ შაქრის ნატეხები და ტკბილი ყავა). ჩემი დაკარგული შაქარიც ამ მოხუცის ჯობეებში და პირში აღმოჩნდა :D :). ერთ ძველ თანამშრომელს რომ არ მიეთითებინა, ჩემით ერასდროს მივხვდებიდი რომ ის ჩხირივით მოხუცი შაქრის ნატეხების დაუძინებელი მტერია :D :D

რა ვისწავლე მე? რადა ამ მოხუცის გახარება. ჩვეულებრივ შაქარს მხოლოდ ორ ნატეხს უგდებენ ერთ ფინჯან ყავაში, მე კიდევ გადავწყვიტე ჩვეულებრივი შაქრის ნაცვლად დიაბეტიკების გამოვიყენო, ორი როზეტის ნაცვლად კი ოთხი. შედეგად ისეთი ყავა გამოდის გული აგერევა მაგრამ მას მოსწონს და ყავას აღარავის აკეთებინებს, ყველას ეუბნევა ამას საუკეთესო ყავა გამოსდისო :D

Jul 9, 2011

Kurdish wedding ;)

ხოდა ასე, დღეს პირველად აი ასეთ ქორწილს მოვესწარი. ამ სურათზე რომ შეხედოთ ჩვეულებრიი ქორწილია, მაგრამ ნურას უკაცრავად :)აბა, აბა ფერებიდან გამომდინარე თუ მიხვდებით რა ეროვნების წარმომადგენელთა ქორწილი იყო?
კიიი ზუსტად მიხვდით, ქურთების :)
ნახეთ რა ლამაზი ფერები აცვიათ, ზოგი იტყვის უგემოვნოაო, მაგრამ მე მაინც მომწონს ეს უგემოვნება. სამაგიეროდ მხიარული ფერებია :)

ეს ლამაზ კაბებში გამოწყობილი ქალები მგონია პატარძლის წამოსაყვნად რომ იყვნენ მიტომ არიან ასეთ სადღესასწაულო და ტრადიციულ ფერებში ჩაცმულნი. მანქანებით რომ მოვიდნენ ეზოსთან, პატარძლის სახლისაკენ მხოლოდ ქალები და ნეფე გაემართნენ, მანქანებთან დარჩნენ მამაკაცები. მერე ნეფე-პატარძალი რომ დაინახეს კი შეეგება მათ რამოდენიმე კაცი. ასე მგონია რესტორანში ნორმალურად ჩაცმული ხალხი იქნბა :)

პ.ს.პატარძალი მომწონა. ძალიან ლამაზი და სადა კაბა ეცვა და ლამაზი ვარცხნილობა ქონდა :) მოკლეთ ნეფე -დედოფალს 10 ქულა ჩემგან :) ლამაზები არიან :)

Jul 7, 2011

დედა აფეთქებული მეზობელები!

ბლოგი გინდაც იმიტომ არის კარგი რომ უაზრობას დაწერ და უაზრობაზე იწუწუნებ, და ახლაც ამას ვაპირებ, მეზობლებზე უნდა ვიწუწუნო!

ჯერ ერთია და ჩემი აივანი ჩიტების ტვალეტად გახადა ზემოთ მეზობელმა. გეგონება თავად ჩემი ჩიტები ნაკლებად აღორებდნენ აქაურობას, მეზობელი თავისი აივნიდან ძირს ყრის ჩიტების კაკაშკებს თან უტეხი სახით მიმტკიცებს "აივანს ვალაგებ და რა ვქნაო". შე კაი ქალო, მეზობელს რომ არ დააყარო თავზე ნაგავი, ან ნაგვის ასაღები არ გაქვს, ან მტვერსასრუტიი? მაგრამ უვარგისი რომ იქნები ადამიანი რაზე უნდა ელაპარაკო საერთოდ?!

მეორე კიდე დღე და ღამე ბურღავს. თავს დავდებ სახლში "ცეხი" აქვს მოწყობილი თორემ როგორ შეიძლება ამდენი ბურღვა?! თან როგორია დროის შეგრძნება რომ არ აქვს, დილის 6 საათია თუ ღამის 10 მისთვის სულ ერთია. უბრალოდ ბურღავს! ნეტა ვიცოდე მაინც ვინაა, ავიდოდი და შევაშინებდი, მაგრამ ვაი რომ არ ვიცი.

სამსახურის ამბები ორი

ვაგრძელებ სამსახურის ამბების მოყოლას :)

მიუხედავად იმისა რომ ჩემს განყოფილებაში დემენცია არავის აქვს, ფაქტია რომ პაციენტებს აქვთ მეხსიერების პრობლემები (რაც არაა გასაკვირი 80+ ზევით). ხოდა ერთი პაციენტი გვყავს რომელც დღეში 100 ჯერ მეკითხება სახელს, უბრალოდ ვერ იმახსოვრებს იმიტომ რომ ჩემი სახელი მისთვის უცხოა. ხოდა დღეს გამოსავალი იპოვა "მე შენ სახელს მაინც ვერ დავიმახსოვრებ, ამიტომ "ლამაზ გოგოს" დაგიძახებო" :). ლამაზი გოგო კი ორი ვართ განყოფილებაში, მე და კიდევ ერთი ახალი გოგონა, რომელიც ძალიან ლამაზია :)

საუზმის შემდეგ თავისუფალი დრო გვქონდა და მეც იმის ნაცვლად რომ ჩემთვის დამესვენა, პაცინეტებთან ვყავი და ვესაუბრებოდი (ძალიან დამღლელი აქტივობაააა მინდა გითხრათ იმიტომ რომ ბევრს კარგად არ ესმის). ხოდა ერთმა პაციენტმა მითხრა კარგი ოკუპაციური თერაპევტი იქნებიო. პრინციპში მან რა იცის რა და როგორ ვიქნები, მაგრამ მაინც მესიამოვნა :D

კიდევ ერთმა პაციენტმა მითხრა - სულ დადებითი ენერგია შემოგაქვსო (spy).

ჩვენთან სამსახურში პაციენტებზე წამლის მიცემის უფლებას მხოლოდ მაშინ ვღებულობთ რაც სპეციალური ტესტი ჩავაბარეთ და შემდეგ ექთანს ვესაუბრეთ. სამწუხაროდ ეს ტესტი მეც ჩავაბარე (სამწუხაროდ იმიტომ რომ არ მინდოდა ასეთი პასუხისმგებლობის აღება, არავინ მაძალებდა მაგრამ როცა ვმუშაობ ვერ ვამბობ - ამას გავაკეთებ, იმას არა). ხოდა ექთანი მეუბნეოდა რომ კარგია როცა გვერდით ის ადამიანები არიან რომლებიც 30 და მეტი წელი მუშაობენ ერთ ადგილასო, მე კი ვუპასუხე რომ კი კარგია მაგრამ წლებისდა მიუხედავად თანამშრომელი შეიძლება ერთიდაიგივე შეცდომას უშვებდეს, და მაგალითი მოვუყვანე რომელიც წინა პოსტში დავწერე. ექთანმა კი გაიკვირვა, მაგრამ მერე დილემა გაჩნდა როგორ უნდა ვუთხრა მე ორი კვირის მისულმა თანამშრომელმა, ადამიანს რომელიც 30 წელია ერთ საქმეზე მუშაობს რომ ის რასაც ის აკეთებს არის "შეცდომა", ან აქვს კი აზრი თქმას? რადგან სადაც 30 წელი შენი წესით აკეთე, ერთ ნათქვამზე არაფერი შეიცვლება, არც ორზე, არც სამზე და საბოლოოდ თავსაც შეაზიზღებ.

პ.ს. გადავიკითხე პოსტი და სულ კარგი რღაცეები დამიწერია ჩემზე. ახლა ერთი ცუდიც უნდა დავწერო. მოკლეთ ერთი პაციენტი გყავს რომელსაც უჭირს იმის თქმა რაც უნდა, და მეც მიჭირს გავიგო მისი სიმბოლოები. ხოდა ერთ დღეს ლანჩის შემდეგ თავის ოთახში შევიყვნე და დავტოვე ასე მჯდომარე, ფანჯარის გვერდით. ვიფიქრე რომ ფანჯარაში იყურებოდა და გაერთობოდა. თურმე სად დავცურავ, დამჯდარი კი არ უნდა დამეტოვებინა, არამედ უნდა დამეწვინა თავის საწოლში. ეს საწყალი ქალი კი იჯდა, იჯდა და ვერც ამბობდა რა უნდოდა, დარეკვაც ვერ მოიფიქრა. ძალიან ციდად ვიგრძენი თავი როცა ექვსი საათისთვის ჯდომით გადაღლილი ქალი ვახშმისათვის გამოიყვნეს.

Jul 5, 2011

Hitler and The Holy Grail

ვაგრძელებ დოკუმენტურ ფილმებზე საუბარს და დღეს გთავაზობთ ძალიან საინტერესო ფილმს - Hitler and The Holy Grail. ფილმი გადაღებულია BBC ის მიერ და წამყვანი უდაოდ ნიჭიერი მეცნიერი Michael Wood-ია. იმედია ეს ფილმი თქვენც ისევე ჩაგითრევთ როგორც მე, და მესამე რეიხის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვების სურვილს გაგიჩენთ.

ნაწილი 1


ნაწილი 2


ნაწილი 3


ნაწილი 4


ნაწილი 5


ნაწილი 6


ნაწილი 7


ნაწილი 8

Jul 4, 2011

მურაბების მეფე!

კაკლის მურაბაზე გემრილი მურაბა არ მეგულება ამ ქვეყანაზე!! ჩემებმა ჩამომიტანეს (დანსე)

პ.ს. იცოდით რომ მურაბა არაბული სიტყვააა (მნიშვნელობა იგივე აქვს რაც ქართულში)?

Jul 2, 2011

ხოდა ასე

10 დღიანი ვიზიტის შემდეგ ჩემი მშობლების ვიზიტი დასრულდა.

აეროპორტიდან სახლში რომ მოვბრუნდი "სიურპრიზი" დამახვედრეს. წესით უნდა გავბრაზებულიყავი მაგრამ არ მაქვს ამის თავი.

იმედი მაქვს მუშაობას რომ დავიწყებ უფრო ხშირად ჩამოვიყვან ხოლმე და მგავს დამშვიდობების ცერემონიას როგორიც დღეს იყო აღარ ექნება ადგილი.

პ.ს. დედაჩემის ტირილს კი მიჩვეული ვარ, ცოტა სჭირდება სატირლად, მაგრამ მამაჩემი ჩემსავით "ჯიგიტია". დამალვას ცდილობს ემოციის. მაგრამ დღეს ვერ გამოუვიდა (მე უფრო კარგად გამომივიდა). საშინელი დასანახი იყო :(

p.s. 2. სიურპრიზით ბროლის ჭიქებს ან უნგრული ფაიფურის ჭურჭელს შევიძენ სახლისათვის, სამახსოვროდ დამრჩება.