დღეს გთავაზობთ BBC-ის ძლიან საინტერესო დოკუმენტურ ფილმს ქაოსის შესახებ :) იმედია ისევე ისიამოვნებთ როგორც მე ვისიამოვნე ფილმის ყურებისას. მართლაც საინტერესო რამეა და ალბათ ბევრს შეუცვლის წარმოდგენას ამა თუ იმ მოვლების შესახებ :)
ისიამოვნეთ :)
Jun 28, 2011
Jun 25, 2011
სამსახურის ამბები - პერსონალი და ავადმყოფები :)
სამი დღის მუშაობის შემდეგ შემდეგი დასკვნები გავაკეთე :)
პერსონალზე დაკვირვების შედეგად:
5. ზემოთხსენებული მიზეზების გამო, უკვე აღარ მიკვრის რატომ უხარიათ ჩვენ 13 პაციენტს ზაფხულის პრაქტიკანტების დანახვა.
თავად ავადმყოფების მხრიდან:
პერსონალზე დაკვირვების შედეგად:
1. ადამიანი შეიძლება 20 წელი მუშაობდე ერთ ადგილას მაგრამ მაინც შეცდომით აკეთებდე ელემენტარულ რამეებს - მაგალითად, ინვალიდის სავარძლის მართვა, ლიფტის გამოყენება გადაადგილების მიზნით და ა.შ.
2. მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, თითქოს სქელკანიანი ხდები ადამიანების გასაჭირის მიმართ. ალბათ ეს ნორმალური რეაქციაა რადგან სულ მუდამ ალერტული ვერ იქნები. ელემენტარული ვერ გაქაჩავ, შესაბამისად იქ შეეცდები გახალტურებას სადაც გამოდის.
3. შესაძლებელია რამოდენიმე წელიწადი ერთიდაიგივე პაციენტებთან მუშაობდე და მათი ავადმყოფობის შესახებ აზრზე არ იყო.
4. შესაძლებელია 13 პაციენტიდან რამოდენიმე დაგავიწყდეს, გამოგრჩეს და არც საჭმელი აჭამო დილას და არც წამლები მისცე.
5. ზემოთხსენებული მიზეზების გამო, უკვე აღარ მიკვრის რატომ უხარიათ ჩვენ 13 პაციენტს ზაფხულის პრაქტიკანტების დანახვა.
თავად ავადმყოფების მხრიდან:
1. ცდილობენ პრაქტიკანტები რაც შეიძლება მეტ რამეში დაგვიხმარონ, ისეთ აქტივობებშიც რომლებიც თავად შეუძლიათ გააკეთონ. ჩვენი, პრაქტიკანტების მხრიდან ძალიან ძნელია უარის თქმა, რადგან ჯერ არ ვიცით ვის რისი გაკეთება შეუძლია. პაციენტების მხირიდან, ეს ყველაფერი ყურადღების მიქცევის მიზნით ხდება და არა სიზარმაცის გამო.
2. ყველას სიამოვნებს ელემენტარული ყურადღება და არჩევნის უფლება. სულ ელემენტარული რომ კითხო ყავაში შაქარი გინდათ თუ არა, ეგეც კი უხარიათ.
3. ბევრს უჭირს სურვილის თქმა, სიმბოლოებით კი ცდილობენ მინიშნებას მაგრამ კიდევ და კიდევ ამ სიმბოლოების გაგება როცა ახალი პრაქტიკანტი ხარ ძალიან ძნელია.
მთლიანობაში - ძალიან საინტერესო სამსახური მაქვს რადგან ვაკვირდები - ავადმყოფებსაც და პეროსნალსაც. სამწუხაროდ ბევ რამეს ვერ ვწერ და ვამბობ ეთიკური და იურიდიული შეზღუდვების გამო.
Labels:
საზაფხულო სამსახური,
სტუდენტური ცხოვრება
დღის ფოტოკოლაჟი :)
სულ შემთხვევით, ყოველგვარი წინასწარი გეგმის გარეშე, ერთ პატარა ქალაქში აღმოვჩნდით, და მიხარია ასე დაუგეგმავად რომ მოხდა ყველაფერი, რადგან "შევესწარით" ძველი მანქანების გამოფენას.
ეს მანქანები, სამუზეუმო ექსპონატები არ არიან, მათ ყავთ კერძო მფლობელები, რომლებიც წელიწადში რამოდენიმეჯერ "მარიაჟობენ", მანქანები გარაჟებიდან გამოყავთ და დაატარებენ აქეთ იქით :) თუმცა ბევრი მათგანი ცუდ მდგომარეობაშია, და დღესაც კი ვნახეთ გზაზე საწყლად გაჩერებული და წყალ ადუღებული "ლამაზმანები" :)
ხოდა ასე, დღეს დავასკვენი რომ ჩემი ძველი მანქანებისადმი სიყვარულის მიუხედავად, მათი შენახვა არც ისე ადვილია. მხოლოდ სიყვარული არააა საკმარისი იმისათვის რომ ისინი საუკეთესო ფორმაში იყვნენ. გარდა ამისა, რადგან არასდროს იცი ისინი მწყობრიდან როდის გამოვლენ, ცოტა მექანიკიც უნდა იყო რომ შეკეთება შესძლო :) თუმცა ვინ იცის ... :)
Labels:
My travel Diary
Jun 21, 2011
Dangerous Knowledge - საინტერესო დოკუმენტური ფილმი :)
რამდენად შორსაა ბრწყინვალე გონება სიგიჟისაგან? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემაგ გირჩევთ უყუროთ BBC-ის დოკუმენტრ ფილმს - Dangerous Knowledge თავად განსაჯეთ, ეს სიგიჟეა თუ მხოლოდ ბრწყინვალე გონება :)
ნაწილი 1
ნაწილი 2
ნაწილი 3
ნაწილი 4
ნაწილი 5
ნაწილი 6
ნაწილი 7
ნაწილი 8
ნაწილი 9
ნაწილი 10
თუ თქვენ გეზარებათ ფილმების ამ ფორმატში ყურება, მაშინ ტორენტებზე მოძებნეთ BBC, Dangerous Knowledge
ნაწილი 1
ნაწილი 2
ნაწილი 3
ნაწილი 4
ნაწილი 5
ნაწილი 6
ნაწილი 7
ნაწილი 8
ნაწილი 9
ნაწილი 10
თუ თქვენ გეზარებათ ფილმების ამ ფორმატში ყურება, მაშინ ტორენტებზე მოძებნეთ BBC, Dangerous Knowledge
Labels:
BBC,
Dangerous Knowledge,
შემეცნებითი პოსტი
My Amazing Present :)
ამ ნარდზე რომ არ დავწერო უბრალოდ არ შემიძლია! გინდაც იმიტომ რომ ჩემი დის და მისი ქმრის საჩუქარია, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა რომ ჩემმა სიძემ ეს ლამაზი ნარდი თავად გააკეთა, თავად ამოტვიფრა ხეში და თავად დახატა. მასალად გამოიყენა წაბლი და კაკალი.
ეს ნარდის ერთი მხარე :)
ახლა მითხარით მსგავსი ნარდი სადმე თუ გაქვთ ნანახი? ჩემ სიძეს ნამდვილად ოქროს ხელები აქვს, და თუ საჩუქრად მსგავსი უნიკალური ნარდი გინდათ მას უნდა მიმართოთ :)
This amazing present- Nardi (Backgammon), I have got from my sisters husband. He made it himself, so now I am very proud that I have one and unique hand made Nardi :) Can there be better present?
Jun 20, 2011
სამსახურის პირველი გადარეული დღე
სამსახურის პირველი დღე "სიურპრიზით" დაიწყო :D
ეჭვი მაქვს, ძალიან საინტერესო ზაფხული მელის წინ!
აქამდე ყველას გამოვუჭედე ყურები რომ დემენციით დაავადებულებთან უნდა მემუშავა, დღეს კი აღმოვაჩინე რომ ჩემს მომავალ პაციენტებს, დემენცია კი არა არამედ...
დღეს დილას 6.30 საათზე, დიდის ამბით "შევაჭერი" ჩემ დემენციით დაავადებულთა განყოფილებაში, ასე 20 წუთი ვესაუბრე ღამის სმენას, განყოფილებაში არსებულ სირთულეებზე და უცებ ... ღამის სმენა ამბობს, სომატიკურ ავადმყოფებში ყოველთვის არის მსგავსი სირთულეები. უპს, იყო ჩემი რეაქცია, კი მაგრამ ეს ხომ დემენციის განყოფილებაა? არააააოოოო, დემენცია სხვა მხარეს არიოსოოო.
მოკლეთ გავიქეცი მერე მხარეს, იქ აღმოვაჩინე რომ მე არავინ მელოდება. მოვბრუნდი უკან სომატიკებში და ვნახე ერთი ქალი, რომელიც ფიქრობდა - კაცო, პირველი დღეა უკვე აგვიანებს, მერე მუშაობას რომ დაიწყებს ალბათ სულ არ ივლის?! just a joke. მოკლეთ ავუხსენი ყველაფერი, ვიცინეთ ბევრი და საქმეს შევუდექით. საქმე კი იმდენი რამდენსაც ისურვებთ. ამაზე არ მინდა წერა. ფაქტია რომ დღეს პირველად მივხვდი რას გულისხმობდნენ ხოლმე ჩემი მასწავლებლები როცა დამბლიან ადამიანებზე ამბობდნენ - არ არსებობს ორი ერთნაირი შემთხვევა. ფიზიკრად კი, არის მოძრაობის შეფერხება, მაგრამ ფსიქიკურად ძააალიან განსხვავდებიან ერთმანეთსაგან.
ეჭვი მაქვს, ძალიან საინტერესო ზაფხული მელის წინ!
Labels:
სამსახური,
სტუდენტური ცხოვრება
Jun 15, 2011
ერთი ახალი პროექტი ბლოგზე :)
არ ვიცი ამ ახალ პროექტს რამდენი დაინტერესებული პირი ეყოლება, მაგრამ მაინც გადავწყვიტე მისი დაწყება :)
მხატვრულ ფილმებზე მეტს, დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ, ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა ინფორმაცია და ვიდეოები მათ შესახებ. ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანს აინტერესებს რამე მაგრამ არ იცის სად მოიძიოს ინფორმაცია, ხოდა აგერ მე დაგეხმარებით რამოდენიმე სფეროში მაინც :)
პირველი პოსტი ეხება ინდოეთს :) გთავაზობთ დოკუმენტურ ფილმთა ერთ სერიას რომელიც BBC -ის მიერ არის გადაღებული. ვფიქორბ რომ ძალიან საინტერესო სერიებია და მათი ყურება ნამდვილად ღირს.
ნაწილი 1
ნაწილი 2
ნაწილი 3
ნაწილი 4
თუ თქვენ დაინტერესდით ფილმებით, მაშინ ტორენტებზე მოიძიეთ BBC , The Story of India.
მხატვრულ ფილმებზე მეტს, დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ, ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა ინფორმაცია და ვიდეოები მათ შესახებ. ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანს აინტერესებს რამე მაგრამ არ იცის სად მოიძიოს ინფორმაცია, ხოდა აგერ მე დაგეხმარებით რამოდენიმე სფეროში მაინც :)
პირველი პოსტი ეხება ინდოეთს :) გთავაზობთ დოკუმენტურ ფილმთა ერთ სერიას რომელიც BBC -ის მიერ არის გადაღებული. ვფიქორბ რომ ძალიან საინტერესო სერიებია და მათი ყურება ნამდვილად ღირს.
ნაწილი 1
ნაწილი 2
ნაწილი 3
ნაწილი 4
თუ თქვენ დაინტერესდით ფილმებით, მაშინ ტორენტებზე მოიძიეთ BBC , The Story of India.
Labels:
ინდოეთი,
შემეცნებითი პოსტი
Jun 14, 2011
სახლში მომზადებული ბურგერი ბეკონით :)
მიუხედავად იმისა რომ ბურგერების ფანი ვარ, აქამდე მათი სახლში გაკეთება აზრადაც არ მომსვლია. თუმცა დღეს "ტრადიცია" დავარღვიე, ძალიან მოვნდომე და შედეგად უგემრიელესი ბურგერები მოვამზადე :) მინდა გითხრათ რომ მათი მომზადება ძალიან მარტივია, ცოტა ინგრიდიენტები გჭირდებათ და ყველა მოყვარულს ვურჩევ რომ მაკდონალდში (ან გინდაც ბურგერ კინგში) ყიდვის ნაცვლად სახლში მოამზადოს. უფრო იაფი დაგიჯდებათ და გემოც ბევრად კარგი იქნება! თან რაც მთავარია გეცოდინებათ რას მიირთმევთ!!!!
ოთხი ბურგერის პური (მაღაზიებში იყიდება, მრგვალი ფუნთუშებია მარილიანი, ან უბრალოდ პატარა მრგვალი პურები იყიდეთ)
სოუსი: 3 ს.კ. კოვზი მაიონეზი ან სწელი არაჟანი, ერთი ს.კ. კეჩუპი, 3 კბილი ძალიან წვრილად დაჭრილი ნიორი. შავი პილპილი, მარილი გემოვნებით. კარგად ამოურიეთ და მაცივარში შეინახეთ.
ყველი 8 ნაჭერი. ჩედარი საუკეთესოა მაგრამ თუ არ გაქვთ მაშინ უმარილო სულგუნის თხელი ფირფიტები რომაა ის წავა საკაიფოდ! მე გაუდა გამოვიყენე, მეტი არ მქონდა.
ბოსტნეული გარნირისათვის: ერთი ცალი პომიდორი თხლად დაჭერით მრგვალ ფორმებად, ნახევარი ხახვი თხლად დაჭერით, ორი ცალი სალათის ფურცელი ასევე წვრილ წვრილად დაჭერით
კატლეტები: ოთხი კატლეტისატვის დაგჭირდებათ 150 გრამი ფარში (ძროხა,ღორი 50/50. ან მხოლოდ ძროხა), ერთი ცალი ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, ერთი კვერცხი, 100 მლ. რძე + 3 ს.კ. დაფშხვნილი სუხარი, ორი კბილი ძალიან წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი გემოვნებით. ეს ყველაფერი კარგად ამოურიეთ და გასინჯეთ მარილზე. თუ აკლია დაამატეთ.ოთხი ცალი შემწვარი ბეკონი -გემოვნების მიხედვით.
მომზადება:
1. გაყეთ კატლეტის ცომი ოთხ გუნდად. თითოეული გუნდა ამოგუნგლეთ მჭადის ფქვილში ან სუხარიკებში, დადეთ ცხელ ცხიმოსხმულ ტაფაზე, ტაფაზევე გააბრტყელეთ და მიეცით მრგვალი ფორმა (იმხელა რომ პურზე დაეტიოს) შეწვით ორივე მხარეს. ასე მოამზადეთ ოთხივე ბურგერი.
2. აიღეთ პური და გააცალკევეთ ზედა და ქვედა ნაწილები (ან შუაზე გაჭერით). ქვედა პურზე თანაბრად გადაანაწილეთ ერთი კოვზი სოუსი, დადეთ ერთი ნაჭერი ყველი, მოაყარეთ ბოსტნეული, დაადეთ კატლეტი, კატლეტს ზემოდან ერთი ნაჭერი პომიდორი, ერთი ნაჭერი ყველი და ბოლოს ბეკონი. დაახურეთ თავზე მეორე პური.
შენიშვნა: პურს წინასწარ ღუმელში თუ შეფიცხავთ უფრო გემრიელი გემო და სურნელი ექნება თქვენს ბურგერებს :)
გემრიელად მიირთვით :)
p.s. გირჩევთ 250 გრამი ფარში აიღოთ და ოთხის ნაცვლად რვა კატლეტი მოამზადოთ. ის კატლეტი რაც მოგრჩებათ მაცივარში შედოთ და მომდევნო დღეებში კიდევ მოამზადოთ ბურგერები :)
Labels:
Cooking Therapy,
ბურგერი,
ვახშამი
Jun 13, 2011
მომღერალი ტვინი, პროექტი დემენცია.
ამ რამოდენიმე დღის წინ ვუყურე დოკუმენტურ ფილმთა სერიას ინდოეთის შესახებ. ძალიან საინტერესო ფილმები იყო ისტორიის, რელიგიის, კასტების და ხალხის შესახებ.
ერთ სერიაში აჩვენეს ერთი კასტა, რომელიც ძალიან დიდი ხნის განავლობაში ერთ ღმერთს ემსახურებოდა (შეგახსენებთ რომ ინდოეთში რამოდენიმე ასეულ ღმერთს სცემენ თაყვანს, ადგილის და ტრადიციის შესაბამისად). ღვთისმსახურების უხუცესმა თქვა რომ რელიგიური ტექსტები რომელიც ამჟამად უკვე მკვდარ ენაზეა დაწერილი, მაინც ისწავლება ზეპირად. და ეს ტექსტები არაა ერთი და ორი ფურცელი არამედ ძალიან დიდი მოცულობის ტექსტი. რაც მთვარია ტექსტის დატანა არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა და მამანმდე მხოლოდ ზეპირი მეტყველებით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. რაც ყველაზე მეტად მომხვდა ყურს იყო ის რომ ტექსტები დაწერილი იყო ლექსის სტილში, გარითმული და მათი წარმოთქმა სიმღერას უფრო გავდა ვიდრე უბრალოდ ლექსის თქმას. უხუცესმა თქვა რომ ტექსტის ასეთი ფორმა ბევრად ამარტივებს დამახსოვრებას.
შემდეგ გამახსენდა ჩემი სკოლის პერიოდიც, გახსოვთ ხანდახან პროზაული ნაწარმოებებიდან გვქონდა რამოდენიმე ფურცლიანი საზეპირო ხანდახან კიდე ვეფხისტყაოსანის მთელი თავები გვქონდა სასწვალი. ჩემთვის ვეფხისტყაოსანის გარითმული სტროფების დასწავლა ბევრად უფრო ადვილი იყო ვიდრე პროზაული ტექსტის.
მერე კიდევ გამახსენდა, ადრე რაღაც დოკუმენტურ ფილმს ვუყურე დემენციით დაავადდებულ ადამიანთა ჯგუფზე. რარაც პროექტი იყო სადაც თავად ავადმყოფები და ოჯახის წევრები იკრიბებოდნენ, სხვადასხვა სიმღერებს სწავლობდნენ და მღეროდნენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავად ავადმყოფ ადამიანებს მეხსიერებასთან შედარებით ნაკლები "პრობლემები" ქონდათ როცა საქმე სიმღერას ეხებოდა. სიმღერა ფაქტიურად ავარჯიშებდა მათ ტვინს, აახლოებდა ახლობლებთან. ჯგუფისათვის უცხო თვალით რომ შეგეხედად, ძალიან გაგიჟირდებოდათ მიმხვდარიყავით ვინ იყო ავადმყოფი და ვინ არა.
ხოდა ალბათ ხვდებით საით წავიდნენ ჩემი ფიქრები, როგორ შეიძლება სიმღერის გამოყენება დემენციით დაავადებულ ადამიანებთან მუშაობაში და ინტერვენციაში?!
ხოდა ალბათ ხვდებით საით წავიდნენ ჩემი ფიქრები, როგორ შეიძლება სიმღერის გამოყენება დემენციით დაავადებულ ადამიანებთან მუშაობაში და ინტერვენციაში?!
Labels:
დემენცია,
მომღერალი ტვინი,
სიმღერა
Jun 12, 2011
ყველაზე დიდი მტერი
დღეს ბოტანიკურ ბაღში ვიყავი, დავდიოდი დიდ და ლამაზ ხეებს შორის, ვუსმენდი ჩიტების ჭიკჭიკს, ვცდილობდი არფერზე მეფიქრა... ოღონდ უშედეგოდ.
ვფიქრობდი რა კარგია რომ ამ ზაფხულში ვიმუშავებ. რაღაცას გავაკეთებ რომელსაც აქვს აზრი, ან მე ვფიქორბ რომ აქვს აზრი და სხვისთვის შეიძლება უაზრობაა. მე როგორც ადამიანს რომელსაც ერთი წუთიც არ უყვარს უსაქმურდ ჯდომა, ამ ზაფულხს უმუშევრობა ასე მგონია რომ ძალიან უკან დამწევდა. ჯერ ერთი გადავირეოდი, მერე სხვებსაც გადავრევდი.
რათქმაუნდა ატერნატივა ყოველთვის არის, და სამუშაო რომ არა მართვის მოწმობას ავიღებდი 100%. თუმცა ახლაც დავიწყე მართვის მოწმობის ასაღებ ბილეთებზე მეცადინეობა, შესაბამისად პატარა საქმე მაინც ვუპოვე ჩემ თავს.
ხოდა ვფიქრობდი და კიდევ ერთელ დავრწმუნდი რომ უსაქმურობა არის ადამიანის ყველაზე დიდი მტერი რომელიც პირდაპირ იწვევს დესტუქციულ ფიქრებს, ეს კი ერთი ნაბიჯის სიშორეზე იმყფება დესტრუქციული ქცევისაგან. საქმის გამოჩენა, საკუთარი თავის დასაქმება და რაღაცის კეთება კი არც ისე ადვილია როცა ფრუსტრირებული ხარ ადამიანი. არადა თითქოს რა ადვილია, ამ ქვეყნად უამრავი რამ არსებობს რისი გაკეთებაც შეიძლება , მაგრამ.... დავაკვირიდი რომ რაც უფრო დიდი ხანია ადამიანი ე.წ. "უსაქმურ" მდგომარეობაში, მით უფრო უჭირს წვრილმან, მარტივ საქმეში აზრის დანახვა.
Labels:
just,
ზაფხული,
მე ვხედავ მზეს
Jun 11, 2011
ზაფხულის 13 შემოტევა
მოვიდა ზაფხული და შემომიტიეს ვეშაპების ნახვის სურვილმა!
ძალიან შემომიტიეს!
ფაქტია ახლ სანამ შედარებით ბევრი დრო მქვს, სიტუაცია უნდა გამოვიყენო და ვნახო ეს გდარეული ცხოველები, თორემ მერე სერიოზულ მუშაობას რომ დავიწყებ ძნელი იქნება საშვებულებო დროის გადანაწილება.
ძალიან შემომიტიეს!
ფაქტია ახლ სანამ შედარებით ბევრი დრო მქვს, სიტუაცია უნდა გამოვიყენო და ვნახო ეს გდარეული ცხოველები, თორემ მერე სერიოზულ მუშაობას რომ დავიწყებ ძნელი იქნება საშვებულებო დროის გადანაწილება.
Labels:
ვეშაპები,
მე ვხედავ მზეს
Jun 8, 2011
რა უნდა ვიცოდეთ ძილის შესახებ? სინათლე, საჭმელი და სასმელი
ვაგრძლებ პოსტის წერას უძილობასთან/უხარისხო ძილთან ბრძოლის შესახებ. პირველი პოსტი შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ ---- ბმული.
-ყავა, ღვინო და ძილი. ცნობილი ფაქტია რომ ძილის წინ ყავის დიდი რაოდენობით (სამი ფინჯანი) მიღება უარყოფითად მოქმედებს ძილზე, ღვინის იგივე რაოდენობით მიღება კი პირიქით დადებითად. მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? აღმოჩნდა რომ ყავის მიღების შემდეგ რთულდება ჩაძინება, ძილის პირველი ფაზა უფრო დიდ ხანს გრძელდება, ირღვევა ძილის ციკლი და ადამიანი ღამე რამოდენიმეჯერ იღვიძებს. კოფეინი ხელს უშლის ღრმა ძილს. ღვინის მიღება - ხელს უწყობს სწრაფ ჩაძინებას, ადამიანს აქვს ღრმა ძილი (ძილის მესამე და მეოთხე ფაზები), მაგრამ პრობლემა იქმნება ე.წ. სიზმრის ძილის დროს (REM) - ხშირად იღვიძებს, ანუ ალკოჰოლი ხელს უწყობს ჩაძინებას მაგრამ ხელს უშლის ძილის შენარჩუნებას! რჩევა - ძილის წინ ითხი საათით ადრე შეეცადეთ არ მიიღოთ ყავა და ალკოჰოლი.
-დღის შუქი და ძილი. 2002 წლამდე მეცნიერები ფიქრობდნენ რომ ადამიანის ბიორითმები დღის სინატლის მიხედვით იცვლება. 2002 წელს კი მოხდა რევოლუციური აღმოჩენა - თვალში აღმოაჩინებს უჯრედთა ჯგუფი რომლებიც დღის სინათლეზე რეაგირებენ, სწორედ ეს უჯრედები განაპირობებენ ჩვენს ბიორითმებს (უჯრედები აგზავნიან სიგნალებს ტვინში, სიგნალები იწვევენ მელატონინის წარმოებას), და მათზე მანიპულაციის შედეგად შესაძლებელია ბიორითმების მანიპულაციაც.
ღამღამობით მელატონინის კონცენტრაცია იზრდება და ჩვენ ვიძინებთ, გათენებისას კი მიუხედავად იმისა რომ ჩვენი თვაი დახუჭულია, სინათლე მოქმედებს ზემოთ ხსენებულ უჯრედთა ჯგუფზე და მელატონინი წარმოება მცირდება, სხეული ფხიზლდება და ჩვენ ვიღვიძებთ. რჩევა- თუ ჩვენ გვინდა რომ მთელი ღამე გვეძინოს, სასურველია საძინებელი ოთახი კარგად უნდა ჩავაბნელოთ. თუ ჩვენი დღის რეჟიმი მოითხოვს რომ ძალიან ადრე გავიღვიძოთ, შეგვიძლია სინათლის გამოყენება. სინათლის წყარო ის სპეციალური ნათურებია რომელსაც სინათლის თერაპიისატვის იყენებენ, დღის სინათლის ნათურებსაც უწოდებენ, ამ ნათურების დახმრებით შესაძლებელია მელატონინის დონის დაწევა ( ეს თერაპია გავილილი მაქვს და შედეგად მართლა ფხიზლდები).
- საჭმელი და ძილი. საკვები დიდ გავლნას ახდენს ძილის ხარისხზე, ამიტომ ადამიანები რომლებსაც ძილის პრობლემები აქვთ ყურადღებით უნდა მოეკიდნონ რაციონს. აღმოჩნდა რომ კოლჰიდრატებით მდიდარი იწვევს დაღლილობის შეგრძნებას და ადამიანს უნდა დაძინება. კოლჰიდრატების გადამუშავების/დაშლის შედაგად თავისფლდება ინსულინი, რომელიც თავის მხრივ ეხმარება ამიომჟავა ტრიფტოფანს ტვინამდე მიღწევას. ტრიფტოფანი სეროტონინის წარმოებას უწყობს ხელს, სეროტონინის მაღალი დონე კი დაღლილობის შეგრზნებას იწვევს. თუ თქვენ გსურთ რომ მთელი დღის განმავლობაში ფზიხლად იყოთ, საჭიროა პროტეინებით მდიდარი საკვები მიიღოთ. რჩევა - ძილის წინ ოთხი საათით ადრე მიღებული კოლჰიდრატებით მდიდარი საკვები დაძნების სურვილს აჩენს, პროტეინებით მდიდარი საკვები კი ორგანიზმს სიფხიზლის შენარჩუნებაში ეხმარება.
- საჭმელი და ძილი. საკვები დიდ გავლნას ახდენს ძილის ხარისხზე, ამიტომ ადამიანები რომლებსაც ძილის პრობლემები აქვთ ყურადღებით უნდა მოეკიდნონ რაციონს. აღმოჩნდა რომ კოლჰიდრატებით მდიდარი იწვევს დაღლილობის შეგრძნებას და ადამიანს უნდა დაძინება. კოლჰიდრატების გადამუშავების/დაშლის შედაგად თავისფლდება ინსულინი, რომელიც თავის მხრივ ეხმარება ამიომჟავა ტრიფტოფანს ტვინამდე მიღწევას. ტრიფტოფანი სეროტონინის წარმოებას უწყობს ხელს, სეროტონინის მაღალი დონე კი დაღლილობის შეგრზნებას იწვევს. თუ თქვენ გსურთ რომ მთელი დღის განმავლობაში ფზიხლად იყოთ, საჭიროა პროტეინებით მდიდარი საკვები მიიღოთ. რჩევა - ძილის წინ ოთხი საათით ადრე მიღებული კოლჰიდრატებით მდიდარი საკვები დაძნების სურვილს აჩენს, პროტეინებით მდიდარი საკვები კი ორგანიზმს სიფხიზლის შენარჩუნებაში ეხმარება.
Jun 7, 2011
საზაფხულო არდადეგებს ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებ!
ვაშაააააააა! მეოთხე სემესტრიც ჩავარაკრაკე და საზაფხულო არდადეგებიც ოფოციალურად დაიწყო!
მერე რა რომ ხუთი კვირა უნდა ვიმუშაო?!
მერე რა რომ მუშაობა გამიჭირდება?!
მერე რა რომ ზაფხულის უმეტეს დროს ქალაქში გავატარებ?
სამაგიეროდ:
მალე ჩემები ჩამოვლენ!
გამომუშავებულ ფულს ნორვეგიაში დავხარჯავ! ჰმ, ან კიდევ მართვის მოწმობას ავიღებ!
ცოტა ფული თუ დამრჩა სავარჯიშო დარბაზის წლიურ აბონიმენტს ვიყიდი!
და კიდევ თუ დამრჩა იმ ჩანთას ვიყიდი აგერ უკვე ნახევარი წელი რომ შევყურებ :)
მერე რა რომ ხუთი კვირა უნდა ვიმუშაო?!
მერე რა რომ მუშაობა გამიჭირდება?!
მერე რა რომ ზაფხულის უმეტეს დროს ქალაქში გავატარებ?
სამაგიეროდ:
მალე ჩემები ჩამოვლენ!
გამომუშავებულ ფულს ნორვეგიაში დავხარჯავ! ჰმ, ან კიდევ მართვის მოწმობას ავიღებ!
ცოტა ფული თუ დამრჩა სავარჯიშო დარბაზის წლიურ აბონიმენტს ვიყიდი!
და კიდევ თუ დამრჩა იმ ჩანთას ვიყიდი აგერ უკვე ნახევარი წელი რომ შევყურებ :)
Labels:
მე ვხედავ მზეს
Jun 6, 2011
ამბები ესე ბოლო სასწავლო დღისაი :D :D
ისე არხეინად ვზივარ გეგონება სამშაბათს მე კი არა ჩემ მეზობლებს აქვთ გამოცდა.იმედია ჩემი ჯგუფელი კარგად წაიკთხავს ჩემს საგამოცდო ნამუშევარს და გამოცდაზეც კარგად გამაკრიტიკებს, ან შენიშვნებს ფურცელზე მაინც დაწერს და მომცემს. ეს მომცემს საგამოცდო ნამუშევარში ცვლილებების შეტანის საშუალებას მანამ სანამ საბოლოოდ გადავაგზავნი კურსის ხემძღვანელთან.
რაც შეეხება ნაშრომს რომელიც მე უნდა წამეკითხა და შემეფასებინა. ასე გადავწყვიტე - თავად გამოცდაზე არ გავაკრიტიკებ ჩემ ჯგუფელს, არამედ ვიტყვი რომ ჩემი მოსაზრებები დავწერე და იმედია გაითვალისწინებს იმიტომ რომ მისი ნაშრომი დახვეწას და დაფიქრებას საჭიროებს (სინამვილეში შეიძლება თავიდან დაწერასაც!). დადებით მომენტებზე ვიფიქრებ კიდე რეები მოვიფიქრო, მთლად თითიდან გამოწოვილი რომ არ გამოვიდეს.
ახლა სხვა ამბები.
ფეხი საერთოდ აღარ მტკივა, მაგრამ მაინც არ დავრბივარ იმიტომ რომ არ მინდა გარისკვა, მეშინია! ხვალიდან ჩემი პროგრამის მიხედვით მხოლოდ ხუთი წუთი სირბილი შემიძლია, და ვირბენ მხოლოდ ხუთი წუთი. ისე ამ ორი დღის განმავლობაში ბევრი ვიარე კლდეებზე და საერთოდ არ შევუწუხებივარ ტკვივილს, რაც ძალიან კარგი ნიშანია :) მოსაწყენ ფიზიოთერაპიულ ვარჯიშებს ვაკეთებ და ვარ. ძალიან მარტივი და მოსაბეზრებელი ვარჯიშებია, მაგრამ არ ვდარდობ.
ჩემ თავს პირობა მივეცი - კონცენტრირებულ ვარჯიშს კიდევ თუ დავიწყებ, ეს არ იქნება ფეხის წვერებზე 100 აწევა მხრებზე 50 კილოგრამით! სირბილით კი როგორც კი შევძლებ დავუბრუნდები ჩემს ერთ საათიან ვარჯიშს, მიზანი მომავალ წელს 20 კილომეტრიანი მარათონის გარბენაა :)
Labels:
სტუდენტური ცხოვრება
Jun 5, 2011
წვრილშვილიანი დედა
ადგილობრივ ზოოპარკში ლოსს ორი პატარა ხბო შეძინა. რადგან ლოსის ხბო არასდროს მინახავს, დრო ვიხელთეთ თუ არა ეგრევე წავედით სანახავად. ხოდა აი ეს "პატარა" ხბოები შეგვრჩა ხელში :)
პ.ს. არ მექონა ლოსს ამსიგრძე ფეხები თუ ქონდა. ძალიან გრძელი და ძაალიან თხელი. გამიკვირდა ამ სიმძიმე სხეულს ეს ფეხები როგორ იჭერენთქო, თან ეს ოხრები ისე კარგად დარბიან ტყეებსა და ჭაობებში, ბარე ბევრ ცხოველს შეშურდება :)
გემრიელი საჭმელის მოლოდინში.
Jun 4, 2011
Torta al Cioccolato con spuma di Latte al Kirsch
უჰ, ამ ნამცხვრის სახელწოდება ძლივს დაწერე, მაგრამ დამიჯერეთ წვალებად ნამდვილად ღირდა სახელის დაწერაც და ნამცხვრის გამოცხობაც. ადრე ერთ პოსტში ვწერდი ნამცხვრების წიგნის შესახებ რომელიც დიდი ხანია გვაქვს მაგრამ ნელ ნელა ვეპარები, იმიტომ რომ ჯერ ერთი - წიგნი იტალიურადაა და გადმოთარგმნა მეზარება, და მეორეც თითოეული ნამცხვარი იმდენად რთული ჩანს რომ მხოლოდ რეცეპტის წაკითხვა მყოფნის იმისათვის რომ უარი ვთქვა.
თუმცა გუშინ ჩემ თავს გამოწვევა გავუკეთე და მორიგი ნამცხვარი მოვამზადე, ნამცხვრის სახელია Torta al Cioccolato con spuma di Latte al Kirsch, იმდენად გემრიელი გამოვიდა რომ გადავწყვიტე რეცეპტის თქვენთვის გაზიარება. დამიჯერეთ ეს ის ნამცხვარია რომელიც ფურორს გამოწვევს ნებისმიერ სიტუაციაში :) ძალიან ნაზიმ პირში დნება და შოკოლადის და ალუბლის მსუბუქი გემო დაჰკრავს :)
აბა დავიწყოთ მომზადება :)
1. ნამცხვრის ბაზა - ნამცხვრის ბისკვიტისათვის გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტი - კლადკაკა . როცა ბაზას გამოაცხობთ კარგად გააცივეთ.
2. ალუბლის მუსი:
- ცივ წყალში დაალბეთ 4 გრამი ჟელატინი (ორი ფურცელი).
- 100 მლ. რძეში ჩაყარეთ 100 გრ გამოკურკული ბალი ან ალუბალი, დაამატეთ 40 გრამი შაქარი და წამოადუღეთ. როცა წამოდუღდება გადმოდგით გაზქურიდან, დაამატეთ გაწურული ჟელატინი და შეაგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. როცა შეგრილდება დაამატეთ 100 გრამი ალუბლის ლიქიორი.
- თასში ათქვიფეთ 200 გრამი ნაღები, და ნელ ნელა დაამატეთ რძიან - ლიქიორიანი მასა.
- ცივ წყალში დაალბეთ 5 გრამი ჟელატინი (დაახლობით ორნახევარი ფურცელი)
- წყლის აბაზანაზე დაადნეთ 160 გრამი შავი შოკოლადი და 50 მლ. ნაღები.
- თასში კარგად ათქვიფეთ ორი კვერცხის გული და 40 გრამი შაქრის პუდრა.
- მეორე თასში კარგად ათქვიფეთ ორი კვერცხის ცილა და ნელ ნელა შეათქვიფეთ 220 მლ ნაღები.
- შოკოლადი რომ დადნება, დაამატეთ გაწურული ჟელატინი, კარგად ამოურიეთ და შემდეგ კარგად შეათქვიფეთ კვერცხის გულიან მასას. ამ მასას ბოლოს დაამატეთ ნაღებიან ცილიანი მასა და ნაზად მაგრამ კარგად აურიეთ.
- ნამცხვრის ბისკვიტს დაასხით შოკოლადის მუსის ნახევარი, შედეთ საყინულეში 10 წუთით.
- 10 წუთის შემდეგ დაამატეთ ალუბლის ლიქიორიანი მასა და ისევ შედეთ საყინულეში 10 წუთით.
- სულ ბოლოს დაამატეთ შოკოლადის მუსის მეორე ნაწილი, და დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით.
მორთულობა:
ნამცხვრის მორთვა შესაძლებელია მარილში მოხალული ნუშით ან პისტაჩიოს და ქოქოსის ფანტელის ნარევით.
გემრიელად მიირთვით ტკბილ ღვინოსთან ერთად :)
Jun 3, 2011
Children, Parents and Grandparents
გთავაზობთ კარნავალის პოსტების გაგრძელებას. პირველი პოსტი იხილეთ აქ Amazing Colors, Music and People
ყველაზე მეტად რაც ძალიან მიყვარს ჰამარკულენს კარნავალში, არის ის რომ ეს არის სხვადასხვა კულტურების, ფერების, მუსიკის, ასაკის დღესასწაული. სულ პაწაწინა ბავშვებიდან დაწყებული, ასაკიანი ადამიანებით დამთავრებული ყველას შეუძილია მონაწილეობის მიღება, ცეკვა და მაყურებლის გახარება :)
Labels:
just,
ჰამარკულენს კარნავალი
Jun 1, 2011
ჰელპ!
მომავალ სამშაბათს ამ სემესტრის ბოლო საგამოცდო და სასწავლო დღე მაქვს. დილის 8.30 საღამოს 16.00 საათამდე გამოცდაზე უნდა ვიყოთ, ერთმანეთის პრეზენტაციებს ვუსმინოთ და შემდეგ კი ოპონირება გავუკეთოთ იმ ნამუშევარს რომელიც კურსის ხემძღვანელმა წინასწარ გადმოგვივგზავნა. ოპონირების გაკეთება ხდება იმ კრიტერიუმების მეშვეობით რომელიც ასევე წინასწარ არის მოცემული.
ნამუშევარი რომელსაც მე უნდა გავუკეთო პონირება არის ტრაგედია. საერთოდ არანაირ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, არ აქვს ლოგიკურობა და შინაარსი რომელიც ოკუპაციურ თერაპიასთან არის კავშირში. ხოდა აი ამ ნაშრომის ოპონირება უნდა გავაკეთო.
ძალიან ვნერვიულობ, იმიტომ რომ ვიცი ნაშრომის ავტორი რა მდგომარეობაშიცაა, და კარგად ვიცი რომ ვერ მოასწრო, თუმცა თვალის დახუჭვა და იმის თქმა რომ ეს კარგი ნამუშევარია არ შეიძლება იმიტომ რომ მაშინ მე გამოვდივარ დებილი, ხოდა არც ის ვიცი როგორ ვთქვა ეს ყველაფერი ისე რომ არც ხორცი დავწვა არც შამფური.
ჰელპ!
Labels:
სტუდენტური ცხოვრება
რა უნდა ვიცოდეთ ძილის შესახებ?! ნაწილი პირველი
ყველამ ვიცით რომ ხარისხიანი და კარგი ძილი ასევე ხარისხინი და კარგი დღის საწინდარია. თუმცა ჩემი ბლოგის მკითხველთაგან, რამდენს შეგიძლიათ თქვათ რომ კარგად გძინავთ? ან მეგობრებს და ახლობლებს რომ კითხოთ რამდეს აქვს კარგი ძილი? ასე მგონია რომ ძალიან ცოტა დადებითი პასუხი იქნება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ პოტების დაწერა. შევეცდები მოკლედ განვიხილო თუ როგორ შეგვიძლია უძილობასთან ან უხარისხო ძილთან ბრძოლა.
-ტემპერატურა- თუ ძილის წინ თბილ აბაზანას მიიღებთ, უფრო ადვილად დაგეძინებათ. აბაზანის მიღების დროს სხეულის ტემპერატურა იზრდება, შემდეგ კი კლებულობს. ტემპერატურის ეს ცვლილება მაღალიდან - დაბლამდე განაპირობებს მოდუნების შეგრძნებას. რჩევა - ძილის წინ დაახლობით ერთი საათით ადრე მიღებული თბილი აბაზანა ადვილად ჩაძინებას უწყობს ხელს.
-საწოლში/საძინებელ ოთახში გატარებული დრო - ადამიანები ძილის პრობლემებით როგორც წესი დიდი ხანი რჩებიან საწოლში და ცდილობენ ჩაძინებას, ცდილობენ აინაზღაურონ დაკარგული ძილი. სამწუხაროდ ჩაძინება მაინც ვერ ხერხდება, შედეგად კი არის გატეხილი ღამე და გაღიზიანებული ხასიათი. რჩევა - დაიცავით ძილის რეჟიმი -საწოლლ ოთახში მხოლოდ მაშინ შედით როცა გეძინებათ, დაწექით და ადექით ყოველთვის ერთიდაიგივე დროს! მაგ. იმუშავეთ ღამის ორ საათამდე, შემდეგ დაწექით და ადექით დილის რვა საათზე, იმისდა მიუხედავად გეძინათ თუ არა.
-როგორ ვებრძოლოთ ხვრინვას? - რა ხდება ხვრინვის დროს? როცა ადამიანს ძინავს, ის კუნთები რომელბიც სასუნთქ გზებს აკონტროლებენ დუნდებიან. სასუნთქი გზები ვიწროვდება და ჩასუნთქვა ამოსუნთქვის დროს ხდება ძლიერი ვიბრაცია - ხვრინვა. რჩევა - არსებობს სპეციალური პლასტირები რომლებიც ძილის წინ ხახაზე უნდა მიიკროთ და შემდეგ დაიძინოთ. ასეთი პლასტირები ვიბრაციის სიძლიერეს ამცირებენ. ზოგადად კი ჯობია ექიმს მიმართოთ და რჩევა მიიღოთ, რადგან ხვრინვა ძალიან საშიში მდომარეობაა რომელსაც გართულებები შეიძლება მოჰყვეს.
Subscribe to:
Posts (Atom)