May 31, 2011

მარწყვის ნამცხვარი ბეზეთი :)

დღეს გთავაზობთ გემრიელი და ადვილად მოსამზადებელ მარწყვის ნამცხვარს შოკოლადის ძირით და ბეზეთი. რატომ მარწყვის? იმიტომ რომ ახლა სეზონია, და რაც შეიძლება ბეეევრი ნამცხვარი უნდა გამოვაცხოთ :P :P

ბისკვიტი:
1. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსზე, საცხობ ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. გარეცხეთ მარწყვი და გააშრეთ კარგად.

2. 150 გრ დამდნარი კარაქი, 200 გრ. შაქარი და 3 კვერცხის გულისაგან გააკეთეთ კარგი გოგლიმოგლი. დაამატეთ 200 გრ. არაჟანი, 1 ჩ.კ. საცხობი ფქვილი, 1 ჩ.კ. ვანილი, 100 გრ. შავი გახეხილი შოკოლადი და კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ 6 ს.კ. ფქვილი. ნაზად ამოურიეთ. შემდეგ ჩაასხით ფორმაში და გამოაცხეთ დაახლობით 30 წუთის განმავლობაში. დრო რომ გავა, ხოს ჩხირით შეამოწმეთ ბისკვიტი თუ მზადაა. თუ ჩხირი სველია ესეიგი მზად არაა და გამოაცხეთ კიდევ 10 წუთი.

3. სანამ ბიკსვიტი ცხვება მოამზადეთ ბეზე. სამი კვერცხის ცილა ძალიან კარგად ათქვიფეთ მწიკ მარილთან ერთად, თანდათან შეათქვიფეთ 150 გრ. შაქრის პუდრა და 1 ჩ.კ. ვანილი.

4. აიღეთ დაახლობით 20 გრამი შავი შოკოლადი და დაადნეთ წყლის აბაზანაზე. 2 ს.კ. კონიაკი ან რამე ალკოჰოლი დაამტეთ. როცა შოკოლადი დადნება შიგნით ჩააწეთ მარწყვის თავები და მერე გადაიტანეთ საცხობ ქაღალდზე ან თეფშზე გასაშრობად :)

5. როცა ბისკვიტი მზად იქნება, თავზე გადაუსვით ბეზე, შედგით ღუმელში დაახლობით 10 წუთი, დროის გასვლის შედეგ გამორთეთ ღუმელი, კარი ოდნავ გამოაღეთ და დატოვეთ ნამცხვარი შეგრილებამდე.

6. როცა ნამცხვარი შეგრილდება, გამოიღეთ ღუმელიდან, თავზე შოკოლადიანი მარწყვები მოაყარეთ და გემრიელად მიირთვით :)


პ.ს. მახინჯ ფოტოებს არ ვიმჩნევთ :D

May 30, 2011

ალცჰეიმერის დაავადების პირველი ნიშნები ძალიან ადრეულ ეტაპზე ცერებროსპინალურ სითხეში ჩანს

იმ პაციენტებშიც კი რომლებთაც მეხსიერების მსუბუქი პრობლემები აქვთ შესაძლებელი ხდება ადრეულ ეტაპზე ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოზის დასმა ან რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანების გამოვლენა, ამბობენ Sahlgrenska akademin ს მკვლევარები მრავალწლიან ექსპერიმენტებზე დაყრდნობით.

- რაც უფრო ადრე გამოვავლენთ დაავადებას, მით უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობა გვეძლევა, რადგან მედიკამენტები რომლებიც დღეს დღეობით გვაქვს მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქების შესაძლებლობას იძლევა, ამბობს სალგრენსკა აკადემიის პროფესორი Kaj Blennow.

ბოლო წლების განმავლობაში რამოდენიმე მნიშვნელოვანი ბიომარკერი გამოიკვეთა. ეს ბიომარკერები წარმოადგენენ პროტეინებს რომლებიც ცერებროსპინალურ სითხეში არიან და რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოზის დასასმელად ადრეულ ეტაპზე. უკვე ნათელი და მეცნიერულად დასაბუთებულია რომ CSF და AD ბიომარკერები მეხსიერების მსუბუქი პრობლემების შედეგად იცვლება და მათი იდენტიფიკაცია ბევრად ადრეულ ეტაპებზეა შესაძლებელი.

- პაციენტებს რომლებსაც აღენიშნებოდათ ცერებროსპინალურ სითხეში შეცვლილი ბიომარკერები, გაუარესების 27 ჯერ მეტი რისკი ქონდათ. ასევე ნათელი გახდა, რომ ზოგ პაციენტს რომლებთაც ქონდათ მსუბუქი კოგნიტური აშლილობა, განუვითარდათ ალცჰეიმერის დაავადება და მათ ცერებროსპინლურ სითხეში აღმოჩნდა შეცვლილი ბიომარკერები, ამბობს Kaj Blennow.

ინფორმაცია სტატიის შესახებ:
ჟურნალი - Lancet Neurology
სტატიის სახელი - Prevalence and prognostic value of CSF markers of Alzheimer’s disease pathology in patients with subjective cognitive impairment and mild cognitive impairment in the DESCRIPA study: a prospective, case-control study

May 29, 2011

Just for fun :)

ახალი სამუშაო კვირისათვის დადებითი განწყობა წინა სამუშაო კვირის ბოლოდან უნდა შევიქმნათ, ხოდა ამ სურათებით შევეცადე კარგი განწყობა შემექმნა თქვენთვის :) იმედია იმხიარულებთ :)










May 28, 2011

Hot, hot like a hell!

რათქმაუნდა ჩემი ფავორიტი მოცეკვავეთა კლუბის ბოლოსთვის შემოვიტოვე. უძლიერესი კლუბია, ყოველ წელს რაღაც ახალს და საინტერესოს გვთავაზობელ, ლამაზი კოსტიუმებით, პროფესიონალური გამოსვლით და რაც ყველაზე მეტად მიყვარს - მაყურებელთან კონტაქტით!

თავად შეაფასეთ :)
















Amazing Colors, Music and People

საშინელი ამინდის მიუხედავად ჰამარკულენს კარნავალი მაინც შედგა, და თან როგორ. მონაწილეთა რაოდენობა ყოველ წელს მატულობს. ყოველ წელს უფრო და უფრო ლამაზ წარმოდგენებს გვთავაზობენ მაყურებელს. ხოდა დღეს მიუხედავად საშნელი წვიმისა, ჩვენ მაყურებელი მაინც ქუჩაში ვიდექით და მოცეკვავეებს მხარს ვუჭუერდით. შიგდაშიგ ვცეკვადით კიდეც იმიტომ რომ ძნელია 10 გრადუსზე უმოძრაოდ იდგე რამოდენიმე საათის განმავლობაში.

რადგან ძალიან ბევრი სურათი გადავიღე, პოსტებს რამოდენიმე კატოგორიად დავყოფ და ისე შემოგთავაზებთ :)

პ.ს. გაგრძლება იქნება :)

















May 25, 2011

...

ძალიან მიჭირს არ გამოვეხმაური იმ მოვლენებს რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში,
ამავდროულად არ მინდა ამყრალებული ქართული პოლიტიკით ჩემი ბლოგიც ავამყრალო.

სპილოები აუტისტი ბავშვების სამსახურში.

აუტიზმის მკურნალობისას ხშირად იყენებენ Animal Therapy -ის.ტაილანდელი მეცნიერების ფანტაზია ძალიან შორს წავიდა და ჩვეულებრივი ძაღლის, ცხენის ან დელფინის ნაცვლად დაიწყეს სპილოების გამოყენება. შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა მაგრამ თუ ბავშვებს სიამოვნებთ სპილოებთან ურთიერთობა, რატომაც არა?! :)

დამატებითი ინფორმაციისათვის უყურეთ ვიდეოებს :)



ესეც მეორე :)

May 23, 2011

ძალიან გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა პატარა გამოკითხვაში :)

კურსის ბოლოსათვის რაპორტი უნდა დავწერო, და აქტივობა რომელიც ავირჩიე არის ბლოგის წერა. შესაბამისად ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი რა ფაქტორები თამაშობენ როლს ბლოგის წერაში?

გთხოვთ პასუხები კომენტარებში მომწეროთ. შეგიძლიათ თავისუფალი ტექსტი დაწეროთ, ან პასუხი გასცეთ შემდეგი პუნქტების მიხედვით:

  1. გარემო - ფიზიკური, სოციალური, ვირტუალური.
  2. პიროვნება - ღირებულებები, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და კოგნიტური თავისებურებები.
  3. აქტივობა - რა საფეხურების გავლა არის საჭირო იმისათვის რომ შევძლოთ ბლოგზე წერა?
ყველას დიდი მადლობა :)

მუშაობა დემენციით დაავადებულ ადამიანებთან, დემენცია 3

დემენციით დაავადებულ ადამიანებთან მუშაობა დიდი გამოწვევაა ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანისათვის. პროფესიონალი საჭირობეს ღრმა ცოდნას როგორც დააადების ისე დაავადებულის და რაც მთავარია საჭიროა ე.წ. გფუფური მუშაობა როცა სხვადასხვა პროფესიის ადამიენბი ერთად მუშაობენ ერთი მიზნის მისახწევად.

რა პროფესიის ადამიანები მუშაობენ დემენციით დაავადებულ ადამიანებთან? მედდა, ფიზიოთერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, მომვლელი, ლოგოპედი, ექიმი, დიეტისტი, ნეიროფსიქოლოგი და ა.შ. სამწუხაროდ ჩვენტან საქართველოში დემენციურ ადამიანებთან თითქმის არავინ მუშაობს და ისინი მთლინდ ოჯახის წევრებზე არიან დამოკიდებულნი, რაც ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომაა და იგივეა რაც გულის მანკიანი ან ფილტვების ანთებიანი ადამიანი დატოვო უმკურნალოდ. ის თუ რატომ ხდება ასე ხშირად მიფიქრია და მგონია რომ დამოკიდებულია ბევრ რამეზე. უცოდინარობაზე - როცა რამე არ იცი, და კარგად ვერ ერკვევი ხშირად არც გინდა მასთან საქმის დაჭერა. ფინანსებზე - დემენციით დაავადებული ადამიანები არ არიან პრიორიტეტთა ჯგუფში, "მაინც ვერ ვუშველით". თავად დემენციით დააავადებული ადამიენების ოჯახის წევრებზე - ხშირად არ იციან რასთან გვაქვს საქმე და ბევრს გონიათ რომ ეს არის ნორმალური სიბერე. არადა არა!!! ეს არის დაავადება!!!

ამიტომ ვფიქორბ რომ ზოგადი განათლება დემენციის შესახებ არის აუცილებელი! განათლება საშუალებას იძლევა უფრო კარგად გავიგოთ დაავადების არსი, უფრო კარგად მოვეხმაროთ ადამიანს, და რაც მთავარია ჩვენ მუშაობას აზრი ვუპოვოთ.

მე როგორც ოკუპაციური თერაპევტი (კი ჯერ სტუდენტი მაგრამ მაინც) ვფიქორობ რომ საჭიროა პატარა 3-4 საათიანი უფასო კურსების გაკეთება სადაც დემენციით დაავადებულ ადამიანთა ოჯახის წევრები შესძლებდნენ ინფორმაციის მიღებას ამ დაავადების შესახებ. ვფიქრობ რომ ამ საგანმანათლებლო კურსში მონაწილეობა უნდა მიიღოს სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებმა, რომ ოჯახის წევრს ქონდეს ძირითადი წარმოდგენა ვის მიმართოს ამა თუ იმ სიტუაციაში.
ჩემი პროფესიის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი - განათლებაა და სწავლებაა. სწორედ ეს წარმოადგენდა ამ პოსტების დაწერის მიზანს.

May 22, 2011

კლადკაკა მარწყვის საწებლით :) მნიაააამ :)

დღეს გთავაზობთ შვედეთში ძალიან პოპულარული შოკოლადის დესერტსის რეცეპტს, რომელიც როგორც წესი ნაღების კრემით მიირთმევა, მაგრამ რადგან მე და ნაღები ვერ ვმეგობრობთ, კრემი მარწყვის საწებელით შეცვალე. ნამცხვარს ქვია კლადკაკა და მისი მომზადება თითოეულ თქვენთაგანს უმარტივესად შეუძლია, განსაკუთრებით კი ახლა როცა მარწყვის სეზონი თავის ზენიტშია :)

ჩემი კლადკაკა ძალიან გემრიელი გამოვიდა - სველი კონსისტენცის ნამცხვარი შოკოლადის ძალიან გამოკვეთილი გემოთი.


აბა ასე, დავიწყოთ კლადკაკას მომზადება :)

სანამ ცომის მომზადებას დაიწყებთ: წინასწარ გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსზე. 26 სმ დიამტერიან ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი.

მოვამზადოთ ცომი : 2 კვერცხისაგან, 200 შაქრის ფხვნილისაგან და 3 ს.კ. კაკაოსაგან მოამზადეთ კარგი გოგლიმოგლი. დაამატეთ 1 შეკვრა შაქრიანი ვანილი, 75 გრამი დამდნარი კარაქი და 150 გრამი ფქვილი + მეოთხედი ჩაის კოვზი საცხობი ფქვილი (თუ არ გაქვთ არაუშავს, არც ისე საჭიროა). ეს ყველაფერი ძალიან კარგად ათქვიფეთ, ჩაასხით წინასწარ მომზადებულ ფორმაში და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში. (ცომს რომ გადაანაწილებთ ფორმაში ნახავთ რომ ის თხელი იქნება და ასეც უნდა იყოს)

შენიშვნა: კარგად დააკვირით - ნამცხვარს როგორც კი თავი მოუშრება ესეიგი მზადაა. ამიტომ 10 წუთის გასვლის შემდეგ გამოხსენით ხოლმე ღუმელის კარი და ნამცხვრის თავის სიმშრალე ხელით მოსინჯეთ.

მარწყვის საწებელა: 200 გრამი მარწყვი/მალინა დააბლენდერეთ ან ჩანგლით კარგად გაჭყლიტეთ. მარწყვის გემო რომ კარგად გამოიკვეთოს სასურველია ერთი ჩაის კოვზი ლიმნის წვენის დამატება (თუ არ გაქვთ არააა აუცილებელი). შაქრი არ დაამატოთ, იმიტომ რომ ნამცხვარი ძალიან ტკბილია და რაიმე მომჟავო გემოს საწებელი სჭირდება რომ გემო გაანეიტრალოს.

გემრიელად მიირთვით :)

May 21, 2011

მინდა მინდა მინდა!

ამ ჩანთებიდან რომელიმე მინდა, ძალიან თან, მაგრამ ფულს ვერ ვიმეტებ. არადა ვგრძნობ რომ მჭიდება რაღაც ახალი და ჭრელი!


ეს უფრო მომწონს იმიტომ რომ ჩემი საყვარელი მწვანე ურევია.

May 20, 2011

კურიოზები ჩემი პატარა დისშვილის ცხოვრებიდან ;)

ჩემი პატარა დისშვილი თამარი, 3 წლის.

ფრჩხილების კვნეტა დაუწყია, ხოდა თურმე როცა "დანაშაულზე" იჭერენ ამბობს - ფრჩხილებს კი არ ვიკვნიტავ, თითებს ვიფხან, მართლა. (რაღა ფრჩხილების კვნეტაში დაემსგავსა დეიდამისს :()

სტუმრად რომ მიყავთ, ელოდება როდის მისცემენ კომპლიმენტებს. გუშინ სკოლაში ყოფილა წასული და სახლში უკმაყოფილო მოსულა - არავინ მითხრა თაკო რა ლამაზი გოგოაო.

როცა ეძახიან თამარს, თამუნას პასუხობს - მე თაკო ვარ.

როცა რაიმე ახალი აცვია (ან მისი ფავორიტი ძველი ჩასაცმელი) დაეყუდება ხოლმე მშობლების, მეზობლების, ნათესავების წინ (ვისაც ხელში მოიგდებს :D ) და ელოდება როდის ეტყვიან კომპლიმენტს. მანამ დგას სანამ სასურველ კომპლიმენტს არ მიიღებს :D :D

May 19, 2011

დავხტუნავდი

ორი უცნაური რამ დამემართა.
1. ვარჯიშის ერთი დღეც რომ გამოვტოვო ფეხის სახსრები მტკივა. ეს ტკივილი მხოლოდ ჯდომისას და წოლისას მქვს, თორემ თუ დავდივარ ან როცა ვდგევარ ვერ ვგრძნობ.

2. ამ თვეში მგონი მარვენა ფეხის m. triceps surae დავიზიანე თავად კუნთი ან კიდევ მყესი. ჯერ არ ვიცი. ფეხის წვერზე აწევის ან დაწევის დროს საშინლად მტკივა, ეს კი ნიშნას რომ ვეღარ დავრბივარ ისე როგორც მინდა. არადა უკვე ერთი საათამდე ვიყავი ასული სირბილში, ყოველ ათ წუთში ორ წუთიანი სიარულით.

თუ არ გადამიარა ექიმს მივაკითხავ :)


p.s. ველაპარაკე დღეს ექიმს და როგორც ჩანს კუნთის ანთება მაქვს. თავი უნდა შევიკავო სიბილისგან და ანთების საწინაამღდეგო მედიკამენტი მივიღო. ტეხავს, ისე საკაიფოდ დავრბოდი!

May 18, 2011

ბიონიკური პროტეზი - რევულუცია პროტეზების სფეროში

ავარიის შედეგად პაციენტმა მილომ, 26 წლის, მრავალჯერადი ტრამვა მიიღო. მაშინ როცა ტრამვების უმრავლესობა მორჩა, ხელის ფუნქცია ვერ აღდგა. დაახლობით ერთი დეკადის განმავლობაში მილოს მარჯვენა ხელი პარალიზებული იყო და მისი გამოყენება შეუძლებელი იყო, რაც ყველაზე სამწუხაროა მდგომარობა არ უმჯობესდებოდა.
სამი წლის უკან მილოს კითხეს სურდა თუ არა ხელის ნებაყოფლობითი აპლუტაცია. "ოპერაცია შეცვლის ჩემს ცხოვრებას. 10 წელი ამ ხელით ვიცხოვრე, და მისი გაუმჯობესება შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი მისი მოჭრა და ახალი ხელის მიღებაა" პასუხობს მილო ჟურნალისტის კითვაზე ვენის ჰოსპიტალში. ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება მილომ მას შემდეგ მიიღო რაც პრაქტიკულად სცადა ჰიბრიდული ხელის გამოყენება. როგორც ჩანს შედეგით კმაყოფილი დარჩა.
ასეთი ბიონიკური ხელის პროტეზების წარმოება ხდება გერმანულ კომპანიაში Otto Bock. ხელს შეუძლია სხვადასხვა მოძრაობების შესრულება, ტვინიდან წამოსული სიგნალები გადადის ორ სენსორში რომელნიც მკლავის კანზე, ნერვების ზემოთ არიან მოთავსებულნი. ეფექტი ისაა რომ პაციენტი ხელის პროტეზს აკონტროლებს იგივე ნერვების საშუალებით, რომლითაც ის ჯანმრთელ ხელს აკონტროლებდა.
პროფესორი Oskar Aszmann აქტიურად თანამშრომლობს Otto Bockის კომპანიასთან და დარწმუნებულია რომ იმ ადამიანებს რომელებსაც ხელის ფუნქცია დაკარგული აქვთ და მისი გაუმჯობესების შანსიც არააა, ამპუტაცია და ტექნოლოგიურად გამართული პროტეზის გამოყენება ყველაზე კარგი გამოსავალია.

კიდევ პატარა ვიდეო მთლიანი ხელის პროტეზზე.


May 16, 2011

სხვადასხვა დემენციური დაავადებები, დემენცია 2

როგორც წინა პოსტში ვწერდი, დემენციური დაავადებები სამ კატეგორიად ერთიანდება - პირველადი დეგენერატიული, ვასკულარული და მეორადი დემენცია. მინდა შეგახსნოთ რომ დემენცია არ არის ნორმალური სიბერე, ეს არის ავადმყოფობა რომელიც ტვინის უჯრედების დაზიანების შედეგად არის გამოწვეული!

წერას დავიწყებ პირველადი დეგენერატიული დემენციით. ამ ჯგუფში ერთიანდება შემდეგი დაავადებები:
  • ალცჰეიმერის დაავადება
  • ფრონტოტემპორალური დემენცია
  • ლევი ბოდის დემენცია
  • დემენცია პარკინსონიზმის შედეგად.
საეთო ამ დაავადებებ შორის - ნეირონების სიკვდილი, სიმპტომები ნელა ჩნდება და მდგომარეობაც თანდათან უარესდება ტვინის დაზიანებასთან ერთად.

ალცჰეიმერის დაავადება - წარმოადგენს დაავადებათა კრებულს და დემენციით დაავადებულთა 60-70% ში გვხვდება. სად - ტვინის ტემპორალური და პარიეტალური ნაწილები. როდის - დაავადება იწყება 65 წლის ასაკიდან, თუმცა შეიძლება უფრო ადრეულ ასაკშიც განვითარდეს (გენეტიკური ალცჰეიმერი). სიმპტომები - მეხსიერების პრობლემები, ადამიანს უჭირს ტელევიზორის ყურება იმიტომ რომ არ აქვს მთლიანობის შეგრძნება, უჭირს სიტყვების მოძებნა - ენაზე მადგას ფენომენი, დროის ცუდი აღქმა, სივრცეში ორიენტაციის უნარის დაქვეითება, დაავადებული შფოთავს, არის ცუდ ხასითზე და ძალიან ადვილად ბრაზდება. მკურნალობა- დღესდღეობით მკურნალობა არ არსებობს, შეიძლება წამლების მიღება სიმპტომების შემსუბუქების მიზნით (მკურნალ ექიმს უნდა მიმართოთ).

ლევი ბოდის დემენცია - 80იან წლებში აღმოაჩინეს და ჯერ ჯერობით არ იციან რამდენად ხშირია ეს დაავადება. ლევის სხეულები (Lewy body) არიან მიკროსკოპული ზომის მავნე პროტეინები რომლებიც ტვინში გროვდებიან და უჯრედებს აზიანებენ. სად - ტვინის ნებისმიერ ადგილში. როდის - ჩვეულებრივ 65 წლის ზემოთ. სიმპტომები - მხედველობითი ჰალუცინაციები, უყურადღებობდა, ადვილად იღლება, უჭრს მანძილის განსაზღვრა, ნელი მოძრაობები, მეხსიერების პრობლემები. მკურნალობა -პარკინსონის დროს გამოყენებად ლ-დოპას შეუძლია მოტორული სიმპტომების შემსუბუქება. სიმპტომების შემამსუბუქებელ სამედიცნო პრეპარატებს შეიძლება კარგი ეფექტი ქონდეს დაავადების დასაწყიში.

ფრონტოტემპორალური დემენცია - არის დაავადება რომელსაც არანაირი საერთო აქვს ალცჰეიმერთან. დაავდების რამოდენიმე ფორმა არსებობს მაგრამ ძირითადი ის არის რომ ამ დაავდების დროს ხდება ნერვიული უჯრედების დეგენერაცია და სიკვდილი ტვინის ფრონტალურ და ტემპორალურ ნაწილში, ეს კი პირველ რიგში ზეგავლენას ახდენს ადამიანის ხასიათისა და სოციალური ქცევაზე. დროის განმავლობაში ადმაიანი ხდება ძალიან ჩაკეტილი და უჭირს კომუნიკაცია. სად - ტვინის ფრონტოტემპორალური ნაწილი. როდის - იწყება 50-60 წლიდან. სიმპტომი - პრობლემა დასკვნების გამოტანაში, მსჯელობაში. შეცვლილი ხასიათი, უცაბედი გაღიზინებადობა, რიგიდული სახის გამომეტყველება. მეხსიერების სირთულეები და სივრცეში ორიენტაცის სირთულეები უფრო გვიან ვითარდება ვიდრე ალცჰეიმერის დროს. მკურნალობა - არ არსებობს. ხდება სიმტომების შემსუბუქება სხვადასხვა მედიკამენტების მეშვეობით. წამლების გამოყენება შეიძლება იყოს სახიფათო რადგან პირვონებას ბიეფექტები შეიძლება განუვითარდეს.

დემეცია პარკინსონიზმის დროს - დემენციით დაავადებულთა 2% აღენიშნება. დემენცია პარკინსონიზმის შედეგად იშვიათი დაავადებაა, და პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს მხოლოდ გვიან ეტაპებზე შეიძლება განუვითარდეთ. სად - პარკინსონი ტვინის სიღრმეში იწყება (სუბსტანცია ნიგრა), თუ დემენცია ვითარდება ეს ნიშნას რომ უჯრედების კვდომა კორტიკალურ დონეზე ხდება. როდის - პარკინსონის დაავდების გვიანდელ ეტაპებზე. სიმპტომი - პარკინსონის დაავადების სიმპტომებთან ერთად კონცენტრაციის და მეხსიერბის პრობლემები, ენერგიის ნაკლებობა, ადამიანი არის პასიური, არ იღებს ინიციატივას, ჰალუცინაციები, ქცევის დარღვევები. მკურნალობა - როგორც ალცჰეიმერის დროს.

ვასკულარული დემენცია ტვინში სისხლძარღვების დაზიანების შედეგად ვითარდება და მოიცავს შედეგ მდგომარეობებს: დემენცია დამბლის შემდეგ, კაპილარების დემენცია. პირველადი დეგენერატიული დემენციისაგან განსხვავდევით სიმპტომები უცაბედად ვითარდება. თავად ის თუ რა სიმპრომებია სახეზე დამოკიდებულია ტვინის დაზიანების კერაზე. ისევე როგორც სხვა დემენციური დაავდებების დროს არ არსებობს მკურნალობის ფორმები, მაგრამ მედიკამენტები გამოიყენება იმისათვის რომ ტვინის სხვა დგილებიც არ დაზიანდეს.

რისკ ფაქტორები - ასაკი, 90 წელს გადცილებულ ადამიანთა შორის 50% აქვს დემენცია. 60 წლამდე კი მხოლოდ 1%. გენეტიკური ფაქტირები, მაღალი წნევა 40-50 წლის ასაკში.
დამცავი ფაქტორები - უმაღლესი განათლება. სოციალური და მენტალური აქტივბა. თუ ადამიანს აქვს მაღალი წნევა საჭიროა სწრაფი მკურნალობა.

May 15, 2011

ევროვიზიის გამარჯვებული

ხოდა ასე მეგობრებო!
აზერბაიჯანმა მეოთხე ცდაზე მოახერხა ევროვიზიის გამარჯვება! ისე აზერბაიჯანმა კი არა შვედებმა გაიმარჯვეს რადგან სიმღერა და ნომერი სწორედ შვედების დადგმული იყო, ბექშიც კი შვედები ყავდათ.

როგორც ყოველთვის ვერ ვხვდები რატომ მოეწონა ევროპას მათი სიმღერა, მაგრამ მაინც, ვულოცავ ჩვენს მეზობლებს :)

ესეც გამარჯვებული სიმღერა :)
მომავალ წელს ბაქოში შევხვდებით :)



პ.ს. ჩვენ მეცხრე ადგილზე გავედით. ვფიქრობ რომ 25 ქვეყანას შორის მშვენიერი შედეგი!

May 14, 2011

მზეო გამოდი, გამოდი!

როცა ჩემს დღის წესრიგში დგება საკითხი - დღეს რა გავაკეთო (საჭმელი) ვხვდები რომ ვერ ვარ კარგად!

ტეხავს, ეს კურსი ყველაფრის ხალისს მიკლავს, მაგრამ ამავდროულად ვხვდები რომ ყველაფერი ისე ვერ იქნება როგორც მინდა და როგორც ვგეგმავდი შესაბამისად უნდა ვიბრძოლო! ფსიქიკურ ბრძოლაში და თავის დარწმუნებაში კი იმდენი ენერგია მიდის რომ ბოლოს ძალიან ვიღლები და კითხვის თავიც არ მაქვს, უფრო სწორად არ მინდა იმიტომ რომ მიზანს ვერ ვხვდები.

კიდევ კარგი ბლოგი მაქვს და კიდევ კარგი რაპორტს ვწერ თორემ გადავირეოდი!

მონადირე

კომუნის ეს დაქირავებული, დღეს დილას ეზოში იდგა და ჩიტებს ხოცავდა. კი ვიცოდი ასე რომ აკეთებენ, მაგრამ ჩემი თვალით რომ დავინახე (ტირის თოფის ხმაზე გამეღვიძა), რაღაცნაირად შემეცოდნენ ფრინველები.

არადა ადრეც დამიწერია, იმდენად აბეზარი თოლიები და მტრედები არიან, ვნატრობდი ნეტა ვინმემ დააფრთხოს ეზოშითქო :(

May 11, 2011

დღის ფოტოკოლაჟი

უნივერსიტეტის დავალების გამო, ჩემი ქალაქის გვერდით მდებარე პატარა კუნძულზე წავედით (მე და სამი სხვა ჯგუფელი). ეს სურათები იქ გადავიღე, იმედია ისიამოვნებთ :) ხარისხი ცუდია, ჯერ ერთი იმიტომ რომ ფრინველები შორს იყვნენ და მერეც იმიტომ რომ ძალიან მოძრაობდნენ :)

ეს არის ხოხობი. ძალიან ხშირად შეხვდებით ამ ფრინველს და მისი არ დანახვა შეუძლებელია.
რაღაც ბუჩქი.
კანადური ბატი თავისი ჭუჭულებით :)
სიმაღლის მიხედვით მწკრივში მოცურავე ჭუჭულები. ისეთი კარგი ამინდი იყო ლამის მეც შევუერთდი :)
სანაპიროს ყვავილები
და კიდევ ხოხობი :) იგივე რაც ზევით :)
მოცურავე ოჯახი :) რა მაგარია ისე, ეს ფრინველები წყალშიც ცხოვრობენ, მიწაზეც და ფრენაც შეუძლიათ :)