Mar 31, 2011

ექიმები

მთელი ერთი კვირის განმავლობაში უამრავი რამ დაგროვდა რის შესახებაც დაწერა და მსჯელობა მინდა, მაგრამ კონფიდენციალობის გამო არ ვწერ. არადა თან ძალიან მინდა გაზიარება, იმიტომ რომ ჩემმა ქართველმა მკითხველმა ნახოს - ექიმებს შორის დიდი განსხვავება არ არის!

ექიმების პროფესიონალიზმი შეიძლება სხვადასხვაა, თუმცა კარგი და ცუდი ექიმები ყველგან არიან, მაგრამ ავადმყოფთან მობყრობა ბევრს ძალიან ეშლება - აქაც და იქაც!

Mar 30, 2011

გარიგება აქაურად :P:P

დღეს სახლისაკენ მომავალ გზაზე, ტრამვაიში ერთ ფრიად მხიარულ საუბარს წავესწარი :)

ალბათ არაა მართებული ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანების მოსმენა, შეიძლება რაღაც დონეზე არაეთიკურიცაა მაგრამ ამ ქალბატონების უკან ვიჯექი და არ მოსმენა უბრალოდ არ გამოდიოდა, უფრო სწორად ვერ გამოდიოდა. ჯერ ერთი იმიტომ რომ ხმამაღლა საუბრობდნენ და მერე კიდევ დიალოგის თემა საკმაოდ "მხიარული" იყო :)

ორი დარბაისელი ქალბატონი, არაბული წარმოშობის (გარეგნობიდან გამომდინარე) ერთმანეთს შვილებზე ესაუბრებოდა - ვინ იყო მათი შვილი, შესახედაობა, საქმიანობა, მეგობრები, გემონება და ა.შ. ჯერ თავიდან გამიკვირდა მეთქი რატომ აღწერენ ასე დაწვრილებით შვილებს, რამოდენიმე გაჩერების შემდეგ კი "ამოვხსენი ამოცანა".

(როგორც ყოველთვის) დედებს ფრიად "მზაკვრული" გეგმები ქონდათ შვილებთან დაკავშირებით. ალბათ თავადაც ხვდებით უკვე :D და მართლებიც ხართ - დედებს სურდათ ბავშვების ერთმანეთზე გარიგება. საქმე ისე უნდა გაკეთებულიყო რომ ბავშვებს არ ეგრძნოთ სინამდვილეში რას ქონდა ადგილი.

....სამწუხაროდ გაცნობის დაგეგმვის მომენტში ჩემი გაჩერებაც მოვიდა და ჩამოვედი ტრამვაიდან :)

Mar 28, 2011

ჰეპპი :) (dance)

ესეც ესე, პრაქტიკის პირველმა დღემაც ჩაიარა :) ჯერ ჯერობით ცოტა ბუნდოვნადა საქმე ინტერვენციის სფეროში, მაგრამ დანარჩენის მხრივ სიცოცხლე ჩქეფს ჩემს ორთოპედიულ ქვეგანყოფილებაში :) მუშაობის ტემპი სწორედ ისეთია მე რომ მიყვარს - სწრაფი!!! განყოფილების პერსონალი ანუ ოკუპაციური თერაპევტები არიან ძაააალიან კარგები! ყველა ცდილობს დაგვეხმაროს, დაგვაკვალიანოს. დაკვალიანება კი ნამდვილად გვჭირდება რადგან განყოფილება ნამდვილი ლაბირინთია :) (კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ მომეწონს იქაუროაბა :D )

დღეს საავადმყოფოდან რომ მოვდიოდი, ფეხსაცმელიც ვიყიდე. იაფფასიანია მაგრამ გამძლე უნდა იყოს წესით, თუ არადა ერთ თვეში კი ვრჩები პრაქტიკას, ფეხსაცმელსაც გარანტიის ვადა გასდის და უკან მივუბრუნებ :D

პ.ს. ფეხსაცმელი ჩვენი სააადმყოფოს ტანსაცმლის ფერების მიხედვით შევარჩიე :) ჩვენი ფერებია - თეთრი, ლურჯი და ცისფერი :)

ვიცი გაინტერესებთ ვის ვმკურნალობთ, მაგრამ ეს ინფო კონფიდენციალურია და ბლოგზე ვერ დავწერ :) სხვადასხვა ორთოპედიული შემთხვევებისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ კი აუცილებლად დავწერ ხოლმე, იქნებ ვინმეს გამოადგეს :)

Mar 26, 2011

როგორ გაგვახარეეეს ამ ოხრებმა :)

ეს ვიდეო რომ ბლოგზე არ დამედო უბრალოდ არ შეიძლებოდა!
საქართველო ხორვატია 1:0
კაი მწვრთნელის მუშაობის შედეგებს უკვე ვხედავთ!!!


საავადმყოფოს ფეხსაცმელი

პრაქტიკისთვის სპეციალური ფეხსაცმელი მჭირდება. პრაქტიკა ორშაბათს მეწყება, ფეხსაცმელი კი ჯერ კიდევ არ მიყიდია. ადრე პრაქტიკაზე ასეთი ფეხსაცმელი მქონდა, მაგრამ ძალიან არაპრაქტიკულია, არ მომწონს თითები რომ მქვს გადმოყრილი

კომფორტული ბოტასები კი მაქვს მაგრამ ისინი სავარჯიშოდ მჭირდება, თან არ ვიცი საავადმყოფოში გამოდგება თუ არა რადგან ლინოლეუმზე ჭრიჭინობს. ხოდა ვარ ასე თავის მტვრევაში და რაიმე კომფორტულის ძიებაში. მნიშვნელოვანია რომ ფეხსაცმელი იყოს მსუბუქი, რბილი და ადვილად მოსახმარი, სიარულის დროს ხმა რომ არ ქონდეს. ქვემოთ რომ სურათებია ისინი მომწონს ჯერ ჯერობით, შეხედულებით და ფასით 30 ევროს ფარგლებში, მაგრამ აზრზე არ ვარ როგორი სახმარები არიან და ფეხს რას უზავენ მთელი დღის განმავლობაში :(

კროკები, ძალიან პოპულარული და მსუბუქი ფეხსაცმელია. თავს ვიკავებ მხოლოდ იმიტომ რომ სუფთა რეზინია და არ მინდა სუფთა რეზინი გაუხდელად მეცვეს ფეხზე
ეს ფეხსაცმელი ძალიან მსუბუქ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ შიგნით არ ვიცი თუ არის რაიმე სპეციალური ამობურცული ტერფისათვის. თუ არის მაშინ ამას ვიყიდი
ეს ფეხსაცმელიც ძალიან მოსახერხებელი მგონია. ზოგადად მომწონს ამ სტილის ფეხსაცმელი. თუმცა ისევ და ისევ, აზრზე არ ვარ მოსახერხებელია თუ არა.
ისე უნდა ვაღიარო, ბოლოს უნგრეთში რომ ვიყავი ვნახე სპეციალური ფეხსაცმელი მედიკებისათვის და საავადმყოფოს პერსონალისათვის. ხის ძირზე იყო, ძალიან მსუბუქი და ასე მგონია მოსახერხებელიც, მაგრამ არ ვიყიდე მეთქი ახლა არ მჭირდება, არადა იმდენი არ ვიფიქრე რომ სამ თვეში უნგრეთში არ ჩავიდოდი მხოლოდ ამ ფეხსააცმლისათვის.

Mar 25, 2011

ლუდი მოტივაციის შესაქმნელად! :)

ჩემ მეგობარ ნინოს სკაიპში გამოვემშვიდობე და ჩემი აზრით დასაძინებლად წავედი, მაგრამ როგორც ჩანს ღამე გვიან დაწოლის ჩვეულება იმდენად გამჯდარი მაქვს, რომ დაღლის მიუხედავად მაინც ვერ დავიძინე, მერე რა რომ მთელი ნახევარი საათი ჩემ თავს ვარწმუნებდი -ხო ხედავ გეძინება, ხოდა დაიძინე!

მოკლეთ ვერ დავიძინე, ავდექი და გადავწყვიტე რაიმე საქმის გაკეთება. ახლა მე თქვენ გეკითხებით რა არის იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ორი კვირის წინ დარეცხილი სარეცხის დაუთოვება? ნამდვილად არაფერი, მაგრამ რა ვქნა რომ დაუთოვება საშინლად არ მიყვარს?!

ბევრი ფიქრის შემდეგ ასეთი Solution ვიპოვე. კი, დაუთოვება არ მიყვარს, მაგრამ სამაგიეროდ მიყვარს ლუდი, ხოდა რა მოხდება თუ ერთ ბოთლ ლუდს ავიღებ და უთოობის დროს მივირთმევ? ფიქრი და გაკეთება ერთი იყო. მაცივრიდან გამოვიღე გემრილი სტაროპრამენი და შევუდექი საქმეს.

შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა! ლუდის წრუპვაში ისე მალე დავაუთოვე ყველაფერი რომ ვერც კი ვიგრძენი დროის გასვლა. :) შედეგი?! დაუთოვებული სარეცხი და შებახუსებული მე :) ახლა ჭურჭლი მაქვს კიდე დასარეცხი, ხოდა ვფიქრობ იგივე გზას ხომ არ მივმართო?! :D

თქვენ როგორ აკეთებთ იმ საქმეს რისი გაკეთებაც საშინლად არ გიყვართ მაგრამ საჭიროა რომ გააკეთოთ?

ჩემი პატარა ქალაქი :)

ამბობენ პირველი პაციენტები სამუდამოდ ამახსოვრდება ადამიანსო და ასე მგონია რომ მართალია, ყოველი შემთხვევისთვის ჯერ ჯერობით მართალია. ასევე ამბობენ პატარაა "ეს ქვეყანაო" და ესეც მართალია, ყოველი შემხთვევისათის აქამდე ასეა :)

ორი წლის წინ პირველ პრაქტიკას დამბლის რეაბილიტაციის ცენტრში გავდიოდი. დღემდე მახსოვს ყველა პაციენტი ვისაც შევხვდი, ასევე დღემდე მახსოვს თითოეული მათგანის სიმპტომი, მაშინდელი სტატუსი, და პრობლემა. ასევე კარგად მახსოვს მათი ოჯხური მდგომარეობა, პროფესია, საცხოვრებელის სტატუსი და ა.შ.

რაზე ვწერ ახლა ამას, დღეს სემინარზე ერთ -ერთმა ჯგუფმა წარმოადგინე ერთი დამბლიანი პაციენტის ქეისი. ხოდა ჰოი საოცრებავ, ამ პაციენტში ამოვიცანი ერთ ერთი პაციენტი რომელსაც ორი წლის წინ შევხვდი და ინტერვიუ ჩავატარე. როგორც აღმოჩნდა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვლილა ბოლო ოწი წლის განმავლობაში, მაგრამ ერთი რამ რაც არ შეცვლილა მისი სიმპტომები და პრობლემატიკაა. ძალიან გული დამწყდა რომ ორი წლის წინ და ახლაც მას იგივე პრობლემა აქვს :(, შესაბამისად დღის წესრიგში დავაყენე საკითხი - რა ჩემ ფეხებს მიკეთებენ ის პერსონალი რომელიც მასთან მუშაობს?!

Mar 23, 2011

My Kawai Orthotics :)

მიყვარს ვორკშოპები! კი ძალიან დამღლელია, კი ყოველთვის ალიაქოთია მაგრამ ვორკშოპის შედეგად მიღებულ ინფორმაციას და გამოცდილებას არაფერი შეედრება! ეს ორი დღეა ოკუპაციური თერაპიის ერთ ერთ მნიშვნელოვან სფეროს გავდივართ, კერძოდ კი ხელის არტახების და არტაშანების დამზადებას ვსწავლობთ.


რატომ არის ეს სფერო ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის ოკუპაციური თერაპევტებისათვის?! არსებობს უამრავი კვლევა რომლის შედეგიც მიუთითებს რომ პაციენტებს რომლებსაც აქვთ ართროზი, რევმატიზმი, სპასტიკური ხელი და ა.შ. არტაშანის გამოყენება პოზიტიურ შედეგს იძლევა - კლებულბს ტკივილი, ხდება სახსრების სტაბილიზაცია და ადამიანს მეტ ნაკლებად უმტკივნეულოდ შეუძლია სხვადასხვა საქმის გაკეთება. რადგნაც ჩვენ ოკუპაციური თერაპევტები სწორედ საქმის კეთებაზე ვართ ორიენტირებულნი, ვიყენებთ ხელის არტაშანს იმისათვის რომ შევამციროთ ტკივილი, გავზარდოთ ხელის სახსრების სტაბილურობა.
როგორც ზემოთ ავღნიშნე არტაშნებთან დაკავშირებით უამრავი კვლევა არსებობს, უმრავლესობა მათ პოზიტიურ ეფექტზე მიუთითებს, თუმცა არ უნდა დავგვავიწყდეს რომ მხოლოდ არტშანი ფუნქციონალური ვარჯიშის გარეშე არაფრის მაქნისია. ასევე აუცილებელია ვიცოდეთ რომ არსებობს არტაშანის რამოდენიმე სახეობა. ზემოთ სურათზე რომ არტაშანია ის ხელის დასასვენებლად გამიყენება. როცა პაციენტი მას ატარებს საქმის შესრულება შეუძლებელია. მაგრამ არტაშანი რომეცლი ქვევით სურათებზეა მოცემული ფუნქციონალურია, მისი მიზანია ცერა თითის სახსრების სტაბილიზაცია და ტკივილის შემსუბუქება სხვადასხვა საქმიანობის დროს.ესეც იგივე არტაშანის ზედხედი
ზემოთ ჩემს მიერ მომზადებული არტაშნების გარდა კიდევ ძალიან ბევრი სახეობა არსებობს, მათი მომზადება როგორც წესი ხდება ინდივიდუალურად ოკუპაციური თერაპევტების ან სხვა პროფესიის წარმომადგენლების მიერ. სიმართლე რომ გითხრათ დამზადება ძალიან საინტერესო და შრომატევადი პროცესია, უნდა გაითვალისწინო ხელის თითოეული კუნთი და სახსარი, ისევე როგორც ფუნქციონალური დარღვევა, არტახის მიზანი და ის თუ რამდენი ხნის განმავლობაში აპირებს პაციენტი მის ტარებას.

ჯერ ჯერობით ჩემი ცოდნა ამ სფეროში მიზერულია და იმედია პრაქტიკის დროს გაღრმავდება, თუმცა უკვე მეცოდებიან ჩემი საწყალი პაციენტები. მთლიანი ხელის არტაშანის დამზადებას დღეს ორ საათზე მეტი ხანი მოვუნდი, და წარმოიდგინეთ როგორია ამდენი ხანი თანამშრომლობა პაციენტებისათვის.

Mar 19, 2011

რა ჭირს ამ ხალხს?

გადავირიე!
რეები ხდება მსოფლიოში! ერთდროულად!

ერთის მხრივ იაპონიაში ხალხი სიცოცხლეს სწირავას რომ ატორმური რეაქტორები როგორმე გააციონ, რომ როგორმე თავიდან აიცილონ კატასტროფა. მეორეს მხირვ ლიბიაში რაც ხდება ალბათ გაიგეთ, ომია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ფეხებზე კიდიათ უსაფრთხოებაც და ადამიანების სიცოცხლეც.

თუ გადაფი თავის სიტყვას შეასულებს მაშინ ევროპაში რა დაიწყება ღმერთმა იცის.
სრული საგიჟეთია მოკლეთ რომ ვთქვა.

ეს ოხერი ხელი!

ორშაბათი "დიდი დღეა". მე და ორი სხვა ჯგუფელი ვხვდებით პაციენტს რომელსაც თითების სახსრების პრობლემა აქვს. ჩვენი მიზანია ინტერვიუს და სხვადასხვა ტესტების შედეგად შევარჩიოთ მკურნალობის ფორმა რომელიც მეცნიერულად დადასტურებულია რომ შედეგი აქვს. ინტერვიუ და ტესტებიც თავისთავად ჩვენ უნდა ჩავატაროთ.

მახსოვს ხელთან შეხება პირველად პირველ კურსზე მქონდა. მაშინ დამბლის რეაბილიტაციის ცენტრში გავდიოდი პრქტიკას და პაციენტების 99%-ს ყველაფერთან ერთად ხელის რეაბილიტაციაც სჭირდებოდათ. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი რეაქციაც - "ხელის რეაბილიტაციის განხრით არასდროს ვიმუშავებ". სიმართლე რომ გითხრათ დღესაც იგივე ჭკუაზე ვარ, ოკუპაციური თერაპიის ეს განხრა არ მაინტერესებს ისევე როგორც ორთოპედია, მაგრამ იძულებული ვარ გავაკეთო ის რასაც პროგრამა მოითხოვს.

რატომ არის ხელი ასეთი მნიშვნელოვანი რომ ოკუპაცირ თერაპიაში ცალკე განხრა არის?! ადამიანის ტვინის მოტორ კორტექსში ხელის მტევნის ზონაზე დაახლობით 50% მოდის (ზემოთ რომ დევს იმ სურათს დააკვირდით). ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხელის ფუნქციას ადამიანისათვის. ეს არის სხეულის ნაწილი რომელსაც ფაქტიურად მხედველობის/ორიენტაციის ფუნქციის აღებაც შეუძლია. მაგალითად უსინათლო ადამიანები სწორედ ხელის მეშვეობით კითხულობენ ან კიდევ როცა ბნელ ოთახში შევდივართ სწორედ ხელის მეშვეობით ვახდენთ სივრცეში ორიენტაციას და ა.შ. მოკლეთ რომ მოვჭრა რეაბილიტაციის დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხელის ფუნქცია რაც შეიძლება კარგად აღდგეს, ან აღდგენის საშუალება თუ არ არის მაშინ მოხდეს ფუნქციის კომპენსაცია.

ვხვდები რა ოკუპაციური თერაპიის მნიშვნელობას ხელის რეაბილიტაციაში, მაინც ვერ ვითავისებ და მაინც ვერ ვარწმუნებ ჩემ თავს რომ ეს სფერო არის საინტერესო და ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. არადა ხელი ის სფეროა სადაც სამუშაო ყოველთვის იქნება და ჩემი პროფესიის ადამიანებზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა.

Mar 17, 2011

მაქსიმუმი მაგრამ რისი?!

რას ვგულისხმობთ როცა ვამბობთ - "ჩემი მიზანია ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო და გამოვავლინო"?!

რეალურად რომ ვიმსჯელოთ, საიდან ვიცი რა არის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი? ან კიდე რომელ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ? ფიზიკურზე? აქტივობაზე? ინტელექტუალურზე? კოგნიტურზე? თუ ოთხივეზე ერთდროულად? როგორ ვზომავთ ამ შესაძლებლობებს?! კი შეიძება ფიზიკური შესაზლებლობების გაზომვა, და მერე მაქსიმუმზეც საუბარი (ანატომიურ, ფიზიოლოგიური ამბები) მაგრამ როგორ შეიძლება მაქსიმუმის განსაზღვრა კოგნიტურ, ინტელექტუალურ, აქტივობის სფეროში?

კოგნიტური ფუნქციების გაზმოვა და შესწავლა ნამდვილად შეიძლება, მაგრამ შედეგი რომელსაც მივიღებთ მხოლოდ აღწერითი იქნება, ასევეა ინტელექტუალური ტესტებით მიღებული შედეგები. ჩვენ ვერასდროს ვიტყვით რომ ადამიანს რომლის აიქიუ არის 120 ორჯერ მეტი ინტელექტი აქვს ვიდრე იმ ადამიანს რომელსაც აქვს 60. აქტივობას რაც შეეხება, აქაც ჩახლართულია საქმე. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს სია სადაც ჩამოწერილი გვაქვს სხვადასხვა გასაკეთებელი საქმეების გეგმა. მას შემდეგ რაც ყველაფერი გავაკეთეთ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ გამოვავლინეთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი?!

ხოდა კიდევ ერთხელ ვკითხულობ- საიდან ვიცით რა არის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი?!

Mar 16, 2011

ჯაჭვი

კარგად აწყობილი ქვეყანა იმ ჯაჭვს მაგონებს რომლის თითოეული რგოლი მტკიცედ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. როგორც წესი ასეთი ჯაჭვი ძლიერია, მისი გაწყვეტა შეუძლებელია, რადგან დაძაბულობა თანაბრად ნაწილდება თითოეულ რგოლზე ან კიდევ ერთი რგოლის სისუსტე მეორე რგოლის სიძლიერით კომპენსირდება. მთლიანობაში კი ჯაჭვი მტკიცე და ურყევია!

იაპონია ერთ ერთი ასეთი ქვეყანა იყო, ძლიერი, განვითარებული და ერთ ერთი მოწინავე ტექნოლოგიებში. მაგრამ რა მოხდა? ბუნებრივმა კატასტროფამ ერთი რგოლი ამოაგდო ჯაჭვიდან და შედეგებს აგერ უკვე მეხეთუ დღეა ვხედავთ.

ძალიან სამწუხაროა.

Mar 15, 2011

მთავარია მონდომება და კარგი ხელები :)

სასიამოვნოდ გაკვირვებული და ყბაჩამოგდებული ვარ.

სიმართლე რომ გითხრათ ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი რომ ინვალიდის სავარძელი ასეთი "ჩახლართულია", ასევე ვერ ვიფიქრებდი რომ ძალიან ბევრი სახეობის სავარძელი არსებობს და გარდა ამისა ერთის სახეობის/მოდელის სავარძელი შეიძლება კერძო პირისათვის ისე მოერგოს რომ სრულიად უნიკალური გახდეს.

ბოლო ორი დღეა სპეციალური ვორკშოპები და ლექციები გვაქვს სავარძლებთან და ლიფტებთან დაკავშირებით. 16:00-ისთვის სრულიად დაღლილი ვარ, სახლშიც ძლივს მოვდივარ (არც კი მივარჯიშია ეს დღეები, დაღლილობისგან უბრალოდ ვერ ვინძრევი სახლში რომ მოვდივარ) მაგრამ ამად ნამდვილად ღირს. თეორიული და პრაქტიკული ცონდა რომელიც ამ ორი დღის განმავლობაში მივიღეთ მართლაც ძალიან საჭიროა მომავალი პრაქტიკისათვის.

არ ვიცოდი რომ ჩვეულებრივი მოდელის სავარძლებზე თითქმის ყველაფრის შეცვლა შეიძლება. გადიდება-დაპატარავება, ამაღლება-დამოკლება. ბორბლების შეცვლა, გადაადგილება. სახელურების შეცვლა, ტორმუზების შეცვლა. მოკლეთ რაც გინდა სულო და გულო, მთავარია პაციენტის სტატუსი კარგად შეფასდეს, მერე შესაბამისი სავარძელი შეირჩეს და ოპლია!

ერთი სული მაქვს როდის დავიწყებთ პრაქტიკას. მიუხედავად იმისა რომ არ მაინტერსებს ორთოპედია, ვაღიარებ იმედი მაქვს განყოფილებაში ბევრი პაციენტი იქნება ვისაც სავარძელი დასჭირდება, და მეც კარგად გავვარჯიშდები სავარძლების შერჩევაში.

იმისათვის რომ მიხვდეთ დაახლობით რის საშუალებას იძლევა კარგად ადაპტირებული და სწორად შერჩეული სავარძელი ამ ვიდეოს უყურეთ. მე პირადად აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანებით.


Mar 13, 2011

The Spirit Molecule DMT

ამ წუთას მოვრჩი ერთი ფრიად საინტერესო დოკუმენტური ფილმის ყურებას ასევე ერთი ფრიად საინტერესო ფსიქოდელიკური ნივთიერების DMT და მისი ეფექტის შესახებ. (სიმართლე რომ გითხრათ ასეთი დოკუმენტური ფილმები ძალიან მიზიდავს, მაგრამ ამავროულად ვხვდები რომ მათ დიდი უარყოფითი ზემოქმედება აქვს ჩემზე - ცნობისმოყვარეობას მიღვივებს.)

რა არის დმთ? ეს არის ალკოლოიდი, ფსიქოდელიკური ნივთიერება რომელიც ყველა ცოცხალ ორგანიზმში გვხვედება. ადამიანიდან დაწყებული მცენარეებით დამთავრებული. მისი აქტიური შესწავლა 50-იან წლებში ხორციელდებოდა. ცდები ვალანტიორებზე ხდებოდა. ნივთიერების მიღების შემდეგ ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი ვარიაბელის გაზომვას. ცდისპირთა გამოცდილება ძალიან მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა თითქმის ყველა სფეროს - რელიგია, უცხოპლანეტელები, მეცნიერება, ტექნოლოგია და.ა.შ. თუმცა ერთი საერთო ყველა ცდისპირს ქონდა - ისინი ამბობდნენ რომ დმთ-ის მიღების შემდეგ ისინი გახდნენ სამყაროს ნაწილები, გახდნენ მასთან შერწყმულნი. ალბათ ამიტომაც არის რომ დმთ-ის სულიერ/სპირიტუალ მოლეკულასაც ეძახიან.

დმთ ხელოვნება

დმთ -ის როგორც ჩანს ძველი ერები იყენებდნენ, და ამ ნარკოტიკის ზემოქმედება ხსნის უამრავ უცნაურ სურათს რომელსაც ძველ შენობებსა თუ ჩანაწერებში ვხვდებით. კიდევ ბევრ რამეს აბრალებენ დმთის მაგრამ არ დავწერ, უყურეთ ფილმსა და ნახავთ თავად :)

ფიზიოლოგიურად, როგორც ჩანს დმთ მოქმედებს ეპიფიზზე (ე.წ. მესამე თვალი), რომელიც ტვინის შიდა სტრუქტურებში მდებარეობს.

ესეც თავად დოკუმენტური ფილმი. იმედია ისიამოვნებთ :)

Some other plants :)

ირმის რქები :)
რაღაც ყვავილი რომელსაც შიგნით წითელი წინწკლები ქონდა :)

ყავა :)

მწერიჭამია მცენარე :)
ბანანის ყვავილის ფოთოლი :)
კაკაოს ნაყოფი :)
ბანანის ყვავილი :)
პაწაწუნა ბანანები :)

Mar 12, 2011

Amazing Orchids

We took the pictures today in the local orangery. It was just amazing! :)

Orchid with mustache :D
























Mar 9, 2011

ზამთარი შემოსულა ლენ! :D

ისეთი კარგი ამინდი გვქონდა, ისეთი კარგი ამინდი რომ ვერც კი იფიქრებდა ადამიანი ზამთარი თუ დაბრუდებოდა. მაგრამ როგორც ჩანს არ უნდა ზამთარს ჩვენი მიტოვება და თოვლით და ყინვით დახუნძლული უკან დაგვიბრუნდა ამ შუა მარტში!

სიმართლე გითხრათ მომზბეზრდა უკვე ზამთარი და სხვა დროს ამ მოვლენას ცუდი განწყობით შევხვდებოდი, მაგრამ ახლა მიხარია, იმიტომ რომ საშუალება მომეცა დავტესტო ახალი ბატინკები რომელიც სპეციალურად მთაში სასიარულოდ ვიყიდე. ხოდა ასე, ვიპრაკუნებ ამ ბატინკებით სანამ ცუდი ამინდი გვაქვს, თუ შევამჩნიე არ არის ის რისი გარანტიაც მომცეს, მივუტან უკან.

ესეც ჩემი ჯლაგუნა, მომწონს ძალიან. განსაკუთრებით მიტომ რომ ჩემი დაბ დღის საჩუქარია :)
და გვერდიდან. მე რომელიც მინდოდა იმას რეზინი მთლიანად აქვს შემორტყმული, მაგრამ პატარა ზომა არ ქონდათ, ხოდა მის ნაცვლად ეს მოდელი ვიყიდე. სადაც დიდ ტბორს ვნახავ იქ უნდა ვიტოპაო :D

შაბათ კვირას შევეცდები სტატია დავწერო სპეციალურად Hiking Boot ზე. სანამ ჩემებს ვიყიდიდი გადავაქოთე ინტერნეტი და იმედია თქვენც გამოგადგებათ ინფო რაც ვიპოვე. თან მთის სეზონიც მოდის და წინასწარ მომზადება კარგი აზრია :)

Mar 6, 2011

Desigual -Wish list!

ტანსაცმლის ხამი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ძნელია არ გავხდე ხამი მას შემდეგ რაც ეს მაღაზია აღმოვაჩინე შოპინგ ცენტრში (ჩემ ქმარს ველოდებოდი და დრო რომ გამეტარებინა შევიჭყიტე, ნეტა არ შემეჭყიტა!!!). მაღაზიის სახელია Desigual და არის ერთადერთი მაღაზია რომლის თითოეულ პროდუქტსაც სიამოვნებით ჩავიცმევდი-მაისურებიდან დაწყებული, პალტოებით დამთავარებული.

ეს კი ჩემი პატარა ვიშ ლისტი რომელიც დღეს დილას გავაკეთე
პალტო
პალტო
სატინის კაბა
ესეც კიდევ ერთი კაბა :)
კიდევ ერთი კაბა :)
პერანგი :)
კიდევ ერთი ფისიქოდელიკური პერანგი :)
დიიიდი ხელჩანთა :)
ცოტა პატარა ხელჩანთა :)
და კიდევ უფრო მატარა ხელჩანთა :)
ხედავთ ფასები სტუდენტებისათვის სრულიად მიუღებელია, შესაბამისად ველოდებით მზიან დღეებს როცა მუშაობს დავიწყებ, ან როცა გზაზე 100 000 ევროს ვიპოვი :)