Feb 28, 2011

აბღავლებული მე

დღეიდან დაიწყო მე ვხედავ მზის მეორე სხივი, და მეც დილიდანვე მომეცა პოსტის დაწერის და ანალიზის საშუალება. რა ბედნიერებაა, არც კი ვიფიქრებდი რომ ასე მალე დავწერდი ამ პოსტს.

ფაქტი, ანუ რა მოხდა - როგორც წინა პოსტში ვწერდი, დღეიდან ახალი საგანი დავიწყეთ, საგანი სომატიკაშია. კურსი მოიცავს ერთ თვიან პრაქტიკას და ჩვენც პირველსავე დღეს დავინაწილეთ ადგილები. ადგილები ყველა ადგილობრივ საავადმყოფოებში იყო. ჩემ დიდ ინტერეს იცით რომ წარმოადგენს ნევროლოგია/ფსიქიატრია. შესაბამისად კურსები რომლებიც ამ საგნებს ეხებოდა ძალიან კარგად ვისწავლე და შედეგიც ძალიან კარგი მქონდა. დღეს კი რა მოხდა - ერთადერთი ადგილი ნევროლოგიის განყოფილებაში, და ისიც ლოტით გავათამაშეთ მე და ერთ ჯგუფელს შორის. მე რათქმაუნდა წავაგე და ნევროლოგიის განყოფილების ნაცვლად ახლა მომიწევს ორთოპედიის განყოფილებაში ყოფნა. ორთოპედიის კი აზრზე არ ვარ, საგანი რომ ვისწავლეთ, ჩემი მიზანი იყო ერთი - გამოცდის ჩაბარება და სამუდამოდ დავიწყება. კიდევ კარგი ანატომია მაინც ვიცი კარგად, იქნებ გამომადგეს.

სიმართლე გითხრათ თავი ვერ შევიკავე და ძალიან ავღელდი, მივედი მასწავლებელთან და ვუთხარი რომ უსამართლობაა ლოტოთი ადგილის გადაწყვეტა, რომ ჯერ ჩვენი მოტივაციისათვის უნდა მოესმინათ და მხოლოდ მერე გადაეწყვიტათ თუ ვის დაეკავა ის ადგილი. მეორე მასწავლებელსაც იგივე ვუთარი, მაგრამ პასუხი იყო რომ ახალ ადგილს ვერ იპოვიდა. მოკლეთ თავი ვერ შევიკავე და მთელი დასვენება (დაახლოებით ერთი საათი) გულდასმით გამოვიტირე ჩემი ადგილი და ჩემი თავი.

დასკვნები - ვიცი ეს ყველაფერი თავის გამართლება და მოტივაციის შექმნის მცდელობაა, მაგრამ ვინ იცის იქნებ ორთოპედიის განყოფილება არც ისეთი უჟასია როგორც მე მგონია? როგორც ზემოთ ავღნიშნე, ამ საგნის საერთოდ დავიწყებას ვაპრებდი, მაგრამ ამ დავიწყებით ძნელია იმის მიხვედრა თუ რას ვკარგავ. იქნებ პირიქით სრულიად ვჯდები განყოფილების პროფილში და პირიქით შევძლებ კარგად მუშაობას?

კიდევ ვისწავლე რომ ხალხს უნდა ველაპარაკო. იმ გოგომ ვინც ადგილი "წამართვა", ჯობდა დავლაპარაკებოდი და ამეხსნა რატომ მჭირდებოდა ეს პრაქტიკა ნევროლოგიაში ასე ძალიან, იქნებ მოესმინა და თავად დაეთმო? მაგრამ იმ წუთას და ახლაც ისეთი აღელვებული ვიყავი არ შემეძლო საუბარი.

კიდევ ერთი დასკვნა, ტირილით საქმეს ვერ უშველი, მაგრამ გულს მოიოხებ. ეს ჯობია ემოციის დაგროვებას!

Feb 27, 2011

მეტი პოზიტივი!

ესეც ასეეეეეეეეეე :) ახალი 13.5 ქულიანი კურსი დაიწყო, ხანგრძლივობა არც მეტი არც ნაკლები 9 კვირა! რაც მთავარია - არანაირი დარბაზის გამოცდა. ის რომ სხვა სახის უამრავი გამოცდა და სემინარი გვექნება არ ვიმჩნევ :D :D

ეს კურსი სომატიკაშია, ძირითადად იმ ავადმყოფებთან გვექნება ურთიერთობა რომლებსაც სომატური პრობლემები აქვთ, ძირითადად მოხუცები, მაგრამ ასევე ადამიანები დამბლით, კუნთებისა და ძვლების დაავადბებით, MS, ALS და ა.შ. ჩემ დიდ ინტერეს ორი სფერო წარმოადგენს დამბლა და ALS, ეს უკანასკნელი რატომ მიზიდავს არც კი ვიცი, ფაქტიურად საშველი არ არის და ერთადერთი რაც ჩემს მოვალეობებში შედის არის ავადმყოფისათვის ინტელექტუალური სტიმულის მიცემა და სხვადასხვა დამხმარე საშუალებების გამოწერა.

ხოდა ასე, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მძიმე კურსი იქნება (ჩვენმა მასწავლებელმა აღნიშნა კიდეც ბავშვები გათანგულები ბრუნდებიან პრაქტიკის შემდეგო) რაღაცნაირად პოზიტიურად დავიწყე ფიქრი! უნდა შევეშვა იმაზე ფიქრს რომ რაღაც არ გამომივა, იმიტომ რომ ასე თუ ვფიქრობ უკვე ვუშვებ "რაღაცის არ გამოსვლის" ალბათობას!

ადრე ერთი სამხრეთ აფრიკელი ქალის ინტერვიუს ვუსმინე - ადამიანები რომლებიც ამბობენ არ შემიძლია, ვერ გავაკეთებ და ა.ს. ჩემთან ვერ იმუშავებენო, იმიტომ რომ ისინი უკე უშვებენ არ/ვერ გაკეთების ალბათობასო. ამბობდა ადამიანმა შეიძლება ვერ გააკეთოს რამე, მაგრამ სანამ რამის გაკეთებას დაიწყებს, ნეგატიური ფიქრები საერთოდ უნდა ამოიგდოსო თავიდან. ხოდა გამახსენდა ახლა ეს ქალი და შევეცდები მხოლოდ პოზიტივზე ვიფიქრო, მზის დანახვა კი ამაში ძალიან დამეხმარება!

Feb 26, 2011

დღევანდლი დღის გემრიელობა - შოკოლადის ჩიზქეიქი ნუშით :)

ეს რეცეპტი მსოფლიო სამზარეულომ დადო თავის ფეისბუქის გვერდზე და რომ არ გამესინჯა უბრალოდ არ შეიძლებოდა. თავიდანვე ვამბობ რომ მისი მომზადება არის უადვილესი, შედეგად კი მიიღებთ უგემრიელეს ჩიზის :)


აიღეთ მრგვალი ფორმა 26-28 სანტიმეტრი დიამეტრით და ჩააფინეთ მასში საცხობი ქაღალდი.

ბაზა
200 გრამ დაფშხვნილ პეჩენიაში აურიეთ 80 გრამი კარგად დამდნარი კარაქი, გადაზილეთ კარგად, ჩაყარეთ ფორმაში და ხელით გააბრტყელეთ. შედეთ მაცივარში :)

მოვამზადოთ ყველის კრემი
1. წყლის აბაზანაზე დაადნეთ 350 გრამი შავი შოკოლადი.
2. სანამ შოკოლადი დნება კარგად ათქვიფეთ 500 გრამი ხაჭო (ან რიკოტა ყველი), 250 გრამი მდნარი ყველი (მაგალითად ფილადელფია), 100 გრამი შაქრის პუდრა.
3. შოკოლადი რომ სრულიად დადნება დააცადეთ ოდნავ შეგრილდეს და მერე ნელ ნელა ჩაამატეთ ყველის მასაში, თან თქვიფეთ. შოკოლადიანი ყველის მასა გამოვა ძალიან სქელი.
4. გამოიღეთ მაცივრიდან ფორმა და შოკოლადის ყველიანი მასა ჩადეთ ქოვზით, შეეცადეთ კოვზით ზედაპირის მოსწორება, თუ არ გამოგივათ მაშინ თბილ წყალში დასველებული ხელით სცადეთ.

ნუშიანი მორთულობა
100 გრამი ნუში დაჭერით შუაზე ან ოთხად (როგორც გინდათ) დაყარეთ გაზქურაზე შემოდგმულ ტაფაზე, დაამატეთ 3-4 კოვზი კონიაკი (აუცილებელი არაა), ერთი სუფრის კოვზი შაქარი და ჩქარ ჩქარა ურიეთ. სითხე რომ ამოშრება და შაქარიც გადნება, გადმოდგით ტაფა გაზქურიდან, ნუშს დააცადეთ შეგრილება და მერე ჩიზიკს ზემოდან მოაყარეთ.

შენიშვნა- ნამცხვარი შედეთ საყინულეში 3 საათით, ან მაცივარში დატოვეთ მთელი ღამით :)

გემრიელად მიირთვით :)

Feb 25, 2011

შეჯამება

დღეს ბავშვთა ოკუპაციური თერაპიის ბოლო დღე გვქონდა, შესაბამისად მთელი დღე განვლილი კურსის შეჯამებასა და ჩვენი პრაქტიკის მიმოხილვას დავუთმეთ.

ეს კურსი იმით იყო საინტერესო რომ ჩვენი თვალთახედვა ძალიან გაფართოვდა, აღმოვაჩინეთ უამრავი სფერო სადაც ოკუპაციური თერაპევტები მუშაობენ, ან სადაც არ მუშაობენ მაგრამ საჭიროა ჩვენი ყოფნა. თითოეულმა ჩვენთაგანმა მოვყევით იმ ადგილის შესახებ სადაც ვიყავით და ვისაუბრობდით რას აკეთებენ ოკუპაციური თერაპევტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები, როგორ ადგენენ ინდივიდუალური თუ ჯგუფური თერაპიის გეგმებს.

ერთმანეთის ნაამბობებიდან ყველაზე მეტად იმან გაგვაკვირვა თუ რა ელემენტარულ შეცდომებს უშვებენ ამჟამად მომუშავე ოკუპაციური თერაპევტები. ასევე ვერ დავიჯერებ რომ ეს ადამიანები სტუდენტობის პერიოდში ისევე არ ფიქრობდნენ როგორც ჩვენ, ფაქტია მუშაობის პროცესში მოხდა რაღაც, მაგრამ რა?! შეიცვალენენ? მოდუნდნენ? როგორ მეშინია რომ ჩვენც რომ დავიწყებთ მუშაობას იგივენაირად ვიმოქმედებთ როგორც ის თერაპევტები რომლებიც დღეს მიწასთან გავასწორეთ.

gulis gaxetqvis smailiki

gulis gaxeetqvis smailiki
axlaxans movrchi momavali kursis gegmis kitxvas da guli mikdeba.
masalis sidide ar madardebs, imitom rom casakitxi racaa imis cakitxvas koveltvis vascreb., kvelaze metad is amdardebs tu ra unda gavaketot praqtikis dros da me arc ki vici shevdzleb tu ara. tradiciul intervius, funqciebis testirebisa da informaciis analizis garda, unda vimushavot somaturi pacientebis rehabilitaciaze, sxvadasxva damxmare sashualebebis gamoceraze da a.s. moklet kvelaferi is risi gaketebac gvevaleba mashin roca ukve mushaobs davikebt. ertis mxriv es akrgia imitom rom viscavlit da momavali karierisatvis mzad viqnebit magram amavdroulad dzalian meshinia shevdzleb tu ara kursis dadzlevas

ვირი იო და მე

ბავშვობაში მგონი ყველას უყვარს საკუთარი დაბადების დღე, რადგან ძირითადად ეს დღე საჩუქრებთან, ტკბილეულთან და სხვადასხვა დადებით მომენტებთან ასოცირდება. ალბათ მეც ასე ვიყავი (არ მახსოვს), მაგრამ ახლა როცა იმდენი წლის ვარ რამდენისაც ვარ, ჩემი დაბადების დღე საერთოდ არ მეხალისება, საჩუქრებს და ტკბილეულს აღარ აქვს ისეთი დატვირთვა როგორც ადრე. ჩემდა სამწუხაროდ მხოლოდ ცუდი აზრები მიტრალებს თავში.

წლებთან ერთად უფრო და უფრო ვემსგავსები ვირ იოს ვინი პუხიდან, არადა ასევე ბავშვობაში საშინლად ვიცინოდი მასზე.

პ.ს. დღეს მთელი დღე სემინარზე ვიქნები და სახლში გვიან მოვალ. ნამცხვარს შაბათს გამოვუცხობ ჩემ თავს, უფრო სწორედ ჩემ ქმარს რომელიც ძალიან მონდომებულია რომ ნამცხვარი გავაკეთოთ (არადა რა განსხვავებაა ნამცხვრებს ყოველთვის ვაცხობ).

საჩუქარი ჩემი თავისათვის?! ვფირობ ერთი კვარტალის სავარჯიშო ბარათზე და საკმარისი ფული თუ დამრჩა კიდევ ერთ წყვილ სავარჯიშო ტანსაცმელსაც ვიყიდი.

Feb 23, 2011

იქნებ მირჩიოთ რამეეე?!

თქვენი რჩევები მჭირდება! :) ხვალ არის სტუდენტური Job Fair და მეც თქვენი მონა მორჩილი ვაპირებ გამოცდის შემდეგ წასვლას და მონაწილეობის მიღებას იმ იმედით რომ ზაფხულში ერთ თვიან სამუშაოს ვიშოვი.

ხოდა მჭირდება თქვენი რჩევები- რა გავაკეთო იმისათვის რომ გავზარდო სამუშაოს მიღების შანსი?

წინასწარ მადლობა :)

Feb 21, 2011

ეს ნორმალურია?

ჰმ, არ მესმის ამდენს ვვარჯიშობ და წონაში დავიწყე მომატება.
ვარჯიში რომ დავიწყე, წონაში დაკლებაზე არც მიფიქრია, მაგრამ მომატებაა? მომატება ნამდვილად არ ყოფილა ჩემი მიზანი.
არ ვიცი რატომ ხდება ასე.

მგონი კარგი იქნებოდა ვარჯიშის დროს თუ დავარეგულირებდი და მაგალითად მხოლოდ საღამოს ხუთ საათზე ვივარჯიშებდი, მერე კიდე არაფერს შევჭამდი?! მაგრამ რომ ვერ ვახერხებ ყოველ დღე ზუსტად ერთი და იგივე დროს ვარჯიშს?

Feb 20, 2011

მე ვხედავ მზეს, სხივი მეორე

მე ვხედავ მზის პირველი სხივი 12 იანვარს დაიწყო და 14 თებერვალს დასრულდა. წესები იყო მარტივი, რეგულარულად უნდა გვეწერა დადებითი მოვლენების შესახებ. (პირველი რგოლის წესები იხილეთ => მე ვხედავ მზეს, სხივი პირველი)

ახლა დროა მეორე სხივი დავიწყო. წესები მარტივია, უფრო სწორედ მხოლოდ ერთი წესი იქნება -დავინახოთ ცუდში კარგი! ვინმემ მაწყენინა? რამე ცუდი გავიგე? რამე არ გამომივიდა ისე როგორც ჩავიფიქრე? - ეს ყელაფერი გავაანალიზო და გამოვიტანო დადებითი დასკვნები. რა ვისწავლე მე დღეს? როგორ შემიძლია უარყოფითი მოლენების ჩემს სასარგებლოდ გამოყენება?

მე ვხედავ მზის მეორე სხივი დაიწყება 28 თებერვალს და გაგრძელდება....

Feb 16, 2011

მზეები :)

მზიანი ამინდი არ გვაქვს, მზე კი არა ზამთარი მეორედ მოვიდა მაგრამ მაინც პოზიტიურ განწყობაზე ვარ.

ჩემი ჯგუფის სამუშაო მეტ ნაკლებად კარგად მიდის. ერთი კომენტატორის რჩევა გავითვალისწინე - ჯგუფის რიტმს მიყევიო, ხოდა ასეც ვქენი. საკვირველია აქამდე რატომ არ მომაფიქრდა ამის გაკეთება :) რიტმს მივყვები და შიგდაშიგ ვაჩქარებ მას, შესაბამისად მშვიდად ვარ :D :D თუმცა დღეს ცოტა კი გადავირიე მაგრამ მაინც რა შედარებაა. სტატისტიკაზე ვინ არ გადაირევა ეგ მითხარით მე თქვენ :D :D

კიდევ დღეს იმდენი ვივარჯიშე, იმდენი რომ დარბაზიდან ფეხები ძლივს გამოვიტანე. ეგ კი არა ბოლოს მუხლის გვერდითი ლიგამენტები მტკიოდა :D. ერთი-ერთი ტრენაჟორის წინ სარკე დგას და ხელს რომ ვავარჯიშებდი დავაფიქსირე ჩემი კუნთები და ისე მომეწონააააააააააააააააა :) თუ ხელი დაძაბული არ მაქვს არ ჩანან კუნთები და დისტროფიკი ხელი მიჩანს, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება თურმე :).მოკლეთ მიხარია რომ ჩემ ვარჯიშს რაღაც შედეგი უკვე აქვს. ბევრი გოგოსა და მამაკაცისაგან განსხვავებით მე ძალიან მომწონს ქალს კუნთიანი სხეული რომ აქვს. ლამაზია და ჯანმრთელი (ბატიბუტებივით რომ აზით კუნთები იმაზე არ ვსაუბრობ).

კიდევ ერთი ამბავი რომელიც ძალიან გამეხარდა. გავიგე რომ ჩემი მეგობარი ბავშვს ელოდება. 40 წლისაა და მისთვის პირველი შვილი იქნება. ძალიან უნდოდათ ბავშვი და ჩვენ მის მეგობრებს მასთან ერთად გვიხარია :)

Feb 13, 2011

მე, ჯგუფი და მუშაობა - თვითანალიზი

რამდენჯერმე დავიწყე პოსტის წერა მაგრამ ბოლომდე ვერ მივიყვანე სათქმელი. თითქოს რამდენი მაქვს დასაწერი, მაგრამ არ ვიცი მინდა კი ყველაფრის ბლოგზე გამოჭიმვა?! ამიტომ ვიკავებ თავს და კიდევ ერთხელ ვფიქრობ რა და როგორ დავწერო.

პირველი რაზეც დიდი ხანია მეფიქრება არის ის რომ ჯგუფში ვერ ვმუშაობ. ყველანაირ ჯგუფს არ ეხება ესა. თუ ჩემს გარშემო ის ადამიანები არიან რომლებისგანაც ბევრი ახალი რამის გაგება შემიძლია მაშინ თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ როცა ჯგუფში ჩემნაირ ადამიანებთან ერთად ვარ ძალიან მიჭირს, :( განსაკუთრებით კი მაშინ როცა ჩემი მუშაობის ტემპი სხვებისას ბევრად აღემატება.

ხადანახან მეშინია რომ ჯგუფის სხვა წევრებმა შეიძლება შემცვალონ. მეშინია, იმიტომ რომ არ მინდა გავხდე ისეთი როგორებიც ისინი არიან - ნელი, ამბიციების გარეშე. ამავდროულად არ შემიძლია საკუთარ თავზე ლიდერობის აღება იმიტომ რომ ის ტიპი არ ვარ ვინც ერთიდაიგივეს 100 ჯერ გაიმეორებს და ვინც სხვას "გარეკავს" იმისათვის რომ სასურველი შედეგი მიიღოს. ის ტიპი ვარ რომელიც აცნობიერებს მოვალეობებს და ერთდროულად ბევრ რამეზე შეუძლია თვალი ეჭიროს, გარდა ამისა ყველაფერს ან დროზე ან დროზე ადრე ვაკეთებ, შესაბამისად ჩემთან მუშაობა ძნელია და მოსაწყენი.

ძალიან ვნერვიულობ, იმიტომ რომ ჩვენთან ყველა სამსახური ჯგუფურ მუშაობაზეა აგებული და არ ვიცი რა მეშველება :( აპრილიდან კი პრაქტიკა ფიზითერაპევტებთან ერთად მექნება და მათთან ურთიერთობას ხეს ველაპარაკო მირჩევნია.

მე ვხედავ მზეს - შემაჯამებელი პოსტი.

მე ვხედავ მზეს დაახლობით ერთი თვის წინ დაიწყო, უფრო ზუსტად კი 12 იანვარს. ახლა დროა შემაჯამებელი პოსტით დავაგვირგვინო ეს ერთი თვე.

რა ვისწავლე? ის რომ ძალიან ძნელია პოზიტივის დანახვა. ხშირად წამიკითხია - ადამიანს ცოტაც კი უხარია ბედნიერებისთვისო, მაგრამ მე რაც დავინახე არ შეესაბამება ამ მოსაზრებას. ყოველ დღე ვცდილობდი რამე კარგი დამენახა, და მხოლოდ კარგზე გამემახვილებინა ყურადღება, ხანდახან გამომდიოდა, ხანდახან არა. პოსტებს ძალიან ხშირად ვწერდი, მაგრამ უმრავლესობა არ გამომიქვეყნებია.

კიდევ რა ვისწავლე - ბევრი ადამიანი ადვილად ჟიტირდება, და რაც უფრო მალე ჟიტირდება მით უფრო მალევე უქრება ენთუზიაზმი. ამას აუცილებლად გავითვალისწინებ შემდგომი მუშაობის დროს.

რას ვაპირებ - რათქმაუნდა პროექტის გაგრძელებას, მაგრამ წინა პროექტისაგან განსხვავებით როცა მოთამაშეთა ბლოგები ჩამოვწერე და სია შევადგინე, ახლა ასე აღარ მოვიქცევი. ჩემ ბლოგზე გმოქვეყნდება მორიგი პროექტის თემა, ვისაც უნდა მიიღებს მონაწილეობას ვისაც არ უნდა არა, შესაბამისად არანირი ვალდებულება აღარ იქნება. (ხანდახან ის თუ როგორ ასრულებს ადამიანი პატარა ვალდებულებებს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.)

Feb 12, 2011

Why Do I love Computers and Internet?!

კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაღიარებ რომ კომპიუტერული ტექნოლოიები თანამედროვეობის ერთ ერთი უდიდესი მიღწევაა. ამ პოსტში არ დავწერ იმას თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს სხვადასხვა დარგებსა თუ ორგანიზაციებში, ის რაზეც მინდა დაწერა არის - კომპიუტერების მნიშვნელობა ფიზიკურად შეზღუდული ადამიანებისათვის.

ჩემი მასწავლებლები ხშირად უსვავენ ხაზს - ფიზიკური პრობლემის კომპენსაცია უადვილესად შეიძლება, მაგრამ ფსიქოლოგიური/მენტალური პრობლემების კომპენსაცია არააა ადვილიო. რაც დრო გადის მით უფრო ვეთანხმები ამ მოსაზრებას. აი უყურეთ ამ ვიდეოს და მიხვდებით რას ვგულისხმობ


როგორ ვიყენებთ ოკუპაციური თერაპევტები კომპიუტერებს? გააჩნია ფიზიკური პრობლემის ხარისხს. ხანდახან ადამიანს ერთი კუნთი მაინც უმუშავებს სხეულზე და შესაძლებელია სპეციალური მაუსის გაკეთება, მაგრამ არის შემთხვევები როცა არცერთი კუნთი მუშაობს, ამიტომ ხდება სპეციალური ლაზერის დამონტაჟება თვალში, შესაბამისად კომპიუტერის მართვაც თვალით არის შესაძლებელი.

როგორ იყენებენ თავად ჩვენი კლიენტები კომპიუტერუის და ინტერნეტის რესურსებს?
-თამაში
-კომუნიკაცია ონლაინ და კომუნიკაცია მოცემულ რეალობაში
-ბლოგინგი
-სხვადასხვა ფუნქციების ვარჯიში, მაგალითად მეხსიერება
-სწავლა
-სამსახური
-მემუარების წერა და კიდევ უამრავი რამ.

კომპიუტერის გამოყენების გზები და ადამიანის რესურსები რომლებსაც კოგნიტური ფუნქციები შენარჩუნებული აქვს შეუზღუდავია. რაც ყველაზე მეტად მიხარია არის ის რომ ტექნოლოგიები უფრო და უფრო იხვეწება და მისი გამოყენების უფრო მეტი შესაძლებლობები ჩნდება :)

Have you ever thought what people with serious physical disabilities do? How do they spend their days? How do they find the meaningful activities? Computers - is the answer! Even if there is not a single working muscle, special laser can be installed in an eye and a person can manipulate an operational system very easily.

What can be done with help of PC and internet? Well everything what people without physical disabilities do
-working
-studying
-reading
-communication
-playing etc.

That's why computers are widely used by occupational therapist. Maybe our clients can not move as they want, can not use their body as they wish, but they can always use their brains! And this is amazing!!!


მე ვხედავ მზეს 12-02-2011

მომბეზრდა ეს ზამთარი, თოვლი, თოვლი თოვლი თოვლიიიი, ყველაფერს აქვს საზღვარი ხო?! ხოდა ხასიათზე მოსასვლელად ბლოგზე მოვიყვანე გაზაფხული!

ჯერ ჯერობით დაუმთავრებელია დიზაინი, ვერ გავიგე ამ სურათებს რა ჭირი უნდათ, ცოტას რომ მოვიხელთებ დროს მივხედავ მაგათაც.

As u see, i have changed the blogger template. It is not finished yet, but i think it looks nice and gives the spring feeling :)

ჭეშმარიტების/სიმართლის მონასტერი

ჭეშმარიტების/სიმართლის ხის მონასტერი ტაილანდში მდებარეობს, და ჩემი აზრით ულამაზესია. წყარო ამ ბმულზე




Feb 9, 2011

Do Everything on Time and you Will Have Time for Everything - მე ვხედავ მზეს 09-01-2011

მოვგრიალდი!!
საშინლად მომწონს ვარჯიში, ყოველ დღე 60-90 წუთი ვვარჯიშობ და უკვე ვგრძნობ როგორ ძლიერდება თითოეული კუნთი! ძალიან მაგარი შეგრძნებაა და ვნანობ აქამდე რომ არ ვვარჯიშობდი, თუმცა არც კი ვიცი როდემდე გამყვება ეს ენთუზიაზმი.


დღეს ძალიან უჩვეულო სავარჯიშო საღამო იყო. ერთი საღამო მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვისაა გახსნილი დარბაზი, და ეს საღამო სწორედ დღეს იყო. შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მათთან შედარებით მე ვარ ჰერკულესი :D :D მაგალითად მთლიანი ხელის სავარჯიშოდ მე უკვე 20-25 კილოგრამს ვიყენებ, ისინი 5; ზურგის /მუცლის სავარჯიშოდ მე 80 კილოზე ვარ ასული, ისინი 12; ფეხებისთვის მე 40 კილოდან ზევით, ისინი 12 :D ხოდა სიმართლე გითხრთ ამიმაღლდა თვითშეფასება, არადა ჩვეულებრივ დღეებში პირიქით არის ხოლმე, ძირითადად სერიოზულად ვარჯიშობენ ხოლმე და მათთან შედარებით მართლა ღლაპი ვარ.


რაც ვარჯიში დავიწყე ნაკლებად აგრესიული გავხდი. ჯაჯღანა მაინც ვარ, და მიჭირს თავის შეკავება როცა რამეზე ვბრაზდები, მაგრამ რა შედარებაა :D :D ალბათ ფიქრობთ როგორ ვნახულობ ყოველ დღე ერთ საათიან სავარჯიშო დროს. საქმე ისაა რომ ჩემი გენიალური ფორმულა - გააკეთე ყველაფერი თავის დროზე და დრო ყველაფრისთის დაგრჩება ამ შემთხვევაშიც წარმტებულად მუშაობს. შესაბმისად ჯერ ჯერობიტ ვვასწრებ :)

Eng:

Yes, day after day my body is getting stronger. It is truly an amazing feeling and I am not really surprised becasue 60-90 mins. daily training should have an effect. I do not loose the weigh- stable 60 kg. with 174 cm. but I feel how the muscles are getting harder and stronger. So, decided - gonna get 3 month training card as a birthday present! (I hope we gonna have good weather during the summer, so i can go to the sea /lake and swim )

U might think - how do u have so much time?! Well, once again my brilliant time managing formula "Do everything on time and you will have time for everything " works just perfect!


Feb 6, 2011

R.I.P Gary

ცნობილი მუსიკოსი გარი მური კვირა დილას ესპანეთის ერთ ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს, იტყობინება BBC. ის მხოლოდ 58 წლის იყო და ესპანეთში დასასვენებლად იმყოფებოდა :(




Eva's Breasts - პეჩენიები

მოვედი და მოგიტანეთ მორიგი პეჩენია, სახელად ევას მკერდი :D ვიცი ძალიან სასაცილოდ ჟღერს სახელი, მაგრამ ეს მკერდის ფორმა, ზედ ვაშლი მენიშნა და ბიბლიურ ევასაც დავუკავშირე :D


მოვამზადოთ ცომი - 200 გრამი დარბილებული კარაქი, 150 გრამი შაქარი, 2 ცალი კვერცხი, 4 ს.კ. მაწონი ან იოგურტი, 1 ჩ.კ. დარიჩინი, 1 ჩ.კ. ვანილი, 1 ჩ.კ. საცხობი ფქვილი და ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა. ეს ინგრიდიენტები კარგად აურიეთ და დაამატეთ იმდენი ფქვილი რომ ცომი ხელზე არ მიგეკროთ. (ნაზი ცომი უნდა იყოს, მაგრამ ამავდოულად ისეთი რომ ხელით ფორმის მიცემა შეგეძლოთ)

გაშალთ პოლიეთილენის პარკი დაახლობით 20 სანტიმეტრი სიგრძე და 25 სანტიმეტრი სიგანე. ზედ თანაბრად მოაყარეთ 100 გრამი დაფშხვნილი ნუში. ცომი დაადეთ მორისავით (ნაწილ ნაწილ მიეცით ცომს მორის ფორმა და მერე პოლიეთილენის პარკზე შეაერთებთ) და გადაახვიეთ პოლიეთილენის პარკში. შედეთ საყინულეში ან დადეთ სადმე სიცივეში ასე 30 წუთი.

გამოცხობა:
1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
2. აიღეთ 2 ცალი საშუალო ზომის ვაშლი, გამოაცალეთ გული და დაჭერით წვრილ ფირფიტებათ.
3. ჟარუნაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი.
4. გამოიღეთ ცომი საყინულიდან, მოაცილეთ პოლიეთილენის პარკი და დაჭერით ასე 1 სანტიმეტრის სისქის ფირფიტებად. ფირფიტა დადეთ ჟარუნაზე, ზემოდან დაადეთ ვაშლის ნაჭერი და ხელი დააჭრეთ.

პეჩენიები გამოაცხვეთ დაახლობით 30 წუთის განმავლობაში :)

გემრიელად მიირთვით :)

Feb 4, 2011

მე ვხედავ მზეს - 04-02-2011

ვერ გამიგია რატომ გარბის დრო ასე სწრაფად, ან იქნებ ჩემზეა გაბრაზებული და გამირბის?! :D

ახლა მზეები :)
ორშაბათიდან დაწყებული ხუთშაბათის ჩათვლით ყოველ დღე დავდიოდი სავარჯიშოდ. ამ კვირაში სულ დახლობით 6-7 საათი ვივარჯიშე და სიმართლე რომ გითხრათ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ვვარჯიშობ იმდენს რამდენიც შემიძლია, და რამდენხანსაც შემიძლია, მაგალითად დღეს 10 კილოგრამიანი ტრენაჟორი ორი ხელით რომ ვერ გავწიე, მივხვდი რომ დრო იყო დარბაზი დამეტოვებინა და ასეც მოვიქეცი. მოკლეთ ვისაც შეგიძლიათ გირჩევთ რომ სცადოთ, მაგალითად ჩემსავით ერთ თვიანი ბარათი იყიდოთ და მერე ნახავთ რა და როგორ, თუმც დარწმუნებული ვარ ეფექტს რომ ნახავთ ვარჯიშის გაგრძელება მოგინდებათ.

ვიყავი თამაშის თერაპიაზე ლოკალურ საავადმყოფოში. ისეთი კარგი გარემოა ბავშვებისათვის ვერც კი იფიქრებ რომ საავადმყოფოა რომ არა ავადმყოფი ბავშვები და სპეცტანსაცმელში გამოწყობილი თანამშრომლები. ნეტა იაშვილის სახელობის კლინიკაში თუ არის მსგავსი განყოფილება? არდა რა კარგი იქნებოდა, ბავშვები ისე ბედნიერად გრძნობდნენ თავს, თამაშობდნენ და თავის ავადმყოფობას თამაშში ამუშავებდნენ. ძალიან მომეწონა.

Feb 3, 2011

მიმიფურთხებია ყრუ საზოგადოებისათვის!

"საშინელი მკვლელობა მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში მოხდა. დედამ 5 წლის ბიჭუნა ისე სასტიკად სცემა, რომ ბავშვი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ დედამ 5 წლის შაკო საშინლად სცემა, მერე კი თავში შეშის დიდი ნაჭერი ჩაარტყა. მეზობლები ამბობენ...." სტატიის გაგრძელება იხილეთ პრესა.გე- ზე. მე კი მხოლოდ რამოდენიმე ციტატას მოვიყვან რათა ნათელი გახდეს რატომ ვამბობ იმას რის დაწერასაც ვაპირებ.
  • "...მეზობლები ამბობენ, რომ ინეზა წიკლაური ბავშვს ხშირად სცემდა. მეტიც, ისინი ამტკიცებენ, რომ სამი შვილიდან დედა სწორედ 5 წლის შაკოს ექცეოდა ყველაზე სასტიკად...."
  • "..ოჯახში სულ სამი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება. ერთ–ერთი მათგანი მეტყველებისა და სმენის უნარდაკარგულია. როგორც მეზობლები ამბობენ, ბავშვის ეს ნაკლი თანდაყოლილი არ არის და ის სწორედ დედისგან ხშირად და სასტიკად ცემის გამო გახდა ყრუ–მუნჯი.."
  • მეზობლის სიტყვებით "..რამდენჯერმე მინახავს სასტიკად ნაცემი, თანაც, ეს ქალი, ეტყობა, სულ სახეში ურტყამდა. ერთხელ მოვიდა და თვალი საშინლად ჩალურჯებული ჰქონდა. როცა ვკითხე, შაკო, რა მოგივიდა – მეთქი, საცოდავად მითხრა – წავიქეციო. როცა ჩავეძიე, შაკო, მართალი მითხარი, წაიქეცი თუ დედამ გცემა – მეთქი, მითხრა – სკამი გადმომივარდა, დედას მაგიდაზე ჰქონდა შემოდგმული და მცემაო...“"
დედაზე არაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ჩემი აზრით დედაც და მამაც ორივე ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანები არიან. მაგრამ მეზობლებს ვერ ვამართლებ, იმ მეზობლებს რომლებიც ყოველ დღე თუ ყოველ კვირა მოწმეები იყვნენ იმისა თუ როგორ სასტიკად ექცეოდა დედა შვილებს, თუ როგორ საშინელ მდგომარეობაში იყვნენ ბავშვები და ხმას არ იღებდნენ. არადა სად? ქვეყანაში სადაც ხალხი ერთმანეთის საცვალშიც კი დაუკითხავად ცხვირს ყოფს, და მაშინ როცა საჭიროა მოქმედებ სირაქლემასავით იქცევა და "ყრუ ვარ, ბრმა ვარ, მუნჯი ვარ" პიზიცია უჭირავს.

განა დედას არ სჭირდებოდა შველა? დედას რომელიც შვილებს ასე სასტიკად ექცევა თქვენი აზრით დახმარება არ სჭირდება? მაგრამ ამდენი აზროვნების უნარი ვინ მისცა საზოგადოებას, ისინი მხოლოდ დალურჯებულ ბავშვს და "სეირს" ხედავენ. მერე საჭორაო მასალა რომ ქოდეთ. მიმიფურთხებია ასეთი საზოგადოებისათვის, ბავშვის სიკვდილში თითოეული მეზობელი რომლემაც სიტუაცია იცოდა და არაფერი გააკეთა ისეთივე დამნაშავეა როგორც დედა!

ვინც ეს პოსტი ბოლომდე ჩაიკითხა, და იცნო სიტუაცია, გთხოვთ დაფიქრდით და გადადგით საჭირო ნაბიჯები, ვინ იცის იქნებ თქვენ ბავშვს სიცოცხელს უნარჩუნებთ!

რატომ მიყვარს ოკუპაციური თერაპია? ანუ მე ვხედავ მზეს 03-02-2011

კარგად მახსოვს როცა ოკუპაციური თერაპიის სწავლა დავიწყეთ მეორევე კვირას Field Study გვაჯახეს და სხვადასხვა დაწესებულებებში გაგვაგზავნეს. ჩემი დაწესებულებას ერქვა ელდორადო, ეს იყო სპეცილური რეაბილიტაციური ცენტრი უნარშეზღუდული ადამიანებისათვს. (ელდორადოს კლიენტებს აქვთ ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემები, ბევრი საერთოდ ვერ გადააადგილდება, ბევრი ვერ ხედავს, არ ესმის, ვერ საუბრობს. ზოგიც მოძრაობს მაგრამ ინტელექტუალური განვითარების დონე 2 წლის ბავშვის აქვს.) ეს იყო ჩემი პირველი პროფესიული შოკი - რა უნდა გავაკეთო ადამიანთან რომელსაც მხოლოდ ერთი კუნთი უმუშავებს და გარდა ამისა ინტელექტუალური განვითრების დონე დაახლოებით 2 წლის ბავშვის ან უფრო ნაკლები აქვს?

სიმართლე გითხრათ დავფიქრდი ღირს კი ამ პროფესიის სწავლა? ვფიქრობდი კიდეც იქნებ ჯობია პროგრამა გამოვიცვალო სანამ დროა? მაგრამ პირველ ემოციას არ ავყევი და კიდევ კარგი რომ ასე მოვიქეცი. თუ რატომ ვფიქორბ ასე, შევეცდები ახლანდელი საგნიდან გამომდინარე მოგიყვეთ.

იმისათვის რომ ბავშვთან წარმატებულად ვიმუშაო, მხოლოდ ოკუპაციური თერაპიის თეორიის და პრაქტიკის ცოდნა არ მყოფნის, საჭიროა შევავსო ჩემი პროფესიოული ინსტრუმენტების ყუთი რომელიც ოთხი განყოფილებისაგან შედეგბა. იმისათვის რომ გავიგო, გავაანალიზო და დავგეგმო თერაპიის პროცესი საჭიროა თითოეული "უჯრა" გამოვიყენო. ჩვენი თერაპიული პროცესი კი ქცევაზე/ატივობაზე/შესრულებაზეა დაფუძნებული.


1. ოკუპაცური თერაპიის თეორიები - აქ ვიყენებ რამდოენიმე თეორიას როგორიცაა KAWA, CMOP, IMOD, PEO, etc.

2. ზოგადი თეორიები -თეორიები ფსიქოლოგიიდან (ოჯახის ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, ნეიროფსიქოლოგია, ბავშვის ფსიქოლოგია), ფიზიოლოგია, ანატომია, დასწავლის თეორიები, ფსიქიატრია, ნევროლოგია, სენსორული ინტეგრაციის თეორია, Flow Theory, პედაგოგიკა etc.

3. ოკუპაციური თერაპიის პრაქტიკული ინსტრუმენტები - ამ ნწილში ვიყენებთ სხვადასხვა პროცეს და პრაქტიკულ მოდელებს, ასევე ტესტებს, კითხვარებს და ა.შ. ის რაც უნიკალურია ამ ყველაფრისათვის არის ის რომ თითოეული მოდელი მხოლოდ ოკუპაციური თერაპევტების მიერ არის შექმნილი და მხოლოდ ოკუპაციური თერაპევტები იყენებენ.

4. ზოგადი პრაქტიკული ინტრუმენები - ძალიან ბევრი რამ შედის ამ განყოფილებაში, მათ შორის სენსორული ინტეგრაციის თერაპია, თამაშის თერაპია, კოგნიტურ ბიჰევიორალური თერაპია, კლიენტთან მუშაობის ჰუმანისტური მიდგომა, ოჯახზე ცენტრირებული თერაპია, ICF, GAS etc.

....და ყველაფერი კიდევ არ დამიწერია (გრძელი პოსტი რომ არ გამოსულიყო). ყველაზე საინტერესო კი ისაა რომ კლიენტების ასაკიდან და პრობლემიდან გამომდინარე ჩვენი ინსტრუმენტების ყუთის შემცველობა იცვლება :)

ხოდა მიხარია და ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ასეთ მრავალფეროვან და ძალიან მოქნილ პროფესიას ვეუფლები, რაც მთავარია ეს პროფესია ვარ მე, იმიტომ რომ ბუნებით ცნობისმოყვარე ვარ და ჩემი ბაგაჟი სხვადასხვა სფეროებიდან შემიძლია სულ თავისუფლად გამოვიყენო კლიენტთან მუშაობისას :)

The post is about occupational therapy. I try to explain why do i like it so much and why it suits me well. Occupational therapy is relatively new profession and it covers many different fields, i can say that it is extremely flexible profession and one with bright head and crazy ideas can do a lot. What i like most, is this flexibility, there are not boundaries and for the successful work I have to use the knowledge from different subjects and fields such as Neurology, anatomy, physiology, psychology, sociology etc. And this suits me just perfect, becasue as a person I am quiet curious, and for the job the curiosity is just perfect :)