Jan 31, 2011

Mobile phone - როგორც დამხმარე საშუალება

გადავწყვიტე პატარა პოსტი დავწერო მობულრ ტელეფონებთან დაკავშირებით, იმედია თქვენც გამოგადგებათ ან ურჩევთ ვინმეს ვისაც სჭირდება მსგავსი ფუნქციების გამოყენება.

თავდაპირველად მობილური ტელეფონის ფუნქცია მხოლოდ ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღება/გაშვება იყო. ტექნოლოგიბის დახვეწასთან ერთად მობილური ტელეფონების ფუნქციები უფრო დაიხვეწა, გართულდა და გახდა ძალიან მრავალფეროვანი. რათქმაუნდა ეს მოვლენა ოკუპაცურმა თერაპევტებმა უყურადღებოდ არ დატოვეს და გადაწყვიტეს მობილური ტელეფონების იმ კლიენტების სასარგებლოდ გამოყენება რომლებთაც დაქვეითებული აქვთ ექზეკუტიური ფუნქციები.

ძირითადად რა ფუნქციებს ვიყნებეთ?
1. თაიმერი - იმ ადამიანებისათვის რომლებსაც უჭირთ დროის აღქმა და კონტროლი. მალითად ბავშვები რომლებსაც აქვთ ყურადღების დეფიციტი, კომპიუტერთან თამაშობენ 3-4 საათი იმიტომ რომ ვერ აღიქვამენ დროის მსვლელობას.

2. მაღვიძარა - ძალიან კარგი ფუნქციაა რომელსაც ასევე ბავშვებისათვის და მოზრდილებისათვის ვიყენებთ. იგივე ფუნქცია გამოყენება იმისათვის რომ კლიენტი მიხვდეს- ძილის დროს.

3.დიქტოფონი - ძალიან კარგი ფუნქცია როცა ადამიანს აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემა, და ეშინია მაგალითად რომ სახლიდან გასვლის შემდეგ სახლის კარები არ დაუკეტავს ან შუქი არ ჩაუქრია. ყოველი აქტივობის შემდეგ ადამიანი იწერს თავის ხმას -"26 იანვარი, სახლიდან გამოვედი და სახლის კარები დავკეტე".

4. კალენდარი - საუკეთესო რამ რაც კი შეიძლება მობილურს ქონდეს. თანამედროვე ტელეფონები Google calender თან ახდენენ. ადამიანს შეუძლია დღის განრიგის დაწერა ტელეფონში ან Google calender-ში. ამ დღის განრიგის ეკრანზე გამოტანა ა.შ. მოკლეთ უამრავი ოპერაცია რომელიც არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ რამე დაგვავიწყდეს.

5. აქტივოების სია - ხშირად ხდება ისე რომ ადამიანს დაქვეითებული აქვს ექზეკუტიური ფუნქციები. მობილურის დახმარებით შესაძლებელია ერთი აქტივობის თითოეული მომენტის გაწერა და გეგმის მიდევნება. როგორც წესი ეს ფუნქცია ძალიან საჭიროა შიზოფრენიით დაავადებული ადამიანებისათვის :)

ესაა ის მოკლე სია რაშიც მობილურ ტელეფონს როგორც დამხმარე საშუალებას ვიყენებთ, ამის გარდა არსებობს სპეციალური პროგრამები მობილურისათვის, მაგრამ ისინი ძალიან სპეციფიკურები არიან და არ ვწერ მათზე.

English:
This is a small post about how mobile phones can compensate problems in executive functions. Personally i believe that if a person has problems with memory, concentration, planing etc, it is best to train these function, but training takes much time and results can be seen only after several month, years of training so as a compensation it could be good to use some nice functions which are in mobile phones.

Such can be - timer, alarm clock, voice recorder, calender, the list for each moment of activity etc. Besides, almost all modern mobiles can be synchronized with our a Google account which makes some applications even easier for use.

Who needs such devises - usually children with ADHD, people with different mental disease, stroke patents and even we "normal" people who does no have mental health issues.

Jan 30, 2011

მე ვხედავ მზეს - 30-01-2011

ხოდა ასე, დღეს ვარჯიშის პირველი დღე მქონდა. აბონემენტი ვიყიდე პარასკვეს, სავარჯიშო შარვალი გუშინ და დღეს დილის 10 საათზე უკვე დარჭობილი ვიყავი სპორტ დარბაზში. დიდი ხანი ვარჯიში ვერ მოვახერხე იმიტომ რომ ძალიან დავიღალე, სულ მაქსიმუმ 40 წუთი ვივარჯიშე და ყველაზე მეტი სარბენ ბილიკზე. მიყვარს სირბილი, ძალიან მიყვარს.

ახლა ასეთი გეგმა შევიმუშავე - მირჩევნია ყოველ დღე ვიარო დარბაზში და 30-40 წუთი ვივარჯიშო ვიდრე კვირაში ორჯერ და თავი მოვიკლა. ხოდა ვნახოთ აბა რა გამოვა. ჩემ მიზანს არ წარმოადგენს წონის დაკლება, მინდა რომ ფიზიკურად ვიყო ამტანი და ძლიერი, ხოდა ძირითადად ამაზე გავამახვილებ ყურადღებას. ხვალ იმედია პერსონალი დამხვდება დარბაზში და დაველაპარაკები რომ ინდივიდუალური გეგმა შევიმუშავო.

Eng:
I have finally started going to the gym but after the morning's training, I found out that my physical condition is quiet poor which surprised me a lot to be honest. I will be going to the gym regularly during next month and I hope for the best :)

Jan 29, 2011

5+3

ჩაათავეს ქალებმა ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში და ალბათ გაინტერესებთ რა შედეგით დამთავრდა ის, პირველ რიგში კი ჩვენი მოციგურავე ელენე გედევანიშვილისათვის.

დღეს სავარჯიშო ოთახში რომ აჩვენეს ელენე ეგრევე გავიფიქრე, რაღაც ვერ არის ეს მთლად თავის თავში დარწმუნებულითქო, მერე ყინულზეც რომ გამოვიდა ძალიან "შეშინებული" სახე ქონდა. თავიდან პროგრამა თითქოს კარგად დაიწყო, მაგრამ მერე აურია როგორც იცის ხოლმე. დაუმთავრებელი ნახტომები, მერე დავარდა, მერე ელემენტები სუფთათ არ შეასრულა.. არადა რა კარგი შანსი გვქონდა, ელენეს წინ მოციგურავეები ვინც იყვნენ ყველა დავარდა, თან რამოდენიმეჯერ. ელენეს რომ თავისი პროგრამა სუფთათ ეკატავა მედალს ნამდვილად აიღებდა. სამწუხაროდ პირველი დღის მეხუთე ადგილიდან, დღეს ელენე მერვე ადგილზე ჩავიდა :(

გამარჯვებული სამეული კი ასე გამოიყურება
პირველი ადგილი - შვეიცარიელი სარა მეირი. ამ მოციგურავისათვის ევროპის ჩემპიონატი პირველი შეჯიბრება იყო სეზონზე, არავინ იცოდა რა ფორმაში იყო. არც სურდა ჩემპიონატზე გამოსვლა, მაგრამ რადგან შვეიცარიას ქალებიდან სხვა არავინ ყავდა, სარა ბევრი მოლაპარაკებების შემდეგ დაითანხმეს. როგორც თქვეს ეს მოციგურავე თავს ანებებს სპორტს, მაგრამ ამ გამარჯვების შემდეგ მეეჭვება მსოფლიო ჩემპიონატში რომ არ მიიღოს მონაწილეობა.


მეორე ადგილი- იტალიელი კაროლინა კოსტნერი. მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში კი დავარდნების მიუხედავად იმდენი ქულა მოაგროვა რომ მეორე ადგილი აეღო. ჩემი აზრით კაროლინა კოსტნერი ძალიან ლამაზია ყინულზე.

მესამე ადგილი - კიირა კორპი ფინეთიდან. ის რაც ამ მოციგურავეს შეემთხვა იყო ტრაგედია. მოკლე პროგრამის შემდეგ დამაჯერებლად პირველ ადგილზე იყო. თავისუფალი პროგრამაც დამაჯერებლად დაიწყო, პროგრამის მეთხუთმეტე წამზე კი შეცდომა დაუშვა, ამის შემდეგ მისი თვითდაჯერებულობა სადღაც გაქრა, და სტაბილური პირველი ადგილი მესამე ადგილით შეიცვალა.


Eng:
I have written just a small resume about the European championship in figure skating. Today we saw the in Ladies' free skating and the results are follow:
Sarah MEIER - first place, Carolina KOSTNER - second place, Kiira KORPI - third place :)

Can't wait to Word Championship in Tokyo 22-29 march :)

Jan 28, 2011

სირაქლემის პოზიცია თუ საკუთარი მოქალაქეების ფეხებზე დაკიდების ტენდენცია?!

ამ სურათებზე რეაგირება რომ არ გამეკეთებინა არ შემძლო, ელემენტარული პროფესიული და ადამიანური ღირებულებები მაიძულებს რომ გამოვთქვა ჩემი აზრი, მიუხედავად იმისა რომ ეს არავის აინტერესებს და არც არავინ მეკითხება. ჯერ ნახეთ სურათები რომლებიც ლიბერალის ვებგვერდიდან ავიღე - უფრო მეტი სურათები იხილეთ ასათიანის #10

პალატა
პალატა
აბაზანა
შეცივებული ავადმყოფი

არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ეს რაც სურათებზეა საავადმყოფო არააა, არ ვიცი რაა. როგორ შეიძლება სამედიცინო დაწესებულება ასეთ მდგომარეობაში იყოს? ყველაფერ სიკეთესთან ერთად ანტისანიტარიაა და ავადმყოფებს ინფექციური დაავადებების რისკიც აქვთ.

პერსონალი -არ ვიცი როგორ უნდა იმუშაო ასეთ პირობებში, ექთანი იქნება ექიმი თუ სანიტარი- უბარლოდ გაუსაძლისი პირობებია სამუშაოდაც კი. არადა რა ქნან? პეროსნალი თავის ჯიბიდან ხომ ვერ გადაიხდის რემონტის თანხებს?

ავადმყოფები - ხშირად ავადმყოფები ამაზე უარეს მდგომარეობაში ცხოვრობენ როცა მარტო არიან, მაგრამ როცა მარტო არიან ისინი საკუთარ ცხოვრებაზე თავად აგებენ პასუხს, როცა სახემწიფო დაწესებულებაში არიან - სახემწიფო არის მოვალე შექმნას მკურნალობის და რეაბილიტაციის პრიობები!

რას აკეთებს სახემწიფო? არც არაფერს, ის რომ ქვეყანაში ფსიქიკურად დაავადებული ადმაინები გვყავს ან არავის ახსოვს, ან არავის აინტერესებს, ან უბრალოდ თავს იყრუებს და იბრმავებს. არადა ბევრი სომატური დაავადებებისაგან განსხვავებით, ხშირად ფსიქიკური დაავადებები მთელი ცხოვრების განმავლობაში ასობს დაღს ადამიანს და მათი ასეთი უგულვებელყოფა და ფეხებზე დაკიდება ჩემი აზრით დანაშაულია.

რა შეიძლება გაკეთდეს? არ ვიცი ალბათ ის რომ მედიების მიერ რაც შეიძლება დიდი ყურადღება გამახვილდეს ამ პრობლემის მიმართ, ჯანდაცვის სამინისტროში იქნებ ვინმეს მაინც გაახსენდეს რომ ქვეყანას ფსიქიატრიული დაწესებულებები სჭირდება და ფისიქკურად ავადმყოფ ადამიანებს იგივე უფლებები აქვთ, როგორც დანარჩენ "საღ" საზოგადოებას!

და ბოლოს იქნებ დროა ყურადღება გამახვილდეს იმ ადამიანებზე რომლებსაც არ აურჩევიათ თავისი მდგომარეობა და ავადმყოფობა?! პატიმრები რატომ უნდა იყვნენ ფსიქიკურად დაავდებულ ადამინებზე უკეთეს მდგომარეობაში იქნება გამაგებინოს ვინმემ? ამ ხალხმა ვინმეს რამე დაუშავა? ვინმეს რამე მოპარა? მოკლა? სახემწიფოს ქონება მიითვისა? არა ხო? მაშ რატომ არის რომ ციხეებზე ამხელა რესურსები მიდის და ფსიქატრიულ დაწესებულებები კი მივიწყებულია?

მე ვხედავ მზეს 28-01-2011

როგორც იქნააა ამდენი ნაფიქრები პრაქტიკულად შევასრულე! დღეს ლექციებიდან რომ მოვდიოდი შევიარე სპორტ კლუბში და ვიყიდე ერთი თვის სავარჯიშო აბონემენტი. მხოლოდ ერთი თვე იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი როგორ შევძლებ დახურულ სივრცეში ვარჯიშს. ახლა შემიძლია 7-19 საათამდე როცა მინდა, რამდენჯერაც მინდა და რამდენი ხნითაც მინდა იმდენი ხნით ვივარჯიშო :) იმედია არ დამეზარება. ხვალ წავალ და სპეციალურ შარვალს ვიყიდი, რაღაც ამდაგვარი მინდა მაგრამ შედარებით იაფიანი.
კიდევ დღეს გაიგებდით ალბათ, რომ ელენე მოკლე პროგრამის შედეგ მეხუთე ადგილზე გავიდა. ჩემი აზრით ძალიან კარგი შედეგია და იმედია ხვალ თავისუფალი სრიალის შემდეგ მინიმუმ შეინარჩუნებს თავის ადგილს :) ესეც ელენეს მოკლე პროგრამა :)


რატომ არის საჭირო თვითკონტროლის სწავლა?!

რასაც დასთესავ იმას მოიმკიო თუ როგორ არის ნათქვამი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ფაქტია რომ ეს გამონათქვამი ჰაერზე ნასროლი სიტყვები არაა. სულ ახლახანს გამოქვეყნდა შედეგები იმ კვლევისა რომელიც ახალ ზელანდიაში ჩატარდა. მეცნიერები სწავლობდნენ 1000 ბავშვს 3 წლიდან 32 წლის ასაკამდე. მიზანი იყო ენახათ თუ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ ბავშმა არ იცის/არ ასწავლეს თვით კონტროლი.


აღმოჩნდა რომ ბავშვებს რომლებსაც ადრეულ ასაკშივე არ შეეძლოთ თავისი რიგის დალოდება, ფრუსტრაციის მართვა, უჭირდათ რაიმე დავალებაზე კონცენტრაცია მრავალი წლის შემდეგაც აწყდებოდნენ სირთულეებს. სწორედ ასეთ ბავშვებს ქონდათ დაავადებების მაღალი მაჩვენებელი, ქოლესტეროლის მაღალი დონე, ზედმეტი წონა, მაღალი იყო სქესობრივ გზით გადამდები დაავადებების რისკიც.


ბავშვობაში უმართავი იმპულსურობა თავის გამოვლინებას პოულობდა მოზრდილობაშიც. აღმოჩნდა რომ ასეთ ადამიანებს უფრო ხშირად ქონდათ ფინანსურ/ეკონომიკური პრობლემები. ბავშვებთა ჯგუფს რომლებთაც ქონდათ დაბალი თვითკონტროლი, ზრდასრულ ასაკში უფრო ხშირად იყვნენ მარტოხელა მშობლები, ქონდათ სირთულეები მართმსაჯულებასთან, ქონდათ პრობლემა სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან.


როგორც მკველვარებმა დაადგინეს, დროის მსვლელობასთან ერთად პრობლემატიკა უფრო სერიოზულ ხდება, რადგან თანამედროვე საზოგადოებაში სოციალურ კომპეტენციას დიდი მნიშნელობა ენიჭება. თუ ადამიანი ვერ ხვდება სხვებს რა მოლოდინი აქვს მის მიმართ მაშინ ის ხვდება "გარიყულთა ჯგუფში" რომელიც პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს. ამბობს პედიატრიის პროფესორი Staffan Jansson.


როგორც წესი ბავშვები ემოციის დაბალი კონტროლით პრობლემურ ოჯახებში იზრდებიან, და შანსი რომ იგივე პრობლემა მათ შვილებს ექნებათ საკმაოდ მაღალია.


ასე რომ მშობლებო, სანამ შვილის კაპრიზებს წამოეგებით ხოლმე დაფიქრდთ იქნებ ჯობია ცოტა მოითმინოთ, და გზა გამონახოთ იმისათვის რომ ბავშვს ასწავლოთ საკუთარი თავის მართვა?!

Jan 27, 2011

I See the SUN /მე ვხედავ მზეს 27-01-2011

ეს ვაკანსია ჩემმა მეგობარმა მაჩვენა გუშინ და იქნებ დაინტერესდეთ -ბლოგერი საინტერესო და მხიარული რამ ჩანს :)

დღეს ბევრი ყოყმანის გარეშე გავაცდინე ლექციები. სულ ორი საათი ლექცია გვქონდა და ლექციებს შორის 3 საათიანი შესვენება. ხოდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ყურყუტს სახლში ჯდომა და მუშაობა ვამჯობინე :) ამ დროისათვის ხუთიდან ერთი საშინაო დავალება უკვე დავწერე :) დღის მეორე ნახევარს კი თეორიას მოვანდომებ :)

კარგი ამბები - ბავშვთა საავდმყოფოში ვივლი პრაქტიკაზე :) სახლიდან ახლოს არის და რაც მთავარია ჯგუფი თამაშის თერაპიას ეხება :) თამაშის თერაპიაში ჩემი ცოდნა უდრის ნოლს, ამიტომ მიხარია რომ იქ ვიყნები :)


Eng:
Couple weeks ago, i have started a project "I See the SUN". The goal of this game is to write positive post about our everyday life. There are 13 members and we try to cheer each other and say positive things to each other :) Next game will start by the end, the goal is secret so far, but you can start thinking about joining us :)

Language - can not be an issue, we can use Google translator. Blog - it is not so important as well, u can write a diary or use Word.

So think about joining the project
"I See the SUN" :)

Jan 26, 2011

SI and ABA

sooooooo here I come :) I have stopped writing in English, but i think it is time to change it. Why? Because I want to practice english writing.

What is going on here? Well, nothing special -studying, studying, studying and studying. Sometimes it is very tiring but fortunately never boring. I can stand to be tired but when something is boring brrrrrrrrrrrrrrr I loose the motivation.


So, my new course is about Enabling occupational development for children, adolescents and young adults. I have never worked with children and do not really know how to deal with them, but i can not deny that it is a very interesting field. Today during the evening I did a research about different therapeutic methods which are applied in pediatric occupational therapy and found two very interesting therapies - Sensory Integration Therapy and Applied Behavioral analysis. Both methods work very well with children with autism, ADHD, etc.

Sensory integration therapy part 1 and part 2


Applied Behavioral Analysis part 1, part 2, part 3



ხოდა ასე, ქართულადაც ვწერ პოსტს, არ ვიცი რამდენად დაინტერესებს ჩემ მკითხველს მაგრამ მაინც დავწერ, იქნებ ვინმეს აინტერესებს. დავიწყეთ რა ბავშვის ოკუპაციური თერაპიის სწავლა, ძალიან ბევრი ახალი ინფო მივიღეთ. აქამდე მხოლოდ ყური მქონდა მოკრული, ახლა კი სერიოზულად ჩავუჯექი. დღეს ბავშვთა საავადმყოფოში, თერაპიის ორ ფორმაზე მივიღეთ ინფო - Applied Behavioral analysis და Sensory Integration Therapy.


Applied Behavioral analysis - ამერიკაში ძალიან გავრცელებული თერაპიის ფორმაა და ძირითადად გამოიყენება აუტისტ ბავშვებთან. Sensory Integration Therapy - იც ასევე გამოიყენება აუტისტ ბავშვებთან მაგრამ ყველაზე კარგი შედეგი ამ თერაპიას აქვს ADHD ბავშვებთან. არ ვიცი ჩვენთან რამდენად გამოიყენება ეს მეთოდები მაგრამ თუ თქვენ ბავშვებთან მუშაობთ და დაინტერესდით ამ მეთოდებით, მომბაძეთ მე და დაგუგლეთ :)

Jan 24, 2011

მე ვხედავ მზეს, 24-01-2011

როგორც წინა პოსტში ვამბობდი დღეიდან ახალი საგანი დაგვეწყო, საგნის სახელია Enabling occupational development for children, adolescents and young adults. ეს არის პირველი შემთხვევა როცა ბავშვებთან მომიწევს საქმის დაჭერა და მესამე შემთხვევა როცა ბავშვებზე ვსწავლობ რაღაცას - განვითარების ფსიქოლოგიას და ბავშვის ფსიქოლოგიასთან ერთად.

სიმართლე რომ გითხრათ ბავშვებთან მუშაობას არ ვგეგმავ, იმიტომ რომ ჯერ ერთი მძიმეა და მერე კიდევ ორ ფრონტზე გვიწევს მუშაობა - თავად ბავშვთან და მის მშობლებთან. ხშირად ჩნდება მორალური დილემები, ის რაც კარგია და აუცილებელია ბავშვისათვის მშობლისათვის მიუღებელია იმიტომ რომ ამ რაღაცას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მაგალითად ჩვენმა მასწავლებელმა გვითხრა რომ ინვალიდის სავარძლის შეთავაზება ერთ ერთი ყველაზე მძიმე მომენტია ოკუპაციური თერაპევტისათვის, რადგან მშობლისათვის ინვალიდის სავარძელს აქვს უარყოფითი სიმბოლური დატვირთვა - ჩემი შვილი არის ხეიბარი.

რატომ დავიწყე ამ პოსტის წერა, ისეთი კარგი მასწავლებელი გვყავს, ისეთი კარგი რომ ასე მგონია ამ საგანს "შემაყვარებს". ძალიან მეთოდური და ორგანიზებული ქალია (ადრეც შევხვედრივარ). დღევანდელ ლექციაზე მოვიდა კარგი ვიდეომასალით და მართლაც მშვენიერი ლექცია ჩაგვიტარა. მერე კიდევ სპეციალურად ჩვენთვის იპოვა პრაქტიკის ადგილები და ჩვენ მინიმუმ 2 ჯერ შევხვდებით ფუნქცია და განვითარება დაქვეითებულ ბავშვებს, ვნახავთ როგორ მუშაობენ მათთან ოკუპაციური თერაპევტები და მონაწილეობას მივირებთ თერაპიის პროცესში. დამიჯერეთ ასეთი რამ ჯერ არცერთ მასწავლებელს გაუკეთებია. ოფიციალურად პრაქტიკა სემეტრში ერთხელ გვაქვს 4 კვირით, ამ ქალმა კი "არაოფიციალური" პატარა პრაქტიკა "გაჩითა" ჩვენთვის :)

ყველაფერი ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ მასწავლებელს - ლენას მართლა სურს საგანი სერიოზულად და ღრმად რომ ვისწავლოთ, და ხუთ კვირიანი კურსისაგან მაქსიმუმი მივიღოთ. ხოდა მახარებს ესა :)


Jan 23, 2011

თქვენს წინაშეააააააა .... მოცეკვავე ოფოფები კი არა, სტაფილოს ნამცხვარი :)

დღეს ძალიან ადვილ და სასარგებლო ნამცხვარს გთავაზობთ. სასარგებლოა ბავშვებისათვის და დიდებისთვისაც. ადვილია იმიტომ რომ ნამცხვრის ყოველი ინგრიდიენტი ნებისმიერ ოჯახში მოიპოვება ნებისმიერ დროს :)

მაშ ასე, თქვენს წინაშეა - სტაფილოს ნამცხვარი :)

გავახუროთ ღუმელი 175 გრადუსამდე!

მოვზილოთ ცომი: 2 კვერცხი გავთქვიფოთ 150 გრამ შაქართან ერთად, დავამატოთ 50 გრამი გახეხილი ნუში ან ნიგოზი, 200 გრამი წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო (დაახლოებით სამი ცალი), 60 გრ. დამდნარი კარაქი, 1ჩ.კ. დარიჩინი, 1 ჩ.კ. ვანილი, 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ან სოდა ძმრით + 200 გრამი ფქვილი. ცომი გამოვა არაჟნის მასის მაგვარი. ცომი ჩავასხათ საცხობ ფურცლიან ფორმაში (20/22), ან კიდევ მრგვალ ფორმაში რომლის დიამეტრი არ არემატება 25 სანტიმეტრს.

ნამცხვარი გამოაცხვეთ 175 გრადუსზე, გაზქურის შუა ნაწილში დაახლობით 40 წუთს განმავლობაში.

კრემი - კრემის გამოყენება თქვენს სურვილზეა დამიკიდებული. მე როგორც წესი უკრემოდ ვაკეთებ, მაგრამ დღეს გამონაკლისის სახით კრემი მოვამზადე ფილადელფია ყველისაგან. 200 გრამი ფილადელფია ავთქვიფე 50 გრამ შაქრის პუდრასთან ერთად, დავამატე 2 ჩ.კ. ვანილი და მეოთხედი ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა და ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. შემდეგ ეს კრემი სრულიად გაციებულ ნამცხვარს გადავუსვი :)


მორთულობა: მას შემდეგ რაც ნამცხვარს კრემს გადაუსმევთ, შეგიძიათ მისი მორთვა. შეგიძლიათ თავზე მოაყაროთ ნიგოზი ან ნუში :)

ესეც ნამცხვრის შიგნეულობა. ბისკვიტი არის ძალიან ფუმფულა და ამავე დროს სველი :)

გემრიელად მიირთვით :)

მე ვხედავ მზეს - 23-01-2011

მოვედი და კარგი ამბები მოგიტანეთ :) ჯერ მინდა გახაროთ რომ დაგვემატა რამოდენიმე ახალი მოთამაშე :) გავბევრდით :)

გვირილა - http://gvirila-gvirila.blogspot.com/

ბაბისას ბლოგი - http://babisasi.blogspot.com/


Empty weblog - http://heart1ess.wordpress.com/

ახლა ჩემი ამბები :)
დღეს იმდენი ვიძინეეეეეეეეეეეე, ვაიმე იმდენი იმდენი რომ დიდი ხანია ამდენი არ მიძინია, 12 საათზე გავიღვიძე :D :D მერე კიდევ დავიკიდე კალოერიები და ძაააალიან ბევრი დონატი ვჭამე, იმდენი რომ ახლაც ცუდად ვარ სიტყვა დონატს რომ ვწერ. ასე მოქცევა ცუდია, მაგრამ ხანდახან გვაქვს ადამიანებს დაკიდების მომენტები.

ისევ და ისევ დღეს მზიანი ამინდი გვქონდა და ამან კარგ ხასიათზე დამაყენა :) კარგ ხასიათზე ყოფნა კი ნამდვილად მჭირდება, ხვალიდან ახალი კურსი გვეწყება. 5 კვირიანი კურსი იქნება 5 საშინაო დავალებით და სამი საგამოცდო მომენტით. აქედან ორი ნამუშევარი 3 სხვა სტუდენტთან ერთად უნდა დავწერო და ერთი დარბაზის გამოცდა იქნება :)

ხოდა ასე, ჯერ ჯერობით open-minded მდგომარეობაში ვარ :) ეს კურსი ბავშვთა ოკუპაციურ თერაპიას ეხება, სრულიად ახალი რამაა ჩემთვის :) სხვადასხვა საავადმყოფოებში და რეაბილიტაციის ცენტრებში ვივლით და მონაწილეობას მივიღებთ თერაპიის პროცესში :) ცნობისმოყვარეობა მკლავს :)

Jan 20, 2011

მე ვხედავ მზეს 20 -01-2011

მე ვხედავ მზეს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! ისეთი ჭყეტია მზე გვქონდა რომ მგონი ზაგარი მივიღე. ადრეც დამიწერია როცა მზე ანათებს და კარგი სიცივეა უკვე კარგ ხასიათზე ვარ ხოდა დღესაც ასე იყო.

მზეს უნდა ვუმადლოდე რომ:
  • ჩემმა საწყალმა ორქიდეებმა წყალი მიიღეს, აგერ უკვე მეორე თვეა უწყლოდ იყვნენ.
  • გავედი გარეთ და ვისეირნე. სეირნობიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი გზად შევიარე აუზზე. ეს ადგილი ჩემი სახლიდან 5 წუთის სავალზეა. თავად აუზზე სიარულისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ იგივე შენობაში აქვთ სპორტდარბაზი და ფასებიც მისაღებია. ვიფიქრე 2 თვე სანამ ამინდები გამოვა ვიარო?! ჯერ არ ვიცი.
  • წავედი ფოსტაში და მიღებული წიგნი გამოვიტანე. მწვანეა, ჩემი საყვარელი ფერი. ეს უკვე კარგის ნიშანია. წიგნი თავად იმხელაა რომ ადამიანს მოკლავ ან კიდევ ამ ქირურგიული ოპერაციისთვის გამოდგება (ბიბლიის ნაცვლად).



  • წინა პოსტებში გამოცდაზე კი ვწუწუნებდი, მართალია ბევრი სასწავლი მაქვს მაგრამ ფაქტია ამ მოკლე კურსით ძალიან დიდი ცოდნა შევიძინე. საინტერესოა ამ ცოდნას როგორ და როდის გამოვიყენებ.

დევნილთა გამოსახლება

დევნილთა გამოსახლება, წყარო - ლიბერალი

ამ მომენტისთვის დაკავებულია 5 ადამიანი. მათ შორის 4 დევნილი ქალბატონია ( ბელა ხერგინი, ირინა ფირცხელიანი, ჯულიეტა ცინდელიანი) და დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე მანუჩარ სიგუა, - აცხადებს თავისუფლი საქართველოს აფხაზეთის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი გრიგოლია, რომელიც დილიდანვე ბაგების ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორია პოლიციამ დილით 7 საათისთვის გადაკეტა. სტუდქალაქის სამ კორპუსს შემოვლებული რკინის ღობის შიგნით შესვლის უფლება არავის აქვს. ტერიტორიას მხოლოდ ავეჯით დატვირთული საბარგო მანქანები ტოვებენ. 20 იანვარს სტუდქალაქი მთლიანად უნდა დაიცალოს დევნილებისგან, რომლებიც წლებია აქ ცხოვრობენ. თბილისში სულ დევნილთა 22 დასახლება და დაახლოებით 5ათასი ადამიანია დარჩნილი.

ისევე როგორც, ბაგებში ჟურნალისტებს საშუალებას არაძლევენ გაესაუბრონ დევნილებს ორხევში, თუმცა გამოსახლების პროცესი იქ მშვიდობიანად მიმდინარეობს. ორეხევის ტერიტორიაზე, საბაჟო დეპარტამენტის შენობაში მე-6 თვეა სამაჩაბლოდან დევნილი 18 ოჯახი ცხოვრობს. ბაგებში კი დაახლოებით 80 ოჯახი ცხოვრობდა.

ორხევის დასახლების ტერიტორიას დროგამოშვებით ავეჯით დატვირთული მანქანები ტოვებს. მანქანებში სხედან დევნილებიც. დევნილებს კახეთს სოფელ ბაკურციხეში ასახლებენ. მათ გამოსახლების შესახებ წინასწარი გაფრთხილება კი მიიღეს, თუმცა არასოდეს უნახავთ ის სახლები სადაც მოუწევთ ცხოვრება.

"კახეთის რომელიღაც სოფელში მივდივარ, არც კი ვიცი სად. მე და ჩემმა ერთადერთმა შვილმა, რომელიც სკოლის მოსწავლეა მატრო უნდა ვიცხოვროთ. რას მოვახერხებ წარმოადგენა არ მაქვს" - აცხადებს ელენე ოთინაშვილი.

ორხევის ტერიტორიაზე მცხოვრებთაგან კომპენსაცია - 10 ათასი ლარი მხოლოდ ერთმა 12 სულიანმა ოჯახმა აიღი. მათ გორში კოტეჯი იყიდეს, თუმცა ოჯახის უფროსი სოსო კასრაძე აცხადებს, რომ ეს შენობა არ ყოფნით, და ოჯახის ზოგიერთმა წევრმა თბილისში ნაქირავებ ბინაში უნდა იცხოვროს.

Jan 19, 2011

ჩემთან ლაპარაკი არ შეიძლება!

ჩემთან ლაპარაკი არ შეიძლება! ჩაივლის შაბათის გამოცდა და მერე იმედია გამომისწორდება ხასიათი. არ მითხრათ მესმის შენიო, მაინც არ დაგიჯერებთ იმიტომ რომ ჩემ მკითხველს შორის მეეჭვება ბევრი იყოს ისეთი რომელმაც მტევნის ქირურგია ორ ლექციაზე გაიარა და ორ დღეში გამოცდაც ექნება (კიდევ ერთ სხვა საგანთან ერთად რომელიც სამ ლექციაში წაგვიკითხეს)

სასწავლი და საქმე ყველას გვაქვს, მაგრამ ხანდახან სასწავლი/საქმე იმაზე მეტია ვიდრე დრო არის მოცემული. ზოგი კარგად უმკავლდება ამას - მაგალითად შეარჩევს მხოლოდ მნიშვნელოვნს და იმას მიხედავს, მე ეს "მნიშვნელოვანი" არ ვიცი რააა, ამიტომ ყველაფერის მოსწრებას ვცდილობ. რადგან თეორიულადაც და პრაქტიკულადაც ყველაფრის მოსწრება შეუძლებელია, და შესაბამისდ მეც ვერ ვასწრებ - ვგიჟდები!

სტრესი თითოეულ ჩვენთაგანზე სხვადასხვაგვარად აისახება. მე ვხდები აგრესიული, ამიტომ ჯობია ერთმანეთს მოვერიდოთ.

Jan 17, 2011

მე ვხედავ მზეს 17-01-2011

რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი როცა დილას შედგენილ გეგმას საღამოს თვალს გადავავლებ და ვიტყვი რომ ყველაფრის გაკეთება მოვასწარი?! მართლა ყველაფრის და ეს ყველაფერი ის საქმე იყო რომლის კეთებაც ჩვეულებრივ მეზარება.

რა გავაკეთე?!
  • სახლის საქმეები - დავალაგე, დავრეცხე, საჭმელი მოვამზადე.
  • სწავლის საქმეები- შევეცადე მესწავლა, შევუკვეთე მომავალი კურსის წიგნები.
  • კომუნიკაცია - პასუხი გავეცი და გადავაგზავნე ბევრი წერილი :)

ხოდა როგორ მოვასწარი ამდენი ? სულ ადვილად, მთელი დღე სახლში ვიყავი რადგან იმ საგანში რომელშიც ლექცია იყო დღესა უკვე მაქვს გამოცდა ჩაბარებული :) ხვალ კი მივდივარ და ვცდილობ პოზიტიური განწყობა შევიმუშაო იმიტომ რომ ორი საგანი გვეწყება რომლებიც მთლად გულზე არ მეხატებიან :D :D

დადებითი განწობის სმაილიკი :)

Jan 16, 2011

მე ვხედავ მზეს 16-01-2011

მინდოდა დამეანგარიშებინა და ბოლოს შევშვი, დამეზარა. საქმე ისაა რომ მას შემდეგ რაც სხვადასხვა ფსიქიკური თუ ფიზიკური დაავადებების სწავლა დავიწყეთ, ყოველ დღე ბედნიერი მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ ვარ ჯანმრთელი!

აი ავიღოთ მაგალითი - ყოველ 100 000 ბავშვზე დაახლობით 90 ბავშვი საბავშვო რევმატოიდული ართრიტით არის დააავადებული, და ეს მხოლოდ ერთი დაავადებაა. ამის გარდა რამდენი რამ არსებობს ხომ აზრზე ხართ, და ავად ყოფნის რისკიც უფრო და უფრო იზრდება. მოზრდილებს რაც შეეხება სურათი კიდევ უფრო სავალალოა. გასულ კვირას ჩვენი მასწავლებელიც ამბობდა - უახლოსი 5 წლის პროგოზია რომ ყოველი მეექვსე ადამიანს ექნება დამბლის (Stroke) პრობლემა ასაკთან ერთად.

სიმართლე რომ გითხრთ შემეშინდა, და კიდევ ერთხელ კარგად გადავიკითხე დამბლის რისკ ფაქტორები, საბედნიეროდ არცერთ მათგანს ვაკმაყოფილებ - არ ვეწევი, არ ვსვავ, ვვარჯიშობ, არ მაქვს დიაბეტი, მქვს კარგი გენეტიკური "ზურგი", არ მაქვს მაღალი წნევა და ა.შ. შესაბამისად მაქვს ბედნიერების მიზეზი - ვარ ჯანმრთელი!

Jan 15, 2011

მაინც ამოვთხარე - შოკოლადის რულეტი მალინის ჯემით!

ჩემი წინა პოსტიდან როგორ ვაქციოთ რულეტი ტორტად, მიგიყევით იმის შესახებ თუ როგორ ვერ გამოვაცხვე რულეტი, მაგრამ მე რის მე ვიქნებოდი ასე ადვილად რომ დავნებებოდი, ხოდა დღეს კიდე ვცადე მეორედ. ამჯერად გამოვიდა, შედეგი ქვევით იხილეთ :)

მოვამზადოთ ცომი - 4 კვერცხი, 3 სუფრის კოვზი რძე ან თბილი წყალი, 100 გრამი შაქარი, 3ს. კ. კაკაო პლიუს დაამატეთ იმდენი ფქვილი რომ მასა ერთად 125 გრამი გამოვიდეს, 1 ჩ.კ. საცხობი ფქვილი, ერთი შეკვრა ვანილის შაქარი. ნაზი ცომი გავაკეთოთ და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.

ცომი იქნება არაჟანივით, მისი დიდ ჟარუნაზე გაშლა არ გაგიჭირდებათ. თუ ძალიან დიდი ჟარუნა გაქვთ უბრალოდ შუაზე დაასხით და ნაზად გადაანაწილეთ ისე რომ თანაბარი სისქის მასა მიიღოთ, ბოლომდე არ გაშალოთ თორემ ძალიან თელი გამოვა :)

როცა ფირფიტა გამოცხვება რულეტად გადაახვიეთ ტილოში და დატოვეთ მანამ სანამ შეცვდება (თბილი უნდა იყოს) მერე გახსენით, გადაუსვით მალინის ჯემი ან რამე სხვა რაც გინდათ და გადაახვიეთ.

გააცივეთ და ისე მიირთვით :)




საუბარი ჩემ პატარა დისშვილთან :)

ჩემი პატარა დისშვილი თამარი, დაახლობით ორწლინახევრისაა (მაისში ხდება სამის).

თამარი - ზღაპრების წიგნს მიყიდი?
მე - კი გიყიდი.
ჩემი და (უცაბედად ჩაერთო ჩვენს დიალოგში)- კი მაგრამ ხო გიყიდეთ უკვე ზღაპრების წიგნი?!
თამარი - ისა უკვე დავხიეეე!

მე ვფიქორობ - ბავშვებმა უნდა დახიონ საკუთარი წიგნები და მშბლებმა ამის გამო არ უნდა გატყეპონ ისინი :) მათი წიგნებია, რასაც უნდათ იმას იზავენ. ახლა მე რომ ვინმემ მითხრას შენ წიგნებში არ წეროვო - არ ვეტყვი გიჟი ხარ გადარეული შენ რა გეკითხება რას ვიზავთქო? ხოდა ბავშვს რატომ ვუშლით დახევას მაშინ?! :D

მიეცით ბავშვებს არჩევნის თავისუფლება ოხრებო!


Jan 14, 2011

მოთამაშეთა საყურადღებოდ :)

ხალხებო, რადგან ჩვენს მიზანს წარმოადგენს დადებითად ფიქრის და ხედვის დასწავლა, ის თუ რამდენ პოსტს დავწერთ ჩვენზეა დამოკიდებული. პირადად მე მინდა ყოველ დღე ვწერო პოსტები, იმიტომ რომ მინდა გავივარჯიშო. ვფიქრობ რაც უფრო ხშირად დავწერ მით უფრო კარგი იქნება ჩემთვის. ვიცი რომ ეს არის დაძალება საკუთარ თავზე, მაგრამ დადებითად ფიქრის და ხედვის დასწავლას ჩემთვის ისეთივე ვარჯიში სჭირდება როგორც უცხო ენის შესწავლას.

შესაბამისად - გთხოვთ თავი იგრძენით თავისუფლდ და წერეთ ისეთ რითმში როგორც მოგეხერხებათ და როგორც გაგეხარდებათ :)

მე ვხედავ მზეს 14-01-2011

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა გავაკეთე და იმედია გამომადგება მომავალშიც. მე დავასკვენი რომ ცხელ თავზე და გულზე ყინვა ყველაზე კარგად მოქმედებს, ყინვაში სეირნობა კიდევ მთლად უკეთესია.

მივხდი რომ ჩემთვის დადებითი ფაქტების წერა ძალიან ძნელია. ნეგატივს ჩამოგიწერთ ტონას ამ წუთას, მაგრამ დადებითის მიფიქრება ჭირს, მიუხედავად იმისა რომ მთელი დღე ვფიქრობდი ყურადღება გამემახვილებინა მხოლოდ კარგ რამეებზე.

პრინციპში კარგი დღე იყო, განსაკუთრებით იმიტომ რომ ჩემ გადარეულ დისშვილებს ველაპარაკე. მერე კიდევ ტრამვაიში ორი ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი ბავშვი ამოვიდა. ერთი გარმონზე უკრავდა მეორე კიდე მის დაკრულზე აჯაზებდა. 8-9 წლისები იქნებოდნენ. მათი სახეები კარგად დავიმახსოვრე, იმიტომ რომ ის ბავშვები თავის გზას იპოვნიან მუსიკაში!!!





Jan 13, 2011

მე ვხედვ მზეს 13-01-1011

მოულოდნელად დადებითი დღე გამოდგა დღევანდელი დღე. პირველ რიგში გამიხარდა თამაშში მონაწილეობის მიღების ამდენი მსურველი რომ გამოჩნდა, მოლოდინს ბევრად გადააჭარბა :) მერე კიდევ გამიხარდა რომ ჩემი ჩანაფიქრი მხოლოდ ჩანაფიქრად არ დარჩა და ფრთები შეესხა. კიდევ გამიხარდა რომ მთელი დღე მზე ანათებდა, ისე რომ მზეზე გათბობაც კი მოვახერხე. მერე კიდევ ასევე მთელი დღე ვიჯექი და ვსწავლობდი - ბეჯითად, ყოველგვარი ცთუნების გარეშე. ახლაც ვზივარ და ვსწავლობ და რაც მთავარია დიიიიიიიიდი თვითკმაყოფილი იდიოტის ღიმილი მქვს თავში.

და ბოლოს
რა უნდა იყოს იმაზე კარგი როცა გარეთ - 12 გრადუსია მე კიდევ სახლში ვზივარ და ძალიან საინტერესო გამოცდისთვის ვემზადები?!



Jan 12, 2011

ჩვენ ვხედავთ მზეს :)

ჩვენდა სასიხარულოდ ბევრი დაინტრესებული ბლოგერი შევიკრიბეთ ხოდა ხვალიდან ვიწყებთ თამაშს- მე ვხედავ მზეს. მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება თქვენთან, პოსტს რომ დავწერთ ხოლმე ტეგებში ანუ "Labels for this post:" მივუთითოთ - მე ვხედავ მზეს, შესაბამისად პოსტების მიძიება არ გაგვიჭირდება :) ძირითადი წესები დევს აქ

ხალხებო, რადგან ჩვენს მიზანს წარმოადგენს დადებითად ფიქრის და ხედვის დასწავლა, ის თუ რამდენ პოსტს დავწერთ ჩვენზეა დამოკიდებული. პირადად მე მინდა ყოველ დღე ვწერო პოსტები, იმიტომ რომ მინდა გავივარჯიშო. ვფიქრობ რაც უფრო ხშირად დავწერ მით უფრო კარგი იქნება ჩემთვის. ვიცი რომ ეს არის დაძალება საკუთარ თავზე, მაგრამ დადებითად ფიქრის და ხედვის დასწავლას ისეთივე ვარჯიში სჭირდება როგორც უცხო ენის შესწავლას.

შესაბამისად - გთხოვთ თავი იგრძენით თავისუფლდ და წერეთ ისეთ რითმში როგორც მოგეხერხებათ და როგორც გაგეხარდებათ :)


ხოდა ასე, გაგვიცანით :)

ხის სუნიანი სახლი - www.femaleee.blogspot.com

დადებითი ბლოგი- www.ch222.blogspot.com

როცა ონკანში ჭის წყალი მოდის - http://asklypiodota.blogspot.com/

Salolas's Blog -‘๑’ - http://salolas.wordpress.com/

სქოლიაზიანი ემბრიონი - http://www.embrioni.blogspot.com/

Bacchus- http://bacchuuss.blogspot.com/

Something Stupid - http://greenmar.wordpress.com/


კანარიოს დღიური - http://kanarioo.blogspot.com/

ბუნბუნლანდია - www.bunbunland.blogspot.com


სიცარიელით სავსე ბლოგი - http://teonee.blogspot.com/

გვირილა - http://gvirila-gvirila.blogspot.com/

ბაბისას ბლოგი - http://babisasi.blogspot.com/


Empty weblog - http://heart1ess.wordpress.com/

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - http://tomushka.blogspot.com/




ვიწყებთ 2011-01-13 და ვამთავრებთ შემაჯამებელი პოსტით 2011-02-12.

Jan 10, 2011

პაწაწინა თამაში/იდეა - მე ვხედავ მზეს :)

დიდი ხანია ამ თამაშზე ვფიქრობ და ახლა დადგა დრო რომ იდეამ სინათლე იხილოს ბლოგსა ამასა და ინტერნეტსა ზედა :)

რაში მდგომარეობს თამაშის იდეა - ბლოგერებს და მათ შორის ვიქნები მეც, ვთავაზობ რომ ყველამ ჩვენ ჩვენ ბლოგზე ყოველ საღამოს ან ყოველ მეორე/მესამე დღეს დავწეროთ - მხოლოდ კარგი ამბები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან. ვიცი ბევრი იტყვის რომ კარგი არაფერი ხდებაო მაგრამ თამაშის აზრი სწორედ ამაში მდგომარეობს დავინახოთ პატარ პატარა კარგი რამეები და მნიშვნელობა მივანიჭოთ მათ :)

დადებითი რამე შეიძლება იყოს - ფაქტი, ემოცია, შემხვევა, ცოდნა, განცდა, მიგნება და ყველაფერი რასც თავდ თვლით რომ დადებითია :)


ახლა წესები:
  1. მთლად ერთწინადადებიანი პოსტები რომ არ გამოგვივიდეს სასურველია დავწეროთ მინიმუმ სამი -ოთხი დადებითი ფაქტი, მოველნა, თუ აღმოჩენა.
  2. ძააალიან სასურველია თუ ყოველი წინადადება დადებითად არის ფორმულირებული, "არ, ვერ" და ა.შ. სიტყვების გარეშე.
  3. წინადადებები უნდა დავწეროთ პირველ პირში - მე!
  4. თამაშის ბოლოს ვწერთ ერთ შემაჯამებელ პოსტს თუ რა გავლენა მოახდინა დადებითი ფაქტების წერამ ჩვენზე და ერთმანეთზე.
  5. ყველა ბლოგერს ვისაც თამაშში მონაწილეობის მიღება სურს ვთხოვ რომ კომენტარებში დამიტოვოს სკუთარი ბლოგის მისამართი, რომ შევქმნა სპეციალური სია რომელსაც შემდეგ კედელზე გამოვაკრავ :)
  6. თამაში გრძელდება ერთი თვე, ამიტომ მე და სხვა მონაწილეებიც ძალიან მადლობლები ვიქნებით თუ მთელი ერთი თვის განმავლობაში რეგულარულად ვწერთ პოსტებს.
    p.s. რეგულარულად წერა არ ნიშნავს ყოველ დღე წერას, ეს ნიშნავს რომ ვწერთ კვირაში რამოდენიმეჯერ, მაქსიმუმ იმდენჯერ რამდენჯერაც გვინდა.
ველი თქვენს კომენტარებს ბლოგის მისამართებითურთ :)
თამაშს ვიწყებთ 13 იანვარს და ვაგრძელებთ 13 თებერვლამდე :)

Jan 9, 2011

პარალელური სამყაროები :)

ყოველთვის როცა დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებთ ფიზიკის სფეროდან, აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ამა თუ იმ ექსპერიმენტის მიმართ, ჩემი ქმარი კი ფართოდ გახელილი თვალებით მეკითხება ხოლმე - სკოლაში არ ატრებდით ფიზიკურ ცდებს? პასუხი არის- არა, არ ვატარებდით, და მიუხედავად იმისა რომ ფიზიკა ძალიან მიყვარდა და კარგი სტუდენტიც ვიყავი, ამ საგნის პრიორიტეტს ვერ ვხედავდი.

დღეს ვწერ პოსტს ერთ ერთ ცდაზე რომელმაც ჩემი მორიგი აღფრთოვანება გამოიწვია, და რომელმაც ფაქტიურად საფუძველი დაუდო "მრავალი (პარალელური) სამყაროების ინტერპრეტაციის თეორიას", ავტორი - Hugh Everett III.

ახლა კი თავად ცდაზე რომელიც იუნგის ცდის სახელით არის ცნობილი. წარმოიდგინეთ გვაქვს შავი ყუთი რომელშიც მოთავსებულია ლაზერი. ლაზერი მიმართულია ეკრანისაკენ მაგრამ მას და ეკრანს შორის არის "კედელი" რომელზეც ორი ხვრელია დატანილი, ისე როგორც ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები.
ლაზერის მეშვეობით ხდება ფოტონების "გაგზავნა" რომლის დაცემის ადგილი ეკრანზე აისახება. თქვენი აზრით, როგორ მოხდება ამ ფოტობების გადანაწილება ეკრანზე - 1. ეკრანზე ხვრელების შესაბამის ადგილას თუ 2. მთელ ეკრანზე? საქმე ესაა რომ არც ერთი და არც მეორე პასუხი არაა სწორი, ფოტონების დაცემის სურათი ეკრანზე დაახლოებით აი ასე გამოიყურება:
საინტერესოა არააა - რატომ გვაქვს ფოტონების დაცემის ყველაზე დიდი რაოდენობა ცენტრში? ამის ახსნა ცოტა უცნაური ჩანს მაგრამ როგორც გავიგე (თავს ვერ დავდებ რომ სწორედ გავიგე) ერთი ფოტონი კედელზე დაცემისას იყოფა ორ ნაწილად, გადის ორ ხვრელს და ეკრანზეც ასე იმიტომ აისახება. რატომ ხდება ასე?

როგორც ჩანს სინათლეს (და ელექტრონებს) ორმაგი ბუნება აქვთ, ისინი იქცევიან როგორც ტალღები და როგორც ელემენტები, მაგრამ არასდროს ორივე ერთად. პარალელური სამყაროების შემთხვევაში ყურადღება ეთმობა ელექტრონების ნაწილაკების ბუნებას, კერძოდ იმას რომ ერთი ნაწილაკი შეიძლება ორა მსგავს ნაწილაკად გაიყოს. ახლა გაგახსენებთ რომ ჩვენი ორგანიზმი, ჩვენს გარშემო არსებული სამყარო სხვა არაფერია თუ არა მიკროსკოპული ნაწილაკებისაგან რთული სხეულები და პარალელურის სამყაროების ალბათობით ალბათ თქვენც აღფრთოვანდებით :)

ხოდა, ვინც ფიზიკის ამ სფეროში კარგად ერკვევა, მადლობელო დავრჩები თუ ადამიანისათვის გასაგებ ენაზე აგვიხსნის ამ მოვლენას.

Jan 8, 2011

ინდური კინოს ჩახლართული ისტორიები

ამჯერადაც ისევ და ისევ შთაბეჭდილებებით დატვირთული ვწერ ამ პოსტს რომელიც ინდურ კინოს ეხება. სამწუხაროდ ბევრ ადამიანში ინდური კინო ნეგატიურ ასოციაციებს იწვევს - გრძელი და დაუსრულებელი სიმღერები, უაზრო სიყვარულის ისტორიები, ადგილები და მოვლენები რომლებიც ერთმანეთთან არ არის კავშირში. მეც ზუსტად ასე ვიყავი, ალბათ ასეც ვიქნებოდი რომ არა დოკუმენტალურ ფილმთა სერია რომელიც ინდურ კინოს ეხება.

პირველი მიგნება - ინდოეთი დიდი ქვეყანაა და მის თითოეულ კუთხეში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფილმები კეთდება. ისევე როგორც ინდოეთის თითოეული კუთხისათვის მისთვის დამახასიათებელი სამზარეულო არსებობს, ასევე თითოეულ კუთხეში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფილმები კეთდება.
მეორე მიგნება - ინდური ფილმი სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს:
  1. ტრადიციული ფილმები 12/13 სიმღერით, აქვე გავაერთიანებ ბოლივუდურ ფილმებს რომელთა უმრავლესობასაც დიდი შინაარსობრივი სიღრმე არ გააჩნია. როგორც დოკუმენტურ ფილმებში თქვეს, მსგავსი ფილმები ყველაზე მეტად არიან პოპულარულები მთელ ქვეყანაში, და ალბათ არცაა გასაკვირი რადგან კინო ღარიბი ხალხის რეალობიდან გაქცევის ერთადერთი საშუალებაა და როცა ისინი ფილმს უყურებენ, უნდათ რომ ეს ფილმი იყოს ლამაზი, სიმღერებით, ცეკვებით და ბედნიერებით გაჯერებული. მსგავს ფილმები გამოსვლისთანავე პოპულარულები ხდებიან, და თუ მათში ისეთი პუპულარული მსახიოები მონაწილეობენ როგორებიც აიშვაირა რაი და ა.შ. მათ 50% მოგება მოაქვთ.
  2. რეალობის ამსახველი ფილმები. ესენი მცირებიუჯეტიანი ფილმები არიან და როგორც წესი არავინ დადის მათ სანახავად. პირადად მე ვფიქრობ რომ ასეთი ფილმები ყველაზე საინტერესოა რადგან ასახავენ ინდოეთის სოციალურ, კულტურულ, რელიგიურ და ტრადიციულ მხარეს. ასევე სამწუხაროდ მინდა ვთქვა რომ დანარჩენ მსოფლიოშიც ამ ფილმებს არ უკეთდება დიდი რეკლამა. Adoor Gopalakrishnan - ერთ ერთი რეჟისორია რომელზეც ძალან ბევრი ისაუბრეს დღევადელ დოკუმენტურ ფილმში და ძალიან დავინტერესდი, შევეცდები ბიბლიოთეკაში დავძებნო მისი ფილმები.
  3. მესამე კატეგორიის ფილმები ძალიან ჭკვიანი და მოქნილი რეჟისორების მიერ იქმნება. მათი ძირითადი თემა პოლიტიკა და სოციალური წყობაა, მაგრამ ეს რეჟისორები მიხვდნენ რომ იმისათვის რომ მათმა მესიჯმა მაყურებლამდე მიაღწიოს, ფილმი უნდა ნახოს მაყურებელმა. ანუ ფილმი უნდა იყოს დაახლოებით პირველი კატეგორიის ეფექტებით, მარტივ ენაზე დაწერილი, ქალი და მამაკაცი გმირებით, მაგრამ პირველი კატეგორიის ფილმებისაგან განსხვავებით ძირითადი სასიყვარულო ისტორიის ფონზე ყოველთვის არის პოლიტიკური მომენტები. ამ კატეგორიის ერთ ერთი ცნობილი რეჟისორია Mani Ratnam.
ხოდა ასე ჩემო მკითხველო, იმედია ცოტათი მაინც გავაქარწყლე ინდურ კინოსთან დაკავშირებული სტერეოტიპები და იმედია თქვენც დაინტერესდით ნახოთ ინდური რეალობის ამსახველი ფილმები - გინდაც მხატვრული და გინდაც დოკუმენტალური :)


როგორ ვაქციოთ რულეტი ტორტად? :)

დღეს გიამბობთ ამბავს იმის შესახებ თუ როგორ გარდაიქმნა ერთი უწყინარი რულეტი იტალიური ტორტის მაგვარ ნამცხვრად :)რულეტის რეცეპტი ჩემმა მეგობარმა ნინომ ჩამაწერინა. მე პატარა ჟარუნაზე გამოვაცხვე (20/23) და გამომივიდა სქელი. ვერ მოვახერხე რულეტად გადახვევა და ჩემმა ტვინმაც ამუშავება დაიწყო - რა მოვუხერხო რულეტის ფუმფულა მაგრამ სქელ ფირფიტას, ხოდა ის თუ რა მოვუხერხე ქემოთ იხილეთ :)

მოვამზადოთ ცომი - 4 კვერცხი, 2 სუფრის კოვზი რძე ან თბილი წყალი, 125 გრამი შაქარი, 125 გრამი ფქვილი, 1 ჩ.კ. საცხობი ფქვილი, ერთი შეკვრა ვანილის შაქარი, 40 გრამი დაფშხვნილი შავი შოკოლადი. ეს ყველაფერი კარგად ათქვიფეთ და დაასხით სახობ ფურცელიან ჟარუნაზე (20/23 თუ იტალიური სტილის ნამცხვარი გინდათ). გამოაცხვეთ 175 გრადუსზე 15 -10 წუთის განმავლობაში. (თავი შეუწითლდება და მიხვდებით)

მოვამზადოთ კრემი
1. ორი ფურცელი ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში.
2. 250 მლ ძალიან სქელი არაჟანი/ან კრემივით რომ არის ის ხაჭო ავთქვიფოთ 3 ცალ ბანანის პიურეში, დავამატოთ 50 გრამი შაქრის პუდრა და ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი (ბანანი რომ არ გაშავდეს).
3. დალბობილი ჟელატინი გავწუროთ, და გავხსნათ 20 მლ ძალიან თბილ რძეში. შემდეგ ეს რძე აურიეთ ძირითად მასას.
4.რაიმე მრგვალ ჭურჭელში ჩააფინეთ პოლიეტილნის ფურცელი, ჩაასხით ჟელატინიანი მასა და შედეთ საყინულეში 40 წუთით!

ბისკვიტის დამუშავება (მრგვალი ჭურჭელი თუ არ გაქვთ, ოთხკუთხედშიც კარგი გამოვა):
1. აიღეთ ღრმა მრგვალი ჭირჭელი ისე როგორც მოცემულია სურათზე.

2. ბისკვიტი გაჭერით ორ ნაწილად. თითოეული ნაწილი დაჭერით ისე როგორც ქვემოთ სურათზე ჩანს. შემდეგ თოთოეული ნაჭერი გაჭერით სიგანეზე თხელი მოქნილი ფირფიტები რომ გამოვიდეს.

3. ფირფიტები ჩააფინეთ მრგვალ ძირიან ჭურჭელში ისე როგორც პირველ სურათზეა მოცემული.
4. მაცივრიდან გამოიღეთ კრემი ბისკვიტს დაასხით კრემის ნახევარი, ზედ დააწყვეთ პატარა ბისკვიტები მერე მოასხით მეორე ნახევარი შიგნით ჩაარჭეთ თხლად დაჭრილი ბანანები და კიდევ ერთხელ კარგად მოაწყვეთ დაჭრილი ფირფიტები. ეს თავი უნდა დაიფაროს იმიტომ რომ ლანგარზე გადატანისას ის გახდება ძირი.
5.ნამცხვარი მაცივარში დატოვეთ მთელი ღამით.

დილას გადმოიღეთ სასურველ ლანგარზე - ლანგარი დაადეთ თასს და გადმოატრიალეთ. თუ გადმოსვლა იუარა წაუთაქეთ ერთი- ორი. მორთეთ სურვილისამებრ :)
მე ასე მოვრთე :)
დეფექტებს არ ვიმჩნევთ, ბოლოსდაბოლოს პირველად ავაწყვე მსგავსი რამ :)

შენიშვნები:
1. კრემი - შეგიძლიათ ისეთი მოამზადოთ როგორიც გინდათ. გინდაც ჩვეულებრივი ნაღებიანი!
2. გაფრთხილებთ რომ ნამცხვარი ძალიან გემრიელია და დღეს ოთხ კაცს ერთი ასეთი შემოგვეჭამა :)


Jan 7, 2011

ღორმუცელა და ფუმფულა ჭიები :)

დღემდე დარწმუნებული ვარ რომ სოფელში გატარებულმა წლებმა, თვეებმა და საერთოდ ბავშვობის პერიოდმა ძალიან დადებითად იმოქმედა ჩემზე. ბუნებასთან უფრო ახლოს ვიყავი და საკმაოდ კარგი ცოდნა შევიძინე ცხოველებთან და მცენარეებთან დაკავშირებით. ახლაც კი ხის მერქანის მიხედვით შემიძლია გამოვიცნო ხილი... უფ მივედ-მოვედები ისევ, ხეებზე წერას არ ვაპირებ, ჩემი დღევანდელი პოსტი ეძღვნება აბრეშუმის ჭიას :)

სულ პატარები ვიყავით მამას ბიცოლას რომ აბრეშუმის ჭიით სავსე დიდი ჩელტები ქონდა სახლში :) ვინც არ იცის გეტყვით რომ აბრეშუმის ჭია მხოლოდ თუთის ფოთოლს მიირთმევს და ჩვენც მამას ბიცოლასთან ერთად ყოველ დღე და ზოგჯერ დღეში რამოდენიმეჯერ დავდიოდით ფოთლის საკრეფად. რადგან ჭიები ზაფხულის პირველ თვეში ყავდა ხოლმე, ფოთლის კრეფასთან ერთად თუთის ჭამასაც ვახერხებდით :) ხოდა თამამად შემიძლია ვთქვა - რაც ჩვენ სოფელში თუთის ხეები იყო, ყველას ხილი გვქონდა გასინჯული :)

მართლა საოცარი პერიოდი იყო, რადგან ვისწავლე და საკუთარი თვალით დავინახე რომ ხდება მეტამორფოზი - კვერცხი, ჭია, ჭუპრი, პეპელა, კვერცი. მართლა სასწაული იყო ჩემთვის, ალბათ ყველაზე პირველი სასწაული რომელიც მახსოვს :) ის თუ რას აკეთებდნენ მას შემდეგ რაც ჭია თავის ლამაზად მოქსოვილ სახლში ძვრებოდა, არ ვიცოდი. მამას ბიცოლა კრიფავდა ხოლმე და აბარებდა სადღაც. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გავიგე რომ ამ ჭუპრებს ხარშავდნენ :(.

გაგიკვირდებათ ალბათ რამ ან ვინ გამახსენა აბრეშუმის ჭიები. ვინ და ერთმა კარგმა გოგონამ რომელსაც დღეს ფეისბუქზე ვესაუბრებოდი, სწორედ მან ახსენა აბრეშუმის ჭიები და უცებ იმხელა სითბო ვიგრძენი, იგივე სითბო რასაც ჩვენი აბრეშუმის ჭიების დაპურების დროს ვგრძნობდი ხოლმე :). ფოთოლს რომ დაუყრი, იწყებენ ცმაცუნს და ოთახში ისეთი ხმაურია გეგონება 100 კაცი ჭამდეს საჭმელს :) :*

ფუმფულა, გატიკნული და ხავერდოვანი აბრეშუმის ჭიები :)


რატომ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მონოზიგოტური ტყუპები?!

ამ წუთას მოვრჩი ტყუპებზე დოკუმენტური ფილმის ყურებას ხოდა სასწრაფოდ შემოვარდი რომ დამეწერა ერთი ძალიან საინტერესო დისციპლინის შესახებ რომელსაც ეპიგენეტიკა ჰქვია.

იმისათვის რომ ჩვენ მაყურებელს გაგვეგო რა არის ეპიგენეტიკა, გააკეთეს შემდეგი შედარება: ფურცელზე დაწერილია ნოტები (გენები) მაგრამ დირიჟორი არის ადამიანი რომელიც ახორციელება ნოტების მუსიკად გადაქცევას (გარემო). ეპიგენეტიკის მიხედვით იმ უამრავ გენს შორის რომელიც ჩვენ გვაქვს ყველა არ არის აქტიური. არიან გენები რომელბიც მუშა მდგომარეობაში არიან და არიან გენები რომლებიც "ისვენებენ". ეპიგენეტიკური ფაქტორები ახლდენენ მიძინებული გენების ამუშავებას, გაღვიძებას და შესაბამისად გენის სტრუქტურის შეცვლის გარეშე ხდება ცვლილებები :). ეპიგენეტიკური ფაქტორები მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე იწყება და შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.

დოკუმენტურ ფილმში რომელსაც დღეს საღამოს ვუყურე, ცდილობდნენ აეხსნათ თუ რატომ გვხვდება მონოზიგოტურ ტყუპებში ძალიან დიდი განსხვავებები მათ შორის სექსუალური ორიენტაცია, სხვადასხვა დაავადებები (დიაბეტი, ლეიკემია) და ა.შ.

პირადად მე ვფიქრობ რომ ეპიგენეტიკა არის ძალიან საინტერესო სფერო, და ვნანობ რატომ არ ვარ უფრო ახალგაზრდა მაგრამ ჩემი ამ მომენტის გამოცდილებით და ცოდნით. ამ სფეროს ნამდვილად სიამოვნებით შევალევდი დროს და ენერგიას :)

Jan 6, 2011

Let it snowwwwwwww - დღევანდელი ფოტოკოლაჟი :)

კლდეზე წამოსკუპებული ხეები :)
ჩვეულებრივ ეს გზა სავსეა მანქანებით, დღეს კი ასეთი წყნარი იყო :)
საბავშვო ბაღი :)
ძალიან მომწონს ეს თეთრი ხეები ზამთარში :)
ეს კიდევ ფეხით მოსიარულეთა ბილიკია. ნახევრამდე გაწმინდეს და დატოვეს ასე. უკან მობრუნება და გორელებივით შუა გზაში სიარული მოგვიწია :)
გაყინული კლდე :)
თოვლისგან დამძიმებული ტოტები :)

Jan 5, 2011

Samsung vs LG

როგორც იქნა მივიღე ჩემი ტელეფონი და დავიწყე შეჩვევის პროცესი. დაახლობით რომ მოხვდეთ რატომ მჭირდება შეჩვევა, დავდებ ჩემი ძველი და ახალი ტელეფონების სურათს.
რომელი რომელია თავად გამოიცანით :D.
ახლა ჩამოვწერ ჯერ ჯერობით რას ვერ ვეჩვევი. მგრძნობიარე ეკრანი - ჩემი თითები არც ისე კარგები არიან იმისათვის რომ სწორედ სასურველი ოპერაცია შეარჩიონ, ხოდა ხან სად მეჭერინება თითი და ხან სად. ჯერ ჯერობით მაქვს ტელეფონის დაზიანების შიში, იმიტომ რომ ეკრანი რომ დაუზიანდეს დაახლობით 120 ევრო უნდა გადავიხადო შეკეთებაში. სამწუხაროდ ეკრანის დაზიანებაზე ტელეფონი ვერ დავაზღვიე იმიტომ რომ ფული აღარ დამრჩა, ჩემ ქმარსაც არ ვთხოვე რადგან ეს საჩუქარი ჩემი თავისთვის მხოლოდ ჩემი ფინანსებით მინდოდა გამეკეთებინა. ასევე ვერ შევეჩვე უამრავ აპლიკაციას, ზოგიერთის არსი არც კი ვიცი რაში მდგომარეობს :D

რა მომწონს - კლავიატურა, უმაგრესი რამაააა! მიჩვეული ვარ ლეპტოპის კლავიატურაზე და მოდელმა იმიტომაც უფრო მომხიბლა რომ კლავიატურა აქვს. Wifi მომწონს ძალიან. აწი საშინლად მოსაწყენ გაკვეთილებზე შემიძლია ვიჯდე და ინტერნეტში ვისეირნო. თავს პირობა მივეცი რომ ტელეფონით ფეისბუქს არ გამოვიყენებ!! ძალიან მომწონს თავად ოპერაციული სისტემა ანდროიდი, რადგან მოქნილია და ჩემი სურვილისამებრ შემიძლია გადვწყვიტო აპლიკაციები, ეკრანის დიზანი და ა.შ.

ეს კი ჩემი ტელეფონის ზარი. ამ ზაფხულს ჩემ ძმას ქონდა დაყენებული ტელეფონზე და ვინმე რომ დაურეკავდა ხოლმე ზეიმი მქონდა, იმტომ რომ შემეძლო ამ სიმღერის მოსმენა :) ხოდა მეც დავაყენე ყველა შემომავალ ზარზე :D :D



ხოდა ბოლოსთვის ერთ სურვილს დავწერ. ამ ახალმა იმდენი გაძლოს რამდენიც ძველმა გაძლო და ვიტყვი რომ სამსუნგს კარგი ტელეფონების გაკეთება შეუძლია :D

ბოლოს კი ერთ რამეს ვწერ, მიუხედავდ იმისა რომ ტელეფონი მომწონს, ასეთი Advanced აპარატი ნამდვილად არ მჭირდებოდა. შესაბამისად ვფიქრობ რომ უჭკუოდ მოვიქეცი ამხელა ფული რომ გადავიხადე (ყოჩაღ სამსუნგის მარკეტოლოგებს, სწორედ მათი წყალობით დავები ორ სიტყვზე რამაც მაყიდინა ეს ტელეფონი). ის ფული რომ ჩემი დისთვის გამეგზავნა სარეცხი მანქანის საყიდლად ბევრად ჭვიანური იქნებოდა.

რბილად დაცემის ფენომენი :D

მე თქვენ გეტყვით რომ დიდ ტაკოს დადებითი ფუნქცია აქვს. დღეს აგერ უკვე მერამდენედ დავეცი და არაფერი მომივიდა იმიტომ რომ რბილად დავეცი. ხოდა აწი აღარ ვიწუწუნებ წონაზე :D :D

Jan 3, 2011

Internet - new posibilitis for online casinos :)

I have heard many times that card games and especially Poker is a intellectual game. I've heard that body language plays very important role. If you are a good player, then you can read other players card and body language very well. But, everything seems easier if you are playing in internet and one of such places is online casinos

What do we have to know when we play online? Well, not very much. First of all we have to know how to gamble online, we have to know hot to choose the right online casino and of course we have to know how to play different games, such as - poker, Blackjack, craps etc. On Online casino spotlight, each game has own tutorial, and for example if you want to know top ten casinos for playing poker , u can visit this nice page - online poker reviews

რა იწყება ათი დღის დასრულების შემდეგ?

ათმა დღემ თვალის დახამხამებაში ჩაიარა. დაიწყო ახალი კვირა და მასთან ერთად მეოთხე სემესტრი. მოლოდინი ამ სემესტრთან დაკავშირებით მაქვს დადებითი. კი პირველი სამი კვირა ნაგვის სწავლა მომიწევს, მაგრამ სამაგიეროდ მთელი დარჩენილი პერიოდი ივნისის შუა რიცხვებამდე მხოლოდ ოტ გვექნება, პლიუს პრაქტიკა სომატიკაში. სიმართლე რომ გითხრათ სომატიკა არც ისე ძალიან მიზიდავს, მაგრამ ფაქტია რაღაც ახალია და შესაბამისად გახსნილი ვარ ცოდნისათვის და გამოცდილებისათვის.

გამოცდებიც ყოველი კვირის ბოლოს არ გვექნება, ძირითადად სახლში საწერი გამოცდები იქნება რაპორტები და სხვადასხვა პროგრამები ამა თუ იმ დაავადების რეაბლიტაციასთან დაკავშირებით. ხოდა ასე 3 სადარბაზო გამოცდას კი გავუძლებ როგორმე :D :D

მომავალ ორშაბათს ასევე ჩინურის კურსი დამეწყება. ჩინურს რომ ვამბობ ვიგუდები სიცილით, იმიტომ რომ ეს ენა პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით მართლა ჩინურივით არის ჩემთვის. ხოდა აბა ვნახოთ რა და როგორ იქნება :) ისე მგონია რომ კარგად გავერთობი :)

რაც მთავარია ნელ ნელა გაიზრდება დღე და მზეც ხშირად გამოაჭყიტებს ხოლმე, ის კი ნიშნავს რომ სეზონური უხასიათობა და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება წესით გაქრება :) და კიდე იმას ნიშნავს რომ სირბილის დაწყებას შევძლებ.

კარგ კვირას გისურვებთ მეგობრებო :)

Jan 2, 2011

მსგავსება

ადამიანს რომელიც ცუდად არის და ექიმთან არ მიდის, იმ სტუდენტს ვამსგავსებ რომელიც დარწმუნებულია რომ გამოცდამდე ერთი დღით ადრეც კი კარგად დასძლევს დიდი მოცულობის საგამოცდო მასალას.

Jan 1, 2011

I wish ....

მგონი დროა ახალი წელი ჩემ ბლოგზეც მოვიყვანო :) ყველას გილოცავთ ახალ 2011 წელს და გისურვებთ რომ ეს წელი სიახარულით და სიყვარულით ყოფილიყოს სავსე. სიხარული ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ჩემი აზრით იმიტომ რომ როცა კარგი რამეები ხდება ყოველთვის გვიხარია და ბედნიერები ვართ, ამიტომ ეს სიტყვა მოიცავს ყოველივე კარგს :)

ხოდა ასე :) ახლა მე რა მინდა ახალ წელს?! ვოცნებობ ისეთ რამეებზე რაც ჩემზე არაა დამოკიდებული, იმიტომ რომ რაც ჩემზეა დამოკიდებული იმას ვაკეთებ და ვირივით ვმუშაობ. შესაბამისად მინდა რომ:
  • ადამიანები ვინც ძალიან მიყვარს ჯანმრთელები იყვნენ, და არ შემაშინონ ავადმყოფობით (დიახაც, ეგოისტი ვარ)!
  • ჩემი მშობლები ამ წელს მაინც ჩამოვიდნენ ჩვენთან!
  • კიდევ და კიდევ წავიდეთ ნორვეგიაში, ერთ კვირიან მოგზაურობასაც ვყაბულდები, და მომავალი შობისათვის ეგვიპტეში წასვლა მოვახერხოთ :D
  • მინდა რომ ჩემმა მეგობრმა სამსახური იშოვოს, იმიტომ რომ მისი უმუშევრობა მგონი მე უფრო მადარდებს ვიდრე მას :P joke. კიდევ ბერი რამე მინდა მისთვის მაგრამ არ დავწერ აქ, იმიტომ რომ შეიძლება ეწყონოს :P
  • კიდევ პირადი სურვილები მაქვს მაგრამ არც იმათ არ დავწერ :D
  • პ.ს. დამავიწყდა დამეწერა. მინდა რომ ჩემმა ახალმა ტელეფონმა ერთი წელი მაინც გაძლოს ისე რომ ძირს არ დამივარდეს, არ დამეფხაჭნოს და ჩანთაში არ მიმეჭყლიტოს. თორემ ნახეთ მერე თქვენ ჩემი წუწუნი და სინდისის ამბები :D
ჯერ ამ ცოტას დავწერ და მერე გზადაგზა თუ მომაფიქრდა დავამატებ ხოლმე :D :D