Dec 10, 2011

საუკეთესო საშობაო საჩუქარი :)

ფორუმელი farfalinaს მიერ მომზადებული შოკოლადებით შთაგონებულმა, დღეს ვერ მოვითმინე და მეც ვცადე მათი მომზადება :) რადგანაც მზა რეცეპტი არ მქონია, ვცადე ცოტა იმპროვიზაცია, და ამჯერად ნამდვილად გამიმართლა :)


დარწმუნებული ვარ ეს შოკოლადები საუკეთესო საჩუქარია საშობაოდ და საახალწლოდ, რადგან მათ მომზადებაში დებთ თქვენს ემოციებს, მონდომებას და ფიქრს იმ ადამიანებზე რომლებისთვისაც გინდათ მათი მირთმევა. მითხარით რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი საჩუქარი? ჩემთვის არც არაფერი :)

მასალა:
22 შოკოლადის ბურთულასათვის დაგჭირდებათ:
22 ცალი თხილი ან ნუში
150 გრამი ნუგა (გაყეთ 22 ტოლ ნაწილად) (ნუგა თუ ვერ იშოვეთ გთავაზობთ უკეთეს ვარიატს, რეცეპტი იხილეთ პოსტის ბოლოს! )
200 გრამი მარციპანი (გაყეთ 22 ტოლ ნაწილად), ნაყიდი ან სახლში მომზადებული
150 გრამი შავი შოკოლადი
10 გრამი თეთრი შოკოლადი მოსართავად, ან თხლად დაჭრილი ნუში და თხილი. რომელიც გაქვთ.
მიმდევრობა:
1. მარციპანი გააბრტყელეთ საბრტყელებელ დაფაზე. გაყეთ ტოლ ნაწილებად.
2. თხილი/ნუში ჩადეთ ნუგის მასაში და კარგად დაამრგვალეთ. ჩქარა უდნა იმოქმედოთ რადგან ნუგა ადვილად დნება.
3. მარციპანის ფიფიტა ნაზად გადააკარით ნუგიან ნუშს/თხილს და ხელით დაამრგვალეთ.  ბურთები დააწყვეთ თეფშზე და შედეთ მაცივარში მინიმუმ ერთი საათით.
4. ორთქლის აბაზანაზე დაადნეთ 150 გრამი შავი შოკოლადი. მაცივრიდან გამოიღეთ ბურთები და ჩქარ ჩქარა ამოავლეთ (მარციპანი რომ არ დადნეს)
5. თუ ბურთების მორთვა თეთრი შოკოლადით გინდათ, მაშინ ისინი უნდა გააცივოთ და მხოლოდ შემდეგ მორთოთ ასევე აბაზანაზე დამდნარი შოკოლადით. ხოლო თუ ბურთების მორთვა თხილით გინდათ მაშინ წინასწარ მოამზადეთ თხილი და ცხელ ცხელ შოკოლადზევე მოაყარეთ.
6. შოკოლადში ამოვლებული ბურთები დადეთ სადმე გრილ ადგილას (მაცივარში არა!)

თუ თქვენს მიერ მომზადებული შოკოლადის ბურთები საჩუქრად გინდათ მაშინ მოამზადეთ ლამაზი ყუთი და მათში ჩადეთ. ყუთების მომზადება სულ ადვილია თუ დაგუგლავთ Christmas origami boxes. :)

ნუგის ნაცვლად გამოგადგებათ შემდეგი სატენი:
სრულიად მართებული შენიშვნა მივიღე ნუგასთან დაკავშირებით. თუ მას ვერ იშოვით მაღაზიაში, მე გთავაზობთ შემდეგ ვარიანტს:
აიღეთ 150 გრამი ნუტელა და მასში გაურიეთ კარგად დაფქვილი თხილი ან ნუში. კარგად ამოურიეთ მასას, უნდა მიიღოთ პლასტელინივით მასა რომ მისი ფორმირება შესძლოთ ხელით. ეს მასა გაკეთებული მაქვს და ნუგას ბევრად ჯობია!!!


5 comments:

ჩორვენი¹³ said...

ფაკ სად ვიყიდო ნუგა :| ისე რომ შიგნით თხილი ჩავტენო :| ოოოფ რაა. მანდ შენთან ყველაფერია და აქ სანთლითაა საძებნელი : )

Toma said...

ჩორვენი¹³ - sad da gudvilshi darcmunebuliv a riqneba. Tu nugas ver ishovi mashin mxolod marciopani gamoikene. an kdiev davcer axla recepts zemot.

Toma said...

ჩორვენ დავწერე პოსტში და ნუგაზე უფრო გემრიელია ის რეცეპტი მე რაც შემოგთავაზეთ :)

ჩორვენი¹³ said...

ვახ ვახ! ასე ჯობია. ნუტელა სულ გვაქვს სახლში!! გაიხარე ტომაა ♥♥ ეხლა ეს რეცეპტი უკვე შესრულებადია ჩემთვისაც ♥


უი ისე შენ თუ გიცდია სილიკონის ფორმები ნამცხვრისათვის??

Tamara said...

ჩორვენი¹³ - სილიკონის ფორმა არ მიცდია მაგრამ სილიკონის "დაფა" მაქვს და მასზე ვაბრტყელებ და მასზევე ვაცხობ ხოლმე ხაჭაპურებს და პეჩენიებს :)