Dec 7, 2011

მათთვის ვინც საკუთარი საქმის დაწყებაზე ფიქრობს

იყო თვითდასაქმებული დამეთანხმებით საკმაოდ მომხიბვლელი მაგრამ ამავდროულად რთული პროცესია. ბევრისათვის რთული იმიტომ რომ არ იცის საიდან დაიწყოს, ბევრისთვის იმიტომ რომ არ აქვს ადმინისტრატიული უნარ ჩვევები, თუმცა თუ სურვილი არსებობს ჩემის აზრით ყველაფერს ეშველება.

ეს პოსტიც დამწყებ თვითდასაქმებულებს ეხება (ან მათ ვისაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება). პოსტის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აი აქ 10 Ways You Can Advocate for Your Therapy Services, ავტორი ოკუპაციურ თერაპიაზე საუბრობს მაგრამ ჩემის აზრით პრინციპები იმდენად ზოგადია რომ სხვა სფეროებშიც შეიძლება მათი განზოგადება. ზემოთხსენებული პოსტის რეზიუმეს კი ამ პოსტში შემოგთავაზებთ :)

პირველ რიგში რათქმაუნდა საჭიროა ჩამოყალიბდეთ რას სთავაზობთ მომხმარებელს, ვინ არის თქვენი სერვისების მომხმარებელი, შექმნათ პროგრამა რომელსაც ბროშურებად დაბეჭდავთ, ასევე სასურველია სავიზიტო ბარათების დაბეჭვდაც. შემდეგ დაფიქრდით სად არიან ის ადამიანები რომლებიც თქვენი პოტენციური კლიენტები არიან - საავადმყოფოში, სკოლებში, ბაღებში, სხვადასხვა დაწესებულებებში, ან უბრალოდ ქუჩაში. ამის შემდეგ:

  • მოამზადეთ სპეციალური პაპკები სადაც მოათავსებთ ინფორმაციას თქვენს და თქვენი პროგრამის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ, ბროშურებს თქვენი სერვისების შესახებ და ასევე რათქმაუნდა თქვენს სავიზიტო ბარათებს. ამ ინფორმაციის გამოკვრა სხვადასხვა ორგანიზაციის საინფორმაციო დაფებზე სულ ადვილად არის შესაძლებელი, და დაინტერესებული პირებიც ადვილად მოახდენენ თქვენთან დაკავშირებას. (გაითვალისწინეთ რომ მსგავსი რამის გაკეთება ორგანიზაციის ადმინისტრატორის ნებართვის გარეშე არაა სასურველი)
  • დაბეჭდეთ საინფორმაციო ბარათები და დაურიგეთ თქვენს პოტენციურ კლიენტებს. ბარათებზე ისევ და სიევ დაწერეთ ვინ ხართ, რას სთავაზობთ კლიენტებს და რა ეღირება ეს შემოთავაზება. შეგიძლიათ ბონუსებიც მიუთითოთ, მაგალითად თერაპიის პირველი სესია ან პირველი 30 წუთი ანაზაურების გარეშე. 
  • კომუნიკაცია იგივე პროფილის თერაპევტებთან ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან თქვენ ცვლით ინფრომაციას და გამოცდილებას. 
  • დაბეჭდეთ ფლაერები და გამოაკარით სხვადასხვა მაღაზეიების, კაფეების, სკოლების, ბარების და ა.შ. საინფორმაციო დაფებზე. ფლაერების დარიგება ქუჩაშიც შეგიძლიათ. ბოლოსდაბოლოს ეს თქვენს საქმეს წაადგება.
  • იყავით მოქნილები სერვისის ფასებთან და გადახდის საშუალებებთან დაკავშირებით.
  • აქტიურად გამოიყენეთ სოციალური ქსელები თქვენ საქმიანობაზე სასაუბროდ. შექმენით ბლოგი რომელიც ეხება იმ სფეროს რომელშიც თქვენ მუშაობთ, აქტიურად დაუკავშირდით სხვა ბლოგერებს რომლებიც იგივე ან მომიჯნავე სფეროებში მუშაობენ.  
  • აქტიურად ითანამშრომლეთ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელ სპეციალისტებთან. ჯანსაღი ინტერესი ყოველთვის მისასალმებელია და დარწმუნებული ვარ კითხვები თუ გაგიჩნდებათ, მათზე პასუხს ყოველთვის მიიღებთ. 

და ბოლოს გაითვალისწინეთ რომ საკუთარი საქმიანობის დაწყება დიდ შრომას და რესურსებს მოითხოვს, თავიდან შეიძლება კვირაში 70 საათიც კი იმუშავოთ, მაგრამ როცა საქმე აეწყობა, მერე უკვე უფრო ადვილი გახდება მუშაობა დროის მენეჯმენტის მხრივ. 

1 comment:

Lalena said...

გეთანხმები სრულად, საკუთარი საქმის დაწყება რთულია და ნულიდან კიდევ უფრო რთული, რეკლამა, რომ ფიზიკურად ადამიანებმა და მითუმეტეს მიზნობრივმა ჯგუფმა გაიგოს შენი არსებობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია კონკურენტების დაფასება და რეალური კონკურენციის გაწევა, ნუ კიდევ არის მნიშვნელოვანი მომენტები მაგრამ მგონი ეს ორი ყველაზე მნიშვნელოვანია, მერე კიდე დროც თამაშობს თავის როლს და არც თუ ისე მეორეხარისხოვანს :)
მოკლედ ყველას წარმატებებს ვუსურვებ!