Nov 30, 2011

ამოიცანი შენი გუნდი :)

ამ საღამოს ისეთი საინტრესო თავი წავიკითხე ცუდად მომუშავე გუნდების და გუნდური მუშაობის შესახებ რომ უბრალოდ შეუძლებელია თავი შევიკავო და არ გაგიზიაროთ ეს ინფორმაცია :) იმედია იხალისებთ და დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენთაგანისატვის რამოდენიმე ასეთი გუნდი ძალიან კარგადაა ცნობილი. თუმცა სანამ ამ გუნდების აღწერას დავიწყებ, ვიტყვი რომ წიგნის თავი საიდანაც პოსტი დავწერე, ფსიქიატრიის სფეროში მომუშავე გუნდებს ეხება.

გუნდი 1. ომნიპოტენტური გუნდი. მახასიათებელი: თავის მნიშვნელობას ძალიან ზრდიან, სცილდებიან კომპეტენციის ფარგლებს. მაგალითად ფსიქიატრიულ საავადმოფოში მომუშავე ასეთ გუნდს შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს რომ დააპუროს მსოფლიოს ბავშვები. პრობლემა ჩნდება მაშინ როცა გუნდი უშვებს სერიოზული შეცდომებს და იჩენს არასასურველ მტრებს.

გუნდი 2. პარანოიდული გუნდი. მახასიათებლები: ებრძვიან ბოროტ და მტრულ გარემოცვას. სამუშაოს მიზანი კი ამ ბოროტი გარემოცვის შეტევის მოგერიება და გადარჩენისატვის ახალი სტრატეგიების შემუშავებაა. პრობლემა ჩნდება მაშინ როცა გუნდი ვერ აფასებს  და აკრიტიკებს საკუთარი მუშაობის სტილს, ვერ ხვდება რეალობას და არ შეუძლია რეალობასთან ადაპტაცია.

გუნდი 3. იდეალიზირებული გუნდი. მახასიათებელი: რაც კარგები ვართ ჩვენ ვართ. გუნდის წევრებს გაიდიალიზებული ყავთ ერთმანეთი, გუნდი და სამუშაო ადგილი.მათთვის სამსახური მეორე ოჯახია, დევიზია "სიყვარული, გაგება და მშვიდობა". პრობლემა ჩნდება მაშინ როცა გუნდში ახალი წევრები ჩნდებიან და მსგავს გუნდებს სხვა გუნდებთან თანამშრომლობა უწევთ.

გუნდი 4.  ფსევდო კომპეტენტური გუნდი. მახასიათებელი: გუნდის წევრები დაუნდობლად ხმარობენ სხვადასხვა ტერმინოლოგიას, ისე რომ მათი შინაარის არ იციან. გუნდის წევრების ცოდნა ზედაპირულია და მხოლოდ ტერმინებით შემოიფარგლება. ნებისმიერი წინადადება ცოდნის გაღრმავების შესახებ უკუგდებულია.

გუნდი 5. დეპრესიული გუნდი. მახასიათებლები: გუნდის წევრები გადაღლილები არიან, პრობლემა აქვთ კომპეტენციასთან დაკავშირებით. გუნდის წევრებს არ შეუძლიათ პრობლემის აღწერა და არ აქვთ ცვლილებების მოტივაცია. მსგავსი გუნდები განსაკუთრებით ვერ ეგუებიან გუნდებს რომლის წევრებიც ხალისით, კომპეტენციით არიან სავსე.

გუნდი 6. იმპოტენტი გუნდი. მახასიათებელი: აქტიურად ეძებენ დახმარებას, და დამხმარე ტრერერი უნდა იყო საკეთესო საუკეთესოთა შორის. თუმცა როცა ეს ტრენერი რამის ცვლილებას ცდილობს, ყველანაირი მცდელობა უგულვებელყოფილია. და ასე იცვლის გუნდი ტრენერიდან ტრენერს, განტევების ვაცის გამოაშკარავება კი თქვენთვის მომინდვია.

გუნდი 7. გაყოფილი გუნდი. მახასიათებლები: შიდა კონფლიქტები, გუნდის რამოდენიმე წევრი ყოველთვის უპირისპირდება იგივე გუნდის სხვა წევრებს. არ არის გამოკვეთილი ლიდერი.

გუნდი 8. დაბეჩავებული გუნდი (ეს განსაკუთრებით მეცნობა) . მახასიათებლები: გუნდის წევრები არაფერს აკეთებენ, არიან მოლოდინში ახალი შენობის, ახალი უფროსის და ყველაფერი ახლის, და მხოოოლოდ მაშინ გახდება მუშაობა შესაძლებელი. თუმცა სანამ ეს ახალი იქნება, მანამდე ვერავინ ფიქრობს რომ საქმის გაკეთება მაინც შეიძლება.

გუნდი 9. ბიუროკრატიული გუნდი. მახასიათებელი: წვრილმანებზე ჩაკირკიტება. მაგალითად ექიმის რემისია შეიძლება უკან გადააგზავნონ იმიტომ რომ წინადადება გამართულად არაა დაწერილი. ჩაციკლულები არიან მუშაობის ფორმალურ მხარეებზე. დაუსულებლად აქვთ გუნდური შეხვედრების სადაც ბჭობენ იმაზე თუ როგორ  უნდა მუშაობდნენ, მაგრამ რეალურად არც არაფერს აკეთებენ.  ვერ ასწრებენ.

გუნდი 10. მორალური გუნდი. მახასიათებელები: გუნდის დევიზია ყველამ ერთიდაიგივე რაოდენობით უდნა იმუშავოს და ეს მუშაობა გამჭირვალე უნდა იყოს. ამიტომ ოველ შეხვედრაზე გუნდის თითოეულ წევრს გადაშლილი ავს თავისი ჟურნალი ისე რომ ყველა ხედავს ვის რამდენი პაციენტი ყავს და ვინ რამდენს მუშაობს. ჯუფის წევრები ხვდებიან სიტუაციის აბსურდულობას მაგრამ ვერაფერს ცვლიან. თუ ვინმე სამსახურზე პოზიტიურად ფიქრობს, ენა პირში უნდა დაატიოს იმიტომ რომ დიდი შანსი აქვს გუნდის ""სასამართლოში" მოხვედრისა. რათქმაუნდა როგორ შეიძლება ისიამოვნო სამსახურით როცა ამდენი საქმეა.

3 comments:

Keti said...

როგორ მეცნო რამდენიმე გუნდი, როცა ჩვენს განყოფილებებს შევადარე :)
ჩემი ძირითადი სამუშაო არაგუნდურია – მარტო ვაკეთებ :)

Toma said...

hehe, sruliad saqartvelos doneze tu gecno romelime gundis saxeoba keti? :)

xandaxan kargia marto ushaoba, mtel pasuxismgeblobas tavze igeb da shenve anacileb dros da sirtules. magram amave dros didi pasuxsmgeblobaa :)

Keti said...

ოო, საქართველოს მაშსტაბით არ მიფიქრია და გამეცინა ახლა :))
კი, დიდი პასუხისმგებლობაა, ხანდახან მოსაწყენია, მაგრამ ხან რომ ვუკვირდები თუ როგორ მუშაოებნ აქ გუნდურად, მარტო მირჩევნია...