Nov 27, 2011

ვაშლის გემრიელი სასუსნავი :)

ვაშლის ეს გემრილი სასუსნავი, მათთვისაა ვისაც უცებ ტკბილეული მოუნდება მაგრამ ეზარება ჩახლართული რამის მომზადება ან უბრალოდ არ აქვს ბევრი ინგრედიენტი :) 

მისი მომზადება არის უადვილესი, მართლა შესანიშნავი არომატის დესერტია, განსაკუთრებით ზამთრისათვის, რადგან დარიჩინი და ტბილი ვანილის საწებელა ზამთრს უფრო ფუმფულას და სურნელოვანს ხდის :) (მოსახეხებელიც თავზე უცაბედად სტუმარი თუ დაგადგებათ, ან კიდევ უცებ ღამის 12 საათზე მოგინდებათ რაიმე ტკბილეული ).
ხოდა მოდით დავიწყოთ მომზადება :)  აი ასეთ დესერტს ვამზადებთ :)


  • ინგრედიენტები:
1-2 კგ ვაშლი, ისეთი რომ ცხობისას მშრლი იყოს.
6 ს კ შაქრი
1 ჩ კ დარიჩინი
სუხარი 10 ს კ. მაგრამ თუ არ გაქვთ არაუშავს
ვანილის საწებელა ნახევარი ლიტრი (იხ ქვემოთ)

  • მომზადება:
  1.  გავაცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე.
  2. ავიღოთ ცეცხლგამძლე ღრმა ჭურჭელი. ძირზე მოვაყაროთ 5 ს კ სუხარი.
  3. შაქარი და დარიჩინი ავურიოთ ერთმანეთში 
  4. ვაშლი დავჭრათ ასე 1 სანტიმეტრიან გრძელ ფირფიტებად (გულის გამოცლა არ დაგავიწყდეთ ).
  5. სუხარიან ფორმაზე მოვაყაროთ დაჭრილი ვაშლის ერთი ნაწილი, ზემოდან მოაყარეთ 2-3 კოვზი დარიჩინიანი შაქარი, და ასე გააგრძელეთ მანანამ სანამ ფორმა არ გაივსება. ბოლოს თავზე მოაყარეთ სუხარი და შედეთ ღუმელში.



  6. ვაშლს დაახლობით 30 წუთი დასჭირდება, ხანდახან შეამოწმეთ ხოლმე რომ თავი არ მიიწვას და ვაშლი ფაფასავით არ გახდეს. 
  • საწებელა:
ვანილის საწებელა აუცილებელია ამ დესერტისათვის. მისი მომზადება შესაძლებელია აი ამ რეცეპტის მიხედვით - ვანილის საწებელა ან კიდევ მაღაზიებში იყიდება სპეციალური ფხვნილები, რომელსაც მხოლოდ რძის დამატება სჭირდება და საწებლაც მზადაა :)
  • როგორ მივირთვათ დესერტი?
აიღეთ ღრმა თეფში, ერთ ნახევარზე დადეთ გამომცხვარი ვაშლი, გარშემო კი საწებელა მოასხით :)

გემრიელად მიირთვით :)

3 comments:

natani said...

forumze vnaxe dges :D shen daposte ?
vcdi amis gaketebas imedia fafa ar gamomiva. suxari ar makvs mgoni dafxvnili. txili maqvs :(.

Toma said...

ki me davposte
fafa ar gamova tu drodadro sheamocmeb vashls da chesavit ar dagrcheba gumelshi :D
txili magrad mouxdeba!!

Keti said...

au, ra kargi rame Cans!! vaSli miyvars da asec momewoneba...