Nov 26, 2011

სხვისი ეჭვიანობის სცენები, ხანდახან კარგია ჩემთვის

დღეს დილას აუზზე წასვლას ვგეგმავდი მაგრამ გვიან გამეღვიძა და აუზის ნაცვლად  საშინელი შტორმის მიუხედავად ჩემი ამხანაგების სანახავად გავწიე, რათქმაუნდა აუზისათვის საჭირო ნივთებიც გავიყოლე, ლანჩის შემდეგ ცურვა აუცილებელია. 

ორ საათიანი საუბრის და ძალიან ბევრი ნამცხვრის ჭამის შემდეგ  ვიგრძენი რომ საცურაოდ თუ არ წავედი, დრო იყო ტუალეტი მომეძებნა, და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ნამცხვრების ჭამა ბევრი მომივიდა. კაფე საკონდირტოში სადაც ჩვენ ვიყავით ჩვეულებივი ლანჩს ნამცხვრების ბუფეტიც მოსდევს, რამდენიც გინდა იმდენი ჭამე, მაგრამ ყველაზე ცუდი ისააა რომ ძალიან ბევრი ტორტები აქვთ, და როცა ერთი ტორტი თავდება მეორეს სხვანაირს დებენ. ხოდა ახლა თავად გამოიცანით რა მომივიდოდა. მოკლეთ როგორც იქნა გამოვაღწიე კაფედან და რასაც ქვია მოვცოცხე აუზისაკენ...

... და რას ვხედავ, მთელი არეა გადაკეტილია. პოლიცია, ვერტალიოტები, სასწრაფო. არც არავის უშვებენ აუზის ქუჩაზე და ხალხიც გარშემო დგას და დიდის მონდომებით აკვირდება პოლიციის მუშაობას. ვახ კაცო, გავიფიქრე, ძლივს მოვაღწიე აქამდე და შიგნით როგორ არ უნდა შევაღწიო?! მოკლეთ მიივეულ მოხვეული გზებით, როგორც იქნა მივედი აუზამდე და ჰოი საოცრებავ, აუზი თითქმის ცარიელია, შიგ და შიგ მხოლოდ  10 მდე კაცი დაუცრავს. უმაგრეს, ვუცურავე გემოზე, ისე რომ არც თავში ჩავარტყი ვინმეს ხელი,  და არც ტრაკზე მოვცხე ვინმეს ფეხი.

მაგრამ რატომ იყო აუზი ცარიელი, გზა გადაკეტილი და სავსე პოლიციით და სასწრაფოთი?? რატომ და ერთი ახალგაზრდა მამაკაცის ეჭვიანობის გამო! თურმე ამ მამაკაცს თავისი ყოფილი მეგობარი გოგონასათვის მიუწერია რომ მანქანაში რომელიც იმ ქუჩაზე დგას და რომელიც ამ გოგონას ახალ შეყვარებულს ეკუთვნის ბომბია. რათქმაუნდა გოგონამ ეგრევე პოლიციას შეატყობინა, პოლიციამაც არ დააყოვნა და მივიდა ადგილას. მოახდინეს შენობების ევაკუაცია (სამი დიდი სპორტული ცენტრია იქ და წარმომიდგენია რა ხდებოდა). მე რომ მივედი უკვე დაედგინთ რომ "ბომბიანი" მანქანა აუზის წინ არ იდგა, შესაბამისად კონტროლი მოხსნეს იქ, ხალხი ახალი ევაკუირებული იყო ხოდა აუზიც თითქმის ცარიელი.

ხოდა ვფიქრობდი ხანდახან ეჭვიანობა კარგია. :D :D
p.s ევაკუაციის დროს აუზზე რომ ვოფილიყავი იგივეს არ დავწერდი :D


3 comments:

Keti said...

ეს რა ამბები ყოფილა! :)
რა ბედი ეწია იმ კაცს? ახლა ჩვენთან მოხდა ასეთი რამ: სასიძომ, რომელსაც სურდა ქორწილის გადახდა დარბაზში და ეს დარბაზი დახვდა დაკავებული, ბომბის შესახებ დარეკა პატრულში, იმ იმედით რომ ის სხვა ქორწილი ჩაიშლებოდა და დარბაზი გათავისუფლდებოდა. ჰოდა დაიჭირეს :)

Toma said...

ra boroti kofila eg korcilis chamshleli kaci.
ar vici amas ra bedi ecia, ar dauweriat :)

Keti said...

ჰო...
ისე რას არ გააკეთებინებს ადამიანს ეჭვიანობა :))