Nov 22, 2011

შვიდი ფილოსოფიური ოქროს მცნება

ისევე როგორც ბევრი სხვა მეცნიერების საფუძვლები, ოკუპაციური თერაპიის საფუძვლებიც ფილოსოფიაშია, თუმცა ისინი ძირითადად ადამიანის შესახებ ცოდნას, მსოფმხედველობას ეხება და არა თავად ოკუპაციურ თერაპიას როგორც მეცნიერებას და პროფესიას.

გთავაზობთ ოკუპაციური თერაპიის შვიდი ფილოსოფიური ოქროს მცნებას, რომლის დაცვა თითოეული ჩვენთაგანის პირდაპირი მოვალეობაა, ისე შედეგს უბრალოდ ვერ მივიღებთ :) 

1.ყოველ ინდივიდუალს აქვს უფლება აზრიანი ყოფისა, ყოფისა რომელიც ინდივიდს  აძლევს პროდუქტიულობის, დასვენების, სიამოვნების გამოცდის საშუალებას.

2.თითოეული ინდივიდზე ზეგავლენას რამოდენიმე ფაქტორი ახდენს, კერძოდ კგანვითარების ფაქტორები, ინდივიდის სოციალური ბუნება, და ინდივიდის კოგნიტური სტრუქტურა.

3. თოთოეულ ინდივიდს მუშაობის, თამაშის და დასვნების შინაგანი მოთხოვნილება აქვს  და  ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულნი უნდა იქნან გარკვეული ბალანსის მიღწევით.

4. თითოეულ ინდივიდს აქვს უფლება ინდივდუალური არჩევნის საფუძველზე შესძლოს პოტენციალის განვითარება.

5. თითოეულ ინდივიდს თავისი პოტენციალის განვითარება შეუძლია მხოლოდ გარემოსთან (სოციალური და ფიზიკური) ურთიერთობის შედეგად.

6. თითოეული იდივიდი  შესწავლილი და გაგებული უნდა იქნას კერძო შემთხვევიდან გამომდინარე - ინდივიდის, ოჯახის, საზოგადოების, კულტურის და ქვეყნის გათვალისწინებით.

7. ოკუპაციური თერაპია ინდივიდს უნარების განვითარებაში ეხმარება, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ ერთდროლად გავითავლისწინებთ ადამიანურ (როლები,განწყობა, მოტივაცია ერთი სიტყვით ფსიქოლოგია ), სოციოკულტურულ/ ფიზიკურ გარემოს,  და კოგნიტიტურ- ფიზიოლოგიურ ფაქტორებს.

No comments: