ხოდა ასე, დღეს ოფიციალურად დამიმთავრდა პრაქტიკა.
რაღაც გულის ამაჩუყებელი დღე იყო.
ერთ პაცინეტს და მის ქმარს მე და ერთი ოტ დამხმარე საშუალებების ცენტრში შევხვდით, მისთვის სამუშაო სკამის შერჩევა გვინდოდა, ხოდა ისე საყვარლად შემხვდნენ თითქოს მათი კარგი ნაცნობი ვყოფილიყავი. ადამიანური კონტაქტები ერთ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი დადებითი მომენტია რომელიც მაფიქრებს რომ კომუნალურ დონეზე შევძლებ მუშაობას, თუმცა ჯერ ადრე ამაზე ფიქრი, თან არ მაქვს მართვის მოწმობა რომელიც 100% მჭირდება მსგავსი სამსახურისათვის.
სხვა მხრივ რა, ზემძღვანელებისგან, კოლეგებისაგან და უფროსისაგან ბევრად კარგი ფიდბექი მივიღე ვიდრე მეგონა. დღევანდლი შეფასებით უკვე "ახლად გამომცხვარი" ანუ "Advanced beginner" ვარ. ეს დონე კი მხოლოდ მეექვსე სემესტრის სტუდენტებს მოეთხოვებათ. თუმცა საქმე ეს არაა, საქმე ისაა რომ მიუხედავად კარგი შეფასებისა მე ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად ამ როლში, ჯერ ვერა.
შეხვედრიდან ფეხით წამოვედი, გეტყვით რომ სეირნობა ძალიან კარგად მოქმედებს გონებაზე. გზაში ძალიან ლამაზი შემოდგომის "ხედები" შემხვდა. შემოდგომა ზოგადად სევდიანი პერიოდია, მაგრამ ძნელია უარყოფა იმისა რომ ულამაზესია ყველა პერიოდს შორის :) ესეც ერთი სურათი

მერე ერთ მაღაზიაში შევიარე, იმ მაღაზიაში დიდი ხანია არ ვყოფილვარ და ნეტავ არც შევსულიყავი. ისეთი ლამაზი რამეები ქონდათ, ისეთი ლამაზი რომ ალხაც კი მათზე ვფიქრობ. ჩემს თავს უარი ვერ ვუთხარი და აი ეს თეთრი პერანგი ვიყიდე.

3 comments:
პოზიტიური ამბებია, მიხარია!
შენი ახალი პერანგი ძალიან მომეწონა და ფოტოც რა ლამაზია...
შემოდგომა მართლაც ულამაზესია.
მალე აიღე მართვის მოწმობა :)
ქეთი, შენ ხომ აიღე მოწმობა? გაქვს მანქანის ტარების საშუალება?
გმადლობ :*
კი, ავიღე და უახლოეს პერიოდში ინტენსიურადაც დავიწყებ ტარებას. აქამდე ხშირად ვერ ვახერხებდი..
გამონახე ამისთვის დრო, ტომუშკა :*
Post a Comment