Nov 8, 2011

მადლობა ბლოგს კოპინგის საშუალებას რომ მაძლევს

არ შემიძლია პრობლემებზე ლაპარაკი, ამის თავი არ მაქვს.
წერა კი, სასიამოვნოა, მაგრამ არა რალაპრაკი.
ხოდა ახლა ვიყენებ რა ჩემს ბლოგს გამოვთქვავ ჩემს აღშფოთებას და გადაშფოთებას, ამით საქმეს კი არ ეშველება მაგრამ ბოლს მაინც გამოვუშვებ!!!!

ჯერ კიდევ 70 დღის უკან ვიცოდი 11 ნოემბერს საგამოცდო ნაშრომი რომ უნდა გადამეგზავნა მასწავლებლისათვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი გავიგე რა უნდოდათ ჩვენგან და მეც კი ადამიანი რომელიც ბოლო წუთამდე არაფერს იტოვებს, დღევანდელ დღემდე ისე მოვედი რომ მხოლოდ ერთი ფურცელი მაქვს დაწერილი და ისიც არ მომწონს.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მხოლოდ მე არ ვარ ვისაც უჭირს გაიგოს რა უნდათ ჩვენგან, მაგრამ მე ეს რას მარგებს? ალბათ მხოლოდ ერთს რომ მარტო არ ვარ და იმედია არ ვარ უტვინო.

ჩვენგან უნდათ კონცეპტის ანალიზი. კონცეპტი უნდა იყოს სპეციალური მხოლოდ და მხოლოდ ოკუპაციურ თერაპიაში რომ ვიყენებთ, მაგრამ ყველაზე რთული ისაა რომ ეს კონცეპტი რაღაცეებს უნდა დავუკავშიროთ. არ მიყვარს კონცეპტები, არ შემიძლია თეორიაში ვიქექო და ერთი სიტყვა ვეძებო. მერე დაწერო გინდაც ოთხი ფურცელი ამ ერთი სიტყვის შესახებ.  ვერ ვირჩევ ერთ სპეციფიკურ კონცეპტს რომელიც მაინტერესებს, იმიტომ რომ არცერთი მაინტერესებს :( ხოდა ვარ ასე ძალიან, ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში.

თუ აქამდე ჩემი ყველა საგამოცდო ნამუშევარი მოწონებას და შექებას იმსახურებდა, ამ ჯერზე ეჭვი მაქვს ყველაფერი პირიქით იქნება და მომიწევს ნაშრომის ჩასწორება, ან უკიდურეს შემთხვევაში თავიდან დაწერა.

No comments: