Nov 5, 2011

ეფექტური მშობლის ტრენინგი

დამეთანხმებით ბავშვსა და მშობელს შორის ფუნქციონირებადი კომუნიკაცია ერთ ერთი უმთავრესი მომენტია აღზრდის პროცესში.  ასევე დამეთანხმებით რომ ხშირად ეს კომუნიკაცია არც თუ ოპტიმალურად მოქმედებს. ეფექტური მშობლის ტრენინგის მიზანი სწორედ ამ საკითხებზე მუშაობაა.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველები პირობების შესათანხმებლად დაუკავშირდით ტრენინგის ავტორს და ოჯახის ფსიქოლოგს ნინო ჭარხალაშვილს charkhalashvilinino@gmail.com     

რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო შესამჩნევი ხდება, რომ მშობელთან კონტაქტი, რომელიც ასე ძლიერი იყო ადრეული ბავშვობისას სუსტდება, დისტანცია კი იზრდება. მცირდება ურთიერთნდობა, ხოლო მშობლის სიტყვა სულ უფრო კარგავს ბავშვზე ზემოქმედების უნარს. ურთიერთობა უკვე საბოლოოდ, ”მშობელი-შვილისთვის” დამახასიათებელი შაბლონის ფარგლებში ექცევა, რაც მზა და ნაცადი მიდგომების გამოყენებას გუ...ლისხმობს და გამორიცხავს მის გულწრფელობას და სისავსეს.

იყო მშობელი, არ ნიშნავს ავტომატურად ფლობდე შვილთან სწორი ურთიერთობისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს

ეფექტური მშობლის ტრენინგის მიზანია :
ურთიერთობის არასწორი ფორმების იდენტიფიცირება. ეფექტური და ქმედითი კომუნიკაციური უნარჩვევების შეძენა

ტრენინგის შემდეგ გეცოდინებათ:
• როგორ მოუსმინოთ თქვენ შვილს, როცა მას დახმარება სჭირდება
• როგორ დაელაპარაკოთ მას, ისე რომ მოგისმინოთ და გაგითვალისწინოთ (შეცვალოს თქვენთვის მიუღებელი ქცევა)
• როგორ მოაგვაროთ კონფლიქტი მსჯელობის და ურთიერთშეთანხმების საშუალებით
(კონფლიქტის არაწამგებიანი მოგვარება)

შედეგი რომელსაც მიიღებთ:
1. თქვენი შვილი თავისუფლად განიხილავს თქვენთან თავის პრობლემებს.
2. ის სწავლობს გაითვალისწინოს თქვენი სურვილები, რადგან იცის, რომ თქვენ ითვალისწინებთ მისას.
3. ის არის, არა მხოლოდ ”დამჯერე” და თვინიერი, არამედ ქცევას უქვემდებარებს თვითდისციპლინას, თვითკონტროლს და შინაგან პასუხისმგებლობას.
4. საკამათო საკითხებზე, ნაცვლად ბრძოლისა, ახერხებთ თანამშრომლობას.
5. გაქვთ ნაკლები უსიამოვნება და მეტი სასიკეთოდ გადაჭრილი პრობლემა.
6. თქვენი ურთიერთობა ხდება უფრო სავსე და თბილი, ის ემყარება ურთიერთნდობასა და პატივისცემას.
7. შედეგად იღებთ ნაკლებ ბრძოლას და მეტ სიყვარულს და სულიერ სიმშვიდეს ოჯახში.

2 comments:

khatia said...

siamovnebit davetsrsebodi. tu rame gadatsyda momtseret ak khatia88@gmail.com

Toma said...

khatia - ტრენინგი უკვე არსებობს და ტრენერი ნინო ჭარხალაშვილი მზადაა ჩაატაროს ის. ტავარია მშობლების სურვილი და მონფომება. ამიტომ გთხოვ დაუკავშირდი ზემოთ დაცერილ მეილზე და შეთანხმდით დროსა და ადგილზე.

წარმატებას გურსურვებ.