Nov 2, 2011

ღმერთო ჩემო :)

დღეს პირველად, ორნახევარი წლის განმავლობაში პირდაპირ აღვფრთოვანდი ბროკას აფაზიით :) რა გადასარევი მდგომარეობაა კია ბროკას აფაზია, მაგრამ პაციენტი რომელსაც დღეს შევხვდი და რომელსაც დამბლიდან 13 წლის შემდეგ კვლავაც არ ჰქონდა დაბრუნებული მეტყველების ფუნქცია, უბრალოდ იმსახურებს ჩემს აღფღთოვანებას :)

პაციენტი კლინიკაში ხელის სავარჯიშოდ მოვიდა. სპასტიკურ ხელში ბოტოქსის ინექცია ქონდა შეყვანილი და ჩვენც გვინდოდა დრო გვეხელთა და კუნთები დაგვეჭიმა, მეც ამ პაციენტის მკურნალ ოკუპაციურ თერაპევტს ვახლდი :). ვიზიტის დროს როცა რამის თქმა უნდოდა და ვერ ახერხებდა, ამბობდა "ღმერთო ჩემო", თან ამბობდა ემოციებით - მოწყენილი ღმერთო ჩემო, აღფროვანებული ღმერთო ჩემო, გაკვრივებული ღმერთო ჩემო და ა შ. ისეთი საყვარელი ქალი იყო :)

ხოდა, ხვალ პრაქტიკის ბოლო დღე მაქვს. აქამდე კი ვამბობდი ნეტა მალე დამთავრდეს ეს ყველაფერითქო, მაგრამ სამწუხაროდ ამ კვირაში სულ სხვანაირად ვფიქრობ. ახლა, როცა გარკვეული ვარ სიტუაციაში, მეტი თვითრწმენა მაქვს შემატებული, პაციენტებთანაც თავისუფლად ვგრძნობ თავს, მინდა პრაქტიკა გაგრძელდეს, მაგრამ ნეტუოოოო :P :P


No comments: